არქივი: 2012
« წინა სტატიებიროდესაც ორგანიზაციაში ახალი სტრუქტურული ერთეულის ჩამოყალიბებაა საჭირო
28 დეკემბერი, 2012 | 0 კომენტარი »
თუ ორგანიზაციას სურს წარმატებით შექმნას ახალი დივიზიონი ან განყოფილება ან მიმართულება (სრულიად ახალი ან სხვა ერთეულების შერწყმით), საჭიროა კონცეფციის ჩამოყალიბების რამდენიმე ეტაპი გაიაროს. ამ პროცესზე გვსურს მოგითხროთ სტატიაში, ვინაიდან სწორი პროცესი და მასზე დახარჯული სათანადო ძალისხმევა უზრუნველყოფს, რომ ერთეულმა ეფექტურად დაიწყოს მუშაობა, არ ხარჯოს დრო ექსპერიმენტებზე და რამდენიმე წელი მოანდომოს გამართვას. სტატია სრულად »
რატომ უნდა ვიზრუნოთ პირადი კავშირების განვითარებაზე
21 დეკემბერი, 2012 | 0 კომენტარი »
ფართო სანაცნობო ქსელი – ეს ღირებული აქტივია, რომლის მოპოვებაც არც ძვირი ჯდება, სასიამოვნოც არის, მაგრამ ძალიან ცოტა თუ ხედავს მის ღირებულებას და ზრუნავს მის განვითარებაზე. ამ სტატიაში შევეცდებით დაგარწმუნოთ, რატომ ღირს კონტაქტების განვითარებაზე მუშაობა, რეალურად რას მიიღებთ შედეგად:
7 ნაბიჯი სწორი ორგანიზაციული სტრუქტურის გასაკეთებლად
17 დეკემბერი, 2012 | 1 კომენტარი »
სტრუქტურამ, თუ ის სწორად არის გაკეთებული, ორგანიზაციის წინაშე მდგარი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანების გადაწყვეტას, მთავარი პროცესების გამართულ დინებას და მასში მომუშავე ადამიანების შესაძლებლობების მაქსიმალურ გამოყენებას უნდა შეუწყოს ხელი. იმისათვის, რომ მან სწორად იმუშავოს, აუცილებელია კარგად გავიაზროთ როგორც პრიორიტეტები, ისე მთავარი პროცესები და იმ ადამიანების შესაძლებლობები, რომლებიც ჩვენს ორგანიზაციაში მუშაობენ, განსაკუთრებით კი მათი ვინც, მის მართვაში იღებენ მონაწილეობას.
გუნდი კრეატიული იდეებისთვის
14 დეკემბერი, 2012 | 2 კომენტარი »
გუნდს, რომელიც კრეატიული იდეების მოფიქრებითაა დაკავებული, უნდა ჰქონდეს კარგად განსაზღვრული პროცედურა და მოტივაციის სქემა, გუნდის წევრებს უნდა გააჩნდეთ მაღალი თვითშეფასების განცდა, მათ ირგვლივ უნდა იყოს კარგი გარემო და იცოდნენ კარგი ინსტრუმენტები, რაც გენერირების პროცესს უფრო ეფექტურს გახდის. მენეჯერის მთავარი სამუშაო მისი გუნდისთვის ამ ხუთი კომპონენტის უზრუნველყოფაა. სტატია სრულად »
ჰოლდინგის მართვის ეფექტური მოდელი
12 დეკემბერი, 2012 | 0 კომენტარი »
ამ სტატიაში ის გამოცდილება გვინდა გადმოგცეთ, რომელიც ჰოლდინგურ კომპანიებთან მუშაობის შედეგად დაგვიგროვდა. კერძოდ ის, თუ როგორი უნდა იყოს მართვის მოდელი, რა უმთავრეს საკითხებს უნდა ითვალისწინებდეს, რომ ჰოლდინგი ეფექტურად იმართებოდეს.
