წელი: 2025

ზოგადი მენეჯმენტი საზოგადოებრივი კეთილდღეობა

როგორ მოვიძიოთ ფინანსური რესურსები საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი საქმეების საკეთებლად? 

საზოგადოება უნდა აფინანსებდეს თავისთვის მნიშვნელოვანი და სასარგებლო საქმეების კეთებას. ეს განსაკუთრებით აუცილებელია დღეს, როდესაც საერთაშორისო დონორებს არასამთავრობო სექტორის დახმარების შესაძლებლობა შეეზღუდათ.  საერთაშორისო დაფინანსებას თავისი ლოგიკა აქვს. ის ხშირად უფრო დონორების მიზნებს ემსახურება, ვიდრე ადგილობრივ საჭიროებებს. თუმცა, ამ ინტერესების გადაკვეთის წერტილებში მაინც ხერხდებოდა ბევრი კარგი საქმის გაკეთება. დღეს კი, როცა არ ვიცით ეს მდგომარეობა რამდენ ხანს […]

სტრატეგია ტაქტიკა

რა მნიშვნელობა აქვს ტაქტიკური დაგეგმვის ჯგუფს და როგორ უნდა იყოს ორგანიზებული მისი საქმიანობა?

როდესაც შენი მოწინააღმდეგე ტაქტიკურ დაგეგმვაში ძლიერია, მაშინაც კი, თუ შენ სტრატეგიული უპირატესობები გაქვს, შეიძლება ისე გებრძოლოს, რომ რესურსებისგან დაგცალოს და, საბოლოოდ, გამარჯვების შანსი არ დაგიტოვოს, ან ძალიან შეგიმციროს. ამიტომ, ყველა ბრძოლაში, და განსაკუთრებით კი ასეთ მოწინააღმდეგესთან, ტაქტიკური დაგეგმვის ხარისხს, ხშირ შემთხვევაში, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.  ტაქტიკური დაგეგმვის მიზანია, დროის ნებისმიერ მომენტში ყველა შესაძლო მოქმედი პირისთვის არსებობდეს […]

ზოგადი მენეჯმენტი სტრატეგია

როგორ გამოვხატოთ პროტესტი სწორად 

როდესაც ხელმძღვანელები მათი გადაწყვეტილებებით აზიანებენ ორგანიზაციას, მის კლიენტებს, თანამშრომლებს და დამფუძნებლებსაც, ასეთ დროს პროტესტის გამოხატვა იმ ადამიანების მხრიდან, ვინც ამას ხედავს და ვისაც ეს არ მოსწონს, არათუ სასურველია, არამედ – სავალდებულოც. ნებისმიერი ადამიანის მხრიდან პროტესტის გამოხატვამ, შესაძლოა იმ ხელმძღვანელებს, რომლებსაც ეს გადაწყვეტილებები ასევე არ მოსწონთ, მეტი შესაძლებლობა მისცეს მოქმედებისთვის და სხვების დასარწმუნებლადაც შეცვალონ მიდგომა. ვინმეს […]

სტრატეგია

როგორ ვებრძოლოთ დეზინფორმაციას

არაკეთილსინდისიერი კონკურენტები დეზინფორმაციას მიმართავენ როგორც იარაღს, მოწინააღმდეგისთვის სწრაფი ზიანის მისაყენებლად. როგორც წესი, გრძელ ვადაში ეს დეზინფორმატორს უფრო მეტად აზიანებს, თუმცა, ცალკეულ შემთხვევებში, შესაძლოა მოკლე ვადაში ძალიან მტკივნეული, და დამღუპველიც კი, აღმოჩნდეს მისთვის, ვისზეც ეს არასწორი ინფორმაცია ვრცელდება, ან ვისკენაც არის მიმართული.  დეზინფორმაცია, როგორც მექანიზმი, ძირითადად ასე მუშაობს: ა) მიმართულია რაიმე საკითხის მნიშვნელობის დაწევაზე ან პრიორიტეტის […]

