წელი: 2013

ორგანიზაციული სტრუქტურა

რას გვიყვება სტრუქტურა ორგანიზაციის შესახებ

ერთი შეხედვით  უბრალო, არაფრის მთქმელი მართკუთხედების და ხაზების შეერთება, რომელსაც ორგანიზაციულ სტრუქტურას უწოდებენ და რომელიც, წესით ორგანიზაციაში მხოლოდ პასუხისმგებლობების, როლების და ძალაუფლების განაწილებას უნდა ასახავდეს, კარგად შესწავლის შემთხვევაში, ვერ წარმოიდგენთ, რამდენის მთქმელი შეიძლება აღმოჩნდეს ორგანიზაციის და მასში მიმდინარე როგორც დადებითი, ისე უარყოფითი პროცესების შესახებ.

ბიზნეს-ქეისები ორგანიზაციული სტრუქტურა

ერთი ადამიანი – ერთი ამოცანა

ადამიანები ბევრად პროაქტიულები, შედეგზე კონცენტრირებულები, განვითარებაზე ორიენტირებულები ხდებიან, როდესაც მხოლოდ ერთი ამოცანა აქვთ გადასაჭრელი და ამასთან ძალიან ცხადად ესმით, რაში მდგომარეობს ის. ამ სტატიაში ერთი ორგანიზაციის რესტრუქტურიზაციაზე გვინდა მოგითხროთ, ორგანიზაციისა, რომელმაც გადაწყვიტა ისე გადაენაწილებინა პასუხისმგებლობები თანამშრომლებს შორის, რომ თითოეულს მხოლოდ ერთ, ძალიან ცხადი ამოცანის გადაჭრაზე მიემართა ენერგია და რესურსები, შეფასებითაც სწორედ იმის მიხედვით შეფასებულიყო, თუ […]

ბიზნეს-ქეისები ორგანიზაციული სტრუქტურა სტრატეგია

მომსახურების ხარისხის ამაღლება სამედიცინო დაწესებულებაში

ყველას გვქონია, ალბათ, შეხება სამედიცინო დაწესებულებებთან – ზოგს პაციენტის, ზოგსაც პაციენტის ახლობლის როლში. ყველამ ვიცით იმ პრობლემების შესახებ, რომლებიც საქართველოს საავადმყოფოებში თუ სხვადასხვა კლინიკებში მომსახურების კუთხით არსებობს. რამდენადაც არ უნდა გვეგონოს, რომ ასეთი მომსახურების მიზეზი ექიმების ან ამ დაწესებულებების ხელმძღვანელების არასაკმარის ნებაშია, ეს ასე ნამდვილად არ არის. მინიმუმ ვიცნობთ ძალიან ბევრ სამედიცინო დაწესებულებას, რომელთა ხელმძღვანელებს […]

ზოგადი მენეჯმენტი

რა ამცირებს სახელმწიფო ორგანიზაციების პროდუქტიულობას

სახელმწიფო ორგანიზაციებში, მათი გამართული ფუნქციონირების უკიდურესი მნიშვნელობის მიუხედავად, ძალიან იშვიათად თუ წააწყდებით კარგად დალაგებულ მართვის სისტემებს. არეული სტრუქტურები, პასუხისმგებლობების, როლების და ძალაუფლების გაუგებარი განაწილება, ბევრი ქაოსი, არაორგანიზებულობა, საკადრო რესურსების დიდი ნაწილის დაუტვირთაობა, არაკოორდინირებულობა მოქმედებებში, გაუგებარი, არაარგუმენტირებული, ერთმანეთის შეუსაბამო გადაწყვეტილებების სიმრავლე ორგანიზაციათა უმრავლესობას სახასიათო შტრიხებად აქვს ქცეული.

ბიზნეს პროცესები

სახელმწიფო ორგანიზაციების მაცოცხლებელი პროცესი

შემოქმედებითი, ე.წ. “ყოჩაღი” მენეჯერების დრო სულ უფრო სწრაფი ტემპით გადის. ისინი, ვისაც შეუძლიათ ბევრი საინტერესო იდეები მოიფიქრონ და მერე სწრაფად იმოქმედონ მათ განსახორციელებლად სულ უფრო ნაკლებ ღირებულებას წარმოადგენენ ორგანიზაციებისათვის. მათ ადგილს ისეთი ხელმძღვანელები იკავებენ, ვისაც მდგრადი, სტაბილური სისტემების შექმნა, აწყობა და მუდმივი განვითარება გამოსდით. დანარჩენს ყველაფერს კი ეს სისტემები აკეთებენ ბევრად მეტს, უფრო სწრაფად და […]

