პარასკევი, 11 ივლისი 2025

დროება

მხოლოდ ერთი კითხვა

Contact Info

  • ADDRESS: Street, City, Country

  • PHONE: +(123) 456 789

  • E-MAIL: your-email@mail.com

წელი: 2018

ზოგადი მენეჯმენტი

სიახლის შიში, როგორც მარცხის შიში

სავარაუდოდ ბევრი ორგანიზაცია უფრო სწრაფად განვითარდებოდა, რომ არ ჰქონდეთ ექსპერიმენტებისა და სიახლის შიში, შესაძლო მარცხის შიში. წარუმატებლობა არავის ხიბლავს, ყველას უნდა გამარჯვება, ამიტომ ვფრთხილობთ, ბევრს ვმსჯელობთ და უკვე გადაწყვეტილ საკითხებზეც კი ბოლო მომენტში უკან დახევაზე ვფიქრობთ. ბევრს ამ შიშის გამო ურჩევნია უმოქმედობა მოქმედებას, რადგან კომფორტის ზონაში იმყოფება და არ უნდა გარისკვა. თანამედროვე სამყაროში კი სიახლეების […]

კადრების მართვა

პროფესია HR

ნაწილი VS მთელი  საზოგადოებაში დამკვიდრებულ ნორმებსა  და ყოფით სიდუხჭირეებს დაპირისპირებული ინდივიდების ისტორიებით პროფესია „ჰრ“ მხატვრულ ლიტერატურას გავს. რეალურადაც ყველა თანამშრომელს  ორგანიზაციულ კედლებში მომწყვდეული თავისი უნიკალური „ნოველა“ აქვს განცდილი.  დღესდღეობით ადამიანური რესურსების მენეჯმენტზე უამრავი ბეჭდური და ვიდეო ლიტერატურაა ხელმისაწვდომი, თანამედროვე და აპრობირებული სისტემების, მეთოდების, ტექნიკების შთამბეჭდავი და დეტალური განმარტებებით,  თუმცა ძალიან იშვიათად და თითქმის არსად  წერენ […]

ბიზნეს-ქეისები სინერჯის კაპიტალის პარტნიორების ქეისი სტრატეგია

ქართული ხილის ექსპორტის პერსპექტივა და ჩვენი მონაწილეობა ამ ამოცანაში

ჩირი და ჩიპსი საუკეთესო ფორმაა ქართული ხილის ექსპორტზე გასატანად. ამ სახით ის საუკეთესოდ ინარჩუნებს მის ყველა თვისებას და შენახვადი და ტრანსპორტირებადი ხდება. და თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩვენს ხილზე ყველა ამბობს მისი არა მიმზიდველი ვიზუალური ფორმის მიუხედავად გემრიელია და სასარგებლო, ჩირისთვის და ჩიპსისთვის ზუსტადაც რომ ხილის ვიზუალურ სახეს არ აქვს არანაირი მნიშვნელობა. მთავარია მისი გემო და […]

ზოგადი მენეჯმენტი ლიდერობა

ათი რჩევა ზარალიანი კომპანიების ხელმძღვანელებს

მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის ზარალიანობა არაფრით უფრო მეტი პრობლემა არ არის, ვიდრე მაგალითად თანამშრომლების უკმაყოფილება ან უიმედობა, ან ნაკლები ლოიალურობა ორგანიზაციის მიმართ, ჩვენთან და ალბათ არამარტო, მას ძალიან დიდ პრობლემად აღიქვამენ და დიდ მნიშვნელობას და ყურადღებას აქცევენ. განსაკუთრებით კი დამფუძნებლები, კრედიტორები, მომწოდებლები, ინვესტორები და ყველა სხვა პარტნიორი, ვინც ზარალის შესახებ იგებს. გვინდა სინერჯის გამოცდილებაზე დაყრდნობით […]

სინერჯის კაპიტალის პარტნიორების ქეისი სტრატეგია

რატომ არის ყველაზე მეტად მომგებიანი ზარალიანი კომპანიების ყიდვა

ისტორია მეორე, სტატია მეექვსე: სინერჯის კაპიტალის პარტნიორები – სტერეოტიპის რღვევა, რომ ზარალიან კომპანიებს ფასი არ აქვს. წინა სტატიის სანახავად ეწვიეთ ბმულს. ზარალიანი კომპანიის ყიდვა, თუ რა თქმა უნდა დეტალურად გაქვს შესწავლილი ზარალის გამომწვევი მიზეზები და ზუსტად იცი რა უნდა გააკეთო, კომპანია რომ მომგებიანი გახადო, ყველაზე სწორი ინვესტიციაა “სინერჯის კაპიტალის პარტნიორებისთვის” და მსგავსი ტიპის კომპანიებისთვისაც ალბათ. […]

