• მეტა

  • სტატიების გამოწერა

    თემატიკა:

    არქივი:


    Synergy Insight Synergy Startup



    საერთო ბრძოლა (ანუ ვის შეუძლია ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა)

    1 ივნისი, 2009 | წაკითხულია 749-ჯერ

    ქვეყნის გამოყვანა ეკონომიკური კრიზისიდან, რომელშიც ჩვენ ეხლა ვიმყოფებით არის უპირველესი ამოცანა ქვეყანაში დღეს ყველასთვის, ყველა დონეზე, და ის მოძრაობა რომელიც უპირველესად ამ ამოცანას არ ისახავს მიზნად არის ფუჭად დახარჯული ენერგია და დაკარგული შანსი იმისა, რომ ცოტა უფრო ნაკლები ყოფილიყო კრიზისის უარყოფითი ეფექტი ან დაჩქარებულიყო ქვეყნის ამ მდგომარეობიდან გამოყვანა.

    კრიზისი ყოველდღიურად ართულებს ბევრი ორგანიზაციის მდგომარეობას, ამცირებს მათი გადარჩენის შანსს, სულ უფრო მეტი ორგანიზაციისათვის საფრთხე სულ უფრო თვალნათელი ხდება. და თუ ვინმემ ამაზე სასწრაფოდ არ იზრუნა,  სიტუაცია შესაძლოა სავალალო მდგომარეობამდე მივიდეს. გაკოტრებული, ქმედუნარიანობა დაკარგული ორგანიზაციები ემუქრებიან ასიათასობით ადამიანს უმუშევრობით, მილიონობით ადამიანს საჭირო პროდუქტის გარეშე დატოვებით, სახელმწიფოს შემოსავლების შემცირებით და ძალიან ბევრ ოჯახს სიღატაკით.

    დღეს ყველას ვისაც შეუძლია ვალდებულია დადგეს კრიზისის წინააღმდეგ როგორც ერთი,  და ეცადოს მაქსიმუმი გააკეთოს ქვეყნის ამ მდგომარეობიდან გამოსაყვანად.

    სამი მხარე: საზოგადოება, ბიზნესი და ხელისუფლება, მათი ერთიანობა, კოორდინირებული შეთანხმებული მოქმედება არის ერთადერთი შანსი დღეს დაიძლიოს კრიზისი მინიმალური უარყოფითი შედეგებით. ამ სამ მხარეს ერთმანეთს შორის როლების ცხადი განაწილება სჭირდებათ და თანმიმდევრული, კარგად გააზრებული ნაბიჯები იმისთვის, რომ თითოეულის მიერ გაწეული ძალისხმევა მაქსიმალურად ეფექტური იყოს საბოლოო შედეგის მისაღებად.

    ხელისუფლების როლი

    ხელისუფლების ვალდებულება ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანაში ყველაზე მძიმეა და ყველაზე რთული. მათ იმის გარდა, რომ ევალებათ ამ პერიოდში განსაკუთრებით იზრუნონ მშვიდობაზე, სიწყნარეზე, სამუშაო და ცხოვრების ტექნიკური პირობების შენარჩუნებაზე, მათ აქვს ვალდებულება ყველაფერი გააკეთოს სამი მთავარი მიმართულებით:

    ა) პირველ რიგში ძალისხმევა მაქსიმალურად უნდა წარიმართოს მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისაკენ. ყველაფერი უნდა გაკეთდეს ამისათვის: გაუმჯობესდეს გარემო, ხელი შეეწყოს მათ კოოპერაციას, დაეხმაროს იმაში, რომ თითოეული ბიზნეს წარმონაქმნი, რომელიც მარტო ვერ გადალახავს ამ პრობლემას მეტი ზრუნვის ობიექტი გახდეს, გახდეს უფრო ეფექტური და ძლიერი სახელმწიფოს თანადგომის ხარჯზე. ეს აბსოლუტური აუცილებლობაა კრიზისის უარყოფითი ეფექტების შესამცირებლად.

