პარასკევი, 11 ივლისი 2025

დროება

მხოლოდ ერთი კითხვა

Contact Info

  • ADDRESS: Street, City, Country

  • PHONE: +(123) 456 789

  • E-MAIL: your-email@mail.com

Blog

კადრების მართვა

დამატებითი ბენეფიტები თანამშრომლებისათვის

ბენეფიტი განისაზღვრება, როგორც არაპირდაპირი ფულადი და არაფულადი ანაზღაურება, რომელსაც თანამშრომელი იღებს იმისათვის, რომ გაუჩნდეს კომპანიაში უფრო დიდი ხნის განმავლობაში დარჩენის სურვილი. ის მოიცავს ისეთ საშუალებებს, როგორიცაა ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაზღვევა, ანაზღურებადი დასვენების დღეები და ა.შ. 

ზოგადი მენეჯმენტი

ძლიერი კორპორატიული კულტურა სტაბილური, გრძელვადიანი შედეგების საწინდარია

ის თუ, რამდენად შეესაბამება კულტურა ორგანიზაციის მისიას, რამდენად თავსებადია სტრატეგიასთან და რამდენად  ეხმარება მას განხორციელებაში, მნიშვნელოვნად განაპირობებს მართვის ამ მნიშვნელოვანი ინსტრუმენტის გამოყენების ხარისხს. რამდენადაც ადამიანების წარმატებას განსაზღვრავს ფასეულობები, პრინციპები და ცხოვრების წესი, რაც მას პროგნოზირებადს, შესაბამისად სანდოსა და სტაბილურს ხდის, ისევეა ორგანიზაციების შემთხვევაშიც.

გაყიდვები და მარკეტინგი

პირდაპირი გაყიდვების 3 დებულება

წარმატებული პირდაპირი გაყიდვებისთვის მთავარია როგორ გარდატეხას შეიტანს ადამიანი საკუთარ აზროვნებაში. ის, ვისაც ჰქონია კლიენტთან შეხვედრისა და გაყიდვის გამოცდილება, აუცილებლად ძალიან ბევრ პრობლემებსა და ბარიერებს წააწყდებოდა. უმეტესობა, ამ პროცესში, წარუმატებლობას აწყდება. მათგან ძალიან ბევრი საერთოდ ანებებს თავს ამ საქმეს.

ზოგადი მენეჯმენტი

როგორ ვიმუშაოთ უკეთესად

„გაზაფხულის მშვენიერი საღამო. მზე ანათებს. ჰაერიც სასიამოვნოდ თბილია. სამსახურში დამაწინაურეს. ახალ თანამდებობაზე გადამიყვანეს, ანაზღაურება მომიმატეს და ახალი მანქანაც შევიძინე. ჩემი პატარა შვილიც დღითიდღე იზრდება და გული სიამაყით მევსება მისი შემხედვარე.

ზოგადი მენეჯმენტი ორგანიზაციული სტრუქტურა

ორგანიზაციული სტრუქტურის დამუშავების მიდგომა

ორგანიზაციული სტრუქტურები, მართლაცდა, ვერ უზრუნველყოფენ წარმატებას, მაგრამ არასწორ სტრუქტურას სერიოზულად შეუძლია შეუშალოს ხელი ნებისმიერი, თუნდაც გენიალური სტრატეგიის განხორციელებას და ის უბრალო, კეთილ სურვილებად აქციოს.

კადრების მართვა

რისკის ფაქტორი მენეჯერების მოტივაციის სქემებში

მენეჯერები ასრულებენ გადამწყვეტ როლს ნებიმიერი კომპანიის ცხოვრებაში. მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებსა და განხორციელების ხარისხზე დამოკიდებულია კომპანიის წარმატება თუ წარუმატებლობა. სწორედ ამიტომ ორგანიზაციების უმეტესობა საკმაოდ დიდ ძალისხმევას და ენერგიას ხარჯავს მათ ნაყოფიერ მუშაობაზე.

