პარასკევი, 11 ივლისი 2025

დროება

მხოლოდ ერთი კითხვა

Contact Info

  • ADDRESS: Street, City, Country

  • PHONE: +(123) 456 789

  • E-MAIL: your-email@mail.com

Blog

ორგანიზაციული სტრუქტურა

“დაკარგული” ამოცანები

ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გავრცელებული პრობლემა ქართულ ორგანიზაციებში არის, როცა მნიშვნელოვან ამოცანებზე პასუხისმგებელი პირები არ არიან სტრუქტურაში. ამის გამო შეიძლება ორგანიზაციამ ბევრი შესაძლებლობა დაკარგოს – ორგანიზაციაში მიმდინარე პროცესები შენელდეს, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საკითხები ვერ გადაიჭრას, ბაზარზე პოზიციები შეუსუსტდეს და საბოლოოდ ორგანიზაციამ ვერ მიაღწიოს დასახულ მიზნებს. მას შემდეგ რაც, თითოეულ ასეთ ამოცანაზე გავაჩენთ პასუხისმგებლებს ორგანიზაცია იწყებს მიზანმიმართულად მუშაობას […]

სტრატეგია

იდეალურ ქალაქზე

ქალაქში ცხოვრება დღეს რომ ადამიანების უმრავლესობისათვის გაცილებით მომხიბლავი, იმედის მომცემი და განვითარებასთან ასოცირებული პერსპექტივაა, ეს ფაქტია. როგორც ამბობენ, „ქალაქში მეტი გასაქანია“ და ჩვენც იმ იმედით, რომ ამ მეტში ჩვენი ადგილი აუცილებლად იქნება, ყოველდღე ვიბრძვით ქალაქში თავის დასამკვიდრებლად.

ზოგადი მენეჯმენტი ორგანიზაციული სტრუქტურა

რა გავლენას ახდენს სტრუქტურა კომუნიკაციასა და კოორდინაციაზე

ორგანიზაციული სტრუქტურა განსაზღვრავს რამოდენიმე უმნიშვნელოვანეს კომპონენტს ორგანიზაციის მართვის სისტემაში. მათ შორის არის კოორდინაციისა და კომუნიკაციის ფორმატები. ის, თუ რამდენად სწორადაა სტრუქტურა ფორმირებული და რა კომუნიკაციის ფორმატებია გამართული მუშაობისთვის, განაპირობებს სტრუქტურულ ერთეულებს შორის კომუნიკაციისა და კოორდინაციის სიხშირეს, ფორმატს, ხარისხს.

ზოგადი მენეჯმენტი ორგანიზაციული სტრუქტურა

პირველი პირი სტრატეგიულ საკითხებზე რომ მუდმივად ინფორმირებული იყოს

სკანდალი “Volkswagen“ -ის გარშემო: 2015 წელს, მსოფლიოს ერთ-ერთმა უმსხვილესმა ავტო მწარმოებელმა “Volkswagen”-მა აშშ-დან ნახევარი მილიონი ავტომობილი უკან გაიწვია, ვინაიდან ბოლო მოდელებში აღმოჩნდა ადამიანის ჯანმრთელობისთვის საზიანო რადიაციული ნაწილაკები. კომპანიის ზარალმა 30 მილიარდამდე შეადგინა, აღმასრულებელი დირექტორი Mr. Winterkorn თანამდებობიდან გადადგა და განაცხადა, რომ ის არ იყო ინფორმირებული ამის თაობაზე. ორგანიზაცია შეიძლება ყოველთვის მსგავს სკანდალში არ გაეხვეს, მაგრამ […]

კადრების მართვა ორგანიზაციული სტრუქტურა

„განწირული“ ამოცანები – რატომ არ უნდა დავაკისროთ ადამიანს ერთზე მეტი ამოცანა

იდეალურია ისეთი მართვის მოდელი, სადაც ერთ ადამიანს მხოლოდ ერთი ამოცანა აქვს გადასაჭრელი, მან მკაფიოდ იცის რა მოეთხოვება, რა შედეგი უნდა დადოს და კონცენტრირებულია კონკრეტული მიმართულებით.

