სინერჯი ჯგუფის წიგნების შესახებ
სერია “სინერჯი ორგანიზაციული სტრუქტურების შესახებ” განკუთვნილია როგორც კომერციულ, ისე არაკომერციულ და საჯარო სექტორში მოღვაწე ორგანიზაციების უმაღლესი და საშუალო რგოლის მენეჯერებისთვის. ასევე მომავალი მენეჯერებისთვის.
პირველი წიგნი “ცოცხალი ორგანიზაციული სტრუქტურები” მოიცავს ორგანიზაციული სტრუქტურების შექმნასთან, დანერგვასთან და მის განვითარებასთან დაკავშირებულ ყველაზე ძირითად თემებს, რომელიც ეფუძნება საკონსულტაციო კომპანია სინერჯის ჯგუფის მრავალწლიან გამოცდილებას. წიგნში შესული სტატიები და ინსაითები რეალური, ქართული ორგანიზაციების მაგალითებზე დაფუძნებით მომზადდა.
ცოცხალი ორგანიზაციული სტრუქტურები | წიგნი I
ფასი: 12 ლარი | გაყიდვაშია
ცოცხალ ორგანიზაციულ სტრუქტურას ორგანიზაციული მოწყობის ისეთ სისტემას უწოდებენ, რომელიც, ხელმძღვანელის მინიმალური მიმდინარე ჩართულობის შემთხვევაშიც, მაქსიმალური შედეგის მიღწევის შესაძლებლობას იძლევა. რატომ არის ასეთი სტრუქტურა კარგი, როგორი უნდა იყოს ის და რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რათა ასეთი სტრუქტურა შევქმნათ, აგრეთვე ის, თუ რა როლი აკისრია პირველ პირს ასეთი ორგანიზაციული მოწყობის პირობებში? _ ყველაფერ ამას წინამდებარე სტატიიდან შეიტყობთ.
_________________________________________________________
სერია “სინერჯი ჯგუფის წიგნები” წარმოადგენს ბიზნეს-ანალიტიკური სტატიების კრებულს ლიდერობის, სტრატეგიისა და მენეჯმენტის თემებზე. იგი გათვალისწინებულია როგორც კომერციულ, ასევე არაკომერციულ და სამთავრობო სექტორში მომუშავე ორგანიზაციების უმაღლესი და საშუალო რგოლის ხელმძღვანელებისათვის. ასევე ყველა იმათთვის, ვისთვისაც ეს თემა უბრალოდ საინტერესო ან/და მნიშვნელოვანია.
სინერჯი ჯგუფის წიგნები წარმოადგენს ერთგვარ სამაგიდო წიგნს მენეჯერებისთვის, რომელიც დაეხმარება მათ ყოველდღიური და გრძელვადიანი გადაწყვეტილებების ხარისხის ამაღლებაში. ამასთანავე ის არის საუკეთესო საჩუქარი მათთვის ვისაც წარმატებას და წინსვლას უსურვებთ.
გუნდის არქიტექტურა | წიგნი VII
ფასი: 12 ლარი | გაყიდვაშია
გუნდის არქიტექტურა “სინერჯი ჯგუფის წიგნების” შვიდეულის მე-7 წიგნია. წიგნი ეხება გუნდის მართვასთან და გუნდურ მუშაობასთან დაკავშირებულ საკითხებს, სირთულეებს და მათი გადაწყვეტის გზებს. შექმნილია ქართული რეალობისთვის და ქართულ გამოცდილებაზე დაყრდნობით.
მასში შესული თემები და საკითხები ეფუძნება საკონსულტაციო კომპანია “სინერჯი ჯგუფის” კონსულტანტების მრავალწლიანგამოცდილებას და მსოფლიოს უახლეს მიგნებებს ამ სფეროში.
ორგანიზაციული პერპეტუმობილე | წიგნი VI
ფასი: 12 ლარი | გაყიდვაშია
ეს არის მანქანა, რომელიც ამუშავებს მთელ ორგანიზაციას, საშუალებას აძლევს მას მიაღწიოს განსაკუთრებულ შედეგებს, გადაჭრას მისთვის პრიორიტეტული ამოცანები მაღალი ხარისხით, გამოიყენოს თანამშრომლების შესაძლებლობები მაქსიმალურად, წარმართოს ყველა მნიშვნელოვანი პროცესი შეუფერხებლად და იყოს ყველასათვის სასურველი ორგანიზაცია.