სტატიაში აქცენტი გვინდა გავაკეთოთ როგორ უნდა იყოს მოწყობილი ჰოლდგინგის მართვის აპარატი, კონკრეტულად რა ამოცანები უნდა იდგას ამ აპარატის წინაშე და რა იგულისხმება თითოეული ამოცანის უკან.
სტრუქტურის როლი ორგანიზაციის მართვაში
10 დეკემბერი, 2012 | 2 კომენტარი »
რაც უფრო სწორად არის გაკეთებული სტრუქტურა მით უფრო დიდ ხანს შეუძლია იმუშაოს მასში არსებითი ცვლილებების შეტანის გარეშე. სწორად გაკეთებულ სტრუქტურაში ადამიანები იცვლებიან ისე, რომ თვით ამ სტრუქტურებში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ ხდება. ასეთი სტრუქტურები ორგანიზაციის დანიშნულების ღრმა გააზრების და მთავარი პროცესების სწორად დამუშავების შედეგად იქმნება. ისინი თვითონ მართავენ ადამიანებს და არა პირიქით, ადამიანები მართავენ მათ. ასეთი სტრუქტურები ეხმარებიან ორგანიზაციას: 1. განახორციელოს სტრატეგია; 2. ეფექტიანად მართოს მიმდინარე პროცესები და, რაც მთავარია, 3. უკეთ გამოიყენოს მასში მომუშავე ადამიანების შესაძლებლობები. ეს არის ის სამი ამოცანა, რომელსაც სწორად გაკეთებული ორგანიზაციული სტრუქტურა უნდა ემსახურებოდეს.
როგორ დავგეგმოთ წარმატება
5 დეკემბერი, 2012 | 3 კომენტარი »
ერთი გოგონას შესახებ მინდა მოგიყვეთ. მართალია ის ჯერ 18 წლისაა და ჯერ დიდი გამოცდილება არ დაგროვებია ან რაიმე საკაცობრიო წარმატებისთვის არ მიუღწევია (ჯერ), მაგრამ მან ზუსტად იცის როგორ დაგეგმოს თავისი წარმატება.
საერთოდ რატომ გვჭირდება წარმატების დაგეგმვა. ცხოვრებაში, ეს იქნება პირადი, საქმიანი თუ სულიერი, წარმატების მიღწევა ყველას გვინდა. თუმცა უმეტესობა ჩვენთაგანს კითხვაზე როგორ მივაღწიოთ წარმატებას, გამორჩეულების გარდა, ბუნდოვანი პასუხი გვაქვს და ისეთი რომელიც კონკრეტულ მოქმედებებში არ გადაგვყავს. არადა პასუხი ძალიან მარტივია, წარმატების დაგეგმვა გვჭირდება იმისთვის, რომ ბევრი რამ მოვასწროთ ცხოვრებაში, საინტერესო ყოველდღიურობა გვქონდეს და დღის, უკიდურეს შემთხვევაში სიცოცხლის, ბოლოს გული არ დაგვწყდეს და არ ვინანოთ, რომ დრო გაურკვევლობაში დავკარგეთ.
ორგანიზაციული სტრუქტურის ევოლუცია, რატომ და როგორ ხდება და როგორ უმჯობესია ხდებოდეს
3 დეკემბერი, 2012 | 1 კომენტარი »
ორგანიზაციული სტრუქტურის განვითარება უწყვეტი პროცესია. ის თითქმის ნებისმიერ ორგანიზაციაში, სხვადასხვა დონეზე, სხვადასხვა მასშტაბით გამუდმებით მიმდინარეობს. ეს, რა თქმა უნდა, ასეც უნდა იყოს. თუმცა ის მოტივები, რის გამოც ცვლილებების ინიცირება ხდება, ან ის გზები, რომლითაც ამას მენეჯმენტი აკეთებს, ხშირად უფრო აზიანებს ორგანიზაციას, ვიდრე აუმჯობესებს და სიცოცხლისუნარიანს ხდის მას. რატომ და როგორ ხდება სტრუქტურების ევოლუცია ჩვენთან და როგორ უმჯობესია ხდებოდეს, გადავწყვიტეთ, ამ თემას მივუძღვნათ ეს სტატია.