ბიზნეს პროცესები ორგანიზაციული სტრუქტურა სტრატეგია

პროდუქტების განვითარება და ორგანიზაციული სტრუქტურები

ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესები სტრუქტურაში თუ სწორად არ იქნება გადატანილი, ორგანიზაციები გამართულად ვერ იმუშავებენ, ვერც კონკურენტუნარიანები იქნებიან და ვერც დანიშნულებას შეასრულებენ სათანადოდ. მინდა წარმოებებისთვის ყველაზე მნიშვნელოვან, პროდუქტების განვითარების პროცესზე და სტრუქტურასთან მის კავშირზე მოგითხროთ. დარწმუნებული ვარ ასე ბევრად ნათელი გახდება რა გავლენა აქვს სტრუქტურას საქმიანობის შედეგებზე.

ორგანიზაციული სტრუქტურა

თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურის ანალიზი

თავდაცვის სამინისტროს მთავარი დანიშნულება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაზე ზრუნვაა. ამისათვის იგი მუდმივად, ყოველდღიურ რეჟიმში უნდა ცდილობდეს, რაც შეიძლება მაღალი ხარისხით გადაჭრას შემდეგი ამოცანები: 1) ქვეყანას ჰქონდეს რაც შეიძლება კარგად გააზრებული და ჩამოყალიბებული პოლიტიკა, ზოგადად თავდაცვის და მისი თითოეული შემადგენელი კომპონენტის მიმართულებით; 2) ახორციელებდეს ქვეყნის შეიარაღებული ძალების მაქსიმალურ მხარდაჭერას, ეხმარებოდეს მას, რომ ყოველდღიურად მზად იყოს შედეგიანი მოქმედებებისათვის; […]

ორგანიზაციული სტრუქტურა

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სტრუქტურაში არსებული პრობლემები და გაუმჯობესების შესაძლებლობები

სოფლის მეურნეობის სამინისტროს უმთავრესი ამოცანაა მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ქვეყნის აგრარული პოტენციალის გამოყენებას, ამ დარგში შექმნილი და რეალიზებული პროდუქტის მოცულობის ზრდას. ამ დანიშნულებას სამინისტრო შეასრულებს, თუ მისი ყოველდღიური საქმიანობა მიმართული იქნება შედეგიანი პოლიტიკის ფორმირებისკენ, სტრატეგიული პროექტების ინიცირების და განხორციელების ხელშეწყობისკენ, საკანონმდებლო ბაზის განვითარებისკენ სამი ძირითადი მიმართულებით: ა) ქვეყანაში წარმოებული აგროპროდუქციის მოცულობის ზრდა (საწარმოთა და ფერმერთა რაოდენობის […]

ორგანიზაციული სტრუქტურა

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სტრუქტურაში არსებული ძირითადი პრობლემების შესახებ

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მთავარი დანიშნულებაა, იზრუნოს იმაზე, რომ ადამიანებმა უფრო დიდხანს და უფრო ჯანმრთელად იცხოვრონ. ასეთი დანიშნულების განხორციელება მუშაობას შემდეგი სამი მიმართულებით გულისხმობს: ადამიანებს ჰქონდეთ ჯანსაღი ცხოვრების სურვილი და ამისთვის მაქსიმალურად ხელსაყრელი გარემო (წყალი, ჰაერი, საკვები და ჯანსაღი ცხოვრებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა); ჰქონდეთ შესაძლებლობა, დროულად მიიღონ საჭირო, ხარისხიანი, სანდო სამედიცინო მომსახურება; ჰქონდეთ მინიმალურად […]

ორგანიზაციული სტრუქტურა

შეესაბამება თუ არა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სტრუქტურა მის დანიშნულებასა და პრიორიტეტებს

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სტრუქტურის ანალიზი მომზადებულია ოფიციალურად მოწოდებული დოკუმენტაციის საფუძველზე და მხოლოდ იმ ხარვეზებსა და შესაძლებლობებს გამოკვეთს, რაც არასწორი სტრუქტურით არის გამოწვეული. ანალიზის პერიოდში აგრეთვე შესწავლილ იქნა ყველაზე წარმატებული განათლების სისტემების მქონე ქვეყნების სამინისტროების სტრუქტურები. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ისევე როგორც თითქმის ყველა სხვა საჯარო ორგანიზაციის მთავარი პრობლემა დღეს არის ის, რომ მათი მოწყობა […]

ზოგადი მენეჯმენტი ორგანიზაციული სტრუქტურა სტრატეგია

სტრუქტურული გიგანტები ორგანიზაციების შიგნით

ძალიან ბევრ ქართულ ორგანიზაციაში გვხვდება შემთხვევა, როდესაც ერთი ადამიანი, არა პირველი პირი, ორგანიზაციის თანამშრომლების, რესურსების, ფუნქციების უდიდეს ნაწილს, 60-70%-ს ან მეტსაც მართავს. ასეთ ხელმძღვანელებს ან ქვედანაყოფებს სტრუქტურულ გიგანტებს ვუწოდებთ. მათი არსებობა ორგანიზაციების მართვაში ურთულეს პრობლემებს ქმნის. ამ სტატიაში მართვის სწორედ ამ სირთულეებზე გვინდა მოგითხროთ.