ბიზნეს-ქეისები სტრატეგია

ბევრი სიხარული ღმერთის საჩუქრებისთვის ანუ როგორი იქნება სასტუმროების ჩვენი ოპერატორი კომპანია

ისტორია მეხუთე, სტატია პირველი: “ბარბარესთან” და “სინერჯის კაპიტალის პარტნიორებმა” სასტუმროების ოპერატორი კომპანია დავაფუძნეთ. რაც მეტ სიხარულს და ბედნიერებას ვანიჭებთ სხვას, მით უფრო დიდ სიხარულს და ბედნიერებას განვიცდით ჩვენც. ბედნიერ ადამიანებს საოცრებების მოხდენა შეუძლიათ და თანაც არა ერთხელ ცხოვრებაში, არამედ ყოველ წუთს, უწყვეტად შეუძლიათ ულევად მოიფიქრონ და გააკეთონ ისეთი რაღაცები, რაც გაგვაოცებს და გვაფიქრებინებს – ნუთუ […]

ბიზნეს-ქეისები სინერჯის კაპიტალის პარტნიორების ქეისი სტრატეგია

მადლობა, თქვენ ბედნიერი მომავალი შეიძინეთ

ისტორია მეორე, სტატია მეხუთე: სინერჯის კაპიტალის პარტნიორები – ბედნიერი მომავალი. წინა სტატიის სანახავად ეწვიეთ ბმულს. დღეს 8000 მოსავლის მეორე ფილიალი გაიხსნა ვაკეში. იდეა, რომელიც სულ სამიოდე წლის წინ მხოლოდ რამდენიმე ადამიანის ოცნებაში არსებობდა დღეს ქსელურ ორგანიზაციად იქცა. მას შემდეგ რაც მესამე მაღაზია გაიხსნება, ახლა უკვე ევროპაში, საერთაშორისო ქსელური ორგანიზაცია გახდება, რომელიც მისი დანიშნულების განხორციელებას მსოფლიოს […]

თბილისის ზღვის ჰოსპიტალის ქეისი ორგანიზაციული სტრუქტურა სტრატეგია

ახალი კალაპოტი – თბილისის ზღვის ჰოსპიტალში პირველ სამ თვეში განხორციელებული სტრუქტურული ცვლილებები

ისტორია მესამე სტატია მეორე – სინერჯი ჯგუფი თბილისის ზღვის ჰოსპიტალის მართვაში შევიდა. წინა სტატიის სანახავად ეწვიეთ ბმულს. როდესაც ორგანიზაციის დანიშნულება და სტრატეგია ძალიან კარგად გესმის, ხვდები საით უნდა იარო, სად უნდა მიხვიდე, მიზანი მოსვენებას არ გაძლევს და გაიძულებს ყოველდღე რაღაცა შეცვალო იმისთვის, რომ იქამდე კიდევ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა. ასეთ დროს თვითონ ნაბიჯების შინაარსს და თანმიმდევრობას განსაკუთრებული […]

სინერჯის კაპიტალის პარტნიორების ქეისი სტრატეგია

იდეალური აქტივი

არიან ადამიანები, ვისაც აწუხებთ კითხვა, როგორ უზრუნველვყო ჩემი მომავალი კეთილდღეობა, როგორ უზრუნველვყო ჩემი ოჯახი ფინანსურად, მე რომ არ ვიყო ან მუშაობა ვერ შევძლო, ან როცა ვეღარ ვიმუშავებ, რა იქნება ჩემი ოჯახის არსებობის წყარო. რა დავუტოვო ჩემს შვილებს, რაც მათ ყველაზე მეტად გამოადგებათ, მათ შორის იმისთვის, რომ საუკეთესო განათლება მიიღონ და აკეთონ ის, რაც ყველაზე მეტად […]

ორგანიზაციული სტრუქტურა სტრატეგია

მომგებიანი ორგანიზაციული სტრუქტურები

ორგანიზაციული სტრუქტურა არა მხოლოდ მართვის სისტემის მნიშვნელოვანი ნაწილი და მთავარი ინსტრუმენტია, არამედ სწორად მოწყობილ სტრუქტურას შეუძლია კომპანიის მომგებიანობის მნიშვნელოვანი ზრდა, მომგებიანი საქმიანობის სტიმულირება, მომგებიანობის ანალიზისა და პროგნოზირების ცოდნების დაგროვება, მომგებიანობის ზრდის შესაძლებლობების სისტემური ძიებისა და გამოვლენის უწყვეტი პროცესის უზრუნველყოფა და შემდგომ უკვე გაზრდილი მომგებიანობით მიღებული სიკეთის სწორად გამოყენება კიდევ უფრო მეტი მოგების მისაღებად. სტრუქტურული ცვლილებები […]