ორგანიზაციული სტრუქტურა

სახელმწიფო ორგანიზაციების სტრუქტურებში გავრცელებული პრობლემები

სახელმწიფო სტრუქტურების გამართულ მუშაობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქვეყნის მიმდინარე ფუნქციონირებისა და უწყვეტი განვითარებისათვის. ამაში ახალი, რა თქმა უნდა, არაფერია. თუმცა ის პრობლემები, რომლებიც ყველაზე მეტად უშლის ხელს ამ სტრუქტურებს შეუფერხებლად იმუშაონ, ბევრისთვის შეიძლება იყოს საინტერესო და საგულისხმო. ვეცდებით ჩვენი შეფასებები და მოსაზრებები შემოგთავაზოთ ამ თემაზე. ისინი ბოლო 7-8 წლის განმავლობაში ამ მიმართულებით განხორციელებულ ათობით პროექტს, […]

ბიზნეს პროცესები ბიზნეს-ქეისები ორგანიზაციული სტრუქტურა

გამომცემლის ამოცანა

ხანდახან, თუმცა არც თუ იშვიათად, ისე ხდება, რომ სტრუქტურაში სულ პატარა ხარვეზი ორგანიზაციის არასწორი ფუნქციონირების მიზეზი ხდება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შემთხვევა, როდესაც ორგანიზაციისათვის ყველაზე არსებითი პროცესი სტრუქტურაში სწორად გათვალისწინებული არ არის. ამის გამო კი ძალიან ბევრი რამ ზიანდება და უამრავი შესაძლებლობა იკარგება. გვინდა მოგითხროთ ერთი პატარა ქვეყნის გამომცემლობაზე, რომელიც ერთ-ერთი წამყვანია თავის ქვეყანაში, რამდენიმე ასეულ წიგნს […]

კადრების მართვა ლიდერობა

როდესაც თანამშრომლებს შორის არაჯანსაღ კონკურენციას ვაწყდებით

თანამედროვე ბიზნესი კონკურენციის ცნების გარეშე წარმოუდგენელია. კონკურენცია შინაარსით შეჯიბრებითობის პრინციპს ეფუძნება და პროცესში ჩართული მხარეებისგან საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურ გამოვლენას ითხოვს. მას შეუძლია ხელი შეუწყოს ინოვაციას, კომპანიის შედეგიანობისა და თანამშრომელთა მოტივაციის ზრდას. მეორეს მხრივ, ცხადია რომ კონკურენციის დიდმა დოზამ შესაძლოა ადამიანებისგან ისეთი შედეგების მიღწევა მოითხოვოს, რაც მათ შესაძლებლობებს აღემატება. იმისათვის, რომ აჯობონ თავიანთ მოწინააღმდეგეს ადამიანებმა შესაძლოა […]

ლიდერობა

ლიდერთა ქსელი ორგანიზაციის შიგნით

ერთი ლიდერი ვერ იქნება საკმარისი დიდი ორგანიზაციის წარმატებისათვის, ამიტომ მნიშვნელოვანია შუა რგოლის რაც შეიძლება მეტი მენეჯერი გარდავქმნათ ლიდერად და დავეხმაროთ სათანადო უნარების განვითარებაში.

კადრების მართვა სტრატეგია

როგორ დავალაგოთ ორგანიზაციული ქაოსი

არსებობენ ორგანიზაციები, რომლებიც არც საქმის რაოდენობას უჩივიან, არც თანამშრომელთა დაკავებულობას ან მათ პროფესიონალიზმს, არც შიდა ორგანიზაციული შეხვედრებისა თუ განხილვების ნაკლებობას, თუმცა მაინც ისინი მნიშვნელოვან შედეგებს ვერ აღწევენ. აქ მუდმივი ფუსფუსი და მოძრაობაა, ხშირია თანამშრომლების გვიანობამდე დარჩენის შემთხვევები,  ერთი შეხედვით საქმეც ბევრია და დატვირთვაც. თუმცა თანამშრომლებს, რომ ჰკითხოთ რისთვის აკეთებენ რასაც აკეთებენ, ღირებულს რას სძენენ ორგანიზაციას, […]

