ბიზნეს ლიტერატურა
ფასი: 12 ლარი
დღეს ლიდერის როლის აღქმა მნიშვნელოვნად შეიცვალა. სტერეოტიპული მოსაზრებები მკაცრი, საკუთარ გადაწყვეტილებებში დარწმუნებული, ავტოკრატი ლიდერის შესახებ წარსულს ჩაბარდა. როგორი ლიდერი ასოცირდება წარმატებასთან დღეს? რა თვისებები უნდა ჰქონდეს მას? ან როგორი ლიდერები არიან მსოფლიოში ცნობილი, წარმატებული ორგანიზაციების მმართველები?
თანამედროვე ორგანიზაციების მართვა
ფასი: 12 ლარი
თანამედროვე ორგანიზაციებს გამძაფრებული კონკურენციის პირობებში უწევთ არსებობა. დღეს უკვე ძნელია პასუხის გაცემა კითხვაზე თუ რა უფრო მნიშვნელოვანია ბაზარზე დამკვიდრებისა და შემდგომი განვითარებისთვის. ყოველმხრივ დეტალურად გააზრებული გადაწყვეტილებების მიღება თუ გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება? რა მეთოდები გამოვიყენოთ მართვაში და როგორ მოვერგოთ მუდმივად ცვალებად გარემოს? როგორი სტრატეგიით ვიმოქმედოთ ან სულაც, როგორ შევიმუშავოთ კომპანიის სტრატეგია?
ვინ გაყიდის ხვალ
ფასი: 12 ლარი
როგორ გავზარდოთ ჩვენი პროდუქტის ან მომსახურების სარგებლიანობა მომხმარებლისთვის? როგორ შევქმნათ და დავამკვიდროთ კომპანიის ბრენდი? როგორ გავყიდოთ რაც შეიძლება მეტი და დიდხანს? როგორ მოვიზიდოთ კლიენტები და გავზარდოთ არსებული მომხმარებლების ლოიალურობა? ეს კითხვები და მათზე პასუხები ყოველთვის აქტუალური იყო, არის და იქნება ორგანიზაციებისა და მათი მმართველებისთვის.


