ლიდერობა
მომდევნო სტატიები »გუნდისათვის არასასურველი წევრები
23 აპრილი, 2012 | 0 კომენტარი »
თითქმის ყველა გუნდში არის წევრი, რომელიც დანარჩენ წევრებს სხვებზე ნაკლებად უყვართ. ზოგან გამოხატავენ ამას, ზოგან ნაკლებად, ზოგან ლაპარაკობენ გუნდის შიგნით ამ თემაზე, ზოგან არასოდეს, ზოგან დიდია ეს ანტიპათია, ზოგან ნაკლები, მაგრამ ასეთი წევრები თითქმის ყველა გუნდში არიან და მათი ყოფნა, ან მათ მიმართ ასეთი დამოკიდებულება ბევრგან ბევრს და თანაც რაღაც მნიშვნელოვანს აფუჭებს.
ხშირად გვეჩვენება, რომ ამ წევრის წასვლა ყველაზე კარგი გამოსავალი იქნებოდა და რომ ამის შემდეგ გუნდი ბევრად უფრო მტკიცე და წარმატებული გახდება. მისი წასვლის მერე კი ვხვდებით, რომ ეს ასე არ არის თითქმის არასოდეს, ვინაიდან უფრო მეტ შემთხვევაში, გარკვეული დროის შემდეგ, უარყოფითი განწყობა გუნდის სხვა წევრზე გადადის და ახლა მასთან მიმართებაში იწყება ახალი, შესაძლოა, კიდევ უფრო აგრესიული უარყოფითი პროცესი. სტატია სრულად »
ერთი გენერალური დირექტორის შესახებ
5 მარტი, 2012 | 2 კომენტარი »
წლების განმავლობაში მქონდა ურთიერთობა ერთ გენერალურ დირექტორთან. იგი ყოველთვის მაოცებდა არა იმდენად მისი მუშაობის სტილით და მიდგომებით, რამდენადაც იმ შედეგებით, რომლის მიღწევასაც ასეთი მუშაობით ახერხებდა. მე მას იქამდეც ვიცნობდი, სანამ ამ ორგანიზაციას ჩაუდგებოდა სათავეში. ნამუშევარიც მქონდა მასთან ერთად, რამოდენიმე საკითხზე და შესაბამისად, მის საქმიან თვისებებზეც მქონდა გარკვეული წარმოდგენა. სწორედ ამიტომ დასაწყისში ვეჭვობდი, რომ ამ დაწინაურებით არაფერი განსაკუთრებული შედეგი არ იყო მოსალოდნელი, თუმცა, როგორც შემდეგში აღმოჩნდა, ძალიან ვცდებოდი.
გუნდები და ჯგუფები
27 თებერვალი, 2012 | 0 კომენტარი »
თითქმის ყველა ენაში გუნდი და ჯგუფი სხვადასხვა სიტყვებია და ყველა ცხადად გრძნობს, ერთმანეთისგან რა განსხვავებულ აზრს ატარებს ეს ორი სიტყვა. ყველა მენეჯერი ისურვებდა, ალბათ, ჰყოლოდა გუნდები ჯგუფების მაგივრად, მაგრამ, სამწუხაროდ, ამას ბევრი ვერ ახერხებს.
რამოდენიმე პარალელი სპორტულ გუნდებთან, რომლებიც, ჩვენი აზრით, დიდწილად განაპირობებს ადამიანთა ჯგუფების გუნდურობას, შესაძლოა, კარგი მაგალითი აღმოჩნდეს მენეჯერების დასახმარებლად, იმისათვის, რათა მათ მათთვის დაქვემდებარებული ჯგუფებისაგან გუნდების შექმნა დაიწყონ.
ლიდერობის პრინციპებზე დაფუძნებული წრიული ორგანიზაციული სტრუქტურები
13 თებერვალი, 2012 | 0 კომენტარი »
ორგანიზაციების მართვის ტრადიციული მოდელი უკანასკნელ დღეებს ითვლის. სულ უფრო ცხადი ხდება, რომ ის მიდგომები, რომლებითაც ამჟამად ორგანიზაციები იმართება არსებით ცვლილებებს ითხოვს. ადამიანების მოტივირება, მათი უნარებისა და შესაძლებლობების ორგანიზაციის მიზნებისათვის გამოყენება სულ უფრო რთული, მაგრამ, ამავე დროს, მუდმივად კრიტიკული ხდება.
