პარასკევი, 11 ივლისი 2025

დროება

მხოლოდ ერთი კითხვა

Contact Info

  • ADDRESS: Street, City, Country

  • PHONE: +(123) 456 789

  • E-MAIL: your-email@mail.com

Blog

გაყიდვები და მარკეტინგი ზოგადი მენეჯმენტი სტრატეგია

გუნდი კრეატიული იდეებისთვის

გუნდს, რომელიც კრეატიული იდეების მოფიქრებითაა დაკავებული, უნდა ჰქონდეს კარგად განსაზღვრული პროცედურა და მოტივაციის სქემა, გუნდის წევრებს უნდა გააჩნდეთ მაღალი თვითშეფასების განცდა, მათ ირგვლივ უნდა იყოს კარგი გარემო და იცოდნენ კარგი ინსტრუმენტები, რაც გენერირების პროცესს უფრო ეფექტურს გახდის. მენეჯერის მთავარი სამუშაო მისი გუნდისთვის ამ ხუთი კომპონენტის უზრუნველყოფაა.

ზოგადი მენეჯმენტი ორგანიზაციული სტრუქტურა სტრატეგია

ჰოლდინგის მართვის ეფექტური მოდელი

ამ სტატიაში ის გამოცდილება გვინდა გადმოგცეთ, რომელიც ჰოლდინგურ კომპანიებთან მუშაობის შედეგად დაგვიგროვდა. კერძოდ ის, თუ როგორი უნდა იყოს მართვის მოდელი, რა უმთავრეს საკითხებს უნდა ითვალისწინებდეს, რომ ჰოლდინგი ეფექტურად იმართებოდეს. სტატიაში აქცენტი  გვინდა გავაკეთოთ  როგორ უნდა იყოს მოწყობილი ჰოლდგინგის მართვის აპარატი, კონკრეტულად რა ამოცანები უნდა იდგას ამ აპარატის წინაშე და რა იგულისხმება თითოეული ამოცანის უკან.

ბიზნეს პროცესები ზოგადი მენეჯმენტი კადრების მართვა ორგანიზაციული სტრუქტურა სტრატეგია

სტრუქტურის როლი ორგანიზაციის მართვაში

რაც უფრო სწორად არის გაკეთებული სტრუქტურა მით უფრო დიდ ხანს შეუძლია იმუშაოს მასში არსებითი ცვლილებების შეტანის გარეშე.  სწორად გაკეთებულ სტრუქტურაში ადამიანები იცვლებიან ისე, რომ თვით ამ სტრუქტურებში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ ხდება. ასეთი სტრუქტურები ორგანიზაციის დანიშნულების ღრმა გააზრების და მთავარი პროცესების სწორად დამუშავების შედეგად იქმნება. ისინი თვითონ მართავენ ადამიანებს და არა პირიქით, ადამიანები მართავენ მათ. ასეთი სტრუქტურები […]

სტრატეგია

როგორ დავგეგმოთ წარმატება

ერთი გოგონას შესახებ მინდა მოგიყვეთ. მართალია ის ჯერ 18 წლისაა და ჯერ დიდი გამოცდილება არ დაგროვებია ან რაიმე საკაცობრიო წარმატებისთვის არ მიუღწევია (ჯერ), მაგრამ მან ზუსტად იცის როგორ დაგეგმოს თავისი წარმატება. საერთოდ რატომ გვჭირდება  წარმატების დაგეგმვა. ცხოვრებაში, ეს იქნება პირადი, საქმიანი თუ სულიერი, წარმატების მიღწევა ყველას გვინდა. თუმცა უმეტესობა ჩვენთაგანს კითხვაზე როგორ მივაღწიოთ წარმატებას, გამორჩეულების გარდა, ბუნდოვანი პასუხი […]

ორგანიზაციული სტრუქტურა სტრატეგია

ორგანიზაციული სტრუქტურის ევოლუცია, რატომ და როგორ ხდება და როგორ უმჯობესია ხდებოდეს