რატომ არის შეცდომა ორგანიზაციაში მარკეტინგის მენეჯერის პოზიციის ან დეპარტამენტის არსებობა
28 ნოემბერი, 2012 | 0 კომენტარი »
მარკეტინგი – ეს არის ორგანიზაციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნქცია, რომელიც მთლიანად კომპანიის მასშტაბით უნდა ხორციელდებოდეს და არაფრით არ შეიძლება მისი მოქცევა ერთ სამსახურში და მითუმეტეს ერთ პოზიციაში. თუმცა, საკმაოდ გავრცელებულია მარკეტინგის ამოცანის გადაწყვეტის ზემოთ აღნიშნული მიდგომა, რითაც ძალიან კნინდება მარკეტინგის როლი და მნიშვნელობა. სტატია სრულად »
თანამშრომელზე უკუგების მაჩვენებელი
26 ნოემბერი, 2012 | 0 კომენტარი »
ერთ თანამშრომელზე მიღებული მოგების მაჩვენებელი მართვის სულ უფრო მნიშვნელოვანი პარამეტრი ხდება. ხელმძღვანელები ხვდებიან, რომ კაპიტალის უკუგების თუ აქტივების უკუგების ზრდის ამოცანაზე არანაკლებ საგულისხმო, თუ მეტად არა, სწორედ თანამშრომელზე უკუგების გაუმჯობესების ამოცანაა. ისინი განსაკუთრებულად აქცევენ ყურადღებას ამ მაჩვენებელს, ადარებენ მას კონკურენტებისას, აანალიზებენ მასზე ზემოქმედ ფაქტორებს და ცდილობენ იპოვონ გზები მის გასაუმჯობესებლად.
გაყიდვების სტიმულირების მენეჯერი და მისი ნამდვილი როლი
21 ნოემბერი, 2012 | 0 კომენტარი »
გაყიდვების სტიმულირება ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანაა ნებისმიერი ორგანიზაციისათვის. გაყიდვების სტიმულირების მენეჯერი არის ის, ვინც პოტენციურ მყიდველებს აწვდის პროდუქციასა და მომსახურებაზე ინფორმაციას. შესაბამისად, მასზეა დიდად დამოკიდებული, როგორ აღიქვამენ მომხმარებლები კომპანიის პროდუქციას, ხედავენ თუ არა მის ღირებულებას და უპირატესობებს, უჩნდებათ თუ არა მისი შეძენის სურვილი და ანიჭებენ თუ არა უპირატესობას კონკურენტებთან შედარებით.
სტრუქტურის განსხვავებული განზომილება
19 ნოემბერი, 2012 | 0 კომენტარი »
ყველასათვის ცნობილია, რომ სამსახურის შიგნით ბევრად უფრო ადვილია კოორდინაცია, ვიდრე სხვადასხვა სამსახურებს შორის. ერთ ხელმძღვანელს დაქვემდებარებული სამსახურები კი უფრო ადვილად ურთიერთობენ ერთმანეთთან, ვიდრე განსხვავებულ დივიზიონებში შემავალი ქვედანაყოფები. არადა მათ შორისაც ხშირად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კოორდინაციის ხარისხი მაღალი იყოს. თანამედროვე სტრუქტურები სხვადასხვა დაქვემდებარებაში არსებულ ქვედანაყოფებს შორის კოორდინაციის პრობლემას სტრუქტურის ახალი, განსხვავებული განზომილების შექმნით ახერხებენ.
