• მეტა

  • სტატიების გამოწერა

    თემატიკა:

    არქივი:


    Synergy Insight Synergy Startup


    არქივი: 2010

    « წინა სტატიები

    დირექტორატის წარმატების და წარუმატებლობის მთავარი მიზეზი

    12 აგვისტო, 2010 | 0 კომენტარი »

    ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში რამოდენიმეჯერ მოგვიწია ისეთ ორგანიზაციებში მუშაობა, სადაც დირექტორატი რეგულარულად არ ფუნქციონირებს. ყველაზე ხშირ შემთხვევაში ამის მიზეზი იმ შეხვედრების არასაკმარისი ნაყოფიერება იყო, რომელთა ჩატარებაც მათ რამოდენიმეჯერ სცადეს. დაინახეს რა, რომ ბევრი დრო რაიმე ღირებული გადაწყვეტილების მიღების გარეშე დაიხარჯა, სამწუხაროდ გადაწყვიტეს, ჩვენთან დირექტორატის ფორმატი ალბათ არ ამართლებსო და დაიშალნენ. თითქმის ყველა ასეთ შემთხვევაში დირექტორატისთვის მდივნის დანიშვნა მისი წარუმატებლობის განმსაზღვრელი კრიტიკული ფაქტორი გახდა.  სტატია სრულად »

    ცუდი გეგმები

    26 ივლისი, 2010 | 1 კომენტარი »

    სუსტი ხელმძღვანელები ხშირად თავის ძირითად ფუნქციად იმას მიიჩნევენ, რომ საკუთარი უფლებამოსილებების გამოყენებით, თავისივე ხელში არესებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მათივე შეხედულებებიდან გამომდინარე გაუკეთონ გეგმები თანამშრომლებს, მიუბან რაღაც მარტივი სქემით ამ გეგმების შესრულებაზე ხელფასის გაცემა ან ბონუსების დამატება და მერე მთელ ძალისხმევას იმაზე ხარჯავენ, რომ აიძულონ თანამშრომლებს ასეთი გეგმების შესრულება. ძალიან ხშირად ასეთ გარჯას ორგანიზაციისათვის ცუდი შედეგები მოსდევს. და თუ პირველ ეტაპზე თითქოს მიღწევები უმჯობესდება, მალე ყველა ხვდება, რომ სიტუაცია გაფუჭებას იწყებს და თან საკმაოდ ჩქარი ტემპებით. სტატია სრულად »

    უფლებების დელეგირების ერთი ისტორია

    12 ივლისი, 2010 | 0 კომენტარი »

    ერთ დიდ ორგანიზაციაზე მინდა მოგითხროთ, რომელიც იხრჩობოდა თავისი მოუქნელობით. თავდაპირველად ყველა ფიქრობდა, რომ მოუქნელობა დიდი ზომის ბრალი იყო, მაგრამ ბოლოს მიხვდნენ, რომ სინამდვილეში პრობლემას ქმნიდა ის, რომ თითქმის ყველა გადაწყვეტილებას პირველი პირი იღებდა. ამის გამო ბევრი მოქმედება გვიანდებოდა, გარემოს და შიდა ცვლილებებზე რეაგირება შენელებული იყო და ორგანიზაციაც ამის გამო სულ უფრო მოუქნელი ხდებოდა. ადრეც კი ხვდებოდნენ, რომ გადაწყვეტილებების მიღების ასეთი ცენტრალიზებულობა არ იყო კარგი, მაგრამ რაღაც ეტაპზე ამის განსაკუთრებული სიმძიმე იგრძნეს და აქედან მიმდინარე, დიდი საფრთხეებიც დაინახეს. თვითონ პირველმა პირმაც აღიარა, რომ რაღაცების შეცვლა იყოს საჭირო. ისტორიაც სწორედ აქედან მინდა დავიწყო. სტატია სრულად »

    თუ უფრო მეტის მოსწრება გინდათ

    5 ივლისი, 2010 | 3 კომენტარი »

    ადამიანების უმრავლესობა, ვინც არც საქმის კეთების მოტივაციის ნაკლებობას უჩივის და არც თვითონ საქმის ნაკლებობას, მუდმივად წუხს იმის გამო, რომ არ ყოფნის დღე-ღამეში 24 საათი, კვირაში შვიდი დღე და წლის განმავლობაში 365 დღე. მიუხედავად იმისა, რომ გვიან ღამემდე მუშაობენ, თითქოს ყოველთვის რაღაცას აკეთებენ და მუდმივად ცდილობენ, ყოველ დღე რაც შეიძლება მეტი საქმის გაკეთება მოასწრონ, მაინც ბევრი რამ დაუსრულებელი რჩებათ, მიზნები-მიუღწეველი, ამოცანები-გადაუჭრელი. სტატია სრულად »

