ჟურნალის შესახებ
ანალიტიკური ბიზნეს-ჟურნალი “სტრატეგია და ორგანიზაცია” 2003 წელს დაფუძნდა საკონსულტაციო კომპანია სინერჯი ჯგუფის მიერ თიბისი ბანკის მხარდაჭერით. ამ პერიოდში ჟურნალის მესვეურებმა მიზნად დავისახეთ ასეთი ფორმით უფრო მეტ ორგანიზაციას, მათ უმაღლესი და საშუალო რგოლის მენეჯერს დავხმარებოდით მმართველობითი გადაწყვეტილებების ხარისხის ამაღლებაში და არარეალიზებული შესაძლებლობების გამოყენებაში.
2006 წელს მოხდა ჟურნალის განახლება. შეიცვალა ფორმატი, დაიხვეწა შინაარსი და გაფართოვდა მხარდამჭერ კომპანიათა წრე - “თიბისი ბანკს” და სადაზღვევო კომპანია “ჯიპიაი ჰოლდინგს” შეემატა ფარმაცევტული კომპანია “ჯიპისი”. გამოიცა ჟურნალის კიდევ 6 ნომერი. დღეს სულ გამოცემულია ჟურნალის 13 ნომერი.
2009 წელს შეწყდა ჟურნალის ბეჭდური ვარიანტის გამოცემა და მოქმედებს მისი მხოლოდ ელექტრონული ვერსია - www.strategy.ge. სტატიები ქვეყნდება ყოველკვირეულად.
დღეისათვის ჟურნალის მისიაა რაც შეიძლება მეტი ორგანიზაციის უმაღლესი და საშუალო რგოლის მენეჯერში გავრცელდეს სტრატეგიული და მმართველობითი გადაწყვეტილებების მისაღებად საჭირო მნიშვნელოვანი სიახლეები, პრაქტიკული გამოცდილება, თეორიული ცოდნა და თანამედროვე, უახლესი შეხედულებები.
ჟურნალში სტატიების დიდი ნაწილი მზადდება “სინერჯი ჯგუფის” კონსულტანტების მიერ, რომელთაც ბიზნესის სფეროში მოღვაწეობის 10 წლიანი გამოცდილება გააჩნიათ, განხორციელებული აქვთ საქართველოს მოწინავე ორგანიზაციებში 200-ზე მეტი საკონსულტაციო პროექტი.