ახლადდანიშნული მენეჯერის ავტორიტეტი გუნდში
12 ნოემბერი, 2012 | 0 კომენტარი »
გუნდის ახლადდანიშნული ლიდერის მთავარი ამოცანა საწყის ეტაპზე არის გუნდში ავტორიტეტის სწრაფად მოპოვება, რათა დაიწყოს გუნდის ლიდერის პოზიციიდან მოქმედება. ასეთ დროს ყველაზე სწრაფად ავტორიტეტის მოპოვებას შევძლებთ თუ თავიდანვე ვიზრუნებთ გუნდის საჭიროებების გამოვლენაზე, გუნდისკენ მიმართულ ზრუნვას თანაბრად და სამართლიანად გადავანაწილებთ გუნდის თითოეულ წევრზე და ამასთან ყველაზე მნიშვნელოვანი – თუ დავანახებთ როგორ თავდადებით ვიცავთ გუნდის ინტერესებს გარეშე პირებთან, სხვა გუნდებთან და სტრუქტურულ ერთეულებთან – მალევე მოვიპოვებთ გუნდის ლიდერის ავტორიტეტს. სტატია სრულად »
ჩვენი ნათესავები ჩვენს სამსახურში
9 ნოემბერი, 2012 | 0 კომენტარი »
ხშირად ხდება, რომ ხელმძღვანელებს სამსახურში აყავთ ნათესავები ან მეგობრები. თუ ისინი შეეფერებიან თავიანთ პოზიციას და კარგად ართმევენ თავს დავალებებს და ფუნქციებს, მაშინ ყველაფერი რიგზეა, მაგრამ ზოგჯერ არის, რომ პროფესიონალიზმით ჩამორჩებიან პოზიციას, ან არასათანადო პასუხისმგებლობით ეკიდებიან საქმეს. სტატია სრულად »
ფავორიტობის მანკიერი მხარეები
7 ნოემბერი, 2012 | 0 კომენტარი »
ზოგჯერ, ძალიან არასწორად, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ხელმძღვანელის გული მოვიგოთ, გავხდეთ მისი ფავორიტი და დავტკბეთ იმ „პრივილეგიებით“, რასაც ეს მდგომარეობა გვთავაზობს. ამით ძალიან სახიფათო და არასახარბიელო გზას ვადგებით.
ამ სტატიაში გვინდა გადმოგცეთ, რა უარყოფითი მხარეები და საფრთხეები აქვს ხელმძღვანელის ფავორიტობას და რა შეიძლება გავაკეთოთ იმისთვის, რათა ეს პროცესი ვმართოთ და საფრთხეები თავიდან ავირიდოთ. სტატია სრულად »
მენეჯმენტის ყურადღების განაწილება
5 ნოემბერი, 2012 | 0 კომენტარი »
მენეჯმენტის ყურადღება ლიმიტირებული რესურსია. რაც უფრო მეტ ყურადღებას უთმობს მენეჯმენტი ერთ საკითხს, მით უფრო ნაკლებად აქცევს ყურადღებას სხვებს. შესაბამისად, ის, თუ რა საკითხებზე იხარჯება ყოველდღიურ მუშაობაში ეს ყურადღება, რაზე ფიქრობენ, ვისთან მუშაობენ უფრო მეტს, რაზე მსჯელობენ ისინი ყოველდღიურად შეხვედრებისას სწორედ ამაზე არის დიდად დამოკიდებული ორგანიზაციის წარმატება.
რა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მენეჯმენტის ყოველდღიური ძალისხმევა, დრო და ყურადღება ისეთ საკითხებზე იყოს მიმართული და იმ დოზით, რომელიც ყველაზე არსებითია ორგანიზაციის წარმატებისთვის?
როცა გუნდის ერთი წევრი ძალიან დესტრუქციულია…
2 ნოემბერი, 2012 | 0 კომენტარი »
Always do right — this will gratify some and astonish the rest.