კადრების მართვა ორგანიზაციული სტრუქტურა

როგორ და რატომ აფუჭებს არასწორი სტრუქტურა ადამიანებს

სტრუქტურა ადამიანს უკეთესს ვერ გახდის, თუმცა არასწორ სტრუქტურას შეუძლია ყველაზე საუკეთესოც კი ორგანიზაციის უუნარო, არქმედითი წევრი გახადოს, მისთვის დამახასიათებელი, იქამდე დაფარული, ცუდი თვისებები და ხასიათი ზედაპირზე ამოიტანოს და დაპირისპირებების, ქაოსის, ბოროტების მიზეზად აქციოს. ამ სტატიაში მოგითხრობთ იმის შესახებ, თუ როგორ და რატომ ახერხებს არასწორი სტრუქტურა ადამიანებში გასაოცარი ცვლილებების მოხდენას.

ზოგადი მენეჯმენტი ორგანიზაციული სტრუქტურა სტრატეგია

ქვემოდან რომ მეტი ინიციატივა მოდიოდეს

ქართულ ორგანიზაციებში მენეჯმენტის ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევას ინიციატივების ნაკადის მიმართულების ცვლილება წარმოადგენს. უკვე ბევრი ხელმძღვანელი ხვდება, რომ თუ ქვემოდან წამოსული ინიციატივების რაოდენობა არ გაიზრდება, მენეჯმენტის მიერ გენერირებული იდეები არც საკმარისი აღარ არის, ხარისხით და ორიგინალურობითაც დიდად არ გამოირჩევა და რაც მთავარია, მათი განხორციელება ძალიან ჭირს. მათ, ვისაც ზემოდან წამოსული იდეების იმპლემენტაცია უწევთ ან არ მოსწონთ, ან […]

ორგანიზაციული სტრუქტურა

როდესაც ხელმძღვანელს ბევრი ქვედანაყოფი უშუალოდ ექვემდებარება

ქართულ ორგანიზაციებში ერთ-ერთი ყველაზე მეტად გავრცელებული სტრუქტურული ხარვეზია პირველი პირისთვის ბევრი ( 9 – 10 და მეტი) ქვედანაყოფის უშუალოდ დაქვემდებარება. წლების განმავლობაში უამრავი ასეთი ორგანიზაციის საქმიანობაზე დაკვირვებით ეს, თითქოს არც თუ ისე მნიშვნელოვანი დეფექტი, უამრავ სისტემურ პრობლემას და გართულებას იწვევს ორგანიზაციაში. სწორედ ამ პრობლემების შესახებ გვინდა მოგითხროთ ამ სტატიაში.

ორგანიზაციული სტრუქტურა

რას გვიყვება სტრუქტურა ორგანიზაციის შესახებ

ერთი შეხედვით  უბრალო, არაფრის მთქმელი მართკუთხედების და ხაზების შეერთება, რომელსაც ორგანიზაციულ სტრუქტურას უწოდებენ და რომელიც, წესით ორგანიზაციაში მხოლოდ პასუხისმგებლობების, როლების და ძალაუფლების განაწილებას უნდა ასახავდეს, კარგად შესწავლის შემთხვევაში, ვერ წარმოიდგენთ, რამდენის მთქმელი შეიძლება აღმოჩნდეს ორგანიზაციის და მასში მიმდინარე როგორც დადებითი, ისე უარყოფითი პროცესების შესახებ.

