როგორ გავაუმჯობესოთ მიღებული გადაწყვეტილებების ხარისხი
15 მარტი, 2012 | 0 კომენტარი »
კარგ გადაწყვეტილებებს უზრუნველყოფს არა ერთი ან ორი ადამიანის გამჭრიახობა, კომპეტენტურობა და გამოცდილება, არამედ კარგი და სწორად წარმართული პროცესი.
გადაწყვეტილებების მიღება ყველა ორგანიზაციას უწევს ყოველდღიურად და ეს პირდაპირ აისახება მასზე. შესაბამისად, რაც უკეთესი გადაწყვეტილებები მიიღება, მით უფრო შედეგიანი და წარმატებულია ორგანიზაცია.
კარგ გადაწყვეტილებებს უზრუნველყოფს არა ერთი ან ორი ადამიანის გამჭრიახობა, კომპეტენტურობა და გამოცდილება, არამედ კარგი და სწორად წარმართული პროცესი. გადაწყვეტილებები, რომლებიც არასწორი, ან არასრული პროცესით ხორციელდება, ხშირ შემთხევაში არ არის მაღალი ხარისხის, ორგანიზაცია კიდევ ერთხელ ხელიდან უშვებს შესაძლებლობას, მიიღოს ბევრად უკეთესი გადაწყვეტილება და შედეგი.
როდესაც საუკეთესო კადრები ტოვებენ ორგანიზაციას
5 თებერვალი, 2012 | 1 კომენტარი »
ჩემი მეგობარი ერთ–ერთ საკმაოდ დიდ და ცნობილ ორგანიზაციაში მუშაობს. ეს კომპანია მუდმივად ცდილობს საუკეთესო კადრების გადმობირებას უკეთესი, ანაზღაურების შეთავაზებით და ხშირად აღწევს კიდეც ამას, მაგრამ ვერ ახერხებს მათ შენარჩუნებას. სტატია სრულად »
სოციალური ქსელები ადამიანების წინააღმდეგ
2 მარტი, 2011 | 7 კომენტარი »
*facebook რომ ქვეყანა იყოს, მოსახლეობის
რაოდენობით მე3 ადგილზე იქნებოდა მსოფლიოში.
სოციალურმა ქსელებმა რადიკალურად შეცვალა ბევრი ადამიანის ცხოვრება. ისინი მნიშვნელოვან როლს ასრულებენ თანამედროვე ადამიანის ცხოვრებაში და ბევრი ძალიან მიეჯაჭვა მათ. იმ სარგებლის პარალელურად, რომელსაც სოციალური ქსელები ქმნიან, მათ ბევრი უარყოფითი მხარეც აქვთ. სწორედ ამ ნაკლოვანებებზე, სავარაუდო გრძელვადიან შედეგებსა და მათთან ბრძოლის ერთ მეთოდზე გვინდა გავამახვილოთ ყურადღება ამ სტატიაში.