კაპიტანმა იცის, საით მიჰყავს გემი
9 მარტი, 2011 | 7 კომენტარი »
ხელოვნების მიზანი სულ უბრალოა — მიანიჭოს ადამიანს სიხარული, შთაბეროს მას მხნეობა. თუ ეს ხელოვნება თეატრს უკავშირდება, მაშინ ამ მიზნის მიღწევაში ძალიან ბევრი ადამიანი მონაწილეობს. ისინი, ყველა ერთად, ცდილობენ ახალი და საინტერესო კუთხით გააშუქონ ადამიანური ცხოვრების ის მხარეები, რომელიც შეუმჩნეველი რჩება ზოგიერთი ჩვენგანისთვის. სტატია სრულად »
თუ უფრო მეტის მოსწრება გინდათ
5 ივლისი, 2010 | 7 კომენტარი »
ადამიანების უმრავლესობა, ვინც არც საქმის კეთების მოტივაციის ნაკლებობას უჩივის და არც თვითონ საქმის ნაკლებობას, მუდმივად წუხს, რომ არ ყოფნის დღე-ღამეში 24 საათი, კვირაში შვიდი დღე და წლის განმავლობაში 365 დღე. მიუხედავად იმისა, რომ გვიანობამდე მუშაობენ, თითქოს ყოველთვის რაღაცას აკეთებენ და მუდმივად ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი საქმის გაკეთება მოასწრონ, მაინც ბევრი რამ დაუსრულებელი რჩებათ, მიზნები-მიუღწეველი, ამოცანები-გადაუჭრელი. სტატია სრულად »
გიგანტიზმის სინდრომი
28 ივნისი, 2010 | 1 კომენტარი »
ბევრი ორგანიზაციის უმაღლეს ხელმძღვანელობაში შეხვდებით მენეჯერს, რომელიც მისადმი დაქვემდებარებული მიმართულების მიზნებს და ინტერესებს უფრო წინა პლანზე აყენებს, ვიდრე მთლიანი ორგანიზაციისას. მას ხშირად ავიწყდება, რომ ორგანიზაციის ნაწილია და რომ მისი როლი და ფუნქცია, პირველ რიგში, სწორედ მთლიანი ორგანიზაციის მისიიდან გამომდინარეობს და არა პირიქით. იგი ითხოვს ყველაზე მეტ რესურსს, როგორც წესი, ყველაზე მეტი ხალხი ჰყავს უშუალო დაქვემდებარებაში, არ ესწრება მენეჯმენტის საერთო შეხვედრებს და საკითხების გადაწყვეტას ტოპმენეჯერთან პირადი საუბრებით ცდილობს. განსაკუთრებულ გავლენას რომ ფლობს, თვითონაც ხვდება და ამით აქტიურად სარგებლობს. სტატია სრულად »
თითქმის იდეალური გუნდი
21 ივნისი, 2010 | 7 კომენტარი »
ისინი შვიდნი არიან და არ ჰყავთ ხელმძღვანელი. მათი საქმიანობის მიზანი არ არის ფული და არ რაოდენობრივ მიზნებს ისხავენ. მათ შორის არ არსებობს შრომის დანაწილება, ყველას შეუძლია აკეთოს ყველაფერი და ყველა აკეთებს კიდეც ყველაფერს.
