არქივი: 2016
ბიზნეს პროცესების მნიშვნელობა სტრუქტურაში
27 დეკემბერი, 2016 | 0 კომენტარი »
ნებისმიერ ორგანიზაციაში არსებობს რამდენიმე ყველაზე მნიშვნელოვანი ბიზნეს პროცესი, რომლის უწყვეტობაც კომპანიის წარმატებას განაპირობებს. სხვადასხვა ორგანიზაციის შემთხვევაში რა თქმა უნდა განსხვავდება პროცესები, თუმცა ძირითადი ნაბიჯები შეიძლება მსგავსი იყოს. მაგალითად, ვაჭრობის დარგში მომუშავე ორგანიზაციისთვის მნიშვნელოვანი ბიზნეს პროცესები შეიძლება იყოს – ასორტიმენტის განვითარების პროცესი, გაყიდვების პროცესი, მარაგების დაგეგმვის და მართვის პროცესი და ა.შ.
ძალაუფლებისა და პასუხისმგებლობის დისბალანსი – ერთი ისტორია მარკეტინგის მენეჯერისა და სამეურნეო ხელმძღვანელის შესახებ
29 ნოემბერი, 2016 | 0 კომენტარი »
ერთ ორგანიზაციაზე გვსურს მოგიყვეთ, რომელსაც ძალიან გავრცელებული სტრუქტურული პრობლემა აწუხებდა – პასუხისმგებლობისა და ძალაუფლების დისბალანსის სახით.
პასუხისმგებლობა – ეს არის ზემოდან წამოსული წნევა, რაც ამოძრავებს ადამიანს და უბიძგებს, რომ დადოს შედეგები. ძალაუფლება – ეს არის ის ძალა, რომლითაც პირი ზემოქმედებს ორგანიზაციაზე და იღებს შესაბამის რესურსებს, მხარდაჭერას, შედეგების მისაღწევად.
“დაკარგული” ამოცანები
8 სექტემბერი, 2016 | 0 კომენტარი »
ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გავრცელებული პრობლემა ქართულ ორგანიზაციებში არის, როცა მნიშვნელოვან ამოცანებზე პასუხისმგებელი პირები არ არიან სტრუქტურაში. ამის გამო შეიძლება ორგანიზაციამ ბევრი შესაძლებლობა დაკარგოს – ორგანიზაციაში მიმდინარე პროცესები შენელდეს, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საკითხები ვერ გადაიჭრას, ბაზარზე პოზიციები შეუსუსტდეს და საბოლოოდ ორგანიზაციამ ვერ მიაღწიოს დასახულ მიზნებს. მას შემდეგ რაც, თითოეულ ასეთ ამოცანაზე გავაჩენთ პასუხისმგებლებს ორგანიზაცია იწყებს მიზანმიმართულად მუშაობას და აღწევს კონკრეტულ შედეგებს. სტატია სრულად »
იდეალურ ქალაქზე
29 აგვისტო, 2016 | 0 კომენტარი »
ქალაქში ცხოვრება დღეს რომ ადამიანების უმრავლესობისათვის გაცილებით მომხიბლავი, იმედის მომცემი და განვითარებასთან ასოცირებული პერსპექტივაა, ეს ფაქტია. როგორც ამბობენ, „ქალაქში მეტი გასაქანია“ და ჩვენც იმ იმედით, რომ ამ მეტში ჩვენი ადგილი აუცილებლად იქნება, ყოველდღე ვიბრძვით ქალაქში თავის დასამკვიდრებლად. სტატია სრულად »
რა გავლენას ახდენს სტრუქტურა კომუნიკაციასა და კოორდინაციაზე
30 ივნისი, 2016 | 0 კომენტარი »
ორგანიზაციული სტრუქტურა განსაზღვრავს რამოდენიმე უმნიშვნელოვანეს კომპონენტს ორგანიზაციის მართვის სისტემაში. მათ შორის არის კოორდინაციისა და კომუნიკაციის ფორმატები. ის, თუ რამდენად სწორადაა სტრუქტურა ფორმირებული და რა კომუნიკაციის ფორმატებია გამართული მუშაობისთვის, განაპირობებს სტრუქტურულ ერთეულებს შორის კომუნიკაციისა და კოორდინაციის სიხშირეს, ფორმატს, ხარისხს. სტატია სრულად »
პირველი პირი სტრატეგიულ საკითხებზე რომ მუდმივად ინფორმირებული იყოს
14 ივნისი, 2016 | 0 კომენტარი »
სკანდალი “Volkswagen“ -ის გარშემო: 2015 წელს, მსოფლიოს ერთ-ერთმა უმსხვილესმა ავტო მწარმოებელმა “Volkswagen”-მა აშშ-დან ნახევარი მილიონი ავტომობილი უკან გაიწვია, ვინაიდან ბოლო მოდელებში აღმოჩნდა ადამიანის ჯანმრთელობისთვის საზიანო რადიაციული ნაწილაკები. კომპანიის ზარალმა 30 მილიარდამდე შეადგინა, აღმასრულებელი დირექტორი Mr. Winterkorn თანამდებობიდან გადადგა და განაცხადა, რომ ის არ იყო ინფორმირებული ამის თაობაზე.
ორგანიზაცია შეიძლება ყოველთვის მსგავს სკანდალში არ გაეხვეს, მაგრამ ძალიან ბევრი კომპანია ყოველდღიურად კარგავს უამრავ შესაძლებლობას, აგვიანებს პრობლემებზე რეაგირებას, ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღებას სწორედ იმის გამო, რომ სტატეგიული მნიშვნელობის ინფორმაცია ხელმძღვანელ პირამდე ვერ აღწევს დროულად.
„განწირული“ ამოცანები – რატომ არ უნდა დავაკისროთ ადამიანს ერთზე მეტი ამოცანა
2 ივნისი, 2016 | 0 კომენტარი »
იდეალურია ისეთი მართვის მოდელი, სადაც ერთ ადამიანს მხოლოდ ერთი ამოცანა აქვს გადასაჭრელი, მან მკაფიოდ იცის რა მოეთხოვება, რა შედეგი უნდა დადოს და კონცენტრირებულია კონკრეტული მიმართულებით.