ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი, რომელიც ხელს უშლის საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარებას
სტატიის ავტორი: ბექა ბექაია
8 აპრილი, 2010 | წაკითხულია 6 127-ჯერ
(საქართველოს საგადასახადო კოდექსი, მუხლი 230, პუნქტი ”ჩ” )
საგადასახადო კოდექსში არსებულ ამ ფორმულირებას ხშირად იყენებენ იმის დემონსტრირებისთვის, რომ სოფლის მეურნეობას სერიოზული ხელშეწყობა აქვს საქართველოში ლიბერალური გადასახადების თვალსაზრისით.
თუმცა, საქმე სულ სხვაგვარადაა და ეს პუნქტი თითქმის არავითარ ფუნქციას არ ასრულებს სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის. შევეცდებით ავხსნათ:
პუნქტში მითითებულია, რომ გათავისუფლებულია მხოლოდ ”სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული პირის მიერ სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი მიწოდება”, ანუ ის ფერმერი, რომელსაც მოჰყავს სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია, რეალიზაციის დროს არ იხდის დღგ-ს, მაგრამ თუ ვინმემ ამ ფერმერისგან შეიძინა საქონელი და შემდეგ თვითონ მოახდინა რეალიზაცია, აუცილებლად უნდა გადაიხადოს დღგ.
ანუ თუ უშუალოდ ფერმერი არ ახორციელებს რეალიზაციას საბოლოო მომხმარებელზე, დღგ სახელმწიფო ბიუჯეტში მაინც შედის და სოფლის მეურნეობის პროდუქცია არანაირად არ არის გათავისუფლებული ამ გადასახადისაგან.
როგორც საერთაშორისო პრაქტიკა და თეორია გვეუბნება, თუ თვითონ ფერმერი დაიწყებს პროდუქციის რეალიზაციაზე ზრუნვას, იგი ვერც მის მეურნეობას განავითარებს და ვერც რეალიზაცია გამოუვა კარგად.
ეს არის ის, რაც ხდება დღეს საქართველოში ცუდი კანონმდებლობის გამო, კერძოდ, წვრილი გლეხები ან წვრილი გადამყიდველები, რომელთაც საგადასახადო ადმინისტრირების სიმძიმე არ აწუხებთ, ყოველგვარი აღრიცხვის, სურსათის უვნებლობის და სხვა ნორმების დარღვევით ახორციელებენ სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზაციას, ქვეყანაში კი პრაქტიკულად არ არსებობენ შუალედური კომპანიები მწარმოებლებსა და მომხმარებლებს შორის, რომლებიც უზრუნველყოფენ სოფლის მეურნეობის პროდუქციის შეგროვებას, მომხმარებლისთვის სასურველი სასაქონლო სახის მიცემას, უვნებლობის კონტროლს და ხარისხიან დისტრიბუციას.
ამის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი კი არის არაკონკურენტული მდგომარეობა იმპორტიორებთან შედარებით, რადგან თუ ვინმემ გადაწყვიტა ადგილობრივი სოფლის მეურნეობის პროდუქციის შეგროვება, გადამუშავება და დისტრიბუცია, იგი იგივენაირად იხდის 18%-იან დღგ-ს, როგორც ნებისმიერი იმპორტი, ეს კი ნიშნავს იმას, რომ საქართველოში სოფლის მეურნეობის პროდუქციას არანაირი საგადასახადო შეღავათი არ გააჩნია.
ასევე, საყურადღებოა საგადასახადო კოდექსის იმავე პუნქტში არსებული მეორე ფორმულირება: ”სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული პირის მიერ სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი მიწოდება მის სამრეწველო გადამუშავებამდე (სასაქონლო კოდის შეცვლამდე) გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისაგან”.
ანუ აღნიშნული პუნქტის თანახმად, დღგ–სგან გათავისუფლებულია მხოლოდ პირველადი პროდუქცია ყოველგვარი სახეცვლილების გარეშე. მაგალითად:
1. თუ ფერმერი ან გლეხი აწარმოებს საქონლის რძეს, იგი დღგ-ს არ იხდის, მაგრამ თუ ამ რძისგან დაამზადა მაწონი (ან ყველი) და გაყიდა, მაშინ დღგ უნდა გადაიხადოს;
2. თუ ზრდის ქათამს ან გოჭს ან ღორს და ა.შ. და ყიდის ცოცხლად, დღგ-სგან გათავისუფლებულია, ხოლო თუ დაკლა და ისე გაყიდა, მაშინ ექვემდებარება დღგ-თი დაბეგვრას;
3. თუ ყიდის ყურძენს, გათავისუფლებულია, მაგრამ თუ დაწურა და ღვინის სახით გაყიდის, მაშინ იხდის დღგ-ს.
