• მეტა

  • სტატიების გამოწერა

    თემატიკა:

    არქივი:


    Synergy Insight Synergy Startup


    My status

    გადაანაწილეთ თბილისის ფუნქციების ნაწილი რეგიონებში

    8 მარტი, 2010 | წაკითხულია 533-ჯერ | 2 კომენტარი »

    პოლიტიკური ძალები სულ უფრო აქტიურად ერთვებიან ადგილობრივი არჩევნების პერიპეტიებში. მართალია უმეტესობამ ჯერ საარჩევნო პროგრამებისთვის ვერ მოიცალა, მაგრამ იმედია ამის დროც მოვა და იქნებ მაშინ მაინც გამოადგეს ვინმეს ის რამოდენიმე მოსაზრება, რომელიც ამ სტატაიში გვინდა გაგაცნოთ. სტატია სრულად »


    როცა სამსახურის შეცვლაზე ფიქრობ

    1 მარტი, 2010 | წაკითხულია 926-ჯერ | 3 კომენტარი »

    როცა ყოველი ახალი სამუშაო დილა ტვირთია, ადგომა და სამსახურში წასვლა გეზარება, როცა ერთი სული გაქვს როდის მოვა პარასკევი საღამო და მერე ორშაბათის გახსენება ცუდ ხასიათზე გაყენებს. როცა შენი სამუშაო დღის დიდი ნაწილი ვაკანსიების საიტების ჩხრეკას ხმარდება, როდესაც ფიქრობ რომ ვეღარ იზრდები იქ სადაც ხარ, როცა აუტანლად გაწუხებს სამუშაოს ერთფეროვნება, როდესაც ყოველი დღე მოსაწყენი და მოსაბეზრებელი ხდება ხვდები რომ დროა რაღაც შეცვალო. სტატია სრულად »


    გახადეთ თქვენი კომპანია უფრო საინტერესო

    22 თებერვალი, 2010 | წაკითხულია 821-ჯერ | 2 კომენტარი »

    გაიგებდით ალბათ, Google-ი ახალ სოციალურ ქსელს აკეთებს და ამბობს, რომ ძალიან მალე ჩაძირავს FACEBOOK-ს. ამ უკანასკნელის ერთგული წევრების ერთი ნაწილი სკეპტიკურად უყურებს ამ წამოწყებას, თუმცა უმეტესობა ადამიანების ამბობს, რომ Google-ის წამოწყება არასოდეს ყოფილა წარუმატებელი. რომ ისინი რასაც იწყებენ ძალიან კარგად აკეთებენ და ყოველთვის აღწევენ დასახულს. სტატია სრულად »


    მცირე საწარმოებისათვის ტიპიური სამი პრობლემა და მათი გადაწყვეტის საინტერესო გზა

    15 თებერვალი, 2010 | წაკითხულია 731-ჯერ | 2 კომენტარი »

    ერთი საინტერესო საუბრის შესახემ მინდა მოგიყვეთ, რომელიც ამას წინათ ერთ-ერთი პატარა კომპანიის ხელმძღვანელთან მქონდა. საუბრის რომლის შედეგადაც გავიგე ჩემთვის ძალიან საინტერესო მიგნებების შესახებ, რომელთა მეშვეობით ამ ადამიანმა პატარა კომპანიებისათვის ტიპიური პრობლემების, ჩემი აზრით, შთამბეჭდავად ეფექტურად გადაწყვეტა შეძლო. სტატია სრულად »


    გაზარდეთ თქვენი კომპანიის ღირებულება

    8 თებერვალი, 2010 | წაკითხულია 595-ჯერ | 1 კომენტარი »

    მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში საფონდო ბაზარი ფაქტიურად არ არსებობს. და საკმაოდ ძნელია დაინახო რა ღირს შენი შექმნილი ორგანიზაცია, თუნდაც სულ პატარა მაღაზია, სასტუმრო ან მცირე წარმოება, ბევრისთვის სწორედ საკუთარი ორგანიზაციის ღირებულების მუდმივი ზრდა მაინც უფრო მნიშვნელოვან ამოცანად რჩება ვიდრე კონკრეტულ პერიოდში მიღებული მოგების მოცულობა. სტატია სრულად »


    საშუალო რგოლის კარგი მენეჯერი

    1 თებერვალი, 2010 | წაკითხულია 1,614-ჯერ | 3 კომენტარი »