კადრების მართვა

როგორ შევინარჩუნოთ თანამშრომლების ზრუნვა ერთმანეთზე

უმრავლესობისათვის მუშაობის პროცესში მთავარია არამარტო ფული ან სხვა მატერიალური სიკეთე, არამედ ის ადამიანური ურთიერთობები, გარემო, კლიმატი და აურაა, რაც სამსახურში მისულს ხვდება. შესაბამისად, ეს ყველაფერი დიდ გავლენას ახდენს მათ ქცევაზე, განწყობაზე, მუშაობის ხალისსა და შრომის ნაყოფიერებაზე. ამიტომაც, ის, თუ როგორ შევქმნათ და შევინარჩუნოთ კომპანიაში კარგი პირადი ურთიერთობები ნებისმიერი მენეჯერის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა უნდა იყოს.

კადრების მართვა ორგანიზაციული სტრუქტურა სტრატეგია

გუნდების როლი ორგანიზაციაში

თანამედროვე ბიზნეს-გარემოში უფრო და უფრო მეტი ორგანიზაცია გადადის გუნდების მეშვეობით მართვის სტილზე. ორგანიზაციების 91%-მა მნიშვნელოვნად გაზარდა ეფექტიანობა სამუშაო ჯგუფების გამოყენებით. Proctor & Gamble-მა და Cummins Engine-მა სამუშაო ჯგუფების გამოყენება ჯერ კიდევ 1962 და 1973 წელს დაიწყეს.  ხოლო Boeing, Caterpillar, Champion international, Ford Motor Company, General Electric-მა – 1980-იან წლებში. უფრო ხშირია შემთხვევები, როდესაც გუნდები ერთიანდებიან […]

კადრების მართვა

ეძებეთ ის, ვინც სამსახურს არ ეძებს

როდესაც ორგანიზაციის გარეთ ახალი თანამშრომლის მოძიებას ვცდილობთ, თითქმის ყოველთვის ჯობს ისეთების პოვნას შევეცადოთ, ვინც აქტიურად არ ეძებს სამსახურს და ნაკლები აქცენტი გავაკეთოთ მათზე, ვინც შესაბამის ინტერნეტ-საიტებზე გამოქვეყნებულ ვაკანსიას არ აცდენენ, საკუთარი რეზიუმე რომ არ გააგზავნონ.

ბიზნეს პროცესები სტრატეგია

როგორი უნდა იყოს საქმიანობის დაგეგმვის და კონტროლის პროცესი ორგანიზაციაში

თუ უმაღლესი მენეჯმენტის წევრებს უნდათ, რომ მათი ორგანიზაციის ყოველი დეპარტამენტის ხელმძღვანელს უფრო მეტი საკუთრების შეგრძნება ჰქონდეს მთლიანი ორგანიზაციის მიზნებზე, უფრო მეტ პასუხისმგებლობას გრძნობდეს თითოეული მათგანი მიღწეულ შედეგებზე, მაშინ … ამ სტატიაში მუშაობის დაგეგმვის და კონტროლის პროცესზე მოგიყვებით ერთ–ერთი დიდი ორგანიზაციის მაგალითზე, რომელიც დიდი ხანია ამ მიდგომას იყენებს და საკმაოდ წარმატებითაც.

ზოგადი მენეჯმენტი სტრატეგია

როცა ჩვენი პოზიცია არ გვაძლევს საკმარის ძალაუფლებას საქმე უფრო კარგად გავაკეთოთ

წუთით დაფიქრდით, გაქვთ კი სამსახურში საკამრისი ძალაუფლება, რათა თქვენი საქმე შეუფერხებლად და კარგად აკეთოთ? თუ დადებითი პასუხის გაცემა გიჭირთ, მაშინ ეს სტატია სწორედ თქვენთვის არის. თუ გვინდა, რომ თანამშრომლებმა მათზე დაკისრებული ამოცანები ჯეროვნად შეასრულონ, საკმარისი უფლებამოსილებითაც უნდა აღვჭურვოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მოქმედების თავისუფლებას შევუზღუდავთ და შევბოჭავთ. ისინი თავიდან გაჭირვებით, თუმცა მაინც, შეეცდებიან შეასრულონ მათზე დაკისრებული […]

კადრების მართვა ლიდერობა

როგორ დავაჩქაროთ ახალი თანამშრომლის ინტეგრაცია ორგანიზაციაში?

