შეუბრალებელი ბრძოლა ხარჯებთან
წარმატებული ორგანიზაციები გაუმართლებელ დანახარჯებს განუწყვეტლივ ებრძვიან, თუმცა მშვიდობიან და კრიზისულ პერიოდებში ვითარება განსხვავებულია. თუკი მშვიდობიან პერიოდში ორგანიზაციამ შეიძლება მოითმინოს გაბერილი ხარჯები, კრიზისულ პერიოდში გაუმართლებელ ხარჯებს მისი გაკოტრება შეუძლიათ. ამიტომ მათ მიმართ ლმობიერება ნაკლებია.