პარასკევი, 11 ივლისი 2025

დროება

მხოლოდ ერთი კითხვა

Contact Info

  • ADDRESS: Street, City, Country

  • PHONE: +(123) 456 789

  • E-MAIL: your-email@mail.com

ჭდე: მენეჯმენტი

ზოგადი მენეჯმენტი კადრების მართვა

ცუდი გეგმები

სუსტი ხელმძღვანელები ხშირად თავის ძირითად ფუნქციად იმას მიიჩნევენ, რომ საკუთარი უფლებამოსილებების გამოყენებით, თავისივე ხელში არესებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მათივე შეხედულებებიდან გამომდინარე გაუკეთონ გეგმები თანამშრომლებს, მიუბან რაღაც მარტივი სქემით ამ გეგმების შესრულებაზე ხელფასის გაცემა, ან ბონუსების დამატება და მერე მთელ ძალისხმევას იმაზე ხარჯავენ, რომ აიძულონ თანამშრომლებს ასეთი გეგმების შესრულება. ძალიან ხშირად ასეთ გარჯას ორგანიზაციისათვის ცუდი შედეგები მოაქვს. […]

ზოგადი მენეჯმენტი ლიდერობა ორგანიზაციული სტრუქტურა

გიგანტიზმის სინდრომი

ბევრი ორგანიზაციის უმაღლეს ხელმძღვანელობაში შეხვდებით მენეჯერს, რომელიც მისადმი დაქვემდებარებული მიმართულების მიზნებს და ინტერესებს უფრო წინა პლანზე აყენებს, ვიდრე მთლიანი ორგანიზაციისას. მას ხშირად ავიწყდება, რომ ორგანიზაციის ნაწილია და რომ მისი როლი და ფუნქცია, პირველ რიგში, სწორედ მთლიანი ორგანიზაციის მისიიდან გამომდინარეობს და არა პირიქით. იგი ითხოვს ყველაზე მეტ რესურსს, როგორც წესი, ყველაზე მეტი ხალხი ჰყავს უშუალო დაქვემდებარებაში, […]

კადრების მართვა

მუდამ უკმაყოფილო კადრების მართვა

თითქმის ყველა ორგანიზაციაში, გუნდში, კოლექტივში არიან თანამშრომლები, რომელთა მართვაც ხელმძღვანელებს ძალიან უჭირთ. მათი გულის მოგება, დაინტერესება, გახარება, მოტივირება თითქმის შეუძლებელია. ისინი ინდიფერენტულად, ზედაპირულად და უგულოდ უდგებიან საქმეს, რომელიც აბარიათ და მხოლოდ იმ დონეზე აკეთებენ მას რომ საყვედური არ მიიღონ.

კადრების მართვა ლიდერობა

მენეჯერი, რომელმაც ალყა გაარღვია

ერთ დღეს ერთმა მენეჯერმა იგრძნო, რომ ძალიან დაშორდა თავის თანამშრომლებს, აღარ ესმოდა მათი ქცევის მიზეზები, მათი პრეტენზიები და აღიზიანებდა კიდეც ისინი. ხვდებოდა, რომ რატომღაც მისიც ძალიან ცუდად ესმოდათ მის თანამშრომლებს, ეუბნებოდა ერთს და აკეთებდნენ მეორეს, ითხოვდა ერთს და აძლევდნენ მეორეს, ეკითხებოდა ერთს და პასუხობდნენ მეორეს.

ბიზნეს-ქეისები

წითელი ა – კოოპერაცია კონკურენციის წინააღმდეგ

ყველას შეგინიშნავთ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, გამორჩეულად კარგი აფთიაქების თავზე დამაგრებული ნიშანი, წითელი ა, რომელიც თავისი უცხო ფორმით სწრაფად იქცევს ყურადღებას და მერე დიდხანს გახსოვს, რომ სადღაც გინახავს, ამასთან თბილად გახსენდება გარემო და მომსახურება რომელსაც მას უკავშირებ.

ზოგადი მენეჯმენტი

რა გვიშლის ხელს უფრო მეტის და უკეთესად კეთებაში

ორგანიზაციაში, სადაც ვმუშაობთ, ჩვენი ხელმძღვანელების მხრიდან ხშირად ვისმენთ საყვედურის ტონით გამოთქმულ კითხვებს – რატომ არ ვმუშაობთ მეტს, რატომ არ ვაკეთებთ უფრო ღირებულს, რატომ არ გვაქვს უკეთესი შედეგები. და მაშინაც, როცა ისინი ამას არ გვეკითხებიან, მათ უკმაყოფილო გამოხედვაში ეს კითხვები თითქმის ყოველთვის ცხადად იგრძნობა. შესაძლოა, ეს იმ ჩვევების ბრალია, რომლებმაც ასე ღრმად და მყარად მოიკიდა ფეხი […]