წელი: 2012

ანტიკრიზისული მართვა ზოგადი მენეჯმენტი

ჩვენ და ჩვენი სამსახურებრივი მეგობრები

სამსახურებრივი მეგობრობა, მიუხედავად იმისა, რომ ყველას გვაქვს სურვილიც და მოთხოვნილებაც შედარებით ახლოს ვიყოთ და ვიმეგობროთ ჩვენთვის ყველაზე სიმპათიურ და ხასიათით შესაბამის ადამიანებთან, ბევრი ტკივილის, იმედგაცრუების და კონფლიქტების მიზეზი შეიძლება გახდეს. ვცდილობდეთ, თანაბარი დისტანცია გვქონდეს კოლეგებთან, თანაბარი სითბოთი და მზრუნველობით ვექცეოდეთ ყველას, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა შეიძლება იყოს ბევრი სამსახურებრივი სტრესისა და უსიამოვნების თავიდან ასაცილებლად, შრომის ნაყოფიერების […]

კადრების მართვა სტრატეგია

როგორ გავზარდოთ თანამშრომლების მოტივაცია ორგანიზაციის ჯამურ შედეგებზე და როგორ გავხადოთ ისინი უფრო აქტიურები ამ მიზნებისთვის

იმისათვის, რომ თითოეული თანამშრომელი მაქსიმალურად მოტივირებული იყოს ორგანიზაციის შედეგების გაუმჯობესებაზე, საჭიროა სამი რამ: ისეთი მიზნის არსებობა, რომელსაც ყველა იზიარებს, მიზნის მუდმივი კომუნიკაცია და პროპაგანდა და მოტივაციის მიბმა საბოლოო შედეგებზე.

სტრატეგია

არჩევანი ადრეულ ასაკში – პროფესია თუ საკუთარი ბიზნესი?

ძირითადად, 20–25 წლის ასაკში ბევრს უწევს გადაწყვეტილების მიღება – დაიწყოს საკუთარი ბიზნესი თუ გაყვეს კონკრეტულ პროფესიას და გახდეს პროფესიონალი ამ მიმართულებით. გარი ვაინერჩუკს, რომელიც ცნობილი ბიზესმენია და ამავე დროს პუბლიცისტი, კარგად აქვს ნათქვამი – I am not a businessman, I am a business, რაც იმას უსვამს ხაზს, რომ თუ ჩვენს თავს შევხედავთ, როგორც „ბიზნესს“, რომელიც […]

ბიზნეს პროცესები კადრების მართვა

ქმედითი საბონუსე სისტემის საფუძველი

დღეს თითქმის ყველა ორგანიზაციაში, ამა თუ იმ ფორმით, არსებობს სხვადასხვა ტიპის საბონუსე სქემები. მათგან ბევრი წარმატებულია და იძლევა კომპანიებისთვის დასახული მიზნების მიღწევის შესაძლებლობას, ბევრი კი უბრალოდ არ მოქმედებს და ხშირ შემთხვევაში იწვევს არამცთუ თანამშრომლების მოტივაციას, არამედ პირიქით, დემოტივაციასაც.

ბიზნეს პროცესები გაყიდვები და მარკეტინგი

უფრო მეტი კმაყოფილება

რა განაპირობებს ჩვენი მომხმარებლების კმაყოფილებას? ალბათ უფრო მათი მოლოდინების გადაჭარბება, ვიდრე მხოლოდ მაღალი ხარისხის პროდუქცია. ჩვენ, ყველანი, თავადაც მომხმრებლები ვართ და ყველაზე კარგადაც ვიცით, რომ ლოიალურობა ორგანიზაციის მიმართ და ჩვენი საუბრები სხვებთან ამ ორგანიზაციის შესახებ ძირითადად განპირობებულია მათ მიერ გამოჩენილი ყურადღებით, გულითადი მიდგომითა და გადახდილი თანხის შესაბამისი ხარისხით. ჩვენი კმაყოფილება დეტალებშია. მათ შექმნას კი განსაკუთრებული […]