წვრილი გლეხები აქ დაცული არიან გადასახადის გადახდისგან, სანამ წლის განმავლობაში არ ასცდებიან 100 000 ლარიან ბრუნვას, თუმცა მთავარ პრობლემად რჩება ისევ ის, რომ ხელშეწყობა არ აქვთ მსხვილ ფერმერებს და იმ კომპანიებს, რომელთაც სურთ გამსხვილება სოფლის მეურნეობის პროდუქციის შეგროვების, გადამუშავების, შენახვის და დისტრიბუციის ბიზნესში. ასეთი კომპანიების გარეშე კი სოფლის მეურნეობა ვერ განვითარდება.
რა ცვლილებები შეიძლება შეიტანოს სახელმწიფომ საგადასახადო კოდექსში ამ პრობლემის გადასაჭრელად?
1. გაათავისუფლოს დღგ-სგან არა მხოლოდ „სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული პირის მიერ სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი მიწოდება“, არამედ ზოგადად სოფლის მეურნეობის პროდუქციის მიწოდება (მიუხედავად იმისა, ვინ არის მიმწოდებელი), თუმცა სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტი დაბეგროს ჩვეულებრივ, როგორც დღეს არის. ამ ცვლილებით სახელმწიფო ბიუჯეტი პროდუქციის იმპორტიდან მიიღებს იგივე თანხებს დღგ-ს სახით, ხოლო ადგილობრივ ბაზარზე ხელს შეუწყობს შუამავალი რგოლების განვითარებას, რომელიც თავის მხრივ განავითარებს წვრილი და საშუალო ზომის ფერმერებს.
2. სოფლის მეურნეობის პროდუქციის მიწოდებაზე დაადგინოს გაცილებით ნაკლები დღგ-ს განაკვეთი, ისევე როგორც ეს არის მსოფლიოს უმეტეს განვითარებულ და განვითარებად ქვეყანაში (იხ. ბმული: http://www.worldtaxpayers.org/stat_vat.htm), თუმცა, დღევანდელ სიტუაციაში ასეთი ცვლილება გამოიწვევს ბიუჯეტის შემოსავლების კლებას სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტიდან (თუ დღგ-ს მაგივრად არ )
3. სოფლის მეურნეობის დარგს მიკუთვნებულ საქმიანობის სახეებს საგადასახადო მიზნებისთვის გაუთანაბროს სხვა გადამამუშავებელი მრეწველობის საქმიანობის სახეები, როგორიცაა მაგალითად: რძის გადამუშავება (მაწონი, ყველი და ა.შ.), დაკლული ცხოველი და ფრინველი და ა.შ.
გადაუგზავნეთ მეგობრებს მეილზე
სტატიები მომზადებულია სინერჯი ჯგუფის წევრების მიერ;
3 კომენტარი სტატიაზე “ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი, რომელიც ხელს უშლის საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარებას”
კომენტარის დამატება:
კომენტარის დაწერა შეუძლიათ მხოლოდ რეგისტრირებულ წევრებს
27 იანვარი, 2011 18:27
sruliad vetanxmebi tqvens statis, mosazrebas tu mxardamcherebi gamouchndnen shesazlebelia am dargis agorzineba, magram chven importze chamokidebuli qveyana vart, romelsac zemo eshelonebi carmatebit lobireben, amitom pirvel rigshi saxelmcipos neba unda iyos am mxriv ganavitaros saqme, da xeli gaushvas biznesze kontrols…
29 აპრილი, 2011 10:29
რაიმე საერთაშორისო ვალდებულებით ხო არ იზღუდება ასეთი ქმედება?
12 დეკემბერი, 2013 16:01
mec vetanxmebi rom dasaxvewia sakanonmdeblo baza, da damatebit soflis meurneibis ganvitarebis xelshemwyob mtavar faqtorebad unda ganvixilot agretve miwebis gamsxvileba, da iafi kreditebis mozidva.