სტრატეგია
მომსახურების ხარისხის განვითარება საცალო გაყიდვების ქსელში
წარმოიდგინეთ სიტუაცია: შედიხართ სუპერმარკეტში, ქსელურში და თან ისეთი ბრენდის, რომელიც აშკარად აცხადებს ამბიციას მომსახურების მაღალ ხარისხზე. სასურველი პროდუქტის ძებნით დაღლილი, ბოლოს დგებით რომელიმე სექციასთან და დასახმარებლად არავინ მოდის, კიდევ დიდხანს გიწევთ ასე დგომა. თუ ბოლოს ვინმე მოვიდა, ისეთი სახით და ხმით დაგელაპარაკებათ, არაფრის ყიდვა აღარ მოგინდებათ. იმ დახლებზე, საიდანაც, წესით, თავად უნდა აარჩიოთ და აიღოთ […]