ზოგადი მენეჯმენტი

როდესაც უფრო რთული დავალებების შესრულება შეგიძლიათ, ვიდრე გავალებენ

გაკეთებული მარტივდება, დავალებები ტექნიკურად სრულდება, აღარ გხვდებათ სირთულეები, სწავლითაც ახალს ვეღარ სწავლობთ და სამუშაოც მოსაწყენი გახდა თქვენთვის. ხვდებით, რომ მეტის გაკეთება შეგიძლიათ, მაგრამ ვეღარ ახერხებთ საკუთარი უნარების, რესურსების გამოყენებას, რეალიზებას, რაც დიდ  დისკომფორტს გიქმნით. ასეთ დროს ყველაზე არასწორი სტრატეგიაა გულხელდაკრეფილი ყოფნა და ლოდინი, როდის მოახდენს ხელმძღვანელი დელეგირებას, როდის მოგცემენ უფრო რთულ დავალებებს…

კადრების მართვა

მაღალკვალიფიციური გუნდი

არიან მენეჯერები, რომლებსაც, საბედნიეროდ, აწუხებთ ის, რომ მიმდინარე საქმეების ფონზე, საკმარის დროს ვერ უთმობენ კვალიფიკაციას ვერც თვითონ და ვერცს გუნდის წევრები.  სამსახურში ბიბლიოთეკის მოწყობა, კითხვის საათის შემოღება და შიდა პრეზენტაციების ჩატარების ტრადიციის დამკვიდრება არა მარტო საუკეთესო ცვლილებები შეიძლება აღმოჩნდეს ამ პრობლემის მოსაგვარებლად, არამედ სულ ორ-სამ წელში ძალიან ძლიერი, მაღალკვალიფიციური გუნდის ყოლის წინაპირობა შეიძლება გახდეს.

ზოგადი მენეჯმენტი სტრატეგია

რამდენ ხანს დავრჩე პირველ სამსახურში

საკმაოდ გვიანი იყო, თანამშრომლები ოფისიდან უკვე წასულები იყვნენ. მე და ჩემი ხელმძღვანელი ერთ–ერთი პროექტის რაღაც საკითხს ვიხილავდით. დასასრულს ჩემთვის ძალიან მოულოდნელი შეკითხვები დამისვა, დაახლოებით ამ შინაარსის – „რა სარგებელი მიიღე ჩვენს ორგანიზაციაში მოსვლიდან დღემდე? რამდენად ღირებული პრაქტიკული რამ ისწავლე, რაზეც შეგიძლია თქვა რომ მე ამის კეთება შემიძლია, ამაში დავსპეციალდი? როგორ გაგეზარდა სანაცნობო წრე? როგორ შეიცვალა […]

ლიდერობა სტრატეგია

ძლიერი გუნდის შექმნისთვის

როგორც სახლს ვერ ავაშენებთ საძირკვლის გარეშე, ნერგებს ვერ გავახარებთ მორწყვის გარეშე, შედევრს ვერ შევქმნით შთაგონების გარეშე, ასევე ძლიერ გუნდს ვერ ჩამოვაყალიბებთ გუნდური პრინციპების გარეშე. ვინც გუნდის ჩამოყალიბებას ახლა იწყებთ, გინდათ ახლად შთაბეროთ სული თქვენს გუნდს, ვფიქრობთ, ეს სტატია ღირებული იქნება თქვენთვის.

სტრატეგია

როგორ გავიზარდოთ ხელფასი

ხელფასის მატება ვის არ უნდა? ალბათ ყველას. შედარებით გავრცელებული და მარტივი სტრატეგიაა შეხვიდე უფროსთან და უთხრა, რომ სხვა შემოთავაზება გაქვს უფრო მაღალი ანაზღაურებით და იმის გამო, რომ ძალიან გჭირდება მეტი შემოსავალი იძულებული იქნები წახვიდე შენთვის საყვარელი სამსახურიდან. როგორც წესი, ეს გზა ჭრის, თუმცა ამას ბევრი არ აკეთებს და თუ აკეთებენ ისიც მხოლოდ ერთხელ, ერთ სამსახურში, […]