    ბ) მეორე და არანაკლებ მნიშნელოვანი პრიორიტეტი ხელისუფლებისთვის ეს არის ინვესტიციების (როგორც პირდაპირი ისე შუამავალი ინსტიტუტების მეშვეობით) მოზიდვა ქვეყანაში. ყველა გზა და მეთოდი უნდა იყოს გამოყენებული ამისათვის. თუკი რამეს აქვს პერსპექტივა საქართველოში ის საუკეთესო  მხრიდან უნდა იქნეს მიწოდებული პოტენციური ინვესტორებისთვის შესაბამისი დაპირებებით, გარანტიებით. შემოსული ინვესტიციები ყველაზე სწრაფად არბილებს ფონს და იძლევა ამოსუნთქვის საშუალებას. ამდენად, ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების ეფექტურობაზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლის ვადა და სირთულე.

    გ) და მესამე, ასევე პირველი პრიორიტეტის ამოცანა ამ პერიოდში, ექსპორტის მაქსიმალური ხელშეწყობაა. ხელისუფლება უნდა იყოს შუამავალი, მაორგანიზებელი, დამხმარე, გამყიდველი და დამაკავშირებელი ბიზნესისათვის გარე სამყაროსთან. მან უნდა შეძლოს შექმნას ყველა აუცილებელი პირობა ექსპორტის გასაზრდელად. ეს არის კიდევ ერთი კრიტიკულად აუცილებელი ფაქტორი კრიზისიდან გამოსვლის დასაჩქარებლად. 

    ვინაიდან, რაც უფრო მეტი პროდუქტი იქმნება, რაც უფრო მეტი ინვესტიცია შემოდის და რაც უფრო მეტი პროდუქტი და მომსახურება გადის ქვეყნის გარეთ მით უფრო ნაკლები იქნება კრიზისის უარყოფითი გავლენა ქვეყნის ეკონომიკაზე, ბიზნესზე და საზოგადოებაზე მთლიანად.

     ბიზნესის როლი

    არანაკლები დიდი ვალდებულებები აკისრია ბიზნესს ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად. კომპანიების როლი ამ ბრძოლაში არანაკლებ რთულია და საპასუხისმგებლო. მათი უპირველესი ამოცანები ამ პროცესში შემდეგია:

    ა) ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ გახდნენ უფრო ეფექტურები ყოველდღიურ მოქმედებაში. დახვეწონ საქმიანობის სტრატეგია, უფრო ცხადი და ეფექტური გახადონ საქმიანობის ბიზნეს მოდელი. გადახედონ და უფრო ცხადად ჩამოყალიბდნენ ვისთვის მუშაობენ, რას აკეთებენ მათთვის და როგორ ახერხებენ ამ სარგებლის გადაცემას მომხმარებლებისთვის და მერე მთელი მართვის სისტემა დახვეწონ და შესაბამისობაში მოიყვანონ ამ გადაწყვეტილებებთან. არაფერი იმაზე მეტად მნიშვნელოვანი არ არის ბიზნესისთვის ამ დროს, ვიდრე მისი თითოეული რგოლის გამართული და ეფექტური ფუნქციონირება. და ზუსტი გაგება იმისა ვინ არის და რა საზოგადოებრივ სარგებელს ქმნის, რისთვისაც უნდა მიიღოს შედეგი.

    ბ) მეორე უფრო ცხადი და კონკრეტული, მაგრამ ამავე დროს ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა ბიზნესისთვის ამ პერიოდში არის მის მიერ წარმოებული პროდუქტის და მომსახურების ხარისხის გაზრდა მისთვის პრიორიტეტული მომხმარებლების მოთხოვნილებების გათვალისწინებით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ პროდუქტი ხარისხის საერთაშორისო სტანდარტზე თუ არა მეზობელ ქვეყნებში გასატანად აუცილებელ ხარისხზე მაინც იწარმოოს. ყველა კომპანიამ განსაკუთრებით უნდა იზრუნოს ამაზე (თუმცა ხშირად პირიქით ხდება) კრიზისის დროს, ვინაიდან სხვა შემთხვევაში ვერც სახელმწიფო და ვერც თვითონ ბიზნესი ვერ შეძლებს ექსპორტის გაზრდას.