გაყიდვები და მარკეტინგი

კლიენტების კმაყოფილების ზრდის მცირებიუჯეტიანი საშუალებები

კლიენტების კმაყოფილებას თუ რა მნიშვნელობა აქვს ნებისმიერი კომერციული (და არამარტო) ორგანიზაციის კეთილდღეობისათვის, დიდი დასაბუთება არ სჭირდება. ბევრი კომპანია ხარჯავს დროს და ენერგიას კლიენტების კმაყოფილების დონის კვლევის, შეფასების და  კონტროლისათვის. იგონებენ მომსახურების სტანდარტებს, მერე ამ სტანდარტებს ნერგავენ, მერე მათ შესრულებას აკონტროლებენ და ყველაფერს ამას სწორედ კლიენტების კმაყოფილების მისაღწევად აკეთებენ.

გაყიდვები და მარკეტინგი

„მარკეტების“ წარმატების გზა

მხოლოდ თბილისში 3000 -ზე მეტი პატარა საუბნო სასურსათო მაღაზიაა ( ე.წ. მარკეტები), სადაც ჩვენ ყველას, გვიწევს დროდადრო (ბევრს ხშირად) შესვლა. ვიფიქრეთ, იმაზე თუ, როგორ შეიძლება ისინი ბევრად უფრო ეფექტურები და წარმატებულები გახდნენ. ეს საინტერესო გზა შეიძლება იყოს არა მარტო თვითონ მათთვის, არამედ ბევრისთვისაც, ვისაც მათთან შეხება აქვს.

სტრატეგია

რატომ არის აუცილებელი სამშენებლო სეგმენტის ფინანსური რეგულირება? რა უნდა ვქნათ, რომ აღარ განმეორდეს შეცდომა?

სტატიის მიზანია, მკითხველს გაუზიაროს დეველოფერულ დარგში რამოდენიმე წლიანი პრაქტიკის საფუძველზე წარმოშობილი მოსაზრება სექტორის ფინანსური რეგულირების აუცილებლობის შესახებ.

გაყიდვები და მარკეტინგი

ლოიალობის პროგრამების წარმატება

რა შემთხვევაში ითვლება ლოიალობის პროგრამა წარმატებულად, რა მიუთითებს ამაზე და როგორ შეიძლება, რომ ის უფრო მეტად ეფექტიანი გავხადოთ. წიგნში ”ვინ გაყიდის ხვალ”, რომელიც სინერჯი ჯგუფმა 2009 წლის თებერვალში გამოსცა, მოცემულია სტატია სათაურით: ” რვა ნაბიჯი ერთგულ მომხმარებლამდე”. მასში დეტალურად არის მოცემული ის ნაბიჯები რაც საჭიროა ლოიალობის პროგრამების დასანერგად. ასევე განხილულია მოსალოდნელი რისკებიც, რაც თან ახლავს […]

კადრების მართვა

არაფორმალური მენტორები კადრების განვითარებისთვის

საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია მაკინზი, რომელსაც 80 ოფისი გააჩნია მსოფლიოს 40 სხვადასხვა ქვეყანაში, აქტიურად და ეფექტურად იყენებს მენტორების ინსტიტუტს საკუთარი კადრების განვითარებისთვის.

ზოგადი მენეჯმენტი

წარმატებული სტარტის ფორმულა – ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები ბიზნესის სწორად დასაწყებად

ახლად დაარსებული ორგანიზაციების უდიდესი ნაწილი დაწყებიდან მოკლე ხანში ასრულებს არსებობას. ამის მიზეზი ხშირ შემთხვევაში არასწორი სტარტია, არასწორად გაკეთებული აქცენტები საწყის ეტაპზე და თავიდანვე საქმის ფართო მასშტაბით დაწყების მცდელობაა, რაც ძალიან ხშირად არ ამართლებს.

კადრების მართვა

შედეგებზე მიბმული ანაზღაურების სქემები

რა უნარები და შედეგებია საჭირო კომპანიის სტრატეგიული მიზნების მისაღწევად? და არსებული ანაზღაურების გეგმები მოქმედებენ თუ არა ამ შედეგების მისაღწევად? ორგანიზაციების უმეტესობისთვი მნიშვნელოვანია მუშაობის შედეგებთან საკადრო ხარჯების მჭიდროდ დაკავშირება. ამით მათ მიეცემათ შესაძლებლობა, შემოსავლების შემცირების პირობებში თავი დაიზღვიონ მოგების სწრაფი შემცირებისგან. 

