არქივი: 2013
« წინა სტატიებირას გვიყვება სტრუქტურა ორგანიზაციის შესახებ
2 დეკემბერი, 2013 | 0 კომენტარი »
ერთი შეხედვით უბრალო, არაფრის მთქმელი მართკუთხედების და ხაზების შეერთება, რომელსაც ორგანიზაციულ სტრუქტურას უწოდებენ და რომელიც, წესით ორგანიზაციაში მხოლოდ პასუხისმგებლობების, როლების და ძალაუფლების განაწილებას უნდა ასახავდეს, კარგად შესწავლის შემთხვევაში, ვერ წარმოიდგენთ, რამდენის მთქმელი შეიძლება აღმოჩნდეს ორგანიზაციის და მასში მიმდინარე როგორც დადებითი, ისე უარყოფითი პროცესების შესახებ.
ერთი ადამიანი – ერთი ამოცანა
18 ნოემბერი, 2013 | 0 კომენტარი »
ადამიანები ბევრად პროაქტიულები, შედეგზე კონცენტრირებულები, განვითარებაზე ორიენტირებულები ხდებიან, როდესაც მხოლოდ ერთი ამოცანა აქვთ გადასაჭრელი და ამასთან ძალიან ცხადად ესმით, რაში მდგომარეობს ის.
ამ სტატიაში ერთი ორგანიზაციის რესტრუქტურიზაციაზე გვინდა მოგითხროთ, ორგანიზაციისა, რომელმაც გადაწყვიტა ისე გადაენაწილებინა პასუხისმგებლობები თანამშრომლებს შორის, რომ თითოეულს მხოლოდ ერთ, ძალიან ცხადი ამოცანის გადაჭრაზე მიემართა ენერგია და რესურსები, შეფასებითაც სწორედ იმის მიხედვით შეფასებულიყო, თუ რამდენად კარგად ახერხებდა ამ ამოცანის გადაწყვეტას.
მომსახურების ხარისხის ამაღლება სამედიცინო დაწესებულებაში
4 ნოემბერი, 2013 | 3 კომენტარი »
ყველას გვქონია, ალბათ, შეხება სამედიცინო დაწესებულებებთან – ზოგს პაციენტის, ზოგსაც პაციენტის ახლობლის როლში. ყველამ ვიცით იმ პრობლემების შესახებ, რომლებიც საქართველოს საავადმყოფოებში თუ სხვადასხვა კლინიკებში მომსახურების კუთხით არსებობს. რამდენადაც არ უნდა გვეგონოს, რომ ასეთი მომსახურების მიზეზი ექიმების ან ამ დაწესებულებების ხელმძღვანელების არასაკმარის ნებაშია, ეს ასე ნამდვილად არ არის. მინიმუმ ვიცნობთ ძალიან ბევრ სამედიცინო დაწესებულებას, რომელთა ხელმძღვანელებს მართლაც გულით უნდათ მომსახურების უკეთესი ხარისხი ჰქონდეთ. რეალური მიზეზი კი ხშირად იმაშია, რომ ამ ამოცანის გადაწყვეტა არც თუ ადვილია მისი კომპლექსურობის და ამ მხრივ არსებული გარკვეული “ტრადიციების” გამო.
ამ სტატიაში გვინდა ერთ-ერთი ასეთი ორგანიზაციის შესახებ მოგითხროთ, უფრო სწორად იმ ცვლილებების შესახებ, რომლებიც მისმა ხელმღვანელობამ ამ მიზნის მისაღწევად განახორციელა.