Mark Twain
რამდენიმე თვის წინ გვესტუმრა ჩვენი ერთ-ერთი ყოფილი თანამშრომელი, რომელიც გადავიდა მმართველობით პოზიციაზე სხვა კომპანიაში. რა თქმა უნდა დავინტერესდით რამდენად მოსწონს ახალი სამსახური, პოზიცია, რამდენად შეეწყო თანამშრომლებს და ა.შ. მოკლედ შედგა ტრადიციული საუბარი, რაც მოჰყვება ხოლმე სამსახურისა და პოზიციის ცვლილებას. სტატია სრულად »
როგორ არ მოვანატროთ ოჯახს თავი
31 ოქტომბერი, 2012 | 0 კომენტარი »
ყველაფერი თვითდისციპლინით იწყება, რაც ბევრ საკითხს, მათ შორის ოჯახურსაც კარგად ალაგებს ცხოვრებაში . ვისაც ოჯახი გვყავს ყველას ჩვენი წილი პასუხისმგებლობა გვაკისრია მის წინაშე, რისი კარგად შესრულებაც ისევე უნდა მოვინდომოთ, როგორც ამას სამსახურში დაკისრებული პასუხისმგებლობისას ვაკეთებთ.
არაფორმალური დაჯგუფებები ორგანიზაციაში
29 ოქტომბერი, 2012 | 0 კომენტარი »
შიდა არაფორმალური დაჯგუფებები რომ ორგანიზაციას ანგრევს, მართვას ართულებს, ორგანიზაციის მიმართ თანამშრომლების ლოიალურობას ამცირებს, სამუშაო გარემოს უფრო სტრესულს ხდის, შიდა დაპირისპირებებს წარმოქმნის და სხვა ბევრი უარყოფითი პროცესის მიზეზი ხდება, ალბათ, არცერთი ხელმძღვანელისთვის არ არის ახალი ამბავი. რა იწვევს ასეთი დაჯგუფებების შექმნას, რა შეიძლება გავაკეთოთ ხელმძღვანელებმა, რომ ამ პროცესს ხელი შევუშალოთ. ჩვენი რამდენიმე მოსაზრება ამ თემაზე, ვფიქრობთ, საინტერესო და სასარგებლო შეიძლება აღმოჩნდეს თქვენთვის.
პრობლემები კოლეგებთან ურთიერთობაში
22 ოქტომბერი, 2012 | 1 კომენტარი »
ალბათ ყველას, ვისაც სადმე გვიმუშავია, გვქონია შეხება მსგავსი ტიპის პრობლემასთან. ცხადად ვგრძნობთ, რომ ერთ-ერთი კოლეგა გვებრძვის, პრობლემებს გვიქმნის, ღიად თუ ფარულად ცდილობს სირთულეები შეგვიქმნას სხვა თანამშრომლებთან, ხელმძღვანელებთან ან დამფუძნებლებთან ურთიერთობებში. როდესაც ის ამას იმის გამო აკეთებს, რომ ჩვენ მას არასწორად მოვექეცით, კიდევ გასაგებია, მაგრამ როდესაც მისთვის არაფერი დაგვიშავებია, ის კი დაუმსახურებლად გვერჩის, ხშირად არც ვიაზრებთ, რა შეიძლება იყოს მისი ჩვენდამი ასეთი დამოკიდებულების მიზეზი – ჩვენც იგივეს ვაკეთებთ, რასაც ის, აგრესიაზე აგრესიით ვპასუხობთ, ბრძოლაზე ბრძოლით. ამის გამო კონფლიქტი სულ უფრო მწვავდება და საბოლოოდ ორივესთვის საზიანო შედეგამდე მიდის. რატომ წარმოიქმნება მსგავსი ტიპის პრობლემები და როგორ შეიძლება ისინი ავიცილოთ თავიდან, სწორედ ამ თემაზე გვინდა რამდენიმე მოსაზრება გაგიზიაროთ.