ცენტრალიზებული და დეცენტრალიზებული მართვის მოდელები – როგორ ვიპოვოთ ოქროს შუალედი ტოტალური კონტროლიდან ქაოსამდე
სტატიის ავტორი: ეთუნა მუნჯიშვილი
31 მარტი, 2011 | წაკითხულია 19 860-ჯერ
დიდი ჰოლდინგების მფლობელებისა და მმართველების მუდმივი საზრუნავია: როგორ მართონ ბიზნესები იმისათვის, რათა მაქსიმალური მოგება მიიღონ და დანაკარგები შეამცირონ. ნაწილი უპირატესობას ანიჭებს ძალაუფლების, პასუხისმგებლობების და უფლება–მოვალეობების სისტემურ კონცენტრირებას ჰოლდინგის ზედა რგოლში.
მსგავსი სტრატეგიული არჩევანის შემთხვევაში ორგანიზაციული პირამიდა, როგორც წესი, არის მაღალი, მრავალ დანაყოფებიანი: გადაწყვეტილებების მიღება პირამიდის ზედა რგოლში ხდება. მეორე ნაწილის შემთხვევაში კი გადაწყვეტილების მიღების უფლება–მოსილებები გაფანტულია ორგანიზაციულ სტრუქტურაში: ამ დროს როგორც სისტემურად, ისე სისტემატურად ძალაუფლებისა და უფლებამოსილებების დელეგირება ხდება ორგანიზაციის საშუალო და დაბალი რანგის მენეჯერებს შორის. ეს კურსი კი ტოპ–მენეჯმენტს აძლევს საშუალებას მეტი დრო გამოათავისუფლოს და ფოკუსი იმ საკითხებზე გააკეთოს, რაც მეტად მნიშვნელოვანია: დააკვირდეს ბაზარს და ახალი ბიზნეს ინიციატივები წამოიწყოს. პირველი კურსი ცენტრალიზებულ კომპანიებს ახასიათებთ, მეორე კი დეცენტრალიზებულებს. ამჟამად, დიდი კომპანიების გაერთიანებების მენეჯმენტი ამ დილემის წინაშე დგას: მოცემული ალტერნატივებიდან მართვის რომელი მოდელი აირჩიოს მოგების მაქსიმიზაციისათვის და დანაკარგების შემცირებისათვის.
ცენტრალიზაცია და დეცენტრალიზაცია მიმართებითი ტერმინებია. ცენტრალიზებული მართვის მოდელი არ არის დეცენტრალიზებული მართვის მოდელზე უკეთესი და პირიქით. ასევე, არც ერთი მათგანი არ არის ექსკლუზიური, რაც იმას გულისხმობს , რომ პრაქტიკაში არ არსებობს სრულად ცენტრალიზებული ან დეცენტრალიზებული მართვის მოდელები, თუ არ გავითვალისწინებთ სამხედრო სისტემას [ცენტრალიზაციის ჭრილში] ან მსოფლიო წყობას [დეცენტრალიზაციის ჭრილში]. წარმატებულმა ჰოლდინგებმა მათ შორის: General Electrics, ExxonMobil, Nestle, IBM, HSBC Bank Grouping, Virgin, Novartis, P&G აირჩიეს ჰიბრიდული მოდელი, სადაც ცენტრალიზაციის ხარისხი განსხვავებული იყო და განისაზღვრებოდა ორგანიზაციის მახასიათებლებით, მდგომარეობითა და გარემო პირობებით. ყველა შემთხვევა არის ინდივიდუალური. მკვეთრად დეცენტრალიზებული კომპანიებიც კი ახდენენ ისეთი ფუნქციების ცენტრალიზაციას, რომელიც ხარჯების დაზოგვისკენ არის მიმართული. და პირიქით, მკვეთრად ცენტრალიზებული კომპანიებიც კი ცდილობენ ყოველდღიური საქმიანობიდან დროის გამოთავისუფლებას ბიზნესის დივერსიფიცირებაზე სამუშაოდ. ორივე მათგანს აქვს როგორც უპირატესობები, ისე უარყოფითი მხარეები.
ცენტრალიზაცია |
დეცენტრალიზაცია |
დადებითი მხარეები |
|
|
|
უარყოფითი მხარეები |
|
|
|
–––––––––––––––––––––––––––––––––
ქვემოთ ცენტრალიზაციის უპირატესობებსა და უარყოფით მხარეებზე ვისაუბრებ და შევეცდები გაგიადვილოთ არჩევანი თქვენი ბიზნესის კეთილდღეობისთვის.
ცენტრალიზებული მართვის მოდელი ეკონომიურია
ცენტრალიზაციის დროს კომპეტენციების თავმოყრა ხდება ორგანიზაციული პირამიდის ზედა დონეზე, სადაც მიიღება გადაწყვეტილებების უმეტესობა. ბიზნესების მენეჯმენტზე ნაკლები ფული იხარჯება კადრების დუბლირების თავიდან ასაცილებლად, რაც იმას ნიშნავს, რომ ბიზნესებში ერთმანეთის მსგავსი პოზიციები წარმოდგენილია ერთ პოზიციად ტოპ–მენეჯმენტში.