რა ამცირებს სახელმწიფო ორგანიზაციების პროდუქტიულობას
9 სექტემბერი, 2013 | 0 კომენტარი »
სახელმწიფო ორგანიზაციებში, მათი გამართული ფუნქციონირების უკიდურესი მნიშვნელობის მიუხედავად, ძალიან იშვიათად თუ წააწყდებით კარგად დალაგებულ მართვის სისტემებს. არეული სტრუქტურები, პასუხისმგებლობების, როლების და ძალაუფლების გაუგებარი განაწილება, ბევრი ქაოსი, არაორგანიზებულობა, საკადრო რესურსების დიდი ნაწილის დაუტვირთაობა, არაკოორდინირებულობა მოქმედებებში, გაუგებარი, არაარგუმენტირებული, ერთმანეთის შეუსაბამო გადაწყვეტილებების სიმრავლე ორგანიზაციათა უმრავლესობას სახასიათო შტრიხებად აქვს ქცეული. სტატია სრულად »
სახელმწიფო ორგანიზაციების მაცოცხლებელი პროცესი
2 სექტემბერი, 2013 | 0 კომენტარი »
შემოქმედებითი, ე.წ. “ყოჩაღი” მენეჯერების დრო სულ უფრო სწრაფი ტემპით გადის. ისინი, ვისაც შეუძლიათ ბევრი საინტერესო იდეები მოიფიქრონ და მერე სწრაფად იმოქმედონ მათ განსახორციელებლად სულ უფრო ნაკლებ ღირებულებას წარმოადგენენ ორგანიზაციებისათვის. მათ ადგილს ისეთი ხელმძღვანელები იკავებენ, ვისაც მდგრადი, სტაბილური სისტემების შექმნა, აწყობა და მუდმივი განვითარება გამოსდით. დანარჩენს ყველაფერს კი ეს სისტემები აკეთებენ ბევრად მეტს, უფრო სწრაფად და ბევრად უკეთ, ვიდრე ამას შემოქმედებითად აღგზნებული ხელმძღვანელები ახერხებენ.
სახელმწიფო ორგანიზაციების სტრუქტურებში გავრცელებული პრობლემები
26 აგვისტო, 2013 | 0 კომენტარი »
სახელმწიფო სტრუქტურების გამართულ მუშაობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქვეყნის მიმდინარე ფუნქციონირებისა და უწყვეტი განვითარებისათვის. ამაში ახალი, რა თქმა უნდა, არაფერია. თუმცა ის პრობლემები, რომლებიც ყველაზე მეტად უშლის ხელს ამ სტრუქტურებს შეუფერხებლად იმუშაონ, ბევრისთვის შეიძლება იყოს საინტერესო და საგულისხმო. ვეცდებით ჩვენი შეფასებები და მოსაზრებები შემოგთავაზოთ ამ თემაზე. ისინი ბოლო 7-8 წლის განმავლობაში ამ მიმართულებით განხორციელებულ ათობით პროექტს, მათ ფარგლებში, სახელმწიფო მოხელეებთან ჩატარებულ რამოდენიმე ასეულ ინტერვიუს ეფუძნება.
გამომცემლის ამოცანა
29 ივლისი, 2013 | 0 კომენტარი »
ხანდახან, თუმცა არც თუ იშვიათად, ისე ხდება, რომ სტრუქტურაში სულ პატარა ხარვეზი ორგანიზაციის არასწორი ფუნქციონირების მიზეზი ხდება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შემთხვევა, როდესაც ორგანიზაციისათვის ყველაზე არსებითი პროცესი სტრუქტურაში სწორად გათვალისწინებული არ არის. ამის გამო კი ძალიან ბევრი რამ ზიანდება და უამრავი შესაძლებლობა იკარგება.