    გიგანტიზმის სინდრომი

    28 ივნისი, 2010 | 1 კომენტარი »

    ბევრი ორგანიზაციის უმაღლეს ხელმძღვანელობაში შეხვდებით მენეჯერს, რომელიც მისადმი დაქვემდებარებული მიმართულების მიზნებს და ინტერესებს უფრო წინა პლანზე, აყენებეს ვიდრე მთლიანი ორგანიზაციისას. მას ხშირად ავიწყდება, რომ ორგანიზაციის ნაწილია და რომ მისი როლი და ფუნქცია, პირველ რიგში, სწორედ მთლიანი ორგანიზაციის მისიიდან გამომდინარეობს და არა პირიქით. ითხოვს ყველაზე მეტ რესურსს, როგორც წესი ყველაზე მეტი ხალხი ჰყავს უშუალო დაქვემდებარებაში, არ ესწრება მენეჯმენტის საერთო შეხვედრებს და საკითხების გადაწყვეტას ტოპ მენეჯერთან პირადი საუბრებით ცდილობს. განსაკუთრებულ გავლენას ფლობს, თვითონაც ხვდება და ამით აქტიურად სარგებლობს. სტატია სრულად »

    თითქმის იდეალური გუნდი

    21 ივნისი, 2010 | 2 კომენტარი »

    ამ ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში საშუალება მოგვეცა ახლოდან დავკვირვებოდით ერთი ისეთი გუნდის მუშაობას, რომელიც ჩემი აზრით, ყველა პარამეტრით ძალიან ახლოს არის იდეალური გუნდის მახასიათებლებთან. მისი მონოლითურობა, ამავე დროს მოქნილობა, სისწრაფე, ცვლილებებზე რეაგირების ადეკვატურობა, შიდა განწყობა, წევრებს შორის ურთიერთობები, მათი მოტივაცია და ამ ყველაფრიდან გამომდინარე შედეგები რომელსაც ისინი აღწევენ შესაშურია ბევრი გაგებით. სტატია სრულად »

    პროაქტიული ადამიანების განსხვავება

    14 ივნისი, 2010 | 0 კომენტარი »

    ადამიანების დაყოფა ბევრნაირად შეიძლება, თუმცა არსებობს დაყოფის ერთი პრინციპი, რომელიც მათ ქცევის მიხედვით განასხვავებს. ადამიანების პროაქტიულ და რეაქტიულ ტიპებად გაყოფა სხვადასხვა საკითხის მიმართ მათ განსხვავებულ დამოკიდებულებებს ეფუძნება, სწორედ ეს განსხვავებები განაპირობებენ მათ რადიკალურად განსხვავებულ ქცევას სხვადასხვა სიტუაციაში. ეს კი, თავის მხრივ, ამ ადამიანებისათვის უფრო მეტი ან უფრო ნაკლები წარმატების მიზეზი ხდება. სტატია სრულად »

    მათთვის, ვინც ეხლა იწყებს კარიერის კეთებას

    7 ივნისი, 2010 | 5 კომენტარი »

    წელსაც რამოდენიმე ათასი ადამიანი შეურთდება სხვადასხვა ორგანიზაციებში დასაქმებულთა რიგებს. მათთვის ვინც ეხლა იწყებს მაღალი თანამდებობებისკან მიმავალი რთული გზის გავლას, უნდა იცოდნენ, როგორ შეიძლება გაიკვლიონ გზა შიდა ორგანიზაციული ურთიერთობების ლაბირინთებში. მიუხედავად იმისა, რომ რაღაც ინსტრუქციებსა და დარიგებებს ალბათ მათ ორგანიზაციებშიც მისცემენ, ჩვენც გვინდა რამოდენიმე რჩევა მივცეთ როგორ მოიქცნენ, რა გააკეთონ და რაც მთავარია რა არ გააკეთონ იმისთვის რომ ახალ სამსახურთან შეგუებაც გაუადვილდეთ და კარგი კარიერის წინაპირობაც შეიქმნან. მაშ ასე: სტატია სრულად »

    მუდამ უკმაყოფილო კადრების მართვა

    31 მაისი, 2010 | 2 კომენტარი »