გარდა ამისა, ნაკლები ფული იხარჯება კომპეტენციების დაგროვებასა და კადრების თვითგანვითარებაზე. მთელი ძალისხმევა მიმართულია მმართველი გუნდისთვის ხელსაყრელი სამუშაო პირობების შექმნაზე.
ცენტრალიზაციის შემთხვევაში ფინანსების მართვაც ცენტრალიზებულია, ჰოლდინგის მმართველი გუნდი ფინანსებს და რესურსებს ისე ანაწილებს ხარჯების მინიმიზაცია მოახდინოს, რთულ ფინანსურ მდგომარეობაში მყოფ კომპანიას ჰოლდინგის წარმატებული კომპანიის საშუალებით დაეხმაროს და თვითეული კომპანიის დამოუკიდებლად გასაწევი ხარჯები ერთმანეთის რესურსების გაზიარებით შეამციროს.
ცენტრალიზებული მართვის მოდელი მომგებიანი მოკლევადიან პერიოდში
ცენტრალიზაციის არჩევის შემთხვევაში მენეჯმენტი მთელ აქცენტს აკეთებს ბიზნესების საქმიანობის ეფექტიანობაზე, ეს გულისხმობს მათ ყოველდღიურ ოპერაციულ საქმიანობაში მონაწილეობას, მაღალ/საშუალო და დაბალი მენეჯმენტის დონეზე გადაწყვეტილების მიღებას და ამ გზით კომპეტენტურობის ხარისხის შენარჩუნებას. მსგავსი ჩარევით მოკლე ვადიან პერიოდში ბიზნესები მოგების ზრდას სწრაფად ახდენენ. ამასთან, ამ დროს მთლიანად ჰოლდინგის გაყიდვა მაღალ ფასშია შესაძლებელი.
ცენტრალიზებული მართვის მოდელი მართვის ერთიანი სტანდარტებით გამოირჩევა
კომპანიები ერთიანი სტანდარტებით მოქმედებენ. მათი სტრატეგია იგეგმება ზედა დონეზე და მჭიდროდ კოორდინირებულია ერთმანეთთან. ორგანიზაციული კულტურა არის ერთი ყველასთვის, რაც ორგანიზაციული ერთობის შეგრძნებას აჩენს.
ეს ყველაფერი გვაძლევს იმის დასკვნის საშუალებას, რომ თუ გსურთ ბიზნესებიდან მოგება მიიღოთ მოკლე ვადაში, მთლიანად ჰოლდინგის გაყიდვა შეგეძლოთ მაღალ ფასში, მაშინ უნდა აირჩიოთ ცენტრალიზაციის საბაზისო კურსი
––––––––––––––––––––––––––––
ცენტრალიზებულ მართვის მოდელში ბიზნესების დივერსიფიკაციის შესაძლებლობა კლებულობს
ცენტრალიზაციის შემთხვევაში ჰოლდინგის მენეჯმენტი კონცენტრირებულია კომპანიების ოპერაციული საქმიანობის გაუმჯობესებასა და სრულყოფაზე, გამომდინარე იქიდან, რომ ადგილებზე არ არის საჭირო კადრები, ვინც ამაზე იზრუნებდა. შესაბამისად, ადმინისტრაციულ აპარატს დრო რჩება ძალიან ნაკლები იმისთვის, რომ დააკვირდეს ბაზარს და ახალ ბიზნეს ინიციატივებზე, დაბანდებებზე იფიქროს. ბიზნესების დივერსიფიკაციის შესაძლებლობა კლებულობს არსებულ ბიზნესებზე აქტიური მუშაობის ფონზე.
ცენტრალიზებულ მართვის მოდელში ცალკეული კომპანიების ლიკვიდურობა დაბალია
კომპანიები, სადაც არაა დაგროვილი საკმარისი გამოცდილება, რათა კადრებმა დამოუკიდებლად მართონ ორგანიზაცია, თითქმის სრულად ჰოლდინგის ტოპ–მენეჯმენტზე არიან დამოკიდებულნი, მისი გაყიდვის შემთხვევაში კი კომპანიის საბაზრო ღირებულება მცირდება. ნებისმიერ მყიდველს მენეჯმენტის დაკომპლექტება ძვირი დაუჯდება. სწორედ ცენტრალიზაციის ბუნებიდან გამომდინარეობს, რომ ამ მოდელში ცალკე აღებული კომპანიების ლიკვიდურობა დაბალია.
ცენტრალიზებულ მართვის მოდელში ცალკე აღებული ბიზნესების განვითარების ტემპი მნიშვნელოვნად კლებულობს
ყველა კომპანიას სჭირდება ინდივიდუალური მიდგომა, რათა იმუშაოს ეფექტიანად და ისეთი ინიციატივების მოძებნა და განხორციელება შეძლოს, რაც განვითარებაში დაეხმარება. დიდ ცენტრალიზებულ ჰოლდინგში, თითოეული კომპანიის განვითარება ნელ ტემპში მიმდინარეობს, რადგან ძირითადი დრო საქმიანობის ეფექტიანობას ეთმობა, ხოლო განვითარებასა და გაფართოებას ძალაუნებურად მცირე ყურადღება რჩება. ამას თანამშრომლების ნაკლები მოტივაცია ემატება, რომლებიც ყოველდღიურ რუტინას თავს ვეღარ აღწევენ.