ორგანიზაციული სტრუქტურის განვითარება უწყვეტი პროცესია. ის თითქმის ნებისმიერ ორგანიზაციაში, სხვადასხვა დონეზე, სხვადასხვა მასშტაბით გამუდმებით მიმდინარეობს. ეს, რა თქმა უნდა, ასეც უნდა იყოს. თუმცა ის მოტივები, რის გამოც ცვლილებების ინიცირება ხდება, ან ის გზები, რომლითაც ამას მენეჯმენტი აკეთებს, ხშირად უფრო აზიანებს ორგანიზაციას, ვიდრე აუმჯობესებს და სიცოცხლისუნარიანს ხდის მას.  რატომ და როგორ ხდება სტრუქტურების ევოლუცია ჩვენთან და როგორ […]

გაყიდვები და მარკეტინგი ორგანიზაციული სტრუქტურა

რატომ არის შეცდომა ორგანიზაციაში მარკეტინგის მენეჯერის პოზიციის ან დეპარტამენტის არსებობა

მარკეტინგი – ეს არის ორგანიზაციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნქცია, რომელიც მთლიანად კომპანიის მასშტაბით უნდა ხორციელდებოდეს და არაფრით არ შეიძლება მისი მოქცევა  ერთ სამსახურში და მითუმეტეს ერთ პოზიციაში. თუმცა, საკმაოდ გავრცელებულია მარკეტინგის ამოცანის გადაწყვეტის ზემოთ აღნიშნული მიდგომა, რითაც ძალიან კნინდება მარკეტინგის როლი და მნიშვნელობა.

ორგანიზაციული სტრუქტურა სტრატეგია

თანამშრომელზე უკუგების მაჩვენებელი

ერთ თანამშრომელზე მიღებული მოგების მაჩვენებელი მართვის სულ უფრო მნიშვნელოვანი პარამეტრი ხდება. ხელმძღვანელები ხვდებიან, რომ კაპიტალის უკუგების თუ აქტივების უკუგების ზრდის ამოცანაზე არანაკლებ საგულისხმო, თუ მეტად არა, სწორედ თანამშრომელზე უკუგების გაუმჯობესების ამოცანაა. ისინი განსაკუთრებულად აქცევენ ყურადღებას ამ მაჩვენებელს, ადარებენ მას კონკურენტებისას, აანალიზებენ მასზე ზემოქმედ ფაქტორებს და ცდილობენ იპოვონ გზები მის გასაუმჯობესებლად.

გაყიდვები და მარკეტინგი ორგანიზაციული სტრუქტურა

გაყიდვების სტიმულირების მენეჯერი და მისი ნამდვილი როლი

გაყიდვების სტიმულირება ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანაა ნებისმიერი ორგანიზაციისათვის. გაყიდვების სტიმულირების მენეჯერი არის ის, ვინც პოტენციურ მყიდველებს აწვდის პროდუქციასა და მომსახურებაზე ინფორმაციას. შესაბამისად, მასზეა დიდად დამოკიდებული,  როგორ აღიქვამენ მომხმარებლები კომპანიის პროდუქციას, ხედავენ თუ არა მის ღირებულებას და უპირატესობებს, უჩნდებათ თუ არა მისი შეძენის სურვილი და ანიჭებენ თუ არა უპირატესობას კონკურენტებთან შედარებით.

ორგანიზაციული სტრუქტურა სტრატეგია

სტრუქტურის განსხვავებული განზომილება

ყველასათვის ცნობილია, რომ სამსახურის შიგნით ბევრად უფრო ადვილია კოორდინაცია, ვიდრე სხვადასხვა სამსახურებს შორის. ერთ ხელმძღვანელს დაქვემდებარებული სამსახურები კი უფრო ადვილად ურთიერთობენ ერთმანეთთან, ვიდრე განსხვავებულ დივიზიონებში შემავალი ქვედანაყოფები. არადა მათ შორისაც ხშირად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კოორდინაციის ხარისხი მაღალი იყოს. თანამედროვე სტრუქტურები სხვადასხვა დაქვემდებარებაში არსებულ ქვედანაყოფებს შორის კოორდინაციის პრობლემას სტრუქტურის ახალი, განსხვავებული განზომილების შექმნით ახერხებენ.