კადრების მართვა

ვინ შემოაღებს კარს

“2 საათს გადასცდა, აპლიკანტი იგვიანებს. პირველივე შეხვედრაზე რომ დროზე მოსვლა ვერ შეძლო, შეიძლება, ცოტა უპასუხისმგებლოც იყოს… ნეტავი  ისეთი იყოს, როგორსაც ვეძებთ და ის იყოს, ვისაც ვეძებთ”…

გაყიდვები და მარკეტინგი სტრატეგია

დამზადებულია საქართველოში – ექსპორტის ხელშეწყობის პროგრამა

ექსპორტის ხელშეწყობის როლი და მნიშვნელობა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში არავისთვის სადაო არ არის. რთულია, უბრალოდ, იმ ეფექტური გზების მოძებნა, რომლითაც ამის გაკეთება შეიძლება. დამზადებულია საქართველოში – ერთ–ერთი ყველაზე ქმედითი პროგრამა შეიძლება აღმოჩნდეს, რომელსაც სახელმწიფო განახორციელებს ექსპორტის სტიმულირებისათვის.

ზოგადი მენეჯმენტი ორგანიზაციული სტრუქტურა

დააჩქარეთ განვითარება – შექმენით განვითარების საბჭო

განვითარება ბევრი ორგანიზაციისთვის (თუ ყველასთვის არა) გადაუდებელი აუცილებლობაა, თუმცა, ხშირ შემთხვევაში, იგი მენეჯმენტის სასწრაფო ოპერატიული, მიმდინარე საქმეების სიმრავლეს ეწირება.

სტრატეგია

უკეთესი მომავალი იწყება ხედვით

ორგანიზაციის სპეციფიკის, საქმიანობის სფეროს მიხედვით ხედვის კომპონენტები შეიძლება განსხვავებული იყოს, მაგრამ უმრავლესი ბიზნეს სტრუქტურებისთვის მისი შემადგენლობა მსგავსია. ხვალ არა, და მითუმეტეს არც შემდეგ ორშაბათს – მომავალი იწყება დღეს, დღეს იქმნება ის, ჩვენი დღევანდელი გადაწყვეტილებებით, დღევანდელი მოქმედებებით. 

სტრატეგია

ის, რის გამოც ორგანიზაციები არსებობენ

მაგრამ საკმარისია ის ცხადი გახდეს, მივხვდეთ, დავინახოთ და შევიგრძნოთ და ყველაფერი ბევრჯერ უფრო სწრაფად იწყებს მოძრაობას, ბევრად უფრო ეფექტურად და მიზანმიმართულად იხარჯება რესურსები და მიიღება გადაწყვეტილებები. მისია თავისთავად არსებობს,  გვინდა თუ არა, ვიცით თუ არა, გვესმის თუ არა მისი მნიშვნელობა. ის ჩნდება და ვითარდება ორგანიზაციასთან ერთად, ყოველდღიურად ახდენს გავლენას გადაწყვეტილებებზე, მოქმედებებზე, რესურსების მართვის პროცესზე.

კადრების მართვა

მოტივაციის მცირებიუჯეტიანი სისტემები

პოსტკრიზისულ პერიოდში ყველასთვის ცხადია, რამდენად მნიშვნელოვანია, მინიმალური დანახარჯებით მიაღწიო თანამშრომლების მაქსიმალურ კმაყოფილებას. თითქმის ყველა კომპანიამ შეამცირა ხელფასები, ზოგიერთები კი საერთოდ ვეღარ ახერხებენ გადახდას.

ლიდერობა

გახდი უკეთესი ლიდერი

მას შემდეგ, რაც მენეჯერებმა ყველა დანარჩენი რესურსის მეტნაკლები ეფექტურობით გამოყენება ისწავლეს, მიადგნენ სამართავად ყველაზე რთულს, მაგრამ ამოუწურავი შესაძლებლობების მქონე რესურსს – ადამიანებს.