პარასკევი, 11 ივლისი 2025

დროება

მხოლოდ ერთი კითხვა

Contact Info

  • ADDRESS: Street, City, Country

  • PHONE: +(123) 456 789

  • E-MAIL: your-email@mail.com

ჭდე: ლიდერობა

ლიდერობა

თუ უფრო მეტის მოსწრება გინდათ

ადამიანების უმრავლესობა, ვინც არც საქმის კეთების მოტივაციის ნაკლებობას უჩივის და არც თვითონ საქმის ნაკლებობას, მუდმივად წუხს, რომ არ ყოფნის დღე-ღამეში 24 საათი, კვირაში შვიდი დღე და წლის განმავლობაში 365 დღე. მიუხედავად იმისა, რომ გვიანობამდე მუშაობენ, თითქოს ყოველთვის რაღაცას აკეთებენ და მუდმივად ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი საქმის გაკეთება მოასწრონ, მაინც ბევრი რამ დაუსრულებელი რჩებათ, მიზნები-მიუღწეველი, ამოცანები-გადაუჭრელი.

ზოგადი მენეჯმენტი ლიდერობა ორგანიზაციული სტრუქტურა

გიგანტიზმის სინდრომი

ბევრი ორგანიზაციის უმაღლეს ხელმძღვანელობაში შეხვდებით მენეჯერს, რომელიც მისადმი დაქვემდებარებული მიმართულების მიზნებს და ინტერესებს უფრო წინა პლანზე აყენებს, ვიდრე მთლიანი ორგანიზაციისას. მას ხშირად ავიწყდება, რომ ორგანიზაციის ნაწილია და რომ მისი როლი და ფუნქცია, პირველ რიგში, სწორედ მთლიანი ორგანიზაციის მისიიდან გამომდინარეობს და არა პირიქით. იგი ითხოვს ყველაზე მეტ რესურსს, როგორც წესი, ყველაზე მეტი ხალხი ჰყავს უშუალო დაქვემდებარებაში, […]

ზოგადი მენეჯმენტი კადრების მართვა ლიდერობა

თითქმის იდეალური გუნდი

ისინი შვიდნი არიან და არ ჰყავთ ხელმძღვანელი. მათი საქმიანობის მიზანი არ არის ფული და არ რაოდენობრივ მიზნებს ისხავენ. მათ შორის არ არსებობს შრომის დანაწილება, ყველას შეუძლია აკეთოს ყველაფერი და ყველა აკეთებს კიდეც ყველაფერს. საშუალება გვქონდა ახლოდან დავკვირვებოდით ერთი ისეთი გუნდის მუშაობას, რომელიც, ჩემი აზრით, ყველა პარამეტრით ძალიან ახლოს არის იდეალური გუნდის მახასიათებლებთან. მისი მონოლითურობა, მოქნილობა, […]

ლიდერობა სტრატეგია

პროაქტიული ადამიანების განსხვავება

ადამიანების დაყოფა ბევრნაირად შეიძლება, თუმცა არსებობს დაყოფის ერთი პრინციპი, რომელიც მათ ქცევის მიხედვით განასხვავებს. ადამიანების პროაქტიულ და რეაქტიულ ტიპებად დაყოფა სხვადასხვა საკითხის მიმართ მათ განსხვავებულ დამოკიდებულებებს ეფუძნება. სწორედ ეს განსხვავებები განაპირობებს მათ რადიკალურად განსხვავებულ ქცევას სხვადასხვა სიტუაციაში. ეს კი, თავის მხრივ, ამ ადამიანებისათვის უფრო მეტი, ან უფრო ნაკლები წარმატების მიზეზი ხდება.

ლიდერობა

მათთვის, ვინც ახლა იწყებს კარიერას

წელსაც რამდენიმე ათასი ადამიანი შეურთდება სხვადასხვა ორგანიზაციებში დასაქმებულთა რიგებს. მათთვის, ვინც ახლა იწყებს მაღალი თანამდებობებისკენ მიმავალი რთული გზის გავლას, უნდა იცოდნენ, როგორ შეიძლება გაიკვლიონ გზა შიდა ორგანიზაციული ურთიერთობების ლაბირინთებში. მიუხედავად იმისა, რომ რაღაც ინსტრუქციებსა და დარიგებებს ალბათ მათ ორგანიზაციებშიც მისცემენ, ჩვენც გვინდა რამოდენიმე  რჩევა მივცეთ, თუ  როგორ მოიქცნენ, რა გააკეთონ და რაც მთავარია რა არ […]

კადრების მართვა

მუდამ უკმაყოფილო კადრების მართვა

თითქმის ყველა ორგანიზაციაში, გუნდში, კოლექტივში არიან თანამშრომლები, რომელთა მართვაც ხელმძღვანელებს ძალიან უჭირთ. მათი გულის მოგება, დაინტერესება, გახარება, მოტივირება თითქმის შეუძლებელია. ისინი ინდიფერენტულად, ზედაპირულად და უგულოდ უდგებიან საქმეს, რომელიც აბარიათ და მხოლოდ იმ დონეზე აკეთებენ მას რომ საყვედური არ მიიღონ.

კადრების მართვა ლიდერობა

მენეჯერი, რომელმაც ალყა გაარღვია

ერთ დღეს ერთმა მენეჯერმა იგრძნო, რომ ძალიან დაშორდა თავის თანამშრომლებს, აღარ ესმოდა მათი ქცევის მიზეზები, მათი პრეტენზიები და აღიზიანებდა კიდეც ისინი. ხვდებოდა, რომ რატომღაც მისიც ძალიან ცუდად ესმოდათ მის თანამშრომლებს, ეუბნებოდა ერთს და აკეთებდნენ მეორეს, ითხოვდა ერთს და აძლევდნენ მეორეს, ეკითხებოდა ერთს და პასუხობდნენ მეორეს.

ზოგადი მენეჯმენტი

რა გვიშლის ხელს უფრო მეტის და უკეთესად კეთებაში

ორგანიზაციაში, სადაც ვმუშაობთ, ჩვენი ხელმძღვანელების მხრიდან ხშირად ვისმენთ საყვედურის ტონით გამოთქმულ კითხვებს – რატომ არ ვმუშაობთ მეტს, რატომ არ ვაკეთებთ უფრო ღირებულს, რატომ არ გვაქვს უკეთესი შედეგები. და მაშინაც, როცა ისინი ამას არ გვეკითხებიან, მათ უკმაყოფილო გამოხედვაში ეს კითხვები თითქმის ყოველთვის ცხადად იგრძნობა. შესაძლოა, ეს იმ ჩვევების ბრალია, რომლებმაც ასე ღრმად და მყარად მოიკიდა ფეხი […]