სტრატეგია

ხელმძღვანელის გაღვიძების ერთი ისტორია

ერთი ჩემი უფროსი მეგობრის ძალიან საინტერესო ისტორია მინდა მოგიყვეთ. ის მიძინებული გუნდის და მისი ხელმძღვანელის რადიკალურ სახეცვლილებას ეხება, რაც როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა არც ისე წარმოუდგენელი და შეუძლებელი ყოფილა, უბრალოდ, როცა ადამიანი ძალიან ეჩვევი პასიურ გარემოს, ადამიანებს, საქმეს ბევრი რამ გრჩება შეუმჩნეველი. მოქმედმა გმირმაც წარმატების გასაღები გვიან ამოიცნო. ისტორიას პირველ პირში მოგიყვებით. „არასდროს დამავიწყდება ეს…

ბიზნეს-ქეისები გაყიდვები და მარკეტინგი

უბნის წარმატებული დაწესებულების ისტორია

მცირე ზომის ლოკალური დაწესებულებების მთავარი საზრუნავი მუდმივად არის, გამოირჩეოდნენ მეზობელი კონკურენტებისაგან და მოიზიდონ იქვე მცხოვრები მოსახლეობა. როგორ შეიძლება ამის მიღწევა, რაზე უნდა დაიხარჯოს ძალისხმევა? სტატიაში მოგიყვებით წარმატებული საცხობის მაგალითს, რითაც შევეცდებით გადმოვცეთ, რაზე უნდა ხდებოდეს მობილიზაცია და რა ამოცანები უნდა გადაიჭრას დასახული მიზნის მისაღწევად.

ზოგადი მენეჯმენტი ლიდერობა

სიცოცხლის დარჩენილი დღეების აღრიცხვის დაფა

ერთხელ, დაახლოებით თხუთმეტი წლის წინ, ერთმა ჩემმა მეგობარმა და კოლეგამ მეორესთან დაიწუწუნა, მგონი ისე კარგად არ ვიყენებ დროს, როგორც საჭიროაო. წლები მემატება (30-მდე იყო უკვე), დღე და ღამე სამსახურში კი ვარ, მაგრამ მგონი დიდად ღირებულს ბევრს არაფერს ვაკეთებო, არც ცოლი მყავს ჯერ, არც შვილები. წლები კი გარბის, უკან მიხედვა და ანალიზის გაკეთება მეშინია ხანდახანო. ამ […]

სტრატეგია

საღამოს, ტელევიზორის ყურების ნაცვლად

ამას წინათ ერთ ძველ ნაცნობთან საინტერესო თემაზე მოგვიწია საუბარი. იგი ერთ-ერთი დიდი ქართული კომპანიის ხელმძღვანელია, სამუშაო დღეც რთული აქვს და დასვენებაც სათანადოდ სჭირდება. საკუთარი საღამოს განრიგზე მიყვებოდა – როგორ ცხოვრობს, როგორ ისვენებს საღამოობით. მის მონაყოლში ბევრი რამ მომეწონა, მაგრამ ერთი საკითხი განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის. ამ ადამიანმა უკვე რამდენიმე წელია ტელევიზორის ყურება, ფაქტიურად, მთლიანად შეწყვიტა […]

ბიზნეს პროცესები გაყიდვები და მარკეტინგი

ზოგიერთი რამ რეკლამის შესახებ

აღმაშენებლის ხეივნის მხრიდან თბილისში რომ შემოვდივართ, ერთ დიდ კედელს, ასევე დიდი ასოებით აწერია – “ჟესტიანჩიკი ვიტალი” და ისარი აქვს მიხატული, რომელიც იქვე შემავალი ჩიხისკენ მიუთითებს. სავარაუდოდ, ამ წარწერის ავტორს დიდი წარმოდგენა არ უნდა ჰქონდეს რეკლამაზე, მაგრამ მან ზუსტად იცის, ვისთვის და რატომ გააკეთა ეს წარწერა – ძალიან იაფიც დაუჯდა და დიდი ალბათობით, დანახარჯთან შედარებით მნიშვნელოვან […]