გვინდა მოგითხროთ ერთი პატარა ქვეყნის გამომცემლობაზე, რომელიც ერთ-ერთი წამყვანია თავის ქვეყანაში, რამდენიმე ასეულ წიგნს უშვებს ყოველწლიურად, წარმატებითაც ყიდის და დარგის ლიდერადაც დამსახურებულად არის აღიარებული. მისი მენეჯმენტი ბოლო რამდენიმე წელია ცხადად ხედავს, რომ ორგანიზაციაში რაღაც ისე არ მიდის, როგორც საჭიროა. სტატია სრულად »
როდესაც თანამშრომლებს შორის არაჯანსაღ კონკურენციას ვაწყდებით
7 ივნისი, 2013 | 0 კომენტარი »
თანამედროვე ბიზნესი კონკურენციის ცნების გარეშე წარმოუდგენელია. კონკურენცია შინაარსით შეჯიბრებითობის პრინციპს ეფუძნება და პროცესში ჩართული მხარეებისგან საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურ გამოვლენას ითხოვს. მას შეუძლია ხელი შეუწყოს ინოვაციას, კომპანიის შედეგიანობისა და თანამშრომელთა მოტივაციის ზრდას. მეორეს მხრივ, ცხადია რომ კონკურენციის დიდმა დოზამ შესაძლოა ადამიანებისგან ისეთი შედეგების მიღწევა მოითხოვოს, რაც მათ შესაძლებლობებს აღემატება. იმისათვის, რომ აჯობონ თავიანთ მოწინააღმდეგეს ადამიანებმა შესაძლოა მიმართონ არაეთიკურ და უღირს მეთოდებს კონკურენტებთან ბრძოლაში. არაჯანსაღი კონკურენცია სამუშაო გარემოს აზიანებს და საბოლოო ჯამში დამანგრეველად მოქმედებს, როგორც კომპანიის შედეგებზე ისე ადამიანებს შორის ურთიერთობებზე. სტატია სრულად »
ლიდერთა ქსელი ორგანიზაციის შიგნით
24 მაისი, 2013 | 1 კომენტარი »
ერთი ლიდერი ვერ იქნება საკმარისი დიდი ორგანიზაციის წარმატებისათვის, ამიტომ მნიშვნელოვანია შუა რგოლის რაც შეიძლება მეტი მენეჯერი გარდავქმნათ ლიდერად და დავეხმაროთ სათანადო უნარების განვითარებაში.
როგორ დავალაგოთ ორგანიზაციული ქაოსი
19 მაისი, 2013 | 0 კომენტარი »
არსებობენ ორგანიზაციები, რომლებიც არც საქმის რაოდენობას უჩივიან, არც თანამშრომელთა დაკავებულობას ან მათ პროფესიონალიზმს, არც შიდა ორგანიზაციული შეხვედრებისა თუ განხილვების ნაკლებობას, თუმცა მაინც ისინი მნიშვნელოვან შედეგებს ვერ აღწევენ.
აქ მუდმივი ფუსფუსი და მოძრაობაა, ხშირია თანამშრომლების გვიანობამდე დარჩენის შემთხვევები, ერთი შეხედვით საქმეც ბევრია და დატვირთვაც. თუმცა თანამშრომლებს, რომ ჰკითხოთ რისთვის აკეთებენ რასაც აკეთებენ, ღირებულს რას სძენენ ორგანიზაციას, ან საკუთარ თავს, კონკრეტულად რაზე არიან პასუხისმგებლები, ვერ გეტყვიან. სტატია სრულად »
როგორ შევინარჩუნოთ თანამშრომლების ზრუნვა ერთმანეთზე
12 მაისი, 2013 | 0 კომენტარი »
უმრავლესობისათვის მუშაობის პროცესში მთავარია არამარტო ფული ან სხვა მატერიალური სიკეთე, არამედ ის ადამიანური ურთიერთობები, გარემო, კლიმატი და აურაა, რაც სამსახურში მისულს ხვდება. შესაბამისად, ეს ყველაფერი დიდ გავლენას ახდენს მათ ქცევაზე, განწყობაზე, მუშაობის ხალისსა და შრომის ნაყოფიერებაზე. ამიტომაც, ის, თუ როგორ შევქმნათ და შევინარჩუნოთ კომპანიაში კარგი პირადი ურთიერთობები ნებისმიერი მენეჯერის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა უნდა იყოს.
გუნდების როლი ორგანიზაციაში
2 მაისი, 2013 | 2 კომენტარი »
თანამედროვე ბიზნეს-გარემოში უფრო და უფრო მეტი ორგანიზაცია გადადის გუნდების მეშვეობით მართვის სტილზე. ორგანიზაციების 91%-მა მნიშვნელოვნად გაზარდა ეფექტიანობა სამუშაო ჯგუფების გამოყენებით. Proctor & Gamble-მა და Cummins Engine-მა სამუშაო ჯგუფების გამოყენება ჯერ კიდევ 1962 და 1973 წელს დაიწყეს. ხოლო Boeing, Caterpillar, Champion international, Ford Motor Company, General Electric-მა – 1980-იან წლებში. უფრო ხშირია შემთხვევები, როდესაც გუნდები ერთიანდებიან გარკვეული პროექტის მიხედვით და მათი ერთობლივი მუშაობა დროებით ხასიათს ატარებს.
