სწრაფი ბმულები:
შაბათი, 26 ივლისი 2025

კონტაქტი

  • ტელ:  +995 595 24 78 63

  • ელ-ფოსტა:  contact@synergy.ge

  • E-ვებ-გვერდი:  www.strategy.ge | www.synergy.ge

წელი: 2014

ორგანიზაციული სტრუქტურა

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სტრუქტურაში არსებული პრობლემები და გაუმჯობესების შესაძლებლობები

სოფლის მეურნეობის სამინისტროს უმთავრესი ამოცანაა მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ქვეყნის აგრარული პოტენციალის გამოყენებას, ამ დარგში შექმნილი და რეალიზებული პროდუქტის მოცულობის ზრდას. ამ დანიშნულებას სამინისტრო შეასრულებს, თუ მისი ყოველდღიური საქმიანობა მიმართული იქნება შედეგიანი პოლიტიკის ფორმირებისკენ, სტრატეგიული პროექტების ინიცირების და განხორციელების ხელშეწყობისკენ, საკანონმდებლო ბაზის განვითარებისკენ სამი ძირითადი მიმართულებით: ა) ქვეყანაში წარმოებული აგროპროდუქციის მოცულობის ზრდა (საწარმოთა და ფერმერთა რაოდენობის […]

ორგანიზაციული სტრუქტურა

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სტრუქტურაში არსებული ძირითადი პრობლემების შესახებ

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მთავარი დანიშნულებაა, იზრუნოს იმაზე, რომ ადამიანებმა უფრო დიდხანს და უფრო ჯანმრთელად იცხოვრონ. ასეთი დანიშნულების განხორციელება მუშაობას შემდეგი სამი მიმართულებით გულისხმობს: ადამიანებს ჰქონდეთ ჯანსაღი ცხოვრების სურვილი და ამისთვის მაქსიმალურად ხელსაყრელი გარემო (წყალი, ჰაერი, საკვები და ჯანსაღი ცხოვრებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა); ჰქონდეთ შესაძლებლობა, დროულად მიიღონ საჭირო, ხარისხიანი, სანდო სამედიცინო მომსახურება; ჰქონდეთ მინიმალურად […]

ორგანიზაციული სტრუქტურა

შეესაბამება თუ არა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სტრუქტურა მის დანიშნულებასა და პრიორიტეტებს

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სტრუქტურის ანალიზი მომზადებულია ოფიციალურად მოწოდებული დოკუმენტაციის საფუძველზე და მხოლოდ იმ ხარვეზებსა და შესაძლებლობებს გამოკვეთს, რაც არასწორი სტრუქტურით არის გამოწვეული. ანალიზის პერიოდში აგრეთვე შესწავლილ იქნა ყველაზე წარმატებული განათლების სისტემების მქონე ქვეყნების სამინისტროების სტრუქტურები. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ისევე როგორც თითქმის ყველა სხვა საჯარო ორგანიზაციის მთავარი პრობლემა დღეს არის ის, რომ მათი მოწყობა […]

ზოგადი მენეჯმენტი ორგანიზაციული სტრუქტურა სტრატეგია

სტრუქტურული გიგანტები ორგანიზაციების შიგნით

ძალიან ბევრ ქართულ ორგანიზაციაში გვხვდება შემთხვევა, როდესაც ერთი ადამიანი, არა პირველი პირი, ორგანიზაციის თანამშრომლების, რესურსების, ფუნქციების უდიდეს ნაწილს, 60-70%-ს ან მეტსაც მართავს. ასეთ ხელმძღვანელებს ან ქვედანაყოფებს სტრუქტურულ გიგანტებს ვუწოდებთ. მათი არსებობა ორგანიზაციების მართვაში ურთულეს პრობლემებს ქმნის. ამ სტატიაში მართვის სწორედ ამ სირთულეებზე გვინდა მოგითხროთ.

კადრების მართვა ორგანიზაციული სტრუქტურა

როგორ და რატომ აფუჭებს არასწორი სტრუქტურა ადამიანებს

სტრუქტურა ადამიანს უკეთესს ვერ გახდის, თუმცა არასწორ სტრუქტურას შეუძლია ყველაზე საუკეთესოც კი ორგანიზაციის უუნარო, არქმედითი წევრი გახადოს, მისთვის დამახასიათებელი, იქამდე დაფარული, ცუდი თვისებები და ხასიათი ზედაპირზე ამოიტანოს და დაპირისპირებების, ქაოსის, ბოროტების მიზეზად აქციოს. ამ სტატიაში მოგითხრობთ იმის შესახებ, თუ როგორ და რატომ ახერხებს არასწორი სტრუქტურა ადამიანებში გასაოცარი ცვლილებების მოხდენას.

ზოგადი მენეჯმენტი ორგანიზაციული სტრუქტურა სტრატეგია

ქვემოდან რომ მეტი ინიციატივა მოდიოდეს

ქართულ ორგანიზაციებში მენეჯმენტის ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევას ინიციატივების ნაკადის მიმართულების ცვლილება წარმოადგენს. უკვე ბევრი ხელმძღვანელი ხვდება, რომ თუ ქვემოდან წამოსული ინიციატივების რაოდენობა არ გაიზრდება, მენეჯმენტის მიერ გენერირებული იდეები არც საკმარისი აღარ არის, ხარისხით და ორიგინალურობითაც დიდად არ გამოირჩევა და რაც მთავარია, მათი განხორციელება ძალიან ჭირს. მათ, ვისაც ზემოდან წამოსული იდეების იმპლემენტაცია უწევთ ან არ მოსწონთ, ან […]

ორგანიზაციული სტრუქტურა

როდესაც ხელმძღვანელს ბევრი ქვედანაყოფი უშუალოდ ექვემდებარება

ქართულ ორგანიზაციებში ერთ-ერთი ყველაზე მეტად გავრცელებული სტრუქტურული ხარვეზია პირველი პირისთვის ბევრი ( 9 – 10 და მეტი) ქვედანაყოფის უშუალოდ დაქვემდებარება. წლების განმავლობაში უამრავი ასეთი ორგანიზაციის საქმიანობაზე დაკვირვებით ეს, თითქოს არც თუ ისე მნიშვნელოვანი დეფექტი, უამრავ სისტემურ პრობლემას და გართულებას იწვევს ორგანიზაციაში. სწორედ ამ პრობლემების შესახებ გვინდა მოგითხროთ ამ სტატიაში.

დაგვიკავშირდით

მოგვწერეთ: contact@synergy.ge

დაგვირეკეთ: +995 595 24 78 63

Strategy (c)2025. All Rights Reserved.