საშუალება გვქონდა ახლოდან დავკვირვებოდით ერთი ისეთი გუნდის მუშაობას, რომელიც, ჩემი აზრით, ყველა პარამეტრით ძალიან ახლოს არის იდეალური გუნდის მახასიათებლებთან. მისი მონოლითურობა, მოქნილობა, სისწრაფე, ცვლილებებზე რეაგირების ადეკვატურობა, შიდა განწყობა, წევრებს შორის ურთიერთობები, მათი მოტივაცია და ამ ყველაფრიდან გამომდინარე შედეგები, რომელსაც ისინი აღწევენ, შესაშურია ბევრი გაგებით. სტატია სრულად »
პროაქტიული ადამიანების განსხვავება
14 ივნისი, 2010 | 1 კომენტარი »
ადამიანების დაყოფა ბევრნაირად შეიძლება, თუმცა არსებობს დაყოფის ერთი პრინციპი, რომელიც მათ ქცევის მიხედვით განასხვავებს. ადამიანების პროაქტიულ და რეაქტიულ ტიპებად დაყოფა სხვადასხვა საკითხის მიმართ მათ განსხვავებულ დამოკიდებულებებს ეფუძნება. სწორედ ეს განსხვავებები განაპირობებს მათ რადიკალურად განსხვავებულ ქცევას სხვადასხვა სიტუაციაში. ეს კი, თავის მხრივ, ამ ადამიანებისათვის უფრო მეტი, ან უფრო ნაკლები წარმატების მიზეზი ხდება. სტატია სრულად »
მათთვის, ვინც ახლა იწყებს კარიერას
7 ივნისი, 2010 | 7 კომენტარი »
წელსაც რამდენიმე ათასი ადამიანი შეურთდება სხვადასხვა ორგანიზაციებში დასაქმებულთა რიგებს. მათთვის, ვინც ახლა იწყებს მაღალი თანამდებობებისკენ მიმავალი რთული გზის გავლას, უნდა იცოდნენ, როგორ შეიძლება გაიკვლიონ გზა შიდა ორგანიზაციული ურთიერთობების ლაბირინთებში. მიუხედავად იმისა, რომ რაღაც ინსტრუქციებსა და დარიგებებს ალბათ მათ ორგანიზაციებშიც მისცემენ, ჩვენც გვინდა რამოდენიმე რჩევა მივცეთ, თუ როგორ მოიქცნენ, რა გააკეთონ და რაც მთავარია რა არ გააკეთონ იმისთვის, რომ ახალ სამსახურთან შეგუებაც გაუადვილდეთ და კარგი კარიერის წინაპირობაც შეიქმნან.
მაშ ასე: სტატია სრულად »
მენეჯერი, რომელმაც ალყა გაარღვია
24 მაისი, 2010 | 1 კომენტარი »
ერთ დღეს ერთმა მენეჯერმა იგრძნო, რომ ძალიან დაშორდა თავის თანამშრომლებს, აღარ ესმოდა მათი ქცევის მიზეზები, მათი პრეტენზიები და აღიზიანებდა კიდეც ისინი. ხვდებოდა, რომ რატომღაც მისიც ძალიან ცუდად ესმოდათ მის თანამშრომლებს, ეუბნებოდა ერთს და აკეთებდნენ მეორეს, ითხოვდა ერთს და აძლევდნენ მეორეს, ეკითხებოდა ერთს და პასუხობდნენ მეორეს. სტატია სრულად »
როცა სამსახურის შეცვლაზე ფიქრობ
1 მარტი, 2010 | 3 კომენტარი »
როცა ყოველი ახალი სამუშაო დილა ტვირთია, ადგომა და სამსახურში წასვლა გეზარება. როცა ერთი სული გაქვს, როდის მოვა პარასკევი საღამო და მერე ორშაბათის გახსენება ცუდ ხასიათზე გაყენებს; როცა შენი სამუშაო დღის დიდი ნაწილი ვაკანსიების საიტების ჩხრეკას ხმარდება, როდესაც ფიქრობ რომ ვეღარ იზრდები იქ, სადაც ხარ, როცა აუტანლად გაწუხებს სამუშაოს ერთფეროვნება; როდესაც ყოველი დღე მოსაწყენი და მოსაბეზრებელი ხდება _ ხვდები რომ დროა, რაღაც შეცვალო. სტატია სრულად »
საშუალო რგოლის კარგი მენეჯერი
1 თებერვალი, 2010 | 9 კომენტარი »
დიდი ორგანიზაციების წარმატებაში ბევრი რამეა საშუალო რგოლის მენეჯერებზე დამოკიდებული. მათი მონდომება, ჩართულობა, მათი ურთიერთობები როგორც საკუთარი გუნდის წევრებთან, ისე ზედა მენეჯმენტთან, კოლეგებთან მნიშვნელოვან წილად განაპირობებს ორგანიზაციის შედეგებს. სტატია სრულად »