Business კადრების მართვა

ღირებული რეკომენდაცია

ოფისი დღეს ჩვეულებრივზე ჩუმია.  თერთმეტის ნახევარია და ჯერ მხოლოდ მე და ლიკა ვართ შეხვედრების ოთახში.  პრინციპში, გუშინ ღამე ფეხბურთი იყო.  ჯერ კიდევ მტკივა თავი და ყავის ჭიქა მიმაქვს ცხვირთან, იქნებ სუნმა გამომაცოცხლოს, სანამ კოფეინი იზამს თავისას.  ლიკა, ჩვენი პროექტების მენეჯერი, უხმაუროდ გადაადგილდება ოთახში. ანგარიშგების ფურცლებს და კალმებს მაგიდაზე ალაგებს, შეხვედრაზე დამსწრეებისთვის. ჩემთან რომ მოდის, მხოლოდ […]

მედია სტრატეგია

ურთიერთშეთანხმებულად მოქმედ მედიას ქვეყანაში ნებისმიერი ამოცანის გადაწყვეტა შეუძლია

ცნობილია, რომ ძლიერი საზოგადოება არის ინფორმირებული საზოგადოება. შესაბამისად, თუ მედია ახერხებს, რომ სწორი ინფორმაციით საზოგადოების დიდ ნაწილს მისწვდეს, მაშინ მას შეუძლია, არსებითად შეუწყოს ხელი საზოგადოების გაძლიერებას, გადაწყვიტოს საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი ნებისმიერი ამოცანა, ან, მინიმუმ, დიდი წვლილი შეიტანოს მათ გადაწყვეტაში. პრობლემა ისაა, რომ ყველა მედიას თავისი აუდიტორია ჰყავს, რომლიდან გასვლასაც ძალიან ძნელად თუ ახერხებს (ან, საერთოდ ვერ […]

სტრატეგია

მომსახურების ხარისხის განვითარება საცალო გაყიდვების ქსელში

წარმოიდგინეთ სიტუაცია: შედიხართ სუპერმარკეტში, ქსელურში და თან ისეთი ბრენდის, რომელიც აშკარად აცხადებს ამბიციას მომსახურების მაღალ ხარისხზე. სასურველი პროდუქტის ძებნით დაღლილი, ბოლოს დგებით რომელიმე სექციასთან და დასახმარებლად არავინ მოდის, კიდევ დიდხანს გიწევთ ასე დგომა. თუ ბოლოს ვინმე მოვიდა, ისეთი სახით და ხმით დაგელაპარაკებათ, არაფრის ყიდვა აღარ მოგინდებათ. იმ დახლებზე, საიდანაც, წესით, თავად უნდა აარჩიოთ და აიღოთ […]

სტრატეგია

სამართლიანი სასამართლო

როდესაც მოსამართლე თავს უფლებას აძლევს, წინასწარგანზრახულად მიიღოს უსამართლო გადაწყვეტილება, მას ან ვიღაცის ეშინია ან ანგარებით მოქმედებს – ორივე შემთხვევაში ჩანს, რომ მოსამართლის მანტიის ღირსება მისთვის უპირატეს ღირებულებას არ წარმოადგენს და მოსამართლეობას როგორც ერთ-ერთ, რიგით სამსახურს, ისე უდგება. სათანადოდ არ აქვს გათვითცნობიერებული მოსამართლის დანიშნულება და ის ვალდებულებები, რომელსაც ამ სახელთან ერთად ატარებს. თუ მხოლოდ ერთეული მოსამართლეები […]

ისტორიები

გაფუჭებული ვაშლი

საკლასო ოთახის კარი 20 წუთის დაგვიანებით შეაღეს. გიორგიმ ჯერ ეკა შეუშვა, რომელმაც უხერხული ღიმილი მოავლო შემხვედრ სახეებს და წელში მოხრილი, ნელი ნაბიჯებით შევიდა შიგნით. გიორგიც ეგრევე შემოყვა და პირდაპირ წავიდა წინ გაშვერილი ხელით.  – მაგარი საცობები იყო, ძალიან დიდი ბოდიში! იმედია ძაან არ გალოდინეთ.  – არაა… აი ეხლა შევიკრიბეთ ჩვენც ზუსტად, ცოტა ხანია. – მაღალმა, […]