ბიზნეს-ქეისები სტრატეგია

სამსახური მათთვის, ვინც სამსახურს არ ეძებს

ისტორია მეოთხე სტატია პირველი – როგორ დავეხმაროთ კარიერის განვითარებაში მათ, ვინც სამსახურს არ ეძებს. ვართ ადამიანები, და არც თუ ისე ცოტა, ვისაც ძალიან მოგვწონს ის საქმე, რომელსაც ვაკეთებთ, ორგანიზაციაც და პოზიციაც მისაღებია იმდენად, რომ სხვა სამსახურის ძებნა აქტიურად არ გვინდა დავიწყოთ. კოლეგებსაც მიჩვეულები ვართ უკვე და მოგვწონს მათთან მუშაობა, მათ ნაწილთან უკვე პირადი მეგობრობაც გვაკავშირებს […]

ბიზნეს-ქეისები სინერჯის კაპიტალის პარტნიორების ქეისი სტრატეგია

როგორები უნდა ვიყოთ ჩვენ იმისთვის, რომ ჩვენი დანიშნულება შევასრულოთ

ისტორია მეორე სტატია მეოთხე – “სინერჯის კაპიტალის პარტნიორების” მთავარი პრინციპები და ფასეულობები. წინა სტატიის სანახავად ეწვიეთ ბმულს. ჩვენც კარგად ვიცით, რომ ისევე როგორც ყველა შენობას სჭირდება საძირკველი, რომელსაც დაეფუძნება, ყველა ორგანიზაციას სჭირდება პრინციპები, ფასეულობები და ფილოსოფია, რომელიც მისი ყველა თანამშრომლის სამუდამო წარმმართველი გახდება ყოველდღიურ ცხოვრებაში, მოქმედებებში და გადაწყვეტილებების მიღებისას. ორგანიზაციების უდიდეს ნაწილში ეს საფუძვლები ლიდერების […]

ბიზნეს-ქეისები თბილისის ზღვის ჰოსპიტალის ქეისი სტრატეგია

ჩვენ უბნის სამაგალითო საავადმყოფოს შექმნაში ჩავერთეთ

ისტორია მესამე, სტატია პირველი – სინერჯი ჯგუფი “თბილისის ზღვის ჰოსპიტალის” მართვაში შევიდა როგორი რთულიც არ უნდა იყოს ორგანიზაციის მდგომარეობა, საკმარისია მენეჯმენტმა მისი დანიშნულების გააზრება დაიწყოს და ყურადღება და ძალისხმევა ისეთი შიდა ცვლილებების განხორციელებაზე მიმართოს, რაც მას ამ დანიშნულების უკეთ განხორციელებაში დაეხმარება, რომ ყველაფერი გარეთაც ეგრევე მოწესრიგებას იწყებს. ისეთი შესაძლებლობები ჩნდება, ისეთ მხარდამჭერებს და გულშემატკივრებს აღმოვაჩენთ როგორც […]

ბიზნეს-ქეისები გაყიდვები და მარკეტინგი სახალხო აფთიაქის ქეისი სტრატეგია

გაყიდვის სტიმულირება, სადაც გაყიდვა არ არის მთავარი მიზანი

სახალხო აფთიაქის მართვაში შესვლა: ისტორია პირველი, სტატია მეთორმეტე – როგორ ვყიდით ჩვენ წინა სტატიის სანახავად ეწვიეთ ბმულს. გაყიდვების სტიმულირების ამოცანის მთავარი გასაღები ჩვენ ასე გვესმის, რომ მივხვდეთ ვინ არიან ის ადამიანები, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდებათ ჩვენი პროდუქტები, მივაწოდოთ ამ პროდუქტებზე კვალიფიციური ინფორმაცია სანდო არხებით და ამით დავეხმაროთ მათ სწორი გადაწყვეტილების მიღებაში. ეს მიდგომა საშუალებას გვაძლევს […]

ანტიკრიზისული მართვა ბიზნეს-ქეისები სახალხო აფთიაქის ქეისი სინერჯის კაპიტალის პარტნიორების ქეისი სტრატეგია

სახალხო აფთიაქის ფინანსური მხარდაჭერის და განვითარების ფონდი

ისტორია პირველი, სტატია მეთერთმეტე,  ასევე ისტორია მეორე, სტატია მეორე  – “სინერჯის კაპიტალის პარტნიორები” ახალ ქვეფონდს, სახალხო აფთიაქის მხარდაჭერის და განვითარების ფონდს ქმნის წინა სტატიების სანახავად ეწვიეთ – ისტორია პირველი; ისტორია მეორე. ცნობილია, რომ სისხლი იმდენი უნდა ჰქონდეს ორგანიზმს, რამდენიც სჭირდება. არც იმაზე მეტი არ არის კარგი და არც ნაკლები. სისხლი ორგანიზმის სიცოცხლისუნარიანობის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია. […]