ეძებეთ ის, ვინც სამსახურს არ ეძებს
29 აპრილი, 2013 | 0 კომენტარი »
როდესაც ორგანიზაციის გარეთ ახალი თანამშრომლის მოძიებას ვცდილობთ, თითქმის ყოველთვის ჯობს ისეთების პოვნას შევეცადოთ, ვინც აქტიურად არ ეძებს სამსახურს და ნაკლები აქცენტი გავაკეთოთ მათზე, ვინც შესაბამის ინტერნეტ-საიტებზე გამოქვეყნებულ ვაკანსიას არ აცდენენ, საკუთარი რეზიუმე რომ არ გააგზავნონ.
როგორი უნდა იყოს საქმიანობის დაგეგმვის და კონტროლის პროცესი ორგანიზაციაში
26 აპრილი, 2013 | 0 კომენტარი »
თუ უმაღლესი მენეჯმენტის წევრებს უნდათ, რომ მათი ორგანიზაციის ყოველი დეპარტამენტის ხელმძღვანელს უფრო მეტი საკუთრების შეგრძნება ჰქონდეს მთლიანი ორგანიზაციის მიზნებზე, უფრო მეტ პასუხისმგებლობას გრძნობდეს თითოეული მათგანი მიღწეულ შედეგებზე, მაშინ …
ამ სტატიაში მუშაობის დაგეგმვის და კონტროლის პროცესზე მოგიყვებით ერთ–ერთი დიდი ორგანიზაციის მაგალითზე, რომელიც დიდი ხანია ამ მიდგომას იყენებს და საკმაოდ წარმატებითაც.
როცა ჩვენი პოზიცია არ გვაძლევს საკმარის ძალაუფლებას საქმე უფრო კარგად გავაკეთოთ
19 აპრილი, 2013 | 1 კომენტარი »
წუთით დაფიქრდით, გაქვთ კი სამსახურში საკამრისი ძალაუფლება, რათა თქვენი საქმე შეუფერხებლად და კარგად აკეთოთ? თუ დადებითი პასუხის გაცემა გიჭირთ, მაშინ ეს სტატია სწორედ თქვენთვის არის.
თუ გვინდა, რომ თანამშრომლებმა მათზე დაკისრებული ამოცანები ჯეროვნად შეასრულონ, საკმარისი უფლებამოსილებითაც უნდა აღვჭურვოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მოქმედების თავისუფლებას შევუზღუდავთ და შევბოჭავთ. ისინი თავიდან გაჭირვებით, თუმცა მაინც, შეეცდებიან შეასრულონ მათზე დაკისრებული მოვალეობები, თუმცა ნელ–ნელა სტიმულები დაეკარგებათ. მათი შედეგები გაუარესდება, ბევრ საყვედურებს მიიღებენ, თუმცა ვერც გააუმჯობესებენ ვერაფერს. საბოლოოდ კი დაიღლებიან და დანებდებიან.
ამგვარ სიტუაციაში მყოფი ადამიანებისთვის არსებობს მოქმედების სამი ალტერნატივა: სტატია სრულად »
როგორ დავაჩქაროთ ახალი თანამშრომლის ინტეგრაცია ორგანიზაციაში?
12 აპრილი, 2013 | 0 კომენტარი »
სანამ ვიტყვით, თუ როგორ დავაჩქაროთ ახალი თანამშრომლის ინტეგრაცია ორგანიზაციაში, განვიხილოთ, რატომ არის ეს საჭირო და რატომ უნდა ვიზრუნოთ ამაზე.შემდეგში ხომ ეს ისედაც თავისთავად მოხდება.