ბიზნეს პროცესები კადრების მართვა

როგორ მოვძებნოთ და ავიყვანოთ მაღალი რანგის მენეჯერი

ამ სტატიაში გვინდა გაგაცნოთ ერთი მიდგომა, რომელიც, ვფიქრობთ, ორგანიზაციებს მაღალ პოზიციებზე დამკვიდრებაში, ან მაღალი კვალიფიკაციის კადრების მოძიებასა და აყვანაში დაეხმარება. ყველა, ვისაც ამ საკითხზე უმუშავია, ალბათ, დაგვეთანხმება, რომ  ამ ამოცანის გადაწყვეტა საკმაოდ რთულია.  ყველაზე დიდი სიძნელე სათანადო კანდიდატების მოძიებაა, თუმცა არც მათთან მოლაპარაკებაა ადვილი.

კადრების მართვა სტრატეგია

მოტივირების სტიმულები

სულ ახლახანს ერთი ორგანიზაცია გავიცანით. იგი ერთ–ერთი წარმატებული სახელმწიფო ორგანიზაციის წარმატებული ქვესტრუქტურაა. განსაკუთრებით მოტივაციის სისტემა აქვთ გამორჩეული. მათი სისტემის განსაკუთრებულობა, უბრალოდ, თანამშრომლების აციმციმებულ თვალებშიც კი შეგიძლიათ შეამჩნიოთ. თუ გავესაუბრებით, უფრო მეტ საინტერესოს გავიგებთ: თითქმის ყველა თანამშრომელს თანაბრად ძალიან მოსწონს და ეამაყება, რომ აქ მუშაობს. მათთვის გუნდი ერთი დიდი ოჯახია და საქმე განსაკუთრებულად მოსაფრთხილებელი და საზრუნავი […]

ბიზნეს პროცესები სტრატეგია

ინდივიდუალური ფასწარმოქმნის პროცესი

როცა ვამბობთ, რომ ყველა კლიენტი ინდივიდუალურია ჩვენთვის და თითოეულს ვუდგებთ ისე, რომ მაქსიმალურად მათზე მორგებული შეთავაზება გავუკეთოთ, ამ დროს ყოველთვის ვდგავართ სწორ ფასზე გადაწყვეტილების მიღების ამოცანის წინაშე, თან რაც შეიძლება სწრაფად. სწორი ფასი არის ისეთი, რომელიც ერთის მხრივ კლიენტისთვის იქნება მისაღები, ხოლო მეორეს მხრივ ჩვენ მოგვცემს მოგების მიღების შესაძლებლობას.

ზოგადი მენეჯმენტი ლიდერობა ორგანიზაციული სტრუქტურა

გუნდური მართვის პრინციპი

გუნდური მართვის პრინციპი შეიძლება ვუწოდოთ მართვის ისეთ სქემას, რომელშიც ტოპ – მენეჯმენტის გუნდის წევრები, პირველ რიგში, ტოპ – მენეჯმენტის გუნდის წევრები არიან, ხოლო ამის შემდეგ კონკრეტული მიმართულებების კურატორები. ანუ, როდესაც ნებისმიერი მათგანის მიერ გაცემული დავალება მენეჯმენტის გუნდის დავალებად აღიქმება, ხოლო შესრულების ვალდებულება აქვს ნებისმიერ ქვედანაყოფს, რომელი მათგანის ფორმალურ დაქვემდებარებაშიც არ უნდა იყოს ის.

სტრატეგია

ამოცანების დამუშავების მარტივი გზა

ამოცანების დამუშავების გზის შესახებ სინერჯის რამდენიმეჯერ გაუზიარებია გამოცდილება მკითხველისთვის. ვფიქრობთ, რომ ამოცანების გადაჭრისუნარიანობა მათი დამუშავების სწორად არჩეულ მიდგომასა და პროცესშია.  რთული სტრატეგიული ამოცანების დამუშავებისთვის წინასწარი მომზადება, პროცესის გამართულობა და სწორი ფასილიტაცია ამოცანების დამუშავების პროცესს სასიამოვნოს, ცოცხალს და პროდუქტიულს ხდის.

დაგვიკავშირდით

მოგვწერეთ: contact@synergy.ge

დაგვირეკეთ: +995 595 24 78 63

Strategy (c)2025. All Rights Reserved.