კადრების მართვა ლიდერობა სტრატეგია

ახლადდანიშნული მენეჯერის ავტორიტეტი გუნდში

გუნდის ახლადდანიშნული ლიდერის მთავარი ამოცანა საწყის ეტაპზე არის გუნდში ავტორიტეტის სწრაფად მოპოვება, რათა დაიწყოს გუნდის ლიდერის პოზიციიდან მოქმედება. ასეთ დროს ყველაზე სწრაფად ავტორიტეტის მოპოვებას შევძლებთ თუ თავიდანვე ვიზრუნებთ გუნდის საჭიროებების გამოვლენაზე, გუნდისკენ მიმართულ ზრუნვას თანაბრად და სამართლიანად გადავანაწილებთ გუნდის თითოეულ წევრზე და ამასთან ყველაზე მნიშვნელოვანი – თუ დავანახებთ როგორ თავდადებით ვიცავთ გუნდის ინტერესებს გარეშე პირებთან, […]

კადრების მართვა

ჩვენი ნათესავები ჩვენს სამსახურში

ხშირად ხდება, რომ ხელმძღვანელებს სამსახურში აყავთ ნათესავები ან მეგობრები. თუ ისინი შეეფერებიან თავიანთ პოზიციას და კარგად ართმევენ თავს დავალებებს და ფუნქციებს, მაშინ ყველაფერი რიგზეა, მაგრამ ზოგჯერ არის, რომ პროფესიონალიზმით ჩამორჩებიან პოზიციას, ან არასათანადო პასუხისმგებლობით ეკიდებიან საქმეს.

ზოგადი მენეჯმენტი

ფავორიტობის მანკიერი მხარეები

ზოგჯერ, ძალიან არასწორად, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ხელმძღვანელის გული მოვიგოთ, გავხდეთ მისი ფავორიტი და დავტკბეთ იმ „პრივილეგიებით“, რასაც ეს მდგომარეობა გვთავაზობს. ამით ძალიან სახიფათო და არასახარბიელო გზას ვადგებით. ამ სტატიაში გვინდა გადმოგცეთ, რა უარყოფითი მხარეები და საფრთხეები აქვს ხელმძღვანელის ფავორიტობას და რა შეიძლება გავაკეთოთ იმისთვის, რათა ეს პროცესი ვმართოთ და საფრთხეები თავიდან ავირიდოთ.

ბიზნეს პროცესები ორგანიზაციული სტრუქტურა

მენეჯმენტის ყურადღების განაწილება

მენეჯმენტის ყურადღება ლიმიტირებული რესურსია. რაც უფრო მეტ ყურადღებას უთმობს მენეჯმენტი ერთ საკითხს, მით უფრო ნაკლებად აქცევს ყურადღებას სხვებს. შესაბამისად, ის, თუ რა საკითხებზე იხარჯება ყოველდღიურ მუშაობაში ეს ყურადღება, რაზე ფიქრობენ, ვისთან მუშაობენ უფრო მეტს, რაზე მსჯელობენ ისინი ყოველდღიურად შეხვედრებისას სწორედ ამაზე არის დიდად დამოკიდებული ორგანიზაციის წარმატება. რა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მენეჯმენტის ყოველდღიური ძალისხმევა, დრო და […]

კადრების მართვა

როცა გუნდის ერთი წევრი ძალიან დესტრუქციულია…

Always do right — this will gratify some and astonish the rest. Mark Twain რამდენიმე თვის წინ გვესტუმრა ჩვენი ერთ-ერთი ყოფილი თანამშრომელი, რომელიც გადავიდა მმართველობით პოზიციაზე სხვა კომპანიაში. რა თქმა უნდა დავინტერესდით რამდენად მოსწონს ახალი სამსახური, პოზიცია, რამდენად შეეწყო თანამშრომლებს და ა.შ. მოკლედ შედგა ტრადიციული საუბარი, რაც მოჰყვება ხოლმე სამსახურისა და პოზიციის ცვლილებას.

სტრატეგია

როგორ არ მოვანატროთ ოჯახს თავი

ყველაფერი თვითდისციპლინით იწყება, რაც ბევრ საკითხს, მათ შორის ოჯახურსაც კარგად ალაგებს ცხოვრებაში . ვისაც ოჯახი გვყავს ყველას ჩვენი წილი პასუხისმგებლობა გვაკისრია მის წინაშე, რისი კარგად შესრულებაც ისევე უნდა მოვინდომოთ, როგორც ამას სამსახურში დაკისრებული პასუხისმგებლობისას ვაკეთებთ.