საქმე იმაშია, რომ, თუ ამას ყურადღებას არ მივაქცევთ, ახალი თანამშრომლის ორგანიზაციაში ინტეგრაციის პროცესი შეიძლება გაიწელოს რამდენიმე თვე. სტატია სრულად »
ახლადშექმნილ ორგანიზაციაში გავრცელებული პრობლემები და მიდგომა მათი მოგვარებისათვის
8 აპრილი, 2013 | 1 კომენტარი »
ბევრს სურს ჰქონდეს საკუთარი, თუნდაც მცირე ბიზნესი, მიიღოს მოგება და ფლობდეს თუნდაც მცირეოდენ ძალაუფლებას, თუმცა ცოტამ თუ იცის, რა პრობლემებს აწყდებიან ახლადშექმნილი ორგანიზაციები.
„ახალშობილ“ ორგანიზაციებს მართებთ მზადყოფნა იმ ძირითადი გამოწვევებისა და ბარიერების გადასალახავად, რაც მათ წარმატებისკენ მიმავალ გზაზე დახვდებათ. ამ სტატიით ვეცდებით, ყველაზე ძირითად პრობლემებს შევეხოთ, რომლებსაც ნებისმიერი ტიპის ბიზნესი აწყდება საწყის ეტაპზე. სტატია სრულად »
საიდან დავიწყოთ კორპორატიული კულტურის შექმნა ახლად ჩამოყალიბებულ ორგანიზაციაში
5 აპრილი, 2013 | 2 კომენტარი »
“Glue that sticks together the organization”
ორგანიზაციული კულტურა, მარტივად რომ ვთქვათ, არის ორგანიზაციის ღირებულებების, ნორმების, წესების ერთობლიობა. იგი არეგულირებს ორგანიზაციის წევრების ქცევას, მათი მუშაობის სტილს, დამოკიდებულებას ერთმანეთთან და გარე პარტნიორებთან, მომხმარებლებთან.
ორგანიზაციული კულტურა არის ორგანიზაციის წარმატების ერთ–ერთი მნიშვნელოვნი ფაქტორი და, სწორედ ამიტომ, იმსახურებს ყურადღებას. იმისთვის, რომ მივიღოთ ხარისხიანი კულტურა, აუცილებელია ის ჩამოვაყალიბოთ ისე, რომ შევუთავსოთ ორგანიზაციის მისიას, მიზნებსა და სტრატეგიას. სტატია სრულად »
როლების და ძალაუფლების განაწილება უმაღლესი მენეჯმენტის გუნდის წევრებს შორის
1 აპრილი, 2013 | 0 კომენტარი »
სტრუქტურა უმაღლესი მენეჯმენტის გუნდის წევრებს შორის როლების განაწილებიდან იწყება. სწორედ ის, თუ რამდენი ადამიანია ამ გუნდში, როგორ ინაწილებენ ისინი როლებს, როგორ ურთიერთობენ ყოველდღიურად, განსაზღვრავს იმას, თუ რაზე ხარჯავს ჯამურად მენეჯმენტი თავის ყურადღებას, შესაბამისად რაზე იხარჯება რესურსები და რა მიმართულებით მიიღწევა შედეგები. ანუ ის, თუ რა სტრატეგიას ახორციელებს რეალურად ორგანიზაცია. ამ სტატიაში, სწორედ პირველ პირებს შორის როლების, ძალაუფლების და პასუხისმგებლობის განაწილების რამდენიმე, ჩვენი აზრით, მნიშვნელოვან ასპექტს გვინდა შევეხოთ.
უნდა ჩაერიოს თუ არა სახელმწიფო კვერცხის ბაზრის დარეგულირებაში
26 მარტი, 2013 | 1 კომენტარი »
ბოლო დროს მასმედიაში, საკმაოდ აქტუალური გახდა დისკუსიები საქართველოში კვერცხის იმპორტის მომძლავრების, ადგილობრივი წარმოების შეზღუდვისა და კვერცხის მწარმოებელი ფაბრიკების სავარაუდო ლიკვიდაციის შესახებ.
ამ პრობლემებს მწარმოებლები სახელმწიფოს მხრიდან ხელის შეწყობის არქონას აბრალებენ, სახელმწიფო კი წარმოების მაღალ თვითღირებულებას, არაკონკურენტუნარიანობასა და უინიციატივობას. სტატია სრულად »