• მეტა

  • სტატიების გამოწერა

    თემატიკა:

    არქივი:


    Synergy Insight Synergy Startup



    როგორ ვიმუშაოთ უკეთესად

    30 სექტემბერი, 2009 | წაკითხულია 752-ჯერ

    „გაზაფხულის მშვენიერი საღამო. მზე ანათებს. ჰაერიც სასიამოვნოდ თბილია. სამსახურში დამაწინაურეს. ახალ თანამდებობაზე გადამიყვანეს, ანაზღაურება მომიმატეს და ახალი მანქანაც შევიძინე. ჩემი პატარა შვილიც დღითიდღე იზრდება და გული სიამაყით მევსება მისი შემხედვარე. ისეთი დღე არის, რომ მე ოჯახთან ერთად შემიძლია წავიდე სადმე, მაგალითად პიკნიკზე ქალაქგარეთ, ან ბუნებაში, ან სადმე სხვაგან… ამის სანაცვლოდ ვზივარ გზის განაპირა მხარეს, თავბრუ მეხვევა, კუჭი მტკივა და გული მერევა…ჩემი ცხოვრება სწრაფად და ხშირად იცვლება.“

    რატომ მერეოდა გული? საქმე იმაში იყო, რომ გადავიტანე ძალიან ბევრი ცვლილება ძალიან მცირე დროში. ეხლა ვიცი ის, რაც არ ვიცოდი მაშინ, მე ვიმყოფებოდი პროფესიული სტრესის ზემოქმედების ქვეშ და არ ვიცოდი, რა უნდა მომემოქმედებინა ამასთან დაკავშირებით…

    პროფესიული სტრესი რთული მოვლენაა საქმიანი ადამიანის ცხოვრებაში. ეს არის სამუშაოსთან დაკავშირებული ზემოქმედება ადამიანზე. უფრო მეცნიერული ტერმინებით კი, პროფესიული სტრესი არის ადამიანის უნივერსალური რეაქცია განსხვავებული სახის გამღიზიანებელზე.

    ორი მიზეზი არსებობს იმისა, თუ რატომ უნდა დავუთმოთ ამდენი ყურადღება და დრო ამ სტატიის კითხვას:

    1) განსაკუთრებით საყურადღებო შეიძლება იყოს მენეჯერებისთვის ყველა ის ფაქტორი, რომელიც თანამშრომლებში პროფესიულ სტრესს, უკმაყოფილებას და არაპროდუქტიულ მუშაობას იწვევს
    2) დაქირავებული თანამშრომლებისთვის ღირებული იქნება იმისი ცოდნა, თუ რატომ შეიძლება აღმოჩდნენ პროფესიული სტრესის გავლენის ქვეშ და როგორ უნდა მართონ ის

     

    ალბათ თითოეულ თქვენთაგანს აინტერესებს მთავარი კითხვა,- მაშ, რა არის სტრესის მიზეზი? რა იწვევს მას?
    ფაქტორები, რომელიც იწვევს ადამიანში უარყოფით განცდას, ეწოდება სტრესორი. ის გამოიხატება შემდგომში ადამიანის გაქცევის ან შეგუების რეაქციით. სწორედ სტრესორები იწვევენ ჩვენში სტრესს. თითოეული ფაქტორის ზემოქმედება კი განაპირობებს დაუყოვნებლივ ფიზიკურ რეაქციას ჩვენგან - ჩვენ ან ვრეაგირებთ როგორღაც, ან ვეგუებით ამ ზემოქმედებას .

    სტრესორების სია ძალიან დიდია. ცხორების მანძილზე ვეჯახებით სხვადასხვაგვარ ზემოქმედ ფაქტორს, მათ შორის სამუშაო ადგილზე:

    რაც ძალიან საყურადღებოა, პროფესიული სტრესი არ არის მხოლოდ უსიამოვნო განცდის მიზეზი, ის იწვევს ასევე ჯანმრთელობის დარღვევასაც. როგორც მეცნიერებმა დაადგინეს ისეთი დაავადებები, როგორიც არის გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, წნევის ცვლილება, კუჭის დაავადებები, დიაბეტი, კუნთების და ნერვული სისტემის ფუნქციონირების ცვლილება , ინფაქტი და სხვა სწორედ პროფესიული სტრესის გამო იჩენს თავს.

    მაშ, როგორ ვმართოთ პროფესიული სტრესი, რათა შევძლოთ ჩვენზე გავლენის მომხდენ ფაქტორებზე რეაგირება მათი თავიდან აცილების მიზნით? საბედნიეროდ, ადამიანს შესწევს ძალა, მართოს სტრესი. თუმცა, ის ძნელი გამოსარკვევია, რადგან მუშაობის პროცესში ადამიანზე მოქმედებენ სტრესორები, რომლებსაც არანაირი შეხება არ აქვს თვითონ სამუშაოსთან.

    რჩევები პროფესიული სტრესის დასაძლევად:

    სტატიის რეიტინგი
    8 votes, average: 4.38 out of 58 votes, average: 4.38 out of 58 votes, average: 4.38 out of 58 votes, average: 4.38 out of 58 votes, average: 4.38 out of 5 საშუალო: 4.38 ქულა
    მხოლოდ რეგისტრირებულ წევრებს შეუძლიათ შეფასება
    გაუზიარეთ მეგობრებს facebook-ზე

    My status

    კომენტარის დამატება:

    კომენტარის დაწერა შეუძლიათ მხოლოდ რეგისტრირებულ წევრებს