სანამ ვიტყვით, თუ როგორ დავაჩქაროთ ახალი თანამშრომლის ინტეგრაცია ორგანიზაციაში, განვიხილოთ, რატომ არის ეს საჭირო და რატომ უნდა ვიზრუნოთ ამაზე.შემდეგში ხომ ეს ისედაც თავისთავად მოხდება. საქმე იმაშია, რომ, თუ ამას ყურადღებას არ მივაქცევთ, ახალი თანამშრომლის ორგანიზაციაში ინტეგრაციის პროცესი შეიძლება გაიწელოს რამდენიმე თვე.

ზოგადი მენეჯმენტი

ახლადშექმნილ ორგანიზაციაში გავრცელებული პრობლემები და მიდგომა მათი მოგვარებისათვის

ბევრს სურს ჰქონდეს საკუთარი, თუნდაც მცირე ბიზნესი, მიიღოს მოგება და ფლობდეს თუნდაც მცირეოდენ ძალაუფლებას, თუმცა ცოტამ თუ იცის, რა პრობლემებს აწყდებიან ახლადშექმნილი ორგანიზაციები. „ახალშობილ“ ორგანიზაციებს მართებთ მზადყოფნა იმ ძირითადი გამოწვევებისა და ბარიერების გადასალახავად, რაც მათ წარმატებისკენ მიმავალ გზაზე დახვდებათ. ამ სტატიით ვეცდებით, ყველაზე ძირითად პრობლემებს შევეხოთ, რომლებსაც ნებისმიერი ტიპის ბიზნესი აწყდება  საწყის ეტაპზე.

ზოგადი მენეჯმენტი კადრების მართვა სტრატეგია

საიდან დავიწყოთ კორპორატიული კულტურის შექმნა ახლად ჩამოყალიბებულ ორგანიზაციაში

ორგანიზაციული კულტურა, მარტივად რომ ვთქვათ, არის ორგანიზაციის ღირებულებების, ნორმების, წესების ერთობლიობა. იგი არეგულირებს ორგანიზაციის წევრების ქცევას, მათი მუშაობის სტილს, დამოკიდებულებას ერთმანეთთან და გარე პარტნიორებთან, მომხმარებლებთან. ორგანიზაციული კულტურა არის ორგანიზაციის წარმატების ერთ–ერთი მნიშვნელოვნი ფაქტორი და, სწორედ ამიტომ, იმსახურებს ყურადღებას. იმისთვის, რომ მივიღოთ ხარისხიანი კულტურა, აუცილებელია ის ჩამოვაყალიბოთ ისე, რომ შევუთავსოთ ორგანიზაციის მისიას, მიზნებსა და სტრატეგიას.

ზოგადი მენეჯმენტი ლიდერობა ორგანიზაციული სტრუქტურა

როლების და ძალაუფლების განაწილება უმაღლესი მენეჯმენტის გუნდის წევრებს შორის

სტრუქტურა უმაღლესი მენეჯმენტის გუნდის წევრებს შორის როლების განაწილებიდან იწყება. სწორედ ის, თუ რამდენი ადამიანია ამ გუნდში, როგორ ინაწილებენ ისინი როლებს, როგორ ურთიერთობენ ყოველდღიურად, განსაზღვრავს იმას, თუ რაზე ხარჯავს ჯამურად მენეჯმენტი თავის ყურადღებას, შესაბამისად რაზე იხარჯება რესურსები და რა მიმართულებით მიიღწევა შედეგები. ანუ ის, თუ რა სტრატეგიას ახორციელებს რეალურად ორგანიზაცია. ამ სტატიაში, სწორედ პირველ პირებს შორის […]

ანტიკრიზისული მართვა ზოგადი მენეჯმენტი სოფლის მეურნეობა სტრატეგია

უნდა ჩაერიოს თუ არა სახელმწიფო კვერცხის ბაზრის დარეგულირებაში

შესავალი ბოლო დროს მასმედიაში, საკმაოდ აქტუალური გახდა დისკუსიები საქართველოში კვერცხის იმპორტის მომძლავრების, ადგილობრივი წარმოების შეზღუდვისა და კვერცხის მწარმოებელი ფაბრიკების სავარაუდო ლიკვიდაციის შესახებ. ამ პრობლემებს მწარმოებლები სახელმწიფოს მხრიდან ხელის შეწყობის არქონას აბრალებენ, სახელმწიფო კი წარმოების მაღალ თვითღირებულებას, არაკონკურენტუნარიანობასა და უინიციატივობას.

დაგვიკავშირდით

მოგვწერეთ: contact@synergy.ge

დაგვირეკეთ: +995 595 24 78 63

Strategy (c)2025. All Rights Reserved.