ცენტრალიზებულ მართვის მოდელში ადგილებზე კომპეტენტური გადაწყვეტილებების მიღება რთულდება და დროში იწელება
კომპანიებში თვითგანვითარების შესაძლებლობა თითქმის არ არსებობს. გარდა ამისა, ბიზნესი საჭირო კომპეტენტური კადრების ნაკლებობას განიცდის, რის გამოც გადაწყვეტილების მიღებისას დამოკიდებულება ტოპ–მენეჯმენტზე უფროდაუფრო იზრდება. საკითხების გადასვლა ერთი ინსტანციიდან მეორეზე გადაწყვეტილებების მიღებას ართულებს და პროცესს დროში ახანგრძლივებს.
იმ შემთხვევაში, თუ თქვენი, როგორც მფლობელის, ინტერესეში შედის, ბიზნესებისგან მეტი მოგება მიიღოთ გრძელვადიან პერიოდში, ცალკეული ბიზნესების ლიკვიდურობის ხარისხი იყოს მაღალი და გქონდეთ ბიზნესების დივერსიფიკაციის შესაძლებლობა, მაშინ დეცენტრალიზაციაზე არჩევანის გაკეთება ყველაზე მომგებიანი იქნება.
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––—
დღეს, დივერსიფიცირებული ბიზნესების გამაერთიანებელი ჰოლდინგების უმეტესობა დეცენტრალიზებული მართვის მოდელს ირჩევს, მასში ცენტრალიზაციის ნაწილი ფუნქციების ინტეგრირებით, რადგან ასე უფრო მოქნილები არიან, რათა იზრუნონ ბიზნესების დაცვაზე, გაფართოებასა და მეტი მოგების მიღებაზე.
მოდელის არჩევის მსგავსი მნიშვნელობისაა გადასვლის გეგმის შემუშავება. ამიტომ მოდელის არჩევანზე და ამ ახალ მოდელზე გადასვლის ეტაპები ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ, გამომდინარე იქიდან, რომ ისინი განცალკევებული თემებია. ამისთვის დამატებითი ცვლილებების დაგეგმვა და განხორციელება მოგიწევთ, რომ ცვლილებებით გამოწვეულმა რისკებმა მნიშვნელოვანი ზიანი არ მიაყენოს ორგანიზაციას და ჰოლდინგის საბოლოო ორგანიზაციული სტრუქტურის სახე სრულყოთ.
წარმატებულ არჩევანს გისურვებთ!
სტატიის ნახვა შესაძლებელია სინერჯი ჯგუფის V წიგნში “მართვის ახალი გეომეტრია” | ბმული
გადაუგზავნეთ მეგობრებს მეილზე
სტატიები მომზადებულია სინერჯი ჯგუფის წევრების მიერ;
5 კომენტარი სტატიაზე “ცენტრალიზებული და დეცენტრალიზებული მართვის მოდელები – როგორ ვიპოვოთ ოქროს შუალედი ტოტალური კონტროლიდან ქაოსამდე”
კომენტარის დამატება:
კომენტარის დაწერა შეუძლიათ მხოლოდ რეგისტრირებულ წევრებს
1 აპრილი, 2011 12:12
სერიოზული სტატიაა. მადლობა ახალგაზრდა ავტორს.
18 აპრილი, 2011 10:07
საშინლად დაწერილი სტატიაა. იქნებ ცოტა ქართულ ენაზე და მკითხველზე გეფიქრათ. რედაქტორი არ გყავთ ?
თემა საინტერესოა, თხრობა – შეურაცხმყოფელი…
8 მაისი, 2011 18:46
სტატია ნამდვილად საინტერესოა, ზურა შეურაცხყოფილი, 500_ზე მეტი მკითხველი მოტყუებული ?!…:)) ნეტა რა ძალა ადგათ, რას კითხულობდნენ… თუ არ მოსწონდათ.
საინტერესოა ზურამდე მოხდა წაკითხვა თუ ზურას შემდეგ…
17 მაისი, 2011 01:26
გმადლობთ, თქვენი სტატია მართლაც საინტერესოა და დამეხმარა დავალების შესრულებაში :))))
1 ოქტომბერი, 2011 00:55
საინტერესო სტატიაა, მადლობა ავტორს. თუმცა ერთი კითხვა მაქვს,
ცენტრალიზებული მართვის მოდელის უარყოფით მხარეებში – ბიუროკრატიისკენ მიდრეკილება, ადგილზე კომპეტენტური გადაწყვეტილებების მიღების სირთულე და დროში გაწელილობა გიწერიათ, ხოლო შემდგომ ამ მოდელის კონკრეტულად განხილვისას მის დადებით მხარეთ მოკლევადიან პერიოდში ეფექტიანობა და მოგების მიღება გიწერიათ. ეს ორი მოსაზრება ხომ არ ეწინააღმდეგება ერთმანეთს?