სტრატეგია
გასაუბრება – ჭეშმარიტების მომენტი
ნებისმიერი ორგანიზაციისთვის მისწრებაა სწორი ადამიანის პოვნა, როგორც ფასეულობებით, ასევე გამოცდილებითა და კვალიფიკაციით. დღეს კადრების მოძიების, მოზიდვისა და შერჩევის მეთოდები ძალიან გამრავალფეროვნდა და გახდა უფრო მეტად კრეატიული, მაგრამ რა არხებსა და მიდგომებსაც არ უნდა იყენებდეს ორგანიზაცია, ჭეშმარიტების მომენტი დგება გასაუბრების დროს, როდესაც პირისპირ ვესაუბრებით კანდიდატს. გასაუბრებაზე უნდა გავიცნოთ იგი კარგად, არა მხოლოდ პროფესიული თვალსაზრისით, არამედ პიროვნულადაც, […]