კადრების მართვა ლიდერობა

არაფორმალური დაჯგუფებები ორგანიზაციაში

შიდა არაფორმალური დაჯგუფებები რომ ორგანიზაციას ანგრევს, მართვას ართულებს, ორგანიზაციის მიმართ თანამშრომლების ლოიალურობას ამცირებს, სამუშაო გარემოს უფრო სტრესულს ხდის, შიდა დაპირისპირებებს წარმოქმნის და სხვა ბევრი უარყოფითი პროცესის მიზეზი ხდება, ალბათ, არცერთი ხელმძღვანელისთვის არ არის ახალი ამბავი. რა იწვევს ასეთი დაჯგუფებების შექმნას, რა შეიძლება გავაკეთოთ ხელმძღვანელებმა, რომ ამ პროცესს ხელი შევუშალოთ. ჩვენი რამდენიმე მოსაზრება ამ თემაზე, ვფიქრობთ, საინტერესო და სასარგებლო […]

ზოგადი მენეჯმენტი ლიდერობა

პრობლემები კოლეგებთან ურთიერთობაში

ალბათ ყველას, ვისაც სადმე გვიმუშავია, გვქონია შეხება მსგავსი ტიპის პრობლემასთან. ცხადად ვგრძნობთ, რომ ერთ-ერთი კოლეგა გვებრძვის, პრობლემებს გვიქმნის, ღიად თუ ფარულად ცდილობს სირთულეები შეგვიქმნას სხვა თანამშრომლებთან, ხელმძღვანელებთან ან დამფუძნებლებთან ურთიერთობებში. როდესაც ის ამას იმის გამო აკეთებს, რომ ჩვენ მას არასწორად მოვექეცით, კიდევ გასაგებია, მაგრამ როდესაც მისთვის არაფერი დაგვიშავებია, ის კი დაუმსახურებლად გვერჩის, ხშირად არც ვიაზრებთ, […]

ანტიკრიზისული მართვა ზოგადი მენეჯმენტი

ჩვენ და ჩვენი სამსახურებრივი მეგობრები

სამსახურებრივი მეგობრობა, მიუხედავად იმისა, რომ ყველას გვაქვს სურვილიც და მოთხოვნილებაც შედარებით ახლოს ვიყოთ და ვიმეგობროთ ჩვენთვის ყველაზე სიმპათიურ და ხასიათით შესაბამის ადამიანებთან, ბევრი ტკივილის, იმედგაცრუების და კონფლიქტების მიზეზი შეიძლება გახდეს. ვცდილობდეთ, თანაბარი დისტანცია გვქონდეს კოლეგებთან, თანაბარი სითბოთი და მზრუნველობით ვექცეოდეთ ყველას, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა შეიძლება იყოს ბევრი სამსახურებრივი სტრესისა და უსიამოვნების თავიდან ასაცილებლად, შრომის ნაყოფიერების […]

კადრების მართვა სტრატეგია

როგორ გავზარდოთ თანამშრომლების მოტივაცია ორგანიზაციის ჯამურ შედეგებზე და როგორ გავხადოთ ისინი უფრო აქტიურები ამ მიზნებისთვის

იმისათვის, რომ თითოეული თანამშრომელი მაქსიმალურად მოტივირებული იყოს ორგანიზაციის შედეგების გაუმჯობესებაზე, საჭიროა სამი რამ: ისეთი მიზნის არსებობა, რომელსაც ყველა იზიარებს, მიზნის მუდმივი კომუნიკაცია და პროპაგანდა და მოტივაციის მიბმა საბოლოო შედეგებზე.

სტრატეგია

არჩევანი ადრეულ ასაკში – პროფესია თუ საკუთარი ბიზნესი?

ძირითადად, 20–25 წლის ასაკში ბევრს უწევს გადაწყვეტილების მიღება – დაიწყოს საკუთარი ბიზნესი თუ გაყვეს კონკრეტულ პროფესიას და გახდეს პროფესიონალი ამ მიმართულებით. გარი ვაინერჩუკს, რომელიც ცნობილი ბიზესმენია და ამავე დროს პუბლიცისტი, კარგად აქვს ნათქვამი – I am not a businessman, I am a business, რაც იმას უსვამს ხაზს, რომ თუ ჩვენს თავს შევხედავთ, როგორც „ბიზნესს“, რომელიც […]