• მეტა

  • სტატიების გამოწერა

    თემატიკა:

    არქივი:


    Synergy Insight Synergy Startup



    რამოდენიმე რჩევა დამქირავებელს

    9 ოქტომბერი, 2009 | წაკითხულია 803-ჯერ

    „როგორც იქნა ინტერვიუზე დამიბარეს, ნეტავი როგორ დასრულდება გასაუბრების პროცესი…“- კითხვა რომელიც აწუხებს ყველა სამუშაოს მაძიებელს, რომელიც გასაუბრებაზე წასასვლელად  ემზადება…

    საინტერესო იქნება როგორ დაახასიათებდით ადამიანს, რომელიც გადაწყვეტილებას  იღებს კადრების შერჩევის პროცესში და ხვდება კანდიდატებს ინტერვიუზე. ალბათ წარმოიდგენთ ადამიანს, რომელიც სავარაუდოდ ძალიან დაკვირვებული და ჭკვიანი უნდა იყოს, ყურადღების მიღმა არ რჩება  ყველაზე უმნიშნელო  დეტალიც კი  თქვენს საუბარში და ჩაცმულობაში. არის გამოცდილი და ხშირად ცოტა სუბიექტურიც.

    რეალობა კი ზოგჯერ საპირისპიროს მეტყველებს, ადამიანებს, რომლებსაც არ აქვთ სათანადო კვალიფიკაცია და გამოცდილება, და ასეთ  საპასუხისმგებლო საქმეს ეჭიდებიან, უწევთ ინტერვიუს ჩატარება და  გადაწყვეტილების მიღება კადრის დაქირავებასთან დაკავშირებით. მათი არასაკმარისი კვალიფიკაციის გამო კი კომპანია გაუმართლებელ რეკრუტინგს აწარმოებს და შესაბამისად ზარალდება. უფრო მეტიც, მათი შეუსაბამო და არაადეკვატური კითხვები მორალურ ზემოქმედებასაც ახდენს თავად რესპოდენტებზე, რაც კომპანიის რეპუტაციაზეც , მოქმედებს. შედეგად ორგანიზაცია,  რომელიც დიდ იმედს ამყარებს რეკრუტერის გადაწყვეტილებაზე, იღებს  სუბიექტურ შეხედულებებს და არაპროფესიონალურ შეფასებას . უნარებით და კვალიფიკაციით არაადეკვატური კადრი  ორგანიზაციის წარუმატებლობის მიზეზია უმეტესწილად.

    ვისაც გააზრებული აქვს ამ შეხვედრის მნიშვნელობა,ინტერვიუერთან  რამდენიმე წუთით საუბარი მისჯილის ელექტროსკამზე  ჯდომას წააგავს. მხოლოდ რამდენიმე წუთი ეძლევა თითოეულ სამუშაოს მაძიებელს იმისთვის, რომ რაც შეიძლება კარგად წარმოაჩინოს საკუთარი თავი, რათა გადაწყვეტილება მის სასიკეთოთ იქნას მიღებული.  გასუბრების ოთახიდან  გამოსული რესპოდენტი ცდილობს ნათლად წარმოიდგინოს სიუჟეტი, რომელიც მისი მოსვლის შემდეგ გადახდა თავს და არკვევს ხომ არ გაეპარა რაიმე ხარვეზი ან დაუშვა შეცდომა რომელიმე კითხვაზე პასუხის დროს.

    „როგორც იქნა მივაღწიე დანიშნულების ადგილს და შევედი გასაუბრებით ოთახში…

    …შეიძლება მომეჩვენა, მაგრამ შემექმნა შთაბეჭდილება, რომ დიდად არ უნდა მოვწონებოდი ინტერვიუერს. ამ დასკვნის გამყარების საფუძველი  მომცა მისმა შემდგომმა შეკითხვებმა, რომელიც ძირითადად ეხებოდა ჩემს წარმოშობას, საცხოვრებელ ადგილს, სკოლას, ოჯახურ მდგომარეობას და პირად ცხოვრებას…

    …როგორც ვივარაუდე, სიღრმისეულად არ დაინტერესებულა ჩემი ცოდნის, გამოცდილების და კვალიფიკაციის შესახებ. როცა მემშვიდობებოდა, ვიკითხე თუ შეიძლებოდა მეც გამეგო ცოტა რამ მისი კომპანიის და ვაკანსიის შესახებ, რაზეც მიპასუხა, რომ ინტერვიუს ის ატარებდა და არა მე. თითქოს ნაწყენი, ძალიან მალე დამემშვიდობა და მის შემდეგ ის ქალი აღარასოდეს მინახავს. სამაგიეროდ წამოვედი გულდაწყვეტილი, იმედგაცრუებული და ძალიან დიდი ხნის განმავლობაში აღარც კი გამიხედავს ვაკანსიებისკენ. ამჟამად ერთ-ერთ წამყვან ორგანიზაციაში საკმაოდ საპასუხისმგებლო თანამდებობა მაკისრია. როგორც ჩანს სხვა შემთხვევაში შერჩევის მენეჯერმა მეტი ყურადღება დაუთმო ჩემი პროფესიული კუთხით კვლევას…”

    რჩევები ინტერვიუერს:

    სტატიის რეიტინგი
    10 votes, average: 4.50 out of 510 votes, average: 4.50 out of 510 votes, average: 4.50 out of 510 votes, average: 4.50 out of 510 votes, average: 4.50 out of 5 საშუალო: 4.50 ქულა
    მხოლოდ რეგისტრირებულ წევრებს შეუძლიათ შეფასება
    გაუზიარეთ მეგობრებს facebook-ზე

    My status

    2 კომენტარი სტატიაზე “რამოდენიმე რჩევა დამქირავებელს”

    1. აჩიკო:

      10 ოქტომბერი, 2009 22:07

      კარგი სტატიაა

    2. ნეკა:

      21 ოქტომბერი, 2009 15:20

      მომეწონა სტატიის იდეა, :)
      რატომღაც, უმეტესად აპლიკანტების მისამართითაა კრიტიკა და კარგია ინტერვიუერების ნიუანსებიც რომ გამოჩნდა. :)
      მე პირადად, ერთერთ ბანკში ინტერვიუზე ისეთი სახით გამესაუბრნენ, დაკითხვაზე წარმოვიდგინე თავი. უემოციო, გაყინული მზერით მიყურებდნენ და თავს ძალიან არაკომფორტულად ვგრძნობდი. და ჩემს უნარებზე და ცოდნაზე ერთი კითხვაც არ დაუსვამთ, ვერ გავიგე რა აინტერესებდათ :(

    კომენტარის დამატება:

    კომენტარის დაწერა შეუძლიათ მხოლოდ რეგისტრირებულ წევრებს