მართვის ახალი გეომეტრია | წიგნი V
ფასი: 12 ლარი | გაყიდვაშია
თანამშრომლების მზარდი როლი ორგანიზაციის მართვაში, დაგეგმილი იმპროვიზაციის ცნება და მისი რეალური ეფექტები, ხელმძღვანელის, როგორც ლიდერის, სახეცვლილი როლი, თანამშრომლების ახლად აღმოჩენილი განუსაზღვრელი შესაძლებლობები, სუბორდინაციის დაცვის დამკვიდრებული სტერეოტიპების რღვევა, ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს შორის პირდაპირი კომუნიკაციები, დაგეგმვის ერთიანი სისტემა, კოლეგიალური ფორმატები ეფექტური მართვისთვის…
მენეჯერის ბრძოლა წარმატებისთვის | წიგნი IV
ფასი: 12 ლარი | გაყიდვაშია
ინფორმაცია, გადაწყვეტილებები, იდეები. დღეს ეს მენეჯერთა ბრძოლის მთავარი ინსტრუმენტებია. ისინი ამ საშუალებებით იბძრვიან ყოველდღიურად, ყოველთვიურად და ყოველწლიურად. ზოგი იბრძვის იმისათვის რომ დაიმკვიდროს ადგილი, ზოგიც იმისთვის რომ გადარჩეს კონკურენტულ გარემოში, ზოგიც კი იმისთვის რომ უფრო მეტი წარმატება მოიპოვოს. ყველა მათგანმა იცის რომ ბრძოლა გარდაუვალია და ამიტომაც მუდმივად სწავლობენ, ეძებენ და იკვლევენ ახალ მეთოდებსა და საშუალებებს, რათა გამარჯვება მოიპოვონ.
ვინ გაყიდის ხვალ | წიგნი III
ფასი: 12 ლარი | გაყიდვაშია
როგორ გავზარდოთ ჩვენი პროდუქტის ან მომსახურების სარგებლიანობა მომხმარებლისთვის? როგორ შევქმნათ და დავამკვიდროთ კომპანიის ბრენდი? როგორ გავყიდოთ რაც შეიძლება მეტი და დიდხანს? როგორ მოვიზიდოთ კლიენტები და გავზარდოთ არსებული მომხმარებლების ლოიალურობა? ეს კითხვები და მათზე პასუხები ყოველთვის აქტუალური იყო, არის და იქნება ორგანიზაციებისა და მათი მმართველებისთვის.
თანამედროვე ორგანიზაციების მართვა | წიგნი II
ფასი: 12 ლარი | გაყიდვაშია
თანამედროვე ორგანიზაციებს გამძაფრებული კონკურენციის პირობებში უწევთ არსებობა. დღეს უკვე ძნელია პასუხის გაცემა კითხვაზე თუ რა უფრო მნიშვნელოვანია ბაზარზე დამკვიდრებისა და შემდგომი განვითარებისთვის. ყოველმხრივ დეტალურად გააზრებული გადაწყვეტილებების მიღება თუ გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება? რა მეთოდები გამოვიყენოთ მართვაში და როგორ მოვერგოთ მუდმივად ცვალებად გარემოს? როგორი სტრატეგიით ვიმოქმედოთ ან სულაც, როგორ შევიმუშავოთ კომპანიის სტრატეგია?
ლიდერობის ხელოვნება | წიგნი I
ფასი: 12 ლარი | გაყიდვაშია
დღეს ლიდერის როლის აღქმა მნიშვნელოვნად შეიცვალა. სტერეოტიპული მოსაზრებები მკაცრი, საკუთარ გადაწყვეტილებებში დარწმუნებული, ავტოკრატი ლიდერის შესახებ წარსულს ჩაბარდა. როგორი ლიდერი ასოცირდება წარმატებასთან დღეს? რა თვისებები უნდა ჰქონდეს მას? ან როგორი ლიდერები არიან მსოფლიოში ცნობილი, წარმატებული ორგანიზაციების მმართველები