თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურის ანალიზი
13 იანვარი, 2015 | 0 კომენტარი »
თავდაცვის სამინისტროს მთავარი დანიშნულება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაზე ზრუნვაა. ამისათვის იგი მუდმივად, ყოველდღიურ რეჟიმში უნდა ცდილობდეს, რაც შეიძლება მაღალი ხარისხით გადაჭრას შემდეგი ამოცანები:
1) ქვეყანას ჰქონდეს რაც შეიძლება კარგად გააზრებული და ჩამოყალიბებული პოლიტიკა, ზოგადად თავდაცვის და მისი თითოეული შემადგენელი კომპონენტის მიმართულებით;
2) ახორციელებდეს ქვეყნის შეიარაღებული ძალების მაქსიმალურ მხარდაჭერას, ეხმარებოდეს მას, რომ ყოველდღიურად მზად იყოს შედეგიანი მოქმედებებისათვის;
3) ზრუნავდეს ისეთი სტრატეგიული პროექტების ინიცირებასა და განხორციელების ხელშეწყობაზე, რომლებიც შეიარაღებული ძალების უწყვეტ განვითარებას ემსახურება;
4) ახორციელებდეს კვალიფიციურ, კარგად გამართულ ზედამხედველობას შეიარაღებული ძალების ყოველდღიური საქმიანობის ისეთ მნიშვნელოვან კომპონენტებზე, როგორიცაა დისციპლინა ჯარში, უზრუნველყოფის ხარისხი, პირადი შემადგენლობის მომზადების დონე, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გამართულობა და ა.შ.
5) მართავდეს საგარეო ურთიერთობებს პარტნიორებთან და აგრეთვე პოტენციურ „თავდამსხმელებთან“ ისე, რომ მინიმალური იყოს ინტერვენციის საფრთხე, მაქსიმალური იყოს საგარეო სამხედრო მხარდაჭერა, როგორც თავდასხმის პრევენციის მიზნით, ისე ინტერვენციის შემთხვევაში; ასევე მართავდეს ამ კონტექსტში აღებულ ყველა საერთაშორისო ვალდებულებას.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სტრუქტურაში არსებული პრობლემები და გაუმჯობესების შესაძლებლობები
4 დეკემბერი, 2014 | 2 კომენტარი »
სოფლის მეურნეობის სამინისტროს უმთავრესი ამოცანაა მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ქვეყნის აგრარული პოტენციალის გამოყენებას, ამ დარგში შექმნილი და რეალიზებული პროდუქტის მოცულობის ზრდას. ამ დანიშნულებას სამინისტრო შეასრულებს, თუ მისი ყოველდღიური საქმიანობა მიმართული იქნება შედეგიანი პოლიტიკის ფორმირებისკენ, სტრატეგიული პროექტების ინიცირების და განხორციელების ხელშეწყობისკენ, საკანონმდებლო ბაზის განვითარებისკენ სამი ძირითადი მიმართულებით:
ა) ქვეყანაში წარმოებული აგროპროდუქციის მოცულობის ზრდა (საწარმოთა და ფერმერთა რაოდენობის ზრდის სტიმულირება, არსებული საწარმოების მხარდაჭერა სისტემური პრობლემების გადაწყვეტაში, ინვესტიციების სტიმულირება დარგში და ა.შ.);
ბ) წარმოებული პროდუქციის ხარისხის შესაბამისობა იმ ბაზრების მოთხოვნებთან, რომლებისთვისაც პროდუქცია არის განკუთვნილი (ხარისხის კონტროლი, ხარისხის განვითარების ხელშეწყობა);
გ) წარმოებული პროდუქციის რეალიზაციის ხელშეწყობა (შიდა გაყიდვები, ექსპორტის ხელშეწყობა, ევროკავშირის ბაზრებზე გაყიდვების სტიმულირება). სტატია სრულად »
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სტრუქტურაში არსებული ძირითადი პრობლემების შესახებ
27 ოქტომბერი, 2014 | 0 კომენტარი »
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მთავარი დანიშნულებაა, იზრუნოს იმაზე, რომ ადამიანებმა უფრო დიდხანს და უფრო ჯანმრთელად იცხოვრონ.
ასეთი დანიშნულების განხორციელება მუშაობას შემდეგი სამი მიმართულებით გულისხმობს:
- ადამიანებს ჰქონდეთ ჯანსაღი ცხოვრების სურვილი და ამისთვის მაქსიმალურად ხელსაყრელი გარემო (წყალი, ჰაერი, საკვები და ჯანსაღი ცხოვრებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა);
- ჰქონდეთ შესაძლებლობა, დროულად მიიღონ საჭირო, ხარისხიანი, სანდო სამედიცინო მომსახურება;
- ჰქონდეთ მინიმალურად აუცილებელი პირობა, იზრუნოს საკუთარ ჯანმრთელობაზე, რაც გულისხმობს იმას, რომ იკვებონ სულ მცირე, საარსებო მინიმუმის მიხედვით და აუცილებელი სამედიცინო მომსახურება იყოს ყველასათვის ხელმისაწვდომი.
შეესაბამება თუ არა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სტრუქტურა მის დანიშნულებასა და პრიორიტეტებს
30 სექტემბერი, 2014 | 0 კომენტარი »
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სტრუქტურის ანალიზი მომზადებულია ოფიციალურად მოწოდებული დოკუმენტაციის საფუძველზე და მხოლოდ იმ ხარვეზებსა და შესაძლებლობებს გამოკვეთს, რაც არასწორი სტრუქტურით არის გამოწვეული. ანალიზის პერიოდში აგრეთვე შესწავლილ იქნა ყველაზე წარმატებული განათლების სისტემების მქონე ქვეყნების სამინისტროების სტრუქტურები.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ისევე როგორც თითქმის ყველა სხვა საჯარო ორგანიზაციის მთავარი პრობლემა დღეს არის ის, რომ მათი მოწყობა არ შეესაბამება მათ დღევანდელ დანიშნულებას. ხელისუფლება ცდილობს, განსხვავებული პრიორიტეტებით მართოს ქვეყანა, მაგრამ ამისთვის იმავე სტრუქტურებს და სისტემებს იყენებს, რომელიც მემკვიდრეობით მიიღო. შეუძლებელია, განახორციელო განსხვავებული სტრატეგია სტრუქტურაში არსებითი ცვლილების შეტანის გარეშე, მხოლოდ დეპარტამენტების საკურაციო სფეროებში გადაადგილებით. სტატია სრულად »