    დიდი ორგანიზაციების წარმატებაში ბევრი რამეა საშუალო რგოლის მენეჯერებზე დამოკიდებული. მათი მონდომება, ჩართულობა, მათი ურთიერთობები როგორც საკუთარი გუნდის წევრებთან, ისე ზედა მენეჯმენტთან, კოლეგებთან მნიშვნელოვან წილად განაპირობებს ორგანიზაციის შედეგებს. სტატია სრულად »


    საკუთარი საქმის დაწყების ერთი გზა

    25 იანვარი, 2010 | წაკითხულია 1,239-ჯერ | 3 კომენტარი »

    საკუთარი საქმის დაწყების ბევრი მაგალითი არსებობს. ყველა ვინც იწყებს მის პირად გამოცდილებას აგროვებს, ყველა სხვადასხვანაირად გადის ამ გზას. მათთვის ერთმანეთის ისტორიის მოსმენა და წაკითხვა შესაძლოა არც საინტერესო იყოს და არც ბევრის მიმცემი, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანია, ვინც სხვადასხვა ორგანიზაციებში დაქირავებულ თანამშრომლად მუშაობს, მაგრამ შეუძლია და უნდა კიდეც რაღაცა თვითონ, დამოუკიდებლად გააკეთოს, რაღაც საკუთარი საქმე წამოიწყოს. სტატია სრულად »


    დაგეგმეთ 2010 წელი

    18 იანვარი, 2010 | წაკითხულია 622-ჯერ | 1 კომენტარი »

    ყველასათვის ცნობილია რამდენად მნიშვნელოვანია ორგანიზაციის ყველა ქვედანაყოფი შეთნხმებულად და თანამიზანმიმართულად მოქმედებდეს. ერთიანი სამოქმედო გეგმის არსებობა და მერე მისი პერიოდული კონტროლი კარგი საშუალებაა ამისათვის. სტატია სრულად »


    რა უნდა გაკეთდეს დამატებით სამშენებლო სექტორის რეაბილიტაციისთვის

    14 იანვარი, 2010 | წაკითხულია 497-ჯერ | 0 კომენტარი »

    სამშენებლო სექტორის კრიზისიდან გამოყვანას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ,,ძველი თბილისის რეაბილიტაციის პროგრამის“ წარმატებამ. თუმცა, აღნიშნული პროგრამის პარალელურად აუცილებელია გადაიდგას ახალი ნაბიჯები, რომლებიც სინერგიული ეფექტის საფუძველზე მოგვცემენ კიდევ უფრო მასშტაბურ შედეგებს. სტატია სრულად »


    როგორი იქნება 2010 წელი ქვეყნის ეკონომიკის ძირითადი დარგებისათვის

    28 დეკემბერი, 2009 | წაკითხულია 1,479-ჯერ | 3 კომენტარი »

    მიუხედავად იმისა, რომ დამდეგი წელი ისევ არანაკლებ რთული იქნება საქართველოში ბევრი დარგისათვის და ორგანიზაციისათვის ის მაინც გამორჩეული გახდება რამოდენიმე მიზეზის გამო: სტატია სრულად »


    TOP მენეჯერების შეკითხვები საშუალო რგოლის ხელმძღვანელებს

    21 დეკემბერი, 2009 | წაკითხულია 762-ჯერ | 4 კომენტარი »

    იყო დრო როდესაც ჩვენს ორგანიზაციაში არ იყო ბევრი შუა რგოლის მენეჯერი. მაშინ ჩვენ ბევრად პატარები ვიყავით, ბევრად უფრო ცოტა თანამშრომელი გვყავდა, მაგრამ გვქონდა გარემო რომელშიც გვიხაროდა მუშაობა. ყველა ვიყავით ერთი გუნდი, ყველას თანაბრად გვინდოდა და ვესწრაფოდით წარმატებას. სტატია სრულად »


    მენეჯერებო, რა სურთ თქვენს თანამშრომლებს?

    14 დეკემბერი, 2009 | წაკითხულია 867-ჯერ | 10 კომენტარი »

    ყველა მენეჯერმა იცის კარგად, თანამშრომლების გულის მოგება ძალიან ძნელია. ძნელია დააჯერო რასაც ამბობ, ძნელია მოანდომო წარმატებისათვის ბრძოლა ისე როგორც შენ გინდა. სტატია სრულად »


    გუნდის მართვის მარტივი ხერხი

    7 დეკემბერი, 2009 | წაკითხულია 1,328-ჯერ | 16 კომენტარი »