TOP მენეჯერების შეკითხვები საშუალო რგოლის ხელმძღვანელებს
21 დეკემბერი, 2009 | 4 კომენტარი »
იყო დრო, როდესაც ჩვენს ორგანიზაციაში მრავლად არ იყვნენ შუა რგოლის მენეჯერები. მაშინ ბევრად პატარებიც ვიყავით და ბევრად უფრო ცოტა თანამშრომელიც გვყავდა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, გვქონდა გარემო, რომელშიც გვიხაროდა მუშაობა. ვიყავით ერთი გუნდი, ყველას თანაბრად გვინდოდა და ვესწრაფოდით წარმატებას. სტატია სრულად »
გუნდის მართვის მარტივი ხერხი
7 დეკემბერი, 2009 | 16 კომენტარი »
წარმოიდგინეთ… ყოველ დილას, რამოდენიმე მილიარდი ადამიანი სახლიდან გამოდის და მიიჩქარის სადღაც იმისათვის, რომ აკეთოს რაღაცა. თითოეულ მათგანს აბსოლუტურად განსხვავებული მიზნები და მოტივები ამოძრავებს – ზოგი გადარჩენისთვის იბრძვის, ზოგიც ვიღაცის გადასარჩენად, ზოგი ვიღაცას ებრძვის და ზოგიც, უბრალოდ, ცდილობს ნანატრ მიზანს მიაღწიოს. სტატია სრულად »
ქართველი მენეჯერის აღსარება
2 ნოემბერი, 2009 | 36 კომენტარი »
გამარჯობათ, მე ტიპიური ქართველი მენეჯერი ვარ მისთვის დამახასიათებელი დადებითი და უარყოფითი თვისებებით. მეც მინდა, რომ სწრაფად მივაღწიო დიდ წარმატებებს და აღიარებას, მეც მინდა, რომ დაფასებული ვიყო ყველასთვის, ვისი აზრიც ჩემთვის მნიშვნელოვანია. სტატია სრულად »
გახდი უკეთესი ლიდერი
4 აგვისტო, 2009 | 6 კომენტარი »
მას შემდეგ, რაც მენეჯერებმა ყველა დანარჩენი რესურსის მეტნაკლები ეფექტურობით გამოყენება ისწავლეს, მიადგნენ სამართავად ყველაზე რთულს, მაგრამ ამოუწურავი შესაძლებლობების მქონე რესურსს – ადამიანებს. სტატია სრულად »
საქმის წარუმატებლობის გამომწვევი 6 მიზეზი
11 ნოემბერი, 2008 | 0 კომენტარი »
„საქმის კეთების პროცესს, როგორც ყველაფერ სხვას ჩვენს სამყაროში, თავისი უცვლელი მახასიათებელი ნიშნები, ანუ კანონები აქვს. ამ თვისებებიდან ზოგიერთი ამარტივებს, ზოგი კი ართულებს შედეგის მიღწევას. არის ისეთებიც, ხშირად კრახის მიზეზი რომ ხდება.“
წარუმატებლობის არიდება ადვილია, თუკი შემსრულებელმა წინასწარ იცის ამის შესახებ და დაცვით ზომებს მიმართავს. თუმცა, სამწუხაროდ, ეს იშვიათად ხდება. უამრავი შემთხვევაა, როდესაც კარგი საქმეები შრომისმოყვარე და მიზანმიმართული მენეჯერის ხელშიც კი წარუმატებლობით მთავრდება. სტატია სრულად »
ოთხი პრაქტიკული იდეა ცვლილებებისთვის
5 ნოემბერი, 2008 | 0 კომენტარი »
“ეს იდეა უკვე რამდენიმე თვეა ტრიალებს, თუმცა ვერაფრით მოხერხდა მისი ხორცშესხმა. წინ ძალიან ნელა მივიწევთ, შეგრძნება მაქვს, რომ დროს ვკარგავთ, ძალიან მაწუხებს ეს შეგრძნება… იდეა რომ გაჩნდება, მინდა ცვლილება სწრაფად, ერთი ამოსუნთქვით მოხდეს, მაგრამ გადის ერთი დღე, კვირა, თვე… იდეები იდეებადვე რჩება…” სტატია სრულად »
ნამდვილი ლიდერის სახე
25 იანვარი, 2007 | 2 კომენტარი »
ჯერ კიდევ ახლო წარსულში ადამიანები ორგანიზაციაში ითვლებოდნენ მიზნების მიღწევის ერთ–ერთ საშუალებად, ერთ–ერთ რესურსად. მათთან ერთად ორგანიზაციები მოიაზრებოდა მანქანა–დანადგარების, მეთოდების, ტექნოლოგიების, კაპიტალის თუ ინფორმაციის გაერთიანებად, ანუ იმ კომპონენტების ერთობლიობად, რომლებიც, სხვადასხვა დროს, მიიჩნეოდა მათი წარმატების განმსაზღვრელ ფაქტორებად. სტატია სრულად »