ბიზნეს-ქეისები
დაგეგმილი იმპროვიზაცია - კარგი ინსტრუმენტი განუმეორებელი ეფექტის მოსახდენად
20 დეკემბერი, 2010 | 1 კომენტარი »
დაგეგმვის თვალსაზრისით საქმის კეთების სამი მიდგომა შეიძლება გამოიყოს: იმპროვიზაცია, დაგეგმილი მოქმედება და დაგეგმილი იმპროვიზაცია.
იმპროვიზაციით საქმის კეთება ყველაზე ადვილად წარმოსადგენია. მას ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში ძალიან ხშირად ვხვდებით, ჩვენსაშიც, ჩვენი გარშემომყოფებისაშიც. ეს არის მუშაობა, როდესაც თან ვფიქრობთ და თან ვაკეთებთ, ხანდახან არც ვფიქრობთ და ისეც ვაკეთებთ. მერე გზადაგზა ვცვლით დაწყებულ საქმეს, ვანგრევთ და ვაშენებთ, ვანგრევთ, მერე ისევ ვაშენებთ და ასე, სანამ ვიღაცა არ გვეტყვის რომ შევწყვიტოთ, ან ჩვენ თვითონ არ მივალთ დასრულების გადაწყეტილებამდე. სტატია სრულად »
წითელი ა - კოოპერაცია კონკურენციის წინააღმდეგ
17 მაისი, 2010 | 1 კომენტარი »
ყველას შეგინიშნავთ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, გამორჩეულად კარგი აფთიაქების თავზე დამაგრებული ნიშანი, წითელი ა, რომელიც თავისი უცხო ფორმით სწრაფად იქცევს ყურადღებას და მერე დიდხანს გახსოვს, რომ სადღაც გინახავს, ამასთან თბილად გახსენდება გარემო და მომსახურება რომელსაც მას უკავშირებ. სტატია სრულად »
საკუთარი საქმის დაწყების ერთი გზა
25 იანვარი, 2010 | 8 კომენტარი »
საკუთარი საქმის დაწყების ბევრი მაგალითი არსებობს. ყველა, ვინც იწყებს მის პირად გამოცდილებას აგროვებს, ყველა სხვადასხვანაირად გადის ამ გზას. მათთვის ერთმანეთის ისტორიის მოსმენა და წაკითხვა შესაძლოა არც საინტერესო იყოს და არც ბევრის მიმცემი, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანია, ვინც სხვადასხვა ორგანიზაციებში დაქირავებულ თანამშრომლად მუშაობს, მაგრამ შეუძლია და უნდა კიდეც რაღაცა თვითონ, დამოუკიდებლად გააკეთოს, რაღაც საკუთარი საქმე წამოიწყოს. სტატია სრულად »

