საიტი წარმოდგენს ჟურნალ “სტრატეგია და ორგანიზაციის” ციფრულ გაგრძელებას. ჟურნალის, რომლის ბეჭდური ვერსია 2003 წლიდან ოთხი წლის განმავლობაში გამოიცემოდა. ამ საიტზე მოცემული სტატიებიდან ამოირჩა და გაკეთდა ასევე რვა კრებული, რომლებიც ბეჭდური სახით გამოიცა “სინერჯი ჯგუფის” წიგნების სერიის სახელით. სერია მოიცავს ისეთ პოპულარულ წიგნებს როგორიცაა: “ლიდერობის ხელოვნება”, “თანამედროვე ორგანიზაციების მართვა”, “ვინ გაყიდის ხვალ” და ა.შ.
საიტზე მოცემული მასალა მომზადებულია მმართველობითი საკონსულტაციო კომპანიის – “სინერჯი ჯგუფის” კონსულტანტების მიერ მათივე პრაქტიკაზე დაყრდნობით, რომელიც 1999 წლიდან საქართველოში განხორციელებულ ასეულობით პროექტს და კლიენტს მოიცავს ოცამდე სფეროში.
ვეცადეთ სტატიები მაქსიმლაურად მარტივი და გასაგები ყოფილიყო მკითხველების რაც შეიძლება ფართო სპექტრისთვის. ისინი განკუთვნილია როგორც მაღალი და საშუალო რანგის ხელმძღვანელებისთვის ასევე პროფილური სპეციალისტებისთვის, სტუდენტებისთვის და ზოგადად, მართვის საკითხებით დაინტერესებული ადამიანებისთვის.