ბიზნეს-ქეისები სახალხო აფთიაქის ქეისი სტრატეგია

დანიშნულება, როგორც მიზანი

სახალხო აფთიაქის მართვაში შესვლა: ისტორია პირველი, სტატია მეათე – 2018 წლის სტრატეგიული ამოცანები, და მათი გადაწყვეტის დაგეგმილი მიდგომები წინა სტატიის სანახავად ეწვიეთ ბმულს. ყველა ორგანიზაციას მისი უნიკალური დანიშნულება გააჩნია. რაღაცისთვის იქმნება და რაღაცის შესაქმნელად არსებობს, სანამ არსებობს. გარკვეული ღირებულების შესაქმნელად ვიღაცისთვის. და ეს ესეა მიუხედავად იმისა მენეჯმენტი ამ დანიშნულებას ხედავს თუ ვერა, ცდილობს თუ არა […]

ბიზნეს-ქეისები ორგანიზაციული სტრუქტურა სტრატეგია

დაიწყე წრიულით – მართვის სისტემა რესტორანში „ბარბარესთან“

ამ სტატიაში გვინდა გიამბოთ ერთ ძალიან წარმატებულ და გამორჩეულ ორგანიზაციაზე, რომელმაც ჩამოყალიბების ჯერ კიდევ საწყის ეტაპზე იგრძნო რამდენად მნიშვნელოვანი იყო მართვის სისტემის სწორი მოწყობა, რამდენად აუცილებელი იყო პასუხისმგებლობებისა და ამოცანების სწორი გამიჯვნა-განაწილება და ზუსტად დაინახა ის წერტილი ბიზნესის განვითარებაში, როდესაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია სწორი საძირკვლის ჩაყრა შემდგომი განვითარების ზედ დასაშენებლად. დღეს ის გამორჩეულია თავისი უნიკალურობით, ხარისხით, […]

ანტიკრიზისული მართვა ბიზნეს-ქეისები სახალხო აფთიაქის ქეისი

არ გამოცვალო, შეცვალე 

სახალხო აფთიაქის მართვაში შესვლა: ისტორია პირველი, სტატია მეცხრე – იძულებითი რეორგანიზაცია წინა სტატიის სანახავად ეწვიეთ ბმულს. ჩვენთვის ორგანიზაცია იურიდიული პირი არ არის, ჩვენთვის ის პირველ რიგში ადამიანების გუნდია, ვისთვისაც და ვისთან ერთადაც ვაკეთებთ იმას რასაც ვაკეთებთ. ჩვენთვის კარგ შედეგებზე უფრო მნიშვნელოვანი ის შედეგებია, რომელსაც სწორედ იქ მომუშავე ადამიანებთან ერთად ვიღებთ. ჩვენ ყოველთვის გვჯერა, რომ ყველაზე ძნელი […]

ანტიკრიზისული მართვა ბიზნეს-ქეისები სახალხო აფთიაქის ქეისი

მუდმივი გამოცდების დრო, ანუ როცა ცეცხლი აწრთობს რკინას

სახალხო აფთიაქის მართვაში შესვლა: ისტორია პირველი, სტატია მერვე – 2017 წლის შედეგები. წინა სტატიის სანახავად ეწვიეთ ბმულს. ცხოვრება ყოველ დღე ახალ-ახალ გამოცდას გვიწყობს, რაღაც თვალსაზრისით თვითონ ცხოვრებაც გამოცდაა თითქოს, მუდმივად იცდება რამდენად მკაფიოა ჩვენი ხედვები ჩვენთვის, რამდენად მტკიცეა მეგობრობა, რამდენად გამძლეა ნერვები, რამდენად გვესმის და ვიცავთ პრინციპებს, რამდენად მივყვებით სტრატეგიას, რამდენად ერთგულები ვართ მიზნების და ღირებულებების, […]

ანტიკრიზისული მართვა ბიზნეს-ქეისები სახალხო აფთიაქის ქეისი

ყურადღების მართვა

სახალხო აფთიაქის მართვაში შესვლა: ისტორია პირველი, სტატია მეშვიდე – 2017 წლის მტკივნეული გამოწვევები წინა სტატიის სანახავად ეწვიეთ ბმულს. ადამიანის შესაძლებლობებს ზღვარი არ აქვს. მას ყველა ამოცანის გადაწყვეტა და ყველა მიზნის მიღწევა შეუძლია. ყველაფერი შეუძლია ადამიანს, ერთდროულად ორი და მეტი საქმის კეთებაც კი, ბევრისაც. მაგრამ მთავარი, რაც ადამიანს არ შეუძლია, ყურადღების ერთდროულად ორ რაღაცაზე კონცენტრაციაა. ყურადღება ყველაზე მნიშნელოვანი […]