    გ) და ბოლოს. ყველა ორგანიზაცია უნდა ცდილობდეს გააფართოვოს კონტაქტები საზღვარგარეთ. შესთავაზოს და დააინტერესოს საკუთარი პროდუქციით რაც შეიძლება მეტი განსხვავებული კონტრაგენტი განსხვავებულ ქვეყანაში. ამისთვის ყველა რესურსი უნდა იქნეს გამოყენებული, როგორც კერძო ისე სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი შესაძლებლობები. მთელი ქვეყანა უნდა ცდილობდეს გაყიდოს რაც შეიძლება მეტი პროდუქტი და მომსახურება ქვეყნის გარეთ, ვინაიდან: რაც უფრო მეტი პროდუქტი იქმნება, რაც უფრო მეტი ინვესტიცია შემოდი და რაც უფრო მეტი პროდუქტი და მომსახურება გადის ქვეყნის გარეთ მიდ უფრო ნაკლებია კრიზისის უარყოფითი შედეგები ბიზნესზე, მის თითოეულ სუბიექტზე და საზოგადოებაზე მთლიანად.

    ბანკების როლი მათ შორის:

    ბანკებს კრიზისიდან ქვეყნის გამოყვანაში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი როლი აქვთ. მათი უპირველესი მოვალეობაა ისე დახვეწონ რისკის მართვის სისტემები, რომ კრიზისის და უზრუნველყოფის გაუფასურების მიუხედავად არ შეწყვიტონ დაკრედიტების პროცესი, სხვანაირად ყველა დანარჩენი ძალისხმევა შესაძლოა უშედეგო აღმოჩნდეს.

    ამის გარდა ბანკებმა უნდა შეძლონ გაარჩიონ ორგანიზაციები, რომლებსაც აქვთ გადარჩენის შანსი, იპოვონ ისინი და განსაკუთრებულად შეეცადონ მათ დახმარებას, რადგან ჯანსაღი საშუალო და მცირე ზომის ორგანიზაციები, რომლებსაც ეფექტური მენეჯმენტი ჰყავს და რომლებიც ბანკებიდან სათანადო მხარდაჭერას მიიღებენ შეძლებენ გადაარჩინონ ქვეყნის ეკონომიკა. დინოზავრების გადარჩენაზე დახარჯული ფული და დრო ყველაზე დიდი დანაკარგი შეიძლება აღმოჩნდეს საბანკო სისტემისთვის და ქვეყნისთვის მთლიანად.

    და მესამე, ბანკებმა ერთად და ცალ-ცალკე ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ შეინარჩუნონ მოსახლეობის და ბიზნესის ნდობა. ეს აუცილებელია ფინანსური რესურსების შენარჩუნებისთვის, ეკონომიკის ლეგალურ ჩარჩოებში დასატოვებლად და ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის შენარჩუნებისა და განვითარებისთვის. ჯანსაღი, ეფექტური და მზრუნველი საბანკო სისტემა არანაკლებ აუცილებელი რგოლია კრიზისიდან ქვეყნის გამოყვანის საქმეში ვიდრე ეფექტური სახელმწიფო მმართველობა. სწორედ ამიტომ უნდა მიექცეს მას განსაკუთრებით ყურადღება.

    და ბოლოს, საზოგადოების როლი

     საზოგადოების როლი, რომელიც დგას დღეს ყველაზე მეტი რისკის ქვეშ ამ კრიზისის გამო, ძალიან ცხადია და ერთმნიშვნელოვანი მისი მოგვარებისთვის. სამი მთავარი პასუხისმგებლობა რომელიც მას ამ საერთო ბრძოლაში ენიჭება ყველაზე არსებითია მდგომარეობის გამოსწორებისთვის. საზოგადოების თითოეული წევრი და შესაბამისად მთლიანად დღეს ვალდებულია:

    ა) მაქსიმალურად ლოიალური და აქტიური იყოს ქართული პროდუქტის და მომსახურების მიმართ. ყველა უნდა ცდილობდეს ყიდულობდეს რაც შეიძლება მეტ ქართულ პროდუქციას რასაც ის უნდა აკეთებდეს არამარტო სამომხმარებლო მოტივაციით, არამედ იმის ღრმა შეგნებით, რომ თითოეული ასეთი ტრანზაქცია ეს არის ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანაში შეტანილი პირადი წვლილი. საზოგადოების ასეთი ქცევა შეეშველება ქართულ ორგანიზაციებს და მათ მისცემს უფრო ეფექტური მოქმედების საშუალებას.

