წელი: 2012

გაყიდვები და მარკეტინგი კადრების მართვა

როგორ ვიპოვეთ ზუსტად ის კადრი, რომელიც გვჭირდებოდა

ისეთი კადრის პოვნა, როგორიც გუნდსა და ორგანიზაციას სჭირდება, არც ისე იოლია. საქმე კიდევ უფრო რთულდება, თუ ის მაღალ პოზიციას ეხება და, შესაბამისად, განსაკუთრებულად კარგი თანამშრომელია საჭირო. ამ პროცესისათვის რომ აუცილებელია კარგად დამუშავებული მიდგომის ჩამოყალიბება და გააზრებული მოქმედება, თავად დავრწმუნდი. ყველაფერი კი ასე დაიწყო:

გაყიდვები და მარკეტინგი სტრატეგია

პროდუქტის გაყიდვების ზრდის ხუთი სტრატეგია

ყველა ორგანიზაცია რაღაც პროდუქტს აწარმოებს. თითქმის ყველა მათგანი ფიქრობს, როგორ გაზარდოს მის მიერ წარმოებული პროდუქტის რეალიზაცია გრძელვადიან პერიოდში. ყოველ წელს ორგანიზაციები ბევრს აკეთებენ სხვადასხვა მიმართულებით საკუთარი პროდუქციის გაყიდვების გასაზრდელად. თვითონ პროდუქტის გაუმჯობესება, მასთან დაკავშირებული მომსახურების დახვეწა, პროდუქტის აღქმის გაძლიერება მომხმარებლებში, ფასის შემცირება თუ გაყიდვების მიდგომის განვითარება მეტნაკლები მნიშვნელობით მუდმივად არის მენეჯმენტის ზრუნვის არეალში. თუმცა იმისათვის, […]

ორგანიზაციული სტრუქტურა სტრატეგია

სასიამოვნოდ გავაოცოთ მომხმარებლები

რაც დრო გადის სულ უფრო ძნელდება მომხმარებლის ყურადღება მიიქციო. არადა აღარც ფასი, აღარც ცნობადობაა საკმარისი სტაბილური წარმატების მისაღწევად. მომხმარებელი მიეჩვია, რომ შედარებით ნაკლებად ატყუებენ, ან ყოველ შემთხვევაში ძალიან ნიღბავენ თავის ტყუილს, ყველაზე დაბალი ფასებით მიტყუებაზეც სულ უფრი ნაკლებად რეაგირებენ. აღარც სხვადასხვა საფასო აქციები და ხმაურიანი კამპანიები ხიბლავს ბევრს. მომხმარებელს რაღაცა სრულიად ახალი სჭირდება და თანაც […]

ბიზნეს პროცესები ზოგადი მენეჯმენტი

უბრალოდ კარგი ინსტრუმენტი

როგორ შეიძლება ორგანიზაციებმა გაზარდონ კლიენტების კმაყოფილება? რა შეიძლება შესთავაზონ დამატებით ისეთი, რაც კიდევ უფრო გაუმარტივებთ მათ სხვადასხვა სერვისებით სარგებლობას და მინიმუმამდე დაიყვანს არსებულ სუბიექტურ თუ ობიექტურ ბარიერებს? მაგალითად, წარმოიდგინეთ, როგორ გაიზრდებოდა კლიენტების კმაყოფილება, რომ შეეძლოთ ნებისმიერი ტიპის სერვისის მიღება “ადგილზე მისვლის” გარეშე:

ლიდერობა

გუნდი, რომელსაც წარმატების შენარჩუნება შეუძლია

იმისათვის, რომ გუნდმა შეძლოს არამარტო მიაღწიოს წარმატებას, არამედ დროის გრძელვადიან პერიოდში შეინარჩუნოს ის, პირველ რიგში, ჯანსაღი უნდა იყოს. ჯანსაღი გუნდი ის არის, სადაც ადამიანები ერთმანეთს და ლიდერს ბოლომდე ენდობიან, სადაც თითოეულმა წევრმა ზუსტად იცის, რომ მისი ძალისხმევა და მონდომება სამართლიანად დაფასდება, სადაც არც ერთ წევრს არ ეშინია იყოს ზუსტად ისეთი როგორიც არის, არ რცხვენია იყოს […]