ბიზნეს-ქეისები ორგანიზაციული სტრუქტურა

ერთი ადამიანი – ერთი ამოცანა

ადამიანები ბევრად პროაქტიულები, შედეგზე კონცენტრირებულები, განვითარებაზე ორიენტირებულები ხდებიან, როდესაც მხოლოდ ერთი ამოცანა აქვთ გადასაჭრელი და ამასთან ძალიან ცხადად ესმით, რაში მდგომარეობს ის. ამ სტატიაში ერთი ორგანიზაციის რესტრუქტურიზაციაზე გვინდა მოგითხროთ, ორგანიზაციისა, რომელმაც გადაწყვიტა ისე გადაენაწილებინა პასუხისმგებლობები თანამშრომლებს შორის, რომ თითოეულს მხოლოდ ერთ, ძალიან ცხადი ამოცანის გადაჭრაზე მიემართა ენერგია და რესურსები, შეფასებითაც სწორედ იმის მიხედვით შეფასებულიყო, თუ […]

ბიზნეს-ქეისები ორგანიზაციული სტრუქტურა სტრატეგია

მომსახურების ხარისხის ამაღლება სამედიცინო დაწესებულებაში

ყველას გვქონია, ალბათ, შეხება სამედიცინო დაწესებულებებთან – ზოგს პაციენტის, ზოგსაც პაციენტის ახლობლის როლში. ყველამ ვიცით იმ პრობლემების შესახებ, რომლებიც საქართველოს საავადმყოფოებში თუ სხვადასხვა კლინიკებში მომსახურების კუთხით არსებობს. რამდენადაც არ უნდა გვეგონოს, რომ ასეთი მომსახურების მიზეზი ექიმების ან ამ დაწესებულებების ხელმძღვანელების არასაკმარის ნებაშია, ეს ასე ნამდვილად არ არის. მინიმუმ ვიცნობთ ძალიან ბევრ სამედიცინო დაწესებულებას, რომელთა ხელმძღვანელებს […]

ზოგადი მენეჯმენტი

რა ამცირებს სახელმწიფო ორგანიზაციების პროდუქტიულობას

სახელმწიფო ორგანიზაციებში, მათი გამართული ფუნქციონირების უკიდურესი მნიშვნელობის მიუხედავად, ძალიან იშვიათად თუ წააწყდებით კარგად დალაგებულ მართვის სისტემებს. არეული სტრუქტურები, პასუხისმგებლობების, როლების და ძალაუფლების გაუგებარი განაწილება, ბევრი ქაოსი, არაორგანიზებულობა, საკადრო რესურსების დიდი ნაწილის დაუტვირთაობა, არაკოორდინირებულობა მოქმედებებში, გაუგებარი, არაარგუმენტირებული, ერთმანეთის შეუსაბამო გადაწყვეტილებების სიმრავლე ორგანიზაციათა უმრავლესობას სახასიათო შტრიხებად აქვს ქცეული.

ბიზნეს პროცესები

სახელმწიფო ორგანიზაციების მაცოცხლებელი პროცესი

შემოქმედებითი, ე.წ. “ყოჩაღი” მენეჯერების დრო სულ უფრო სწრაფი ტემპით გადის. ისინი, ვისაც შეუძლიათ ბევრი საინტერესო იდეები მოიფიქრონ და მერე სწრაფად იმოქმედონ მათ განსახორციელებლად სულ უფრო ნაკლებ ღირებულებას წარმოადგენენ ორგანიზაციებისათვის. მათ ადგილს ისეთი ხელმძღვანელები იკავებენ, ვისაც მდგრადი, სტაბილური სისტემების შექმნა, აწყობა და მუდმივი განვითარება გამოსდით. დანარჩენს ყველაფერს კი ეს სისტემები აკეთებენ ბევრად მეტს, უფრო სწრაფად და […]

ორგანიზაციული სტრუქტურა

სახელმწიფო ორგანიზაციების სტრუქტურებში გავრცელებული პრობლემები

სახელმწიფო სტრუქტურების გამართულ მუშაობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქვეყნის მიმდინარე ფუნქციონირებისა და უწყვეტი განვითარებისათვის. ამაში ახალი, რა თქმა უნდა, არაფერია. თუმცა ის პრობლემები, რომლებიც ყველაზე მეტად უშლის ხელს ამ სტრუქტურებს შეუფერხებლად იმუშაონ, ბევრისთვის შეიძლება იყოს საინტერესო და საგულისხმო. ვეცდებით ჩვენი შეფასებები და მოსაზრებები შემოგთავაზოთ ამ თემაზე. ისინი ბოლო 7-8 წლის განმავლობაში ამ მიმართულებით განხორციელებულ ათობით პროექტს, […]