წელი: 2013

ორგანიზაციული სტრუქტურა

ახალი სტრუქტურის კომუნიკაცია თანამშრომლებთან

როდესაც ორგანიზაციაში ახალი სტრუქტურა იქმნება, თანამშრომლებმა ამის შესახებ ორი – ფორმალური და არაფორმალური გზით შეიტყონ. ამ არაფორმალური გზის მანკიერი მხარე  ისაა, რომ ინფორმაცია ფრაგმენტულად, ხშირ შემთხვევაში, არასწორად გადაიცემა, მის ინტერპრეტირებას კი ყველა სხვადასხვანაირად აკეთებს, რაც უარყოფით ტალღას და არასწორ მოლოდინებს ქმნის თანამშრომლებში. ამიტომ არის მნიშვნელოვანი სტრუქტურის დანერგვის ეს ნაწილი კარგად დაიგეგმოს და ფორმალური სახე მიეცეს.

ზოგადი მენეჯმენტი

ოთხი მარტივი ხერხი თვითმოტივაციის შექმნისთვის

რა არის მოტივაცია? მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის რაღაც მამოძრავებელი ძალა, რომელიც გვიბიძგებს მოქმედებისკენ. როგორც წესი, ეს ძალა საქმის დაწყებისას უფრო ძლიერია, მაგრამ დროში და მოქმედებების განხორციელების პარალელურად სუსტდება (განსაკუთრებით მაშინ, თუ დროში იწელება და შედეგი გვიანდება) და მისი შენარჩუნება სულ უფრო რთულდება. ეს განსაკუთრებით მაშინ ხდება, როცა წარუმატებლობას ვაწყდებით. თუმცა, ეს ალბათ ყოველთვის თანმდევია […]

ზოგადი მენეჯმენტი ლიდერობა

ახალი გენერალური დირექტორი ორგანიზაციაში

როდესაც ის  დაულაგებელ, მსხვილ ორგანიზაციაში მივიდა, ბევრი ელოდა, რომ თავიდანვე რადიკალურ ცვლილებებს განახორციელებდა, წინა დირექტორის ერთგულ პირებს გაუშვებდა, თავის კადრებს მოიყვანდა, ახალ სტრატეგიასა და პრიორიტეტებს გამოაცხადებდა… მაგრამ მისი მოქმედება სრულიად განსხვავებული აღმოჩნდა, რამაც განაპირობა მისი და ორგანიზაციის წარმატება:

ორგანიზაციული სტრუქტურა სტრატეგია

სტრატეგიის შესაბამისი სტრუქტურა

სტრუქტურა, რომელიც კონკრეტულ ადამიანებს ეფუძნება, დიდხანს ვერ ძლებს და მალე ხდება შესაცვლელი. ყველაზე დიდხანს მუშაობს ისეთი სტრუქტურა, რომელიც ორგანიზაციის დანიშნულების და მისი შესაბამისი სტრატეგიის მიხედვით კეთდება,როცა იგი იმისთვის იქმნება, რათა ესა თუ ის კონკრეტული სტრატეგია განახორციელოს. და თუ ის სწორად არის გაკეთებული, მაშინ იქამდე იქნება აქტუალური, სანამ სტრატეგია არსებითად არ შეიცვლება. რას ნიშნავს სტრატეგიის შესაბამისი […]

ანტიკრიზისული მართვა კადრების მართვა სტრატეგია

როგორ ავანთოთ ნაპერწკალი თანამშრომლების თვალებში

თითქმის ყველა ორგანიზაციის ცხოვრებაში ხდება ასეთი რამ, ზოგთან არც თუ ისე იშვიათად – თანამშრომლები მოწყენილები არიან, მათ თვალებში ნაპერწკალი არ ჩანს და სამსახურში სიარულიც, ეტყობათ, რომ დიდად არ ეხალისებათ, ძირითადად ხელფასის გამო დადიან და სულ უფრო ხშირად მოგვდის ხმები, რომ  სხვა სამსახურიც დაუწყია ნაწილს. როგორ შეიძლება ასეთ დროს მოიქცეს ხელმძღვანელი, რა მოიმოქმედოს, რათა თანამშრომლებში მუშაობის და […]

კადრების მართვა ორგანიზაციული სტრუქტურა

როგორ შეიძლება გავხადოთ თანამშრომლების განვითარების პროცესი უწყვეტი

ნებისმიერი ორგანიზაციის ძირითადი საყრდენი ფუნდამენტი ადამიანური რესურსია. მისი ხარისხი და მახასიათებლები პირდაპირ აისახება კომპანიის ყოველდღიურ საქმიანობასა და შედეგებზე. ორგანიზაცია უნდა ზრუნავდეს არა მხოლოდ იმაზე, რომ შეარჩიოს და აიყვანოს საჭირო და სწორი კადრები, არამედ მათი  მუდმივი პროფესიული და პიროვნული ზრდა-განვითარება. პიროვნების განვითარება შეიძლება მოხდეს როგორც თვითგანვითარებით, ასევე იმ ორგანიზაციის დახმარებით, რომლის წევრიცაა.

ზოგადი მენეჯმენტი ორგანიზაციული სტრუქტურა

კოლეგიალური რგოლების ამოქმედება

კოლეგიალური რგოლების (დირექტორატი, განვითარების საბჭო, მარკეტინგის, IT, რისკების კომიტეტები და ა.შ.) მნიშვნელობა ორგანიზაციის წარმატებაში ძალიან დიდია. ეს სტრუქტურული წარმონაქმნები ეხმარება ორგანიზაციას გააუმჯობესოს კომუნიკაცია თანამშრომლებს შორის, უწყვეტად, უფრო სწრაფად და პროდუქტიულად წარმართოს მნიშვნელოვანი პროცესები, მიიღოს ბევრად უკეთესი გადაწყვეტილებები და ხელი შეუწყოს მათ აღსრულებას. ამასთან კოლეგიალური რგოლების ამოქმედება არცთუ ისე იოლი საქმეა. რაღაც პერიოდის მანძილზე ჩატარებული უნაყოფო […]

ორგანიზაციული სტრუქტურა

სტრუქტურის დანერგვის მონიტორინგის პროცესის მართვა

ძალიან ბევრი კარგი გადაწყვეტილება ვერ ხორციელდება მხოლოდ იმიტომ, რომ დანერგვის პროცესი არ არის ორგანიზებული და მართვადი. ასევეა სტრუქტურის შემთხვევაშიც – რაც არ უნდა ღირებული და კარგი გადაწყვეტილებები ჩაიდოს მასში, ძალიან ცხადი და დეტალური იყოს გადასვლის გეგმა, ყველას ჰქონდეს სურვილი მისი დანერგვისა, აუცილებელია დანერგვის მონიტორინგი, რომლის სქემაზეც ვისაუბრებთ.

ლიდერობა სტრატეგია

საკუთარი უნარების განვითარების ერთი გზა

უნარების განვითარების გზები უამრავია. მისი არჩევა დამოკიდებულია ჩვენს სურვილზე და შესაძლებლობაზე. უნარის გამორჩევა, რომელიც გვინდა განვავითაროთ ყურადღებით უნდა შევარჩიოთ. სტატიაში ვისაუბრებთ მიდგომაზე, რომლის მიხედვითაც, სასურველია, გამოვარჩიოთ ყველაზე ძლიერი თვისება, უნარი, რაიმე ასპექტი და მის დახვეწაზე და კიდევ უფრო მეტად გაძლიერებაზე ვიმუშაოთ. ეს მიდგომა უფრო დიდ ეფექტს მოგვცემს, ვიდრე სისუსტეების გამოვლენა და მათზე მუშაობა.

ზოგადი მენეჯმენტი ორგანიზაციული სტრუქტურა

ანგარიშგების და შეფასების სისტემა – რატომ არის მნიშვნელოვანი და როგორი შეიძლება იყოს ის

რა არის დანაკარგი, რომელსაც ყველაზე მეტად განიცდის კაცობრიობა?… „Time is the scarcest resource and unless it is managed nothing else can be managed.“ Peter Drucker

კადრების მართვა

ახალი HR მენეჯერი დიდ ორგანიზაციაში

პირადად გაიცნოს და ინდივიდუალურად გაესაუბროს, რაც შეიძლება მეტ ადამიანს – ეს არის ის, რისი კეთებაც უპირველეს ყოვლისა უნდა დაიწყოს ახლად მისულმა ეიჩარმა დიდ ორგანიზაციაში. გაიცნოს თანამშრომლები მენეჯერებიდან დაწყებული დამლაგებლებით დამთავრებული, სათაო ოფისში, ფილიალებში,  რეგიონებში და გაიგოს მათი პრობლემები – რა აწუხებთ, რა უქმნით დისკომფორტს მუშაობის პროცესში, რა შემთხვევაში გახდებოდნენ უფრო ამაყები და ბედნიერები იმით, რომ […]

ორგანიზაციული სტრუქტურა

ურთიერთდამოკიდებული სტრუქტურა და პროცესები

ყველაზე მეტად, რაც ორგანიზაციაში პროცესების მსვლელობაზე ახდენს გავლენას, ეს სტრუქტურაა. სტრუქტურას შეუძლია ორგანიზაციისთვის კრიტიკული პროცესები შეანელოს, ან დააჩქაროს. სტრუქტურას შეუძლია პროცესების შედეგების ხარისხი აამაღლოს, ან გააუარესოს, სტრუქტურას შეუძლია პროცესების შედეგების მოცულობა გაზარდოს, ან  მნიშვნელოვნად შეამციროს. ამიტომ ყველაზე მომგებიანი დრო, როცა პროცესების გამართულობაზე შეიძლება ვიფიქროთ, ეს სტრუქტურის ფორმირების ეტაპია.

კადრების მართვა ორგანიზაციული სტრუქტურა

როგორ ავამაღლოთ თანამშრომლების პროდუქტიულობა

არაპროდუქტიული თანამშრომლები მხოლოდ ხელფასის გამო დადიან სამსახურში, არიან პასიურები, არასდროს გამოდიან ახალი შემოთავაზებებით, ცდილობენ, რაც შეიძლება ნაკლები დავალება მიიღონ და რაც შეიძლება ნაკლები იმუშაონ. ამის საწინააღმდეგოდ, პროდუქტიული თანამშრომლები ძალიან ადვილად შესამჩნევია ნებისმიერ ორგანიზაციაში – ინიციატივიანები, პროაქტიულები, ფუნქციებს ასრულებენ მაღალი ხარისხით, დროულად, არიან ენერგიულები, მონდომებულები და მოტივირებულები. რაც მეტი ასეთი თანამშრომელი ეყოლება ორგანიზაციას, მით უფრო დიდია […]

ლიდერობა

სამი მთავარი საფრთხე ლიდერისთვის

მას შემდეგ, რაც ამ სტატიის დაწერის იდეა გაჩნდა, თითქმის სამი თვე ვფიქრობდი და ვაანალიზებდი – ღირდა თუ არა სათქმელის სხვებისთვის გაზიარება. ამ დროის განმავლობაში, ყოველდღიურად, ნელ–ნელა ვრწმუნდებოდი, რომ ღირდა, თუმცა გამბედაობა არ მყოფნიდა. და აი, დადგა მომენტი, როდესაც ბოლოსდაბოლოს თავს უფლება მივეცი, გაგიზიაროთ ჩემი ნააზრევი.

ზოგადი მენეჯმენტი ორგანიზაციული სტრუქტურა

როგორ ავამუშავოთ კოლეგიალური ორგანოები წარმატებულად

ეს სტატია განკუთვნილია მათთვის ვინც კოლეგიალური ორგანოს შექმნაზე ფიქრობს, ან არსებულების მუშაობის ეფექტიანობა აწუხებს, ან  უბრალოდ აინტერესებს მსგავსი შეხვედრების მუშაობისა და წარმატების სპეციფიკა. კოლეგიალური ორგანოების შეკრებები უსარგებლო შეხვედრებად რომ არ იქცეს ამისთვის საჭიროა თავიდანვე განვსაზღვროთ მათი დანიშნულება, დეტალურად გავწეროთ მუშაობის რეგლამენტი და გვქონდეს შეხვედრების მართვის შეძლებისდაგვარად სრულყოფილი სისტემა. ამ სტატიაში შევეცდებით მოკლედ მოგიყვეთ სამივე კომპონენტის […]

ორგანიზაციული სტრუქტურა

როგორ ავამოქმედოთ ახალი სტრუქტურა

ორგანიზაციული სტრუქტურის წარმატების უდიდესი ნაწილი მის სწორ დანერგვაზე მოდის. რამდენადაც თანმიმდევრულები და ორგანიზებულები ვიქნებით ახალი სტრუქტურის დანერგვაში, მით უფრო სწრაფად და მით უფრო სრულად შევძლებთ მისი პოტენციალის გამოყენებას. მეორეს მხრივ, დროში გაუმართლებლად გაწელილმა და შეცდომებით მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესმა, შესაძლოა ყველაზე გენიალური მოდელის შემთხვევაშიც კი უფრო ზიანი მოუტანოს ორგანიზაციას, ვიდრე სარგებელი.

ბიზნეს პროცესები ორგანიზაციული სტრუქტურა

ინოვაციების ცენტრი ორგანიზაციაში

თანამედროვე კონკურენციის პირობებში ინოვაციების მუდმივობა მთავარი ფაქტორია ორგანიზაციის განვითარებისთვის. მმართველებმა, რომლებმაც გააცნობიერეს იდეების  უწყვეტობის მნიშვნელობა დიდ წარმატებას მიაღწიეს. მოდელი, სადაც იდეების ნაკადები  მიმართულია მხოლოდ ზევიდან ქვევით დროთა განმავლობაში კარგავს ღირებულებას, რადგან გააჩნია გარკვეული შეზღუდვები – იდეების წყარო ადრე თუ გვიან ამოიწურება. თუ ჩვენ შევქმნით იდეების უწყვეტ ნაკადს, როგორც ზევიდან ქვევით, ისე ქვევიდან  ზევით და  ამ […]

ზოგადი მენეჯმენტი ორგანიზაციული სტრუქტურა

კოლეგიალური ორგანოების მნიშვნელობა

ორგანიზაციული სტრუქტურების ტიპების ერთ-ერთი ჭრილია ორგანიზაციული სტრუქტურები კოლეგიალური ორგანოებით და სტრუქტურები კოლეგიალური ორგანოების გარეშე. მათ შორის განსხვავება რთული შესამჩნევი არაა. ეს ყველაზე მეტად პროცესებზე, გადაწყვეტილებების ხარისხზე და ადამიანებზე დაკვირვებით შეიმჩნევა. რაც უფრო დიდია კოლეგიალური ორგანოების წილი ორგანიზაციის სტრატეგიულ მართვაში, მით უფრო შეკრული, მიზანმიმართული და სწრაფად განვითარებადია ორგანიზაცია. და რაც უფრო ნაკლებია კოლეგიალური ორგანოების მართვის წილი […]

ბიზნეს-ქეისები ორგანიზაციული სტრუქტურა

ერთხელ, ერთ-ერთ ბანკში განხორციელებული სტრუქტურული ცვლილებების შესახებ

თორმეტი წლის წინათ ერთ-ერთ ბანკში სტრუქტურის ცვლილების პროცესში მოგვიწია მონაწილეობის მიღებამ. დღეს, როდესაც ამ ცვლილებების განხორციელების შემდეგ ბევრი დრო გავიდა, და აღნიშნული ბანკიც რადიკალურად განსხვავებული სტრუქტურით მუშაობს, გვინდა თავს უფლება მივცეთ და მოგითხრობთ ამ ცვლილებების შესახებ. იმედი გვაქვს, ეს ისტორია წასაკითხად საინტერესო და სასარგებლო იქნება ყველასთვის, ვისაც სტრატეგიული მართვის საკითხები აინტერესებს.

ბიზნეს-ქეისები ორგანიზაციული სტრუქტურა

წარმატებული სკოლის ორგანიზაციული სტრუქტურა

სკოლის მიზანია, აღმოაჩინოს მათემატიკური ნიჭით გამორჩეული ბავშვები საქართველოს მასშტაბით და მისცეს მაღალი ხარისხის პროფილური განათლების მიღების შესაძლებლობა კომაროვის სახელობის 199-ე სკოლა —————————————————— რა თქმა უნდა, თითოეულ სკოლას შესაძლოა სრულიად განსხვავებული სტრუქტურა გააჩნდეს, გამომდინარე მისი პრიორიტეტებისგან, მაგრამ ჩვენ გვინდა მოგიყვეთ კომაროვის სახელობის სკოლის სტრუქტურის შესახებ, რომლის დიზაინშიც ვიყავით ჩართულები და რომლის პრიორიტეტები არის, აღმოაჩინოს და მოიზიდოს […]

დაგვიკავშირდით

მოგვწერეთ: contact@synergy.ge

დაგვირეკეთ: +995 595 24 78 63

Strategy (c)2025. All Rights Reserved.