ჭდე: სტრატეგია

ზოგადი მენეჯმენტი საზოგადოებრივი კეთილდღეობა

როგორ მოვიძიოთ ფინანსური რესურსები საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი საქმეების საკეთებლად? 

საზოგადოება უნდა აფინანსებდეს თავისთვის მნიშვნელოვანი და სასარგებლო საქმეების კეთებას. ეს განსაკუთრებით აუცილებელია დღეს, როდესაც საერთაშორისო დონორებს არასამთავრობო სექტორის დახმარების შესაძლებლობა შეეზღუდათ.  საერთაშორისო დაფინანსებას თავისი ლოგიკა აქვს. ის ხშირად უფრო დონორების მიზნებს ემსახურება, ვიდრე ადგილობრივ საჭიროებებს. თუმცა, ამ ინტერესების გადაკვეთის წერტილებში მაინც ხერხდებოდა ბევრი კარგი საქმის გაკეთება. დღეს კი, როცა არ ვიცით ეს მდგომარეობა რამდენ ხანს […]

სტრატეგია ტაქტიკა

რა მნიშვნელობა აქვს ტაქტიკური დაგეგმვის ჯგუფს და როგორ უნდა იყოს ორგანიზებული მისი საქმიანობა?

როდესაც შენი მოწინააღმდეგე ტაქტიკურ დაგეგმვაში ძლიერია, მაშინაც კი, თუ შენ სტრატეგიული უპირატესობები გაქვს, შეიძლება ისე გებრძოლოს, რომ რესურსებისგან დაგცალოს და, საბოლოოდ, გამარჯვების შანსი არ დაგიტოვოს, ან ძალიან შეგიმციროს. ამიტომ, ყველა ბრძოლაში, და განსაკუთრებით კი ასეთ მოწინააღმდეგესთან, ტაქტიკური დაგეგმვის ხარისხს, ხშირ შემთხვევაში, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.  ტაქტიკური დაგეგმვის მიზანია, დროის ნებისმიერ მომენტში ყველა შესაძლო მოქმედი პირისთვის არსებობდეს […]

Business კადრების მართვა

ღირებული რეკომენდაცია

ოფისი დღეს ჩვეულებრივზე ჩუმია.  თერთმეტის ნახევარია და ჯერ მხოლოდ მე და ლიკა ვართ შეხვედრების ოთახში.  პრინციპში, გუშინ ღამე ფეხბურთი იყო.  ჯერ კიდევ მტკივა თავი და ყავის ჭიქა მიმაქვს ცხვირთან, იქნებ სუნმა გამომაცოცხლოს, სანამ კოფეინი იზამს თავისას.  ლიკა, ჩვენი პროექტების მენეჯერი, უხმაუროდ გადაადგილდება ოთახში. ანგარიშგების ფურცლებს და კალმებს მაგიდაზე ალაგებს, შეხვედრაზე დამსწრეებისთვის. ჩემთან რომ მოდის, მხოლოდ […]

სტრატეგია

მომსახურების ხარისხის განვითარება საცალო გაყიდვების ქსელში

წარმოიდგინეთ სიტუაცია: შედიხართ სუპერმარკეტში, ქსელურში და თან ისეთი ბრენდის, რომელიც აშკარად აცხადებს ამბიციას მომსახურების მაღალ ხარისხზე. სასურველი პროდუქტის ძებნით დაღლილი, ბოლოს დგებით რომელიმე სექციასთან და დასახმარებლად არავინ მოდის, კიდევ დიდხანს გიწევთ ასე დგომა. თუ ბოლოს ვინმე მოვიდა, ისეთი სახით და ხმით დაგელაპარაკებათ, არაფრის ყიდვა აღარ მოგინდებათ. იმ დახლებზე, საიდანაც, წესით, თავად უნდა აარჩიოთ და აიღოთ […]

ისტორიები

გაფუჭებული ვაშლი

საკლასო ოთახის კარი 20 წუთის დაგვიანებით შეაღეს. გიორგიმ ჯერ ეკა შეუშვა, რომელმაც უხერხული ღიმილი მოავლო შემხვედრ სახეებს და წელში მოხრილი, ნელი ნაბიჯებით შევიდა შიგნით. გიორგიც ეგრევე შემოყვა და პირდაპირ წავიდა წინ გაშვერილი ხელით.  – მაგარი საცობები იყო, ძალიან დიდი ბოდიში! იმედია ძაან არ გალოდინეთ.  – არაა… აი ეხლა შევიკრიბეთ ჩვენც ზუსტად, ცოტა ხანია. – მაღალმა, […]

სტრატეგია

როგორ დავეხმაროთ დემოკრატიას, რომ გადარჩეს

რთული მმართველობითი ან სტრატეგიული ამოცანების გადაწყვეტა პროცესია, რომელიც ისე თუ არ გაიარე, როგორც უნდა გაიარო (ან, მიახლოვებულად მაინც ისე), შედეგად აუცილებლად მიიღებ რაღაცას სხვას; ან საერთოდ ვერანაირ შედეგს ვერ მიიღებ. და რა რესურსიც არ უნდა დახარჯო ამ ამოცანის გადაწყვეტაზე, ალბათობა, რომ შენი შრომა ნახევარზომა აღმოჩნდება, თითქმის ასი პროცენტია. ეს პროცესი უფრო ნათლად რომ წარმოვიდგინოთ, აუცილებელია […]

ლიდერობა სტრატეგია

პროაქტიული ადამიანების განსხვავება

ადამიანების დაყოფა ბევრნაირად შეიძლება, თუმცა არსებობს დაყოფის ერთი პრინციპი, რომელიც მათ ქცევის მიხედვით განასხვავებს. ადამიანების პროაქტიულ და რეაქტიულ ტიპებად დაყოფა სხვადასხვა საკითხის მიმართ მათ განსხვავებულ დამოკიდებულებებს ეფუძნება. სწორედ ეს განსხვავებები განაპირობებს მათ რადიკალურად განსხვავებულ ქცევას სხვადასხვა სიტუაციაში. ეს კი, თავის მხრივ, ამ ადამიანებისათვის უფრო მეტი, ან უფრო ნაკლები წარმატების მიზეზი ხდება.

ზოგადი მენეჯმენტი

რა გვიშლის ხელს უფრო მეტის და უკეთესად კეთებაში

ორგანიზაციაში, სადაც ვმუშაობთ, ჩვენი ხელმძღვანელების მხრიდან ხშირად ვისმენთ საყვედურის ტონით გამოთქმულ კითხვებს – რატომ არ ვმუშაობთ მეტს, რატომ არ ვაკეთებთ უფრო ღირებულს, რატომ არ გვაქვს უკეთესი შედეგები. და მაშინაც, როცა ისინი ამას არ გვეკითხებიან, მათ უკმაყოფილო გამოხედვაში ეს კითხვები თითქმის ყოველთვის ცხადად იგრძნობა. შესაძლოა, ეს იმ ჩვევების ბრალია, რომლებმაც ასე ღრმად და მყარად მოიკიდა ფეხი […]

სტრატეგია

საქართველო მსოფლიოს ბავშვებისთვის

საქართველოს ხელისუფლება ბევრ დროს, ენერგიას და ფულს ხარჯავს ინვესტორების მოსაზიდად, რაც თავისთავად მისასალმებელია, თუმცა მარტო ის ფაქტი რომ ჩვენთან ნაკლები ბიუროკრატიული ბარიერები არსებობს საქმის დასაწყებად საკმარისი რომ არ არის ამისათვის შედეგებიდანაც ნათელია. საკმარისი არ არის მაშინაც კი როცა მსოფლიოში ცნობილი ჟურნალები სავსეა შენი რეკლამით, საუკეთესო სატელევიზიო არხები გადასცემენ ამის შესახებ ინფორმაციას ან შენი ბიზნესმენები თუ […]

დაგვიკავშირდით

მოგვწერეთ: contact@synergy.ge

დაგვირეკეთ: +995 595 24 78 63

Strategy (c)2