    ბ) მეორე არანაკლებ მნიშვნელოვანი ვალდებულება რომელიც საზოგადოებას ამ ბრძოლაში ეკისრება ეს არის მისი დამოკიდებულება ბანკების მიმართ. ადამიანებმა არ უნდა გამოიტანონ ფული ბანკებიდან. დღეს ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფრთხეა რომელიც ეკონომიკას მნიშვნელოვნად დაუმძიმებს მდგომარეობას. ადამიანებმა უნდა აარჩიონ ბანკები რომლებსაც მეტად ენდობიან და გადაიტანონ თანხები იქ მაგრამ, არავითარ შემთხვევაში არ უნდა ამოიღონ ფული საბანკო სისტემიდან, ვინაიდან ეს მულტიპლიკაციური ეფექტით შეამცირებს ფულად მასას ქვეყანაში და კიდევ უფრო დაამძიმებს ეკონომიკურ მდგომარეობას.

    გ) და მესამე, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ვალდებულება საზოგადოების და მისი თითოეული წევრის მხრიდან ეს არის საქმის კეთება, სხვების სამსახური და მაქსიმალური აქტიურობა ამ მიმართულებით. ყველა, თითოეული ადამიანი უნდა ცდილობდეს ყოველ დღე გააკეთოს რაღაც რაც შეუძლია რომ ყველაზე კარგად გააკეთოს, სხვებისთვის შექმნას პროდუქტი რამდენიც შეუძლია, და რაც შეიძლება უკეეთესად უნდა გააკეთოს ეს. ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ მხოლოდ წარმოებული პროდუქტი და მომსახურება მოგვცემს საშუალებას რომ ამ მდგომარეობიდან გამოვიდეთ. თითოეული ჩვენგანის მიერ მაქსიმალური მუშაობა ყოველდღიურად იქ სადაც ვართ და იმის კეთება რაც ყველაზე უკეთ შეგვიძლია, იმ სარგებლის შექმნა რომლისთვისაც ვართ ყველაზე მეტად მოწოდებული და არც ერთი წუთის უქმად დაკარგვა არის ის ყველაზე დიდი წვლილი რომელიც თითოეულ ჩვენგანს ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანაში შეგვიძლია შევიტანოთ.

    სტატიის რეიტინგი
    5 votes, average: 4.80 out of 55 votes, average: 4.80 out of 55 votes, average: 4.80 out of 55 votes, average: 4.80 out of 55 votes, average: 4.80 out of 5 საშუალო: 4.80 ქულა
    მხოლოდ რეგისტრირებულ წევრებს შეუძლიათ შეფასება
    გაუზიარეთ მეგობრებს facebook-ზე

    My status

    2 კომენტარი სტატიაზე “საერთო ბრძოლა (ანუ ვის შეუძლია ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა)”

    1. დათა:

      1 ივნისი, 2009 23:40

      ყოჩაღ
      კაია

    2. ხვიჩა:

      2 ივნისი, 2009 12:24

      გმადლობთ.. ვფიკრობ ბიზნესი კოველთვის ცდილობს იყოს მომჭირნე .ის მართლაც მუშაობს ხალხისთვის ,ანუ სახემწიფოსთვის.მაინტერესებს ხელისუფლება???? ქამრის მოჭერა ზემოდან,,,ზემოდან…

    კომენტარის დამატება:

    კომენტარის დაწერა შეუძლიათ მხოლოდ რეგისტრირებულ წევრებს