    წარმოიდგინეთ… ყოველ დილას, რამოდენიმე მილიარდი ადამიანი სახლიდან გარეთ გამოდის და მიიჩქარის სადღაც იმისათვის რომ აკეთოს რაღაცა. თითოეულ მათგანს აბსოლუტურად განსხვავებული მიზნები და მოტივები ამოძრავებს, ზოგი გადარჩენისთვის იბრძვის, ზოგიც ვიღაცის გადასარჩენად, ზოგი ვიღაცას ებრძვის და ზოგიც უბრალოდ ცდილობს ნანატრ მიზანს მიაღწიოს. სტატია სრულად »


    წერილი მომავლიდან 2

    30 ნოემბერი, 2009 | წაკითხულია 831-ჯერ | 2 კომენტარი »

    “ამ წერილს შორეული 2020 წლის საქართველოდან გწერთ, რამოდენიმე ადამიანი, რომლებიც ქვეყნის სიყვარულმა შეგვკრიბა, რომლებსაც მოგვეცა შანსი მოგვეწვდინა ხმა ჩვენი დროის საქართველოდან, მოგვეწერა, თუ როგორ განვითარდა მოვლენები გასული 10 წლის განმავლობაში სტატია სრულად »


    პროდუქტების განვითარების 9 ეტაპიანი პროცესი

    27 ნოემბერი, 2009 | წაკითხულია 1,020-ჯერ | 3 კომენტარი »

    ყოველწლიურად მსოფლიოში უამრავი ახალი პროდუქტი და მომსახურება იქმნება და ინერგება, რაოდენობრივად კიდევ უფრო მეტი ცვლილება ხორციელდება არსებული პროდუქტების დახვეწისა და განვითარებისათვის. ცვლილებების ტემპი ყოველწლიურად მატულობს სტატია სრულად »


    ყველაზე გავრცელებული პრობლემები ქართულ ორგანიზაციებში

    23 ნოემბერი, 2009 | წაკითხულია 1,018-ჯერ | 6 კომენტარი »

    ბევრი პრობლემა ქართულ ორგანიზაციებშიც იგივეა რაც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში. განვითარების იგივე ფაზაში მყოფ ქვეყნებში მოქმედ ორგანიზაციებთან განსაკუთრებული მსგავსებები არსებობს. სტატია სრულად »


    რთული ამოცანების გადაწყვეტის ერთ-ერთი მეთოდი

    16 ნოემბერი, 2009 | წაკითხულია 867-ჯერ | 7 კომენტარი »

    ყველა ადამიანისთვის თუ ორგანიზაციისთვის არსებობს რთული და შედარებით ნაკლებად რთული ამოცანები. ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება, პირადი თუ სამსახურეობრივი, მეგობრებთან, ახლობლებთან კოლეგებთან ურთიერთობაში, სავსეა მათით. სტატია სრულად »


    განვითარდება თუ არა ბიომეურნეობა სახელმწიფოს ჩარევის გარეშე

    13 ნოემბერი, 2009 | წაკითხულია 672-ჯერ | 3 კომენტარი »

    ბიოპროდუქტების წარმოება და ზოგადად ბიომეურნეობები უკანასკნელ წლებში ბევრ ქვეყანაში გეომეტრიული პროგრესიით გაიზარდა, მაგალითად თურქეთში თუ 1990 წელს 1000 ჰექტარი მიწა მუშავდებოდა, როგორც ბიომეურნეობა, 2005 წლისთვის 103 000 ჰექტარს მიაღწია, ასევე გაიზარდა ფერმერების რაოდენობა 300-დან 16 000-მდე. სტატია სრულად »


    როგორ ეკონომიკას ვაშენებთ

    9 ნოემბერი, 2009 | წაკითხულია 492-ჯერ | 1 კომენტარი »

    “ჩვენ ვაშენებთ ქვეყანას რომელიც რეგიონალური ეკონომიკური ლიდერი გახდება. რომელიც მსოფლიოს მასშტაბით იქნება გამორჩეული ეკონომიკის ლიბერალიზაციის დონით, გახსნილობითა და ბიზნესის კეთებისათვის საუკეთესო გარემოთი. სტატია სრულად »


    ქართველი მენეჯერის აღსარება

    2 ნოემბერი, 2009 | წაკითხულია 1,769-ჯერ | 32 კომენტარი »

    გამარჯობათ, მე ტიპიური ქართველი მენეჯერი ვარ მისთვის დამახასიათებელი დადებითი და უარყოფითი თვისებებით. მეც მინდა რომ სწრაფად მივაღწიო დიდ წარმატებებს და აღიარებას, მეც მინდა რომ დაფასებული და ღირებული ვიყო ყველასთვის ვისი აზრიც ჩემთვის მნიშვნელოვანია. სტატია სრულად »


    « წინა სტატიები მომდევნო სტატიები »