სტრატეგია

როგორ დავეხმაროთ დემოკრატიას, რომ გადარჩეს

რთული მმართველობითი ან სტრატეგიული ამოცანების გადაწყვეტა პროცესია, რომელიც ისე თუ არ გაიარე, როგორც უნდა გაიარო (ან, მიახლოვებულად მაინც ისე), შედეგად აუცილებლად მიიღებ რაღაცას სხვას; ან საერთოდ ვერანაირ შედეგს ვერ მიიღებ. და რა რესურსიც არ უნდა დახარჯო ამ ამოცანის გადაწყვეტაზე, ალბათობა, რომ შენი შრომა ნახევარზომა აღმოჩნდება, თითქმის ასი პროცენტია. ეს პროცესი უფრო ნათლად რომ წარმოვიდგინოთ, აუცილებელია […]

ბიზნეს-ქეისები ზოგადი მენეჯმენტი ისტორიები სტრატეგია

გადანაწილებული პასუხისმგებლობა

თავიდან აცილებული კრიზისი კლიენტი კომპანიის ხარისხის კონტროლის სისტემაში უფრო დიდ პრობლემებს გამოავლენს. სანამ მმართველი გუნდი დამნაშავის გამოვლენას ცდილობს, ეკა და გიორგი მთავარი პრობლემის გადაწყვეტას ეცდებიან. ამ გადაწყვეტამ კი შეიძლება კომპანიას სამომავლო კატასტროფები აარიდოს თავიდან, თუ გუნდი მზად იქნება შეცვალოს პასუხისმგებლობის გადანაწილების არსებული პრინციპი.

ისტორიები კადრების მართვა

კმაყოფილი თანამშრომლები

არაერთი შეხვედრისა და აზრთა სხვადასხვაობის შემდეგ, ეკა შიშობს, რომ თანამშრომლების მოტივაციის სისტემამ, რომლის შემუშავებაზეც დიდი ძალისხმევა დახარჯეს, შეიძლება ამოქმედებამდე დაკარგოს აქტუალობა. დაძაბულობის მატებასთან ერთად, ერთი ობიექტური ადამიანის ხმა შეიძლება საკმარისი აღმოჩნდეს ამ ნამუშევრის გადასარჩენად.

გაყიდვები და მარკეტინგი ისტორიები

ღვინის გასინჯვაა მთავარი

ღვინის მაღაზიაში ხანგრძლივი სტრატეგიული შეხვედრის დროს ეკას არ ასვენებს განცდა, რომ რაღაც მნიშვნელოვანი ინსაითი აკლიათ. როცა საბოლოოდ ამოიღებს ხმას, მისი მცირედი ჩართულობა მთლიანად შეუცვლის განხილვას მიმართულებას და გამოავლენს რა სჭირდება ბიზნესს სინამდვილეში.

ანტიკრიზისული მართვა გაყიდვები და მარკეტინგი ზოგადი მენეჯმენტი

როგორ უნდა მოვიქცეთ როდესაც კონკურენტი აგრესიულ დემპინგს მიმართავს

ნებისმიერი ორგანიზაციის წინაშე, დროის ნებისმიერ მომენტში, დგას გარკვეული, შედარებით რთული ამოცანები, რომელთა გადაჭრის გზის მოფიქრებას სპეციალური მიდგომით მუშაობა და გარკვეული პროცესის გავლა სჭირდება. სხვანაირად, იდეები, რომლებიც შეიძლება გაგვიჩნდეს ამ ამოცანის გადასაწყვეტად, შესაძლოა ნახევარ-ზომა აღმოჩნდეს და ან არ მოიტანოს არანაირი შედეგი, ან საკმარისი შედეგი არ მოიტანოს, ან სულაც – უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს ორგანიზაციაზე. ამ სტატიაში ერთ-ერთი […]

დაგვიკავშირდით

მოგვწერეთ: contact@synergy.ge

დაგვირეკეთ: +995 595 24 78 63

Strategy (c)2025. All Rights Reserved.