ლიდერობა სტრატეგია

ვინ გვინდა იყოს იდეების გენერატორი

ძალიან ხშირად ორგანიზაციების პირველი პირები და ზოგადად მაღალი რგოლის ხელმძღვანელები ჩივიან, რომ მათი თანამშრომლები არ არიან მათნაირად მონდომებულები, მათნაირად ინიციატივიანები, აქტიურად არ იღებენ პასუხისმგებლობას და არ ცდილობენ მათი მსგავსი მონდომებით განახორციელონ სხვადასხვა საინტერესო იდეები და პროექტები. მენეჯერების უმეტესობა ფიქრობს და ალბათ დიდ ნაწილში ასეც არის, რომ მნიშვნელოვანი, წარმატებით დასრულებული წამოწყებების დიდი ნაწილი უფრო მეტად სწორედ […]

ორგანიზაციული სტრუქტურა

სამუშაო ჯგუფი, რომელმაც ორგანიზაციული სტრუქტურა შეცვალა

როდესაც მენეჯმენტი ხვდება, რომ ორგანიზაციაში რაღაცა მნიშვნელოვანი უნდა შეიცვალოს, ყველაზე უკეთესია ამ დროს ორგანიზაციული სტრუქტურის ცვლილება, ან მინიმუმ მისი გადახედვის პროცესი მაინც დაიწყოს. პრიორიტეტების, უმთავრესი პროცესების და აქედან გამომდინარე მენეჯმენტის გუნდის წევრებს შორის როლების არსებითი ცვლილება, ყველაზე მეტად ეხმარება ასეთ დროს გუნდის წევრებს, დაუბრუნდნენ საწყისებს, გაიაზრონ საკუთარი სისუსტეები და ორგანიზაციისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებებიც ერთობლივად დაგეგმონ. […]

ზოგადი მენეჯმენტი ლიდერობა

გუნდისათვის არასასურველი წევრები

თითქმის ყველა გუნდში არის წევრი, რომელიც დანარჩენ წევრებს სხვებზე ნაკლებად უყვართ. ზოგან გამოხატავენ ამას, ზოგან ნაკლებად, ზოგან ლაპარაკობენ გუნდის შიგნით ამ თემაზე, ზოგან არასოდეს, ზოგან დიდია ეს ანტიპათია, ზოგან ნაკლები, მაგრამ ასეთი წევრები თითქმის ყველა გუნდში არიან და მათი ყოფნა, ან მათ მიმართ ასეთი დამოკიდებულება ბევრგან ბევრს და თანაც რაღაც მნიშვნელოვანს აფუჭებს. ხშირად გვეჩვენება, რომ […]

ბიზნეს პროცესები ზოგადი მენეჯმენტი

“ინფორმაცია” კლიენტისგან კლიენტისთვის

დახვეწილი და საინტერესო პროდუქტები, ძალიან კარგი მომსახურება, გამართული, არაბიუროკრატიული პროცესები, კვალიფიციური კადრები. ეს ყველაფერი ძალიან კარგია, მაგრამ, სამწუხაროდ, არც ისეთი მარტივი მისაღწევად. ამისათვის საჭიროა მუდმივი, ინტენსიური, პროაქტიული მუშაობა.

ბიზნეს პროცესები ზოგადი მენეჯმენტი

10 რჩევა მომსახურების ხარისხის განვითარებისთვის – რა არის და რა უნდა იყოს?!

დღეს თითქმის ყველა ორგანიზაცია საუბრობს ხარისხიან მომსახურებაზე. ასეა როგორც სამთავრობო, ასევე კერძო სექტორში, მაგრამ ორგანიზაციების უმეტესობა მხოლოდ საუბრობს, რეალურად კი არაფერს ან ძალიან მცირედს აკეთებს ამისათვის.

ბიზნეს პროცესები

წარმატების განმსაზღვრელი ბიზნეს პროცესები

ამ ეტაპს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება. ის განსხავავებული შეიძლება იყოს სხვადასხვა ორგანიზაციაში, მაგრამ ყველგან კარგად აწყობილი და გამართული უნდა იყოს. ნებისმიერი ორგანიზაციისათვის არსებობს პროცესები, რომელიც მის წარმატებას ყველაზე მეტად განაპირობებს. მართალია, სხვადასხვა შემთხვევაში პროცესების მნიშვნელობაც და შინაარსიც განსხვავებულია, მაგრამ მათი ძირითადი ჩამონათვალი და ჩარჩო მეტნაკლებად მსგავსია ორგანიზაციების დიდი უმრავლესობისათვის. გაყიდვების, პროდუქტების განვითარების, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების, საკადრო […]

ზოგადი მენეჯმენტი სტრატეგია

შვილობილი კომპანიები

დრო, როცა კომპანიის მენეჯმენტს დაგროვილი აქვს კომპეტენცია ბიზნესის კეთებაში, აქვს საკმარისი ფინანსური რესურსი და მატერიალურ–ტექნიკური ბაზა, გაფართოებული აქვს კავშირები, ძალიან ხშირად უბიძგებს მას, დაიწყოს ოჯახის მთავარი დანიშნულების შესრულება, შექმნას ახალი თაობები. ამოსავალი, უმეტეს შემთხვევაში, დამატებითი შემოსავლის მიღების შესაძლებლობაა, რომლის ხელიდან გაშვება ნებისმიერისთვის რთულია, მაგრამ რისკიანი. ამ ნაბიჯს კომპანიის მენეჯმენტი ხშირად დგამს.

სტრატეგია

გადამდგარი მენეჯერის წერილი

მე გადამდგარი მენეჯერი ვარ. ერთ ხანს იმ ადგილზე ვმუშაობდი, რაზეც შენ ახლა ხარ. ვფიქრობ, ცუდი არ იქნება, გაგიზიარო ჩემი გამოცდილება, რომელმაც, შესაძლოა, გაგიადვილოს შენი მოვალეობის უკეთ შესრულება, რათა არ დაუშვა იგივე შეცდომები, რაც მე დავუშვი, მიაღწევინო ორგანიზაციას უკეთესი შედეგებისთვის, გყავდეს უფრო მეტად კმაყოფილი კლიენტები და უფრო მოტივირებული თანამშრომლები, საერთოდ იყო უფრო მეტად წარმატებული, ვიდრე მე.

ბიზნეს პროცესები ბიზნეს-ქეისები ორგანიზაციული სტრუქტურა სტრატეგია

პარალელური გუნდები – ერთი სტანდარტული ამოცანის არასტანდარტულად გადაწყვეტის ამბავი

რამდენიმე თვის წინათ, ერთმა ჩვენმა ნაცნობმა კომპანიამ ერთი ძალიან სტანდარტული, მაგრამ მნიშვნელოვანი ამოცანის არასტანდარტული გზით გადაჭრა გადაწყვიტა. მომსახურების ხარისხის მოკლე ვადაში მკვეთრად გაუმჯობესების საკითხი ისე აქტუალურად დაისვა, რომ სწრაფი შედეგების მისაღწევად რაღაც განსხვავებული, ორიგინალური, ძალიან ეფქტური გზა იყო მოსაძებნი. მენეჯმენტი რამდენიმე დღე, ფაქტიურად, სათათბირო ოთახიდან არ გამოსულა. დიდხანს იფიქრეს, იკამათეს, იმსჯელეს და საბოლოოდ ერთ საინტერესო […]

სტრატეგია

როგორ გავაუმჯობესოთ მიღებული გადაწყვეტილებების ხარისხი

კარგ გადაწყვეტილებებს უზრუნველყოფს არა ერთი ან ორი ადამიანის გამჭრიახობა, კომპეტენტურობა და გამოცდილება, არამედ კარგი და სწორად წარმართული პროცესი. გადაწყვეტილებების მიღება ყველა ორგანიზაციას უწევს ყოველდღიურად და ეს პირდაპირ აისახება მასზე. შესაბამისად, რაც უკეთესი გადაწყვეტილებები მიიღება, მით უფრო შედეგიანი და წარმატებულია ორგანიზაცია. კარგ გადაწყვეტილებებს უზრუნველყოფს არა ერთი ან ორი ადამიანის გამჭრიახობა, კომპეტენტურობა და გამოცდილება, არამედ კარგი და სწორად წარმართული […]

ბიზნეს პროცესები ზოგადი მენეჯმენტი სტრატეგია

როცა მეგობრებმა ოჯახებით ბუნებაში საქეიფოდ წასვლა გადაწყვიტეს

“სადმე ქალაქგარეთ ხომ არ გავიდეთ ოჯახებით, მწვადი ხომ არ შევწვათ? –  ვაა, მაგარი აზრია, რატომაც არა” და პროცესიც იწყება. ამ პატარა, ჩვეულებრივი, უბრალო მაგალითით ვფიქრობ, ნათლად დავინახავთ, რომ ხშირად, როცა ძალიან ჩვეულ, უბრალო საქმეს ვაკეთებთ მართვის ყველა მთავარ წესს და პრინციპს ზედმიწევნით კარგად ვიცავთ. ამას, სამწუხაროდ, ყოველთვის არ ვაკეთებთ მაშინ, როდესაც დიდ ორგანიზაციებს ვქმნით ან […]

ლიდერობა

ერთი გენერალური დირექტორის შესახებ

წლების განმავლობაში მქონდა ურთიერთობა ერთ გენერალურ დირექტორთან. იგი ყოველთვის მაოცებდა არა იმდენად მისი მუშაობის სტილით და მიდგომებით, რამდენადაც იმ შედეგებით, რომლის მიღწევასაც ასეთი მუშაობით ახერხებდა. მე მას იქამდეც ვიცნობდი, სანამ ამ ორგანიზაციას ჩაუდგებოდა სათავეში. ნამუშევარიც მქონდა მასთან ერთად, რამოდენიმე საკითხზე და შესაბამისად, მის საქმიან თვისებებზეც მქონდა გარკვეული წარმოდგენა. სწორედ ამიტომ დასაწყისში ვეჭვობდი, რომ ამ დაწინაურებით […]

ზოგადი მენეჯმენტი ლიდერობა

გუნდები და ჯგუფები

თითქმის ყველა ენაში გუნდი და ჯგუფი სხვადასხვა სიტყვებია და ყველა ცხადად გრძნობს, ერთმანეთისგან რა განსხვავებულ აზრს ატარებს ეს ორი სიტყვა. ყველა მენეჯერი ისურვებდა, ალბათ, ჰყოლოდა გუნდები ჯგუფების მაგივრად, მაგრამ, სამწუხაროდ, ამას ბევრი ვერ ახერხებს. რამოდენიმე პარალელი სპორტულ გუნდებთან, რომლებიც, ჩვენი აზრით, დიდწილად განაპირობებს ადამიანთა ჯგუფების გუნდურობას, შესაძლოა, კარგი მაგალითი აღმოჩნდეს მენეჯერების დასახმარებლად, იმისათვის, რათა მათ […]

ზოგადი მენეჯმენტი

ორგანიზაციების „ატლანტები“

ატლანტი ბერძნულ მითოლოგიაში ტიტანი იყო. იგი, გადმოცემით, ღმერთებთან მებრძოლ სხვა ტიტანებს მიემხრო, ამიტომ ზევსმა დასაჯა, უბრძანა, თავითა და ხელებით შეეკავებინა ცის თაღი.  ეს ტიტანი მსოფლიოს პირველ ლეგენდარულ სერვისს სთავაზობდა. დღეს სამყარო ბევრ ლეგენდარულ სერვისზე დგას. თავის მხრივ ამ სერვისების ეფექტიანობას განსაზღვრავენ ის ღერძები, რასაც მსოფლიოს განვითარება ეყრდნობა.

ორგანიზაციული სტრუქტურა

ორგანიზაციული სტრუქტურის ათი საინტერესო თვისება

ორგანიზაციული სტრუქტურა უმთავრესი იარაღია სტრატეგიის განხორციელებისთვის. თუ თქვენ ამაში ჯერ კიდევ ეჭვი გეპარებათ, ქვემოთ, სავარაუდოდ, დარწმუნდებით, რომ ორგანიზაციები ახორციელებენ არა იმ სტრატეგიას, რომელიც სხვადასხვა დოკუმენტებით აქვთ დეკლარირებული, არამედ იმას, რომლის განხორციელების საშუალებასაც  მათ მათი სტრუქტურა აძლევს.

დაგვიკავშირდით

მოგვწერეთ: contact@synergy.ge

დაგვირეკეთ: +995 595 24 78 63

Strategy (c)2025. All Rights Reserved.