    ბევრ, თითქმის ყველა ორგანიზაციაში, გუნდში, კოლექტივში არიან თანამშრომლები რომელთა მართვაც ხელმძღვანელებს ძალიან უჭირთ. მათი გულის მოგება, დაინტერესება, გახარება, მოტივირება თითქმის შეუძლებელია. ინდიფერენტულად, ზედაპირულად და უგულოდ უდგებიან საქმეს, რომელიც აბარიათ და ზუსტად იმ დონეზე აკეთებენ მას რომ საყვედური არ მიიღონ. სტატია სრულად »

    მენეჯერი რომელმაც ალყა გაარღვია

    24 მაისი, 2010 | 1 კომენტარი »

    იყო ერთი მენეჯერი რომელმაც ერთ დღეს იგრძნო, რომ ძალიან დაშორდა თავის თანამშრომლებს, აღარ ესმოდა მათი ქცევის მიზეზები, არ ესმოდა მათ მიერ გამოთქმული პრეტენზიები და აღიზიანებდა კიდეც ისინი, ხვდებოდა რომ რატომღაც მისიც ძალიან ცუდად ესმოდათ მის თანამშრომლებს, ეუბნებოდა ერთს და აკეთებდნენ მეორეს, ითხოვდა ერთს და აძლევდნენ მეორეს, ეკითხებოდა ერთს და პასუხობდნენ მეორეს. სტატია სრულად »

    წითელი ა - კოოპერაცია კონკურენციის წინააღმდეგ

    17 მაისი, 2010 | 0 კომენტარი »

    ყველას შეგინიშნავთ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, გამორჩეულად კარგი აფთიაქების თავზე დამაგრებული ნიშანი, წითელი , რომელიც თავისი უცხო ფორმით სწრაფად იქცევს ყურადღებას და მერე დიდხანს გახსოვს, რომ სადღაც გინახავს, ამასთან თბილად გახსენდება გარემო და მომსახურება რომელსაც მას უკავშირებ. სტატია სრულად »

    რა გვიშლის ხელს უფრო მეტის და უკეთესად კეთებაში

    10 მაისი, 2010 | 1 კომენტარი »

    ორგანიზაციაში სადაც ვმუშაობ ჩვენი ხელმძღვანელების მხრიდან ხშირად ვისმენთ საყვედურის ტონით გამოთქმულ კითხვებს - რატომ არ ვმუშაობთ მეტს, რატომ არ ვაკეთებთ რამეს ღირებულს, რატომ არ გვაქვს უკეთესი შედეგები. და მაშინაც როცა ისინი ამას არ გვეკითხებიან მათ უკმაყოფილო გამოხედვაში ეს კითხვები თითქმის ყოველთვის ცხადად იგრძნობა.

    შესაძლოა ეს იმ ჩვევების ბრალია, რომლებმაც ასე ღრმად და მყარად მოიკიდა ჩემი და ჩემი კოლეგების ცხოვრებასა და ხასიათში ფეხი. სტატია სრულად »

    საქართველო მსოფლიოს ბავშვებისთვის

    3 მაისი, 2010 | 0 კომენტარი »

    საქართველოს ხელისუფლება ბევრ დროს, ენერგიას და ფულს ხარჯავს ინვესტორების მოსაზიდად, რაც თავისთავად მისასალმებელია, თუმცა მარტო ის ფაქტი რომ ჩვენთან ნაკლები ბიუროკრატიული ბარიერები არსებობს საქმის დასაწყებად საკმარისი რომ არ არის ამისათვის შედეგებიდანაც ნათელია. საკმარისი არ არის მაშინაც კი როცა მსოფლიოში ცნობილი ჟურნალები სავსეა შენი რეკლამით, საუკეთესო სატელევიზიო არხები გადასცემენ ამის შესახებ ინფორმაციას ან შენი ბიზნესმენები თუ მინისტრები მსოფლიოს მარავალ კუთხეში პირდაპირი მოლაპარაკებით ცდილობენ ინვესოტრთა დარწმუნებას ამაში. სტატია სრულად »

    ფარული დაპირისპირება მენეჯმენტის გუნდის წევრებს შორის

    26 აპრილი, 2010 | 0 კომენტარი »

    არცერთი გარე ფაქტორი და შესაძლოა საერთოდ არაფერი ისე არ ანგრევს ორგანიზაციას, როგორც ფარული დაპირისპირება მენჯმენტის გუნდის ცალკეულ წევრებს შორის. ფარული უფრო იმიტომ ქვია, რომ თვითონ ის ადამიანები ცდილობენ მათი დამოკიდებულება მაქსიმალურად დაფარონ, თორემ მენეჯმენტის ყველა დანარჩენი წევრისთვის (არამარტო მათთვის) ეს დაპირისპირება ისედაც ნათელია ხშირ შემთხვევაში. ასეთი ტიპის დაპირისპირებები, რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, წარმატებულ ორგანიზაციებში უფრო ხშირია ვიდრე შედარებით ნაკლებად წარმატებულებში. ამის მიზეზი მრავალია ისევე როგორც თვითონ ამ დაპირისპირების მიზეზები. სტატია სრულად »

    სადაც შეუცვლელი კადრები არ არსებობენ

    19 აპრილი, 2010 | 0 კომენტარი »

    საერთოდ, როდესაც ორგანიზაციაში ნიჭიერი ადამიანები მუშაობენ ეს რა თქმა უნდა კარგია, მაგრამ არის შემთხვევები როდესაც ამა თუ იმ ადამიანს უჩნდება შეუცვლელობის შეგრძნება, რაც ბევრი მიზეზის გამო ძალიან უარყოფითად მოქმედებეს როგორც ორგანიზაციაზე ისე თვითონ ამ ადამიანებზეც. სტატია სრულად »

    უმოქმედო, უმოძრაო და უკომპასო ორგანიზაციები

    12 აპრილი, 2010 | 0 კომენტარი »

    ორგანიზაციები მათი შესაძლებლობების დიდ ნაწილს რომ ვერ იყენებენ ეს არ არის უჩვეულო. ძნელია დაინახო  ყველაფერი, ან გამოიყენო ის რასაც ხედავ, რესურსებიც შეზღუდულია, შესაძლებლობების პოვნისა და რეალიზაციის უნარიც არ არის უსასრულო. თუმცა არიან ორგანიზაციები და სამხწუხაროდ არც ისე ცოტა, რომლებიც ჯერ კიდევ არსებობენ, მაგრამ ფაქტობრივად უუნარონი არიან გააკეთონ რაღაცა ახალი, საინტერესო და ეფექტური ნაბიჯი გადადგან. ასეთი ორგანიზაციები სამ ჯგუფად შეიძლება დაიყოს: სტატია სრულად »

    ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი, რომელიც ხელს უშლის საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარებას

    8 აპრილი, 2010 | 0 კომენტარი »

    ”სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული პირის მიერ სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი მიწოდება მის სამრეწველო გადამუშავებამდე გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისაგან” (საქართველოს საგადასახადო კოდექსი, მუხლი 230, პუნქტი ”ჩ” )

    საგადასახადო კოდექსში არსებულ ამ ფორმულირებას ხშირად იყენებენ იმის დემონსტრირებისთვის, რომ სოფლის მეურნეობას სერიოზული ხელშეწყობა აქვს საქართველოში ლიბერალური გადასახადების თვალსაზრისით.

    თუმცა, საქმე სულ სხვაგვარადაა და ეს პუნქტი მინიმუმ არავითარ ფუნქციას არ ასრულებს სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის. შევეცდებით ავხსნათ:

    სტატია სრულად »

    გარდატეხის ასაკი ბიზნესში

    29 მარტი, 2010 | 1 კომენტარი »

    წარმატებული სტარტის შემდეგ ყველა ორგანიზაციაში დგება მომენტი როდესაც მენეჯმენტი ხვდება რომ რაღაც მნიშვნელოვანი უნდა შეიცვალოს.  სტატია სრულად »

    უფრო მეტი საინტერესო, ორიგინალური და ღირებული იდეა

    22 მარტი, 2010 | 0 კომენტარი »

    რთული საქმეების საკეთებლად სამი მთავარი კომპონენტია გადამწყვეტი: სწორი სტრატეგია, კარგი იდეები და იდეალური შესრულება. ამ სამ კომპონენტს შორის იდეების ნაწილი, როგორც წესი, შემოქმედებითად ყველაზე რთულია, მუშაობის პროცესის მიმართ განსხვავებულ მიდგომებს და დამოკიდებულებას ითხოვს.

    სტატია სრულად »

    სტარტაპების წარუმატებლობის ყველაზე გავრცელებული მიზეზები

    15 მარტი, 2010 | 1 კომენტარი »

    ცნობილია რომ ახლად შექმნილი ორგანიზაციების აბსოლუტური უმრავლესობა ერთ წელსაც ვერ ძლებს. ისინი უქმდებიან ისე, რომ ვერც ასწრებენ რაიმე ღირებულის და საინტერესოს შექმნას. დარჩენილი უმცირესობის დიდი ნაწილიც პირველი სამი წლის განმავლობაში ასრულებს მოღვაწეობას და სხვა უამრავი რეგისტრირებული, მაგრამ უმოქმედო იურიდიული პირის რიგებში დგება.

    სტატია სრულად »

    « წინა სტატიები