პარასკევი, 11 ივლისი 2025

დროება

მხოლოდ ერთი კითხვა

Contact Info

  • ADDRESS: Street, City, Country

  • PHONE: +(123) 456 789

  • E-MAIL: your-email@mail.com

Blog

ბიზნეს-ქეისები თბილისის ზღვის ჰოსპიტალის ქეისი სტრატეგია

ჩვენ უბნის სამაგალითო საავადმყოფოს შექმნაში ჩავერთეთ

ისტორია მესამე, სტატია პირველი – სინერჯი ჯგუფი “თბილისის ზღვის ჰოსპიტალის” მართვაში შევიდა როგორი რთულიც არ უნდა იყოს ორგანიზაციის მდგომარეობა, საკმარისია მენეჯმენტმა მისი დანიშნულების გააზრება დაიწყოს და ყურადღება და ძალისხმევა ისეთი შიდა ცვლილებების განხორციელებაზე მიმართოს, რაც მას ამ დანიშნულების უკეთ განხორციელებაში დაეხმარება, რომ ყველაფერი გარეთაც ეგრევე მოწესრიგებას იწყებს. ისეთი შესაძლებლობები ჩნდება, ისეთ მხარდამჭერებს და გულშემატკივრებს აღმოვაჩენთ როგორც […]

ბიზნეს-ქეისები გაყიდვები და მარკეტინგი სახალხო აფთიაქის ქეისი სტრატეგია

გაყიდვის სტიმულირება, სადაც გაყიდვა არ არის მთავარი მიზანი

სახალხო აფთიაქის მართვაში შესვლა: ისტორია პირველი, სტატია მეთორმეტე – როგორ ვყიდით ჩვენ წინა სტატიის სანახავად ეწვიეთ ბმულს. გაყიდვების სტიმულირების ამოცანის მთავარი გასაღები ჩვენ ასე გვესმის, რომ მივხვდეთ ვინ არიან ის ადამიანები, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდებათ ჩვენი პროდუქტები, მივაწოდოთ ამ პროდუქტებზე კვალიფიციური ინფორმაცია სანდო არხებით და ამით დავეხმაროთ მათ სწორი გადაწყვეტილების მიღებაში. ეს მიდგომა საშუალებას გვაძლევს […]

ანტიკრიზისული მართვა ბიზნეს-ქეისები სახალხო აფთიაქის ქეისი სინერჯის კაპიტალის პარტნიორების ქეისი სტრატეგია

სახალხო აფთიაქის ფინანსური მხარდაჭერის და განვითარების ფონდი

ისტორია პირველი, სტატია მეთერთმეტე,  ასევე ისტორია მეორე, სტატია მეორე  – “სინერჯის კაპიტალის პარტნიორები” ახალ ქვეფონდს, სახალხო აფთიაქის მხარდაჭერის და განვითარების ფონდს ქმნის წინა სტატიების სანახავად ეწვიეთ – ისტორია პირველი; ისტორია მეორე. ცნობილია, რომ სისხლი იმდენი უნდა ჰქონდეს ორგანიზმს, რამდენიც სჭირდება. არც იმაზე მეტი არ არის კარგი და არც ნაკლები. სისხლი ორგანიზმის სიცოცხლისუნარიანობის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია. […]

ბიზნეს-ქეისები სახალხო აფთიაქის ქეისი სტრატეგია

დანიშნულება, როგორც მიზანი

სახალხო აფთიაქის მართვაში შესვლა: ისტორია პირველი, სტატია მეათე – 2018 წლის სტრატეგიული ამოცანები, და მათი გადაწყვეტის დაგეგმილი მიდგომები წინა სტატიის სანახავად ეწვიეთ ბმულს. ყველა ორგანიზაციას მისი უნიკალური დანიშნულება გააჩნია. რაღაცისთვის იქმნება და რაღაცის შესაქმნელად არსებობს, სანამ არსებობს. გარკვეული ღირებულების შესაქმნელად ვიღაცისთვის. და ეს ესეა მიუხედავად იმისა მენეჯმენტი ამ დანიშნულებას ხედავს თუ ვერა, ცდილობს თუ არა […]

ბიზნეს-ქეისები ორგანიზაციული სტრუქტურა სტრატეგია

დაიწყე წრიულით – მართვის სისტემა რესტორანში „ბარბარესთან“

ამ სტატიაში გვინდა გიამბოთ ერთ ძალიან წარმატებულ და გამორჩეულ ორგანიზაციაზე, რომელმაც ჩამოყალიბების ჯერ კიდევ საწყის ეტაპზე იგრძნო რამდენად მნიშვნელოვანი იყო მართვის სისტემის სწორი მოწყობა, რამდენად აუცილებელი იყო პასუხისმგებლობებისა და ამოცანების სწორი გამიჯვნა-განაწილება და ზუსტად დაინახა ის წერტილი ბიზნესის განვითარებაში, როდესაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია სწორი საძირკვლის ჩაყრა შემდგომი განვითარების ზედ დასაშენებლად. დღეს ის გამორჩეულია თავისი უნიკალურობით, ხარისხით, […]

ანტიკრიზისული მართვა ბიზნეს-ქეისები სახალხო აფთიაქის ქეისი

არ გამოცვალო, შეცვალე 

სახალხო აფთიაქის მართვაში შესვლა: ისტორია პირველი, სტატია მეცხრე – იძულებითი რეორგანიზაცია წინა სტატიის სანახავად ეწვიეთ ბმულს. ჩვენთვის ორგანიზაცია იურიდიული პირი არ არის, ჩვენთვის ის პირველ რიგში ადამიანების გუნდია, ვისთვისაც და ვისთან ერთადაც ვაკეთებთ იმას რასაც ვაკეთებთ. ჩვენთვის კარგ შედეგებზე უფრო მნიშვნელოვანი ის შედეგებია, რომელსაც სწორედ იქ მომუშავე ადამიანებთან ერთად ვიღებთ. ჩვენ ყოველთვის გვჯერა, რომ ყველაზე ძნელი […]

ანტიკრიზისული მართვა ბიზნეს-ქეისები სახალხო აფთიაქის ქეისი

მუდმივი გამოცდების დრო, ანუ როცა ცეცხლი აწრთობს რკინას

სახალხო აფთიაქის მართვაში შესვლა: ისტორია პირველი, სტატია მერვე – 2017 წლის შედეგები. წინა სტატიის სანახავად ეწვიეთ ბმულს. ცხოვრება ყოველ დღე ახალ-ახალ გამოცდას გვიწყობს, რაღაც თვალსაზრისით თვითონ ცხოვრებაც გამოცდაა თითქოს, მუდმივად იცდება რამდენად მკაფიოა ჩვენი ხედვები ჩვენთვის, რამდენად მტკიცეა მეგობრობა, რამდენად გამძლეა ნერვები, რამდენად გვესმის და ვიცავთ პრინციპებს, რამდენად მივყვებით სტრატეგიას, რამდენად ერთგულები ვართ მიზნების და ღირებულებების, […]

ანტიკრიზისული მართვა ბიზნეს-ქეისები სახალხო აფთიაქის ქეისი

ყურადღების მართვა

სახალხო აფთიაქის მართვაში შესვლა: ისტორია პირველი, სტატია მეშვიდე – 2017 წლის მტკივნეული გამოწვევები წინა სტატიის სანახავად ეწვიეთ ბმულს. ადამიანის შესაძლებლობებს ზღვარი არ აქვს. მას ყველა ამოცანის გადაწყვეტა და ყველა მიზნის მიღწევა შეუძლია. ყველაფერი შეუძლია ადამიანს, ერთდროულად ორი და მეტი საქმის კეთებაც კი, ბევრისაც. მაგრამ მთავარი, რაც ადამიანს არ შეუძლია, ყურადღების ერთდროულად ორ რაღაცაზე კონცენტრაციაა. ყურადღება ყველაზე მნიშნელოვანი […]

ანტიკრიზისული მართვა ბიზნეს-ქეისები სახალხო აფთიაქის ქეისი სტრატეგია

შენთვის რომ იპოვო, სხვებისთვის უნდა ეძებო

სახალხო აფთიაქის მართვაში შესვლა: ისტორია პირველი, სტატია მეექვსე – ჩვენი სტრატეგია 2017 წელს (გაგრძელება) წინა სტატიის სანახავად ეწვიეთ ბმულს. გვჯეროდა კიდეც სინერჯიში და გამოცდილებამაც დაგვიდასტურა, რომ თუ გინდა რამე ღირებული იპოვო, მათ შორის შენთვისაც, უნდა ეძებო სხვებისთვის, ოღონდ ეძებო გულით და მთელი მონდომებით. სხვისთვის ძებნა ძალებსაც გვაძლევს და მოტივაციითაც გვასაზრდოებს, მეტ და უკეთეს თანამოაზრეებსაც გვძენს, […]

ბიზნეს-ქეისები სახალხო აფთიაქის ქეისი სტრატეგია

მათთვის, ვისაც ოცნება შეუძლია

სახალხო აფთიაქის მართვაში შესვლა: ისტორია პირველი სტატია მეხუთე – სახალხო აფთიაქის სტრატეგია, რომელიც 2017 წლის დასაწყისში გუნდთან ერთად ავირჩიეთ წინა სტატიის სანახავად ეწვიეთ ბმულს. ჩვენ, სინერჯიში მიგვაჩნია, რომ სტრატეგია არც დისციპლინაა რამე არც მეცნიერების მიმართულება. სტრატეგია ხელოვნებაა, რომელიც ოცნებების ასრულებაში გვეხმარება. 

ბიზნეს-ქეისები კადრების მართვა ლიდერობა სახალხო აფთიაქის ქეისი სტრატეგია

მეტი ზრუნვა, მეტი ნდობა, მეტი მოტივაცია

სახალხო აფთიაქის მართვაში შესვლა: ისტორია პირველი, სტატია მესამე – პირველი გადაწყვეტილებები მეორე სტატიის სანახავად ეწვიეთ ბმულს. ხანდახან, განსაკუთრებით კრიზისში მყოფ ორგანიზაციაში, უფრო მნიშვნელოვანია სწრაფად და ბევრი გადაწყვეტილება მიიღო, ვიდრე ის თუ კონკრეტულად რა გადაწყვეტილებებს მიიღებ. ბევრი ფიქრის და მსჯელობის მაგივრად სჯობს გადაწყვიტო, იმოქმედო, და როგორც კი დაინახავ რომ შეცდომა დაუშვი შეცვალო გადაწყვეტილება და გააგრძელო მოქმედება. […]

ბიზნეს-ქეისები ორგანიზაციული სტრუქტურა სახალხო აფთიაქის ქეისი სტრატეგია

ყველაზე დიდი სიმდიდრე

სახალხო აფთიაქის მართვაში შესვლა: ისტორია პირველი, სტატია მეორე – პირველი ნაბიჯები პირველი სტატიის სანახავად, ეწვიეთ ბმულს. ნებისმიერ ორგანიზაციაში კრიზისი მაშინ იწყება, როცა მენეჯმენტი თანამშრომლების, როგორც წარმატების მთავარი ფაქტორის აღქმას კარგავს და მიღწეულ შედეგებში მათ მნიშვნელობას არასათანადოდ აფასებს. ამას თანამშრომლების უკმაყოფილება მოყვება, რაც თავის მხრივ, ცოტა მოგვიანებით, კლიენტების უკმაყოფილებასაც განაპირობებს. პროცესი დროთა განმავლობაში ფინანსურ შედეგებზეც შესაბამისად […]

ბიზნეს-ქეისები ზოგადი მენეჯმენტი სახალხო აფთიაქის ქეისი სტრატეგია

როდესაც არგანვითარება თვითმკვლელობაა

სინერჯიმ ორგანიზაციების მართვაში შესვლა დაიწყო: ისტორია პირველი, სტატია პირველი ორგანიზაციები მაშინ ამბობენ უარს არსებობაზე, როცა განვითარებაზე ამბობენ უარს. დღეს ინდუსტრიების უმრავლესობაში თუ არ ვითარდები უკვე რეგრესი გაქვს, თუ რეგრესი გაქვს დიდხანს ვერ გაძლებ ცოცხალი. სინერჯისთვისაც საქმიანობის ახალ სფეროში შესვლა განვითარების აუცილებლობა გახდა, ისევე როგორც იმ ორგანიზაციებისთვის იყო განვითარება აუცილებელი, ვისაც ჩვენ ჩვენი ახალი საქმიანობა მივუძღვენით. […]

ზოგადი მენეჯმენტი კადრების მართვა ორგანიზაციული სტრუქტურა

ინიციატივების ზრდა!

ჩააბარეთ ადამიანებს კონკრეტული ამოცანები და არა ფუნქციები, მიეცით შესაბამისი ძალაუფლება, და მათი ქცევა რადიკალურად შეიცვლება, გაიზრდება ინიციატივები და მიღებული გადაწყვეტილებების განხორციელების ხარისხი. თანამედროვე კონკურენტულ გარემოში ორგანიზაციების უნარი მუდმივად შესთავაზონ მომხმარებლებს რაც შეიძლება მეტი სიახლე, მიიღონ და განახორციელონ მეტი გადაწყვეტილებები და უფრო სწრაფად, ვიდრე ოდესმე, ხდება გადამწყვეტი გრძელვადიანი წარმატებისთვის. კომპანიებმა დღეს უკვე, რომ მოიპოვონ და შეინარჩუნონ […]

ბიზნეს-ქეისები ორგანიზაციული სტრუქტურა

ისე, როგორც ორკესტრში…

სწორედ ასეთი გამორჩეული, განვითარებაზე ორიენტირებული და განსაკუთრებული სულისკვეთებით ანთებული გუნდები აღწევენ უდიდეს წარმატებებებს. არ აქვს მნიშვნელობა მოგწონს თუ არა სიმფონიური მუსიკა, ყოფილხარ თუ არა კლასიკური მუსიკის კონცერტზე, არჩევ თუ ვერა მუსიკალურ საკრავებს ერთმანეთისგან, ერკვევი თუ არა კომპოზიტორების შემოქმედებაში, მაინც აუცილებლად გეცოდინება და უფრო მეტიც, გეყვარება საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით.

ბიზნეს-ქეისები ორგანიზაციული სტრუქტურა

ქეისი: თბილისის განვითარების ფონდი

სასეირნოდ წასვლა გადავწყვიტე უკან, მომავალში. უფრო სწორად სანახავად. საგანგებოდ შერჩეულ ადგილას. ტრანსპორტით მისვლა მომიწია სეირნობის დაწყების წერტილამდე. და აი მივედი. სიარულის ტემპი შევიცვალე. მინდოდა თითოეული დეტალი აღებეჭდა ჩემს გონებას და დაემახსოვრებინა. კიდევ ერთხელ ვინანე, რომ არ მაქვს კარგი ხარისხის ფოტო აპარატი. ულამაზესი აივნები, თვალისმომჭრელი ჭიშკრები, ისტორიული შენობები და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები. ვერ მოვესწარი მათ პირვანდელ […]

კადრების მართვა

წახალისება დღეს და შეფასების როლი

წახალისების არასწორი და უსისტემო ინსტრუმენტები შეიძლება კომპანიის ტვირთად და ვალდებულებად გადაიქცეს, ხოლო სწორი, შეფასებაზე დაფუძნებული სისტემა – შედეგების მართვის საშუალებად. ნელ-ნელა ისეთი სტიმულები, როგორიც არის გეგმებიდან გამომდინარე ბონუსი შესრულებული სამუშაოსთვის, ასევე ხელფასის მატება გამოცდილების ზრდასთან ერთად, ან კარიერული წინსვლა, კარგავს გავლენას და ნაკლებ მამოტივირებელი ფაქტორები ხდება, რადგან თანამშრომლები ამას იღებენ უკვე როგორც მოცემულობას, კომპანიის ვალდებულებას […]

ბიზნეს პროცესები სტრატეგია

ბიზნეს პროცესების მნიშვნელობა სტრუქტურაში

ნებისმიერ ორგანიზაციაში არსებობს რამდენიმე ყველაზე მნიშვნელოვანი ბიზნეს პროცესი, რომლის უწყვეტობაც კომპანიის წარმატებას განაპირობებს. სხვადასხვა ორგანიზაციის შემთხვევაში რა თქმა უნდა განსხვავდება პროცესები, თუმცა ძირითადი ნაბიჯები შეიძლება მსგავსი იყოს. მაგალითად, ვაჭრობის დარგში მომუშავე ორგანიზაციისთვის მნიშვნელოვანი ბიზნეს პროცესები შეიძლება იყოს – ასორტიმენტის განვითარების პროცესი, გაყიდვების პროცესი, მარაგების დაგეგმვის და მართვის პროცესი და ა.შ.

ბიზნეს-ქეისები ზოგადი მენეჯმენტი ორგანიზაციული სტრუქტურა სტრატეგია

ძალაუფლებისა და პასუხისმგებლობის დისბალანსი – ერთი ისტორია მარკეტინგის მენეჯერისა და სამეურნეო ხელმძღვანელის შესახებ

ერთ ორგანიზაციაზე გვსურს მოგიყვეთ, რომელსაც ძალიან გავრცელებული სტრუქტურული პრობლემა აწუხებდა – პასუხისმგებლობისა და ძალაუფლების დისბალანსის სახით. პასუხისმგებლობა – ეს არის ზემოდან წამოსული წნევა, რაც ამოძრავებს ადამიანს და უბიძგებს, რომ დადოს შედეგები. ძალაუფლება – ეს არის ის ძალა, რომლითაც პირი ზემოქმედებს ორგანიზაციაზე და იღებს შესაბამის რესურსებს, მხარდაჭერას, შედეგების მისაღწევად.