სინერჯის კაპიტალის პარტნიორების ქეისი
ქართული ხილის ექსპორტის პერსპექტივა და ჩვენი მონაწილეობა ამ ამოცანაში
10 სექტემბერი, 2018 | 0 კომენტარი »
ჩირი და ჩიპსი საუკეთესო ფორმაა ქართული ხილის ექსპორტზე გასატანად. ამ სახით ის საუკეთესოდ ინარჩუნებს მის ყველა თვისებას და შენახვადი და ტრანსპორტირებადი ხდება. და თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩვენს ხილზე ყველა ამბობს მისი არა მიმზიდველი ვიზუალური ფორმის მიუხედავად გემრიელია და სასარგებლო, ჩირისთვის და ჩიპსისთვის ზუსტადაც რომ ხილის ვიზუალურ სახეს არ აქვს არანაირი მნიშვნელობა. მთავარია მისი გემო და სიჯანსაღე მივიტანოთ რაც შეიძლება მეტ ადამიანამდე მსოფლიოს მასშტაბით.
სოფლის მეურნეობა საქართველოსთვის ერთ-ერთი უმთავრესი დარგია, მეხილეობა კი მისი უდიდესი მიმართულება, ჩირი და ჩიპსი ხილის გადამუშავების და ტრანსპორტირების ყველაზე მოსახერხებელი ფორმაა და ჩვენც, სინერჯის კაპიტალის პარტნიორებმა, ამ ბიზნესში შესვლა გადავწყვიტეთ. სტატია სრულად »
რატომ არის ყველაზე მეტად მომგებიანი ზარალიანი კომპანიების ყიდვა
9 ივლისი, 2018 | 1 კომენტარი »
ისტორია მეორე, სტატია მეექვსე: სინერჯის კაპიტალის პარტნიორები – სტერეოტიპის რღვევა, რომ ზარალიან კომპანიებს ფასი არ აქვს.
წინა სტატიის სანახავად ეწვიეთ ბმულს.
ზარალიანი კომპანიის ყიდვა, თუ რა თქმა უნდა დეტალურად გაქვს შესწავლილი ზარალის გამომწვევი მიზეზები და ზუსტად იცი რა უნდა გააკეთო, კომპანია რომ მომგებიანი გახადო, ყველაზე სწორი ინვესტიციაა “სინერჯის კაპიტალის პარტნიორებისთვის” და მსგავსი ტიპის კომპანიებისთვისაც ალბათ. ის რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ჩვენს პარტნიორებთან ერთად ვყიდულობთ ორგანიზაციებს, ვცდილობთ გავუზარდოთ მათ ღირებულება, ახალ-ახალი ადამიანები მოვიწვიოთ ამ ორგანიზაციებში ინვესტიციების გასაკეთებლად, და საბოლოოდ თითოეული მათგანისთვის ეს ინვესტიცია ძალიან მომგებიანი უნდა გავხადოთ. ამ საქმისთვის სწორი, ხშირ შემთხვევაში სწორედ ზარალიანი კომპანიების პოვნა, შეფასება, შერჩევა საბოლოო წარმატების განმსაზღვრელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია.
ორგანიზაცია ყველაზე კარგი აქტივია, რომელსაც შეიძლება ადამიანი ფლობდეს, ვინაიდან, ის ერთადერთი პროდუქტია, რომელსაც შეუძლია თვითონ გაუზარდოს თავის თავს ღირებულება და თანაც 2-ჯერ, 5-ჯერ, 10-ჯერ, 100-ჯერ და მეტადაც. ამას ისიც ემატება, რომ იყო მონაწილე წარმატებული, სხვებისთვის ბევრი სარგებლის მომტანი საქმის, თავისთავადაც დიდი სიამოვნებაა. ამ საკითხზე რამდენადაც ცალკე სტატია გვაქვს დაწერილი (იდეალური აქტივი), საუბარს დეტალურად აღარ გავაგრძელებთ, მაგრამ რა უპირატესობა აქვს სწორედ ზარალიანი კომპანიების წილში შესვლას, ეს საკითხი შესაძლოა ბევრი დაინტერესებული ადამიანისთვის აღმოჩნდეს საინტერესო. სტატია სრულად »
მადლობა, თქვენ ბედნიერი მომავალი შეიძინეთ
18 ივნისი, 2018 | 0 კომენტარი »
ისტორია მეორე, სტატია მეხუთე: სინერჯის კაპიტალის პარტნიორები – ბედნიერი მომავალი.
წინა სტატიის სანახავად ეწვიეთ ბმულს.
დღეს 8000 მოსავლის მეორე ფილიალი გაიხსნა ვაკეში. იდეა, რომელიც სულ სამიოდე წლის წინ მხოლოდ რამდენიმე ადამიანის ოცნებაში არსებობდა დღეს ქსელურ ორგანიზაციად იქცა. მას შემდეგ რაც მესამე მაღაზია გაიხსნება, ახლა უკვე ევროპაში, საერთაშორისო ქსელური ორგანიზაცია გახდება, რომელიც მისი დანიშნულების განხორციელებას მსოფლიოს მასშტაბით დაიწყებს და მერე ორგანიზაცია გაათმაგებული სიჩქარით გააგრძელებს ზრდას. ამ თვეების განმავლობაში, რაც ეს ორგანიზაცია არსებობს, არც ერთი თვის შედეგი არ ყოფილა წინა თვეზე ნაკლები. დღეს ის რამდენიმე ათას ბოთლ ღვინოს ყიდის ყოველ თვე, სიხარულს ანიჭებს ათასობით მომხმარებელს და 150-მდე მეღვინეს იმედით ავსებს და ძალებს აძლევს მეტი მონდომებით გააკეთონ საყვარელი საქმე.
რაც შეიძლება მეტ ადამიანს (როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში) გააცნოს და შეაყვაროს ქართული ღვინო, არის დანიშნულება, რომლის განხორციელებაც ამ ორგანიზაციამ პირველივე დღიდან დაიწყო. სტატია სრულად »
იდეალური აქტივი
4 ივნისი, 2018 | 0 კომენტარი »
არიან ადამიანები, ვისაც აწუხებთ კითხვა, როგორ უზრუნველვყო ჩემი მომავალი კეთილდღეობა, როგორ უზრუნველვყო ჩემი ოჯახი ფინანსურად, მე რომ არ ვიყო ან მუშაობა ვერ შევძლო, ან როცა ვეღარ ვიმუშავებ, რა იქნება ჩემი ოჯახის არსებობის წყარო. რა დავუტოვო ჩემს შვილებს, რაც მათ ყველაზე მეტად გამოადგებათ, მათ შორის იმისთვის, რომ საუკეთესო განათლება მიიღონ და აკეთონ ის, რაც ყველაზე მეტად გაეხარდებათ, რა გავაკეთო სანამ მუშაობა, ფიქრი და მოქმედება შემიძლია ამისთვის.
ბევრი მათგანი ხვდება, რომ ძვირფასეულობა, ბინა, მიწა, ან სხვა უძრავი თუ მოძრავი ქონება, ანაბარი ბანკში, უფრო იმის საშუალებაა, რომ ფული შეინახო იმდენი რამდენიც გაქვს იმისთვის, რომ მერე საჭიროების შემთხვევაში გაიყიდოს და გაიხარჯოს. არცერთი არ არის მათ შორის ისეთი, რომელსაც შეუძლია მზარდი კეთილდღეობის წყარო გახდეს, საგრძნობი, ცხოვრებისთვის საკმარისი შემოსავალი მოგვიტანოს, თან ისე, რომ არ შემცირდეს ღირებულებაში, არ გაიხარჯოს. სტატია სრულად »
როგორები უნდა ვიყოთ ჩვენ იმისთვის, რომ ჩვენი დანიშნულება შევასრულოთ
21 მაისი, 2018 | 0 კომენტარი »
ისტორია მეორე სტატია მეოთხე – “სინერჯის კაპიტალის პარტნიორების” მთავარი პრინციპები და ფასეულობები.
წინა სტატიის სანახავად ეწვიეთ ბმულს.
ჩვენც კარგად ვიცით, რომ ისევე როგორც ყველა შენობას სჭირდება საძირკველი, რომელსაც დაეფუძნება, ყველა ორგანიზაციას სჭირდება პრინციპები, ფასეულობები და ფილოსოფია, რომელიც მისი ყველა თანამშრომლის სამუდამო წარმმართველი გახდება ყოველდღიურ ცხოვრებაში, მოქმედებებში და გადაწყვეტილებების მიღებისას. ორგანიზაციების უდიდეს ნაწილში ეს საფუძვლები ლიდერების პიროვნული თვისებების და ფასეულობების მიხედვით იქმნება და მერე რთულად, მაგრამ მაინც იცვლება ახალი ლიდერების გაჩენისას. იქ, სადაც ეს ფილოსოფია გააზრებული და დეკლარირებულია მისიიდან გამომდინარე და მენეჯმენტი ყველაფერს აკეთებს მათი დამკვიდრებისთვის, იქ ის სამუდამოდ მუშაობს, სანამ ისევ დანიშნულებიდან გამომდინარე არ გახდება მისი შეცვლა საჭირო.
სწორედ ამიტომ, ჩვენც გადავწყვიტეთ დეკლარირება გავუკეთოთ ყველა პრინციპს, რომელთა დაცვაც ჩვენთვის და ჩვენი შემდეგი თაობის თანამშრომლებისთვის ერთნაირად დასაცავი, დასამკვიდრებელი და განსავითარებელი იქნება. ამ სტატიაში სწორედ ამ გადაწყვეტილებებს გვინდა მოვუყაროთ თავი, გამოვაცხადოთ და პასუხისმგებლობაც ავიღოთ იმაზე, რომ ყველაფერს გავაკეთებთ “სინერჯის კაპიტალის პარტნიორებში” მათ დასამკვიდრებლად. სტატია სრულად »
სახალხო აფთიაქის ფინანსური მხარდაჭერის და განვითარების ფონდი
23 აპრილი, 2018 | 0 კომენტარი »
ისტორია პირველი, სტატია მეთერთმეტე, ასევე ისტორია მეორე, სტატია მეორე – “სინერჯის კაპიტალის პარტნიორები” ახალ ქვეფონდს, სახალხო აფთიაქის მხარდაჭერის და განვითარების ფონდს ქმნის
წინა სტატიების სანახავად ეწვიეთ – ისტორია პირველი; ისტორია მეორე.
ცნობილია, რომ სისხლი იმდენი უნდა ჰქონდეს ორგანიზმს, რამდენიც სჭირდება. არც იმაზე მეტი არ არის კარგი და არც ნაკლები. სისხლი ორგანიზმის სიცოცხლისუნარიანობის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია. ის გვაძლევს საშუალებას, ყველა ძირითადი პროცესი ორგანიზმში გამართულად, შეუფერხებლად მიდიოდეს, ჟანგბადი და სხვა აუცილებელი რესურსი მთელ სხეულს, მის ყველა უჯრედს უწყვეტად მიეწოდებოდეს. ჯანმრთელ ორგანიზმს, შეიძლება ისე განვითარდეს, გაიზარდოს, დამატებითი სისხლი არასოდეს დასჭირდეს, თუმცა თითქმის ყველას, ცხოვრების რაღაც ეტაპზე, ერთხელ მაინც შეიძლება დასჭირდეს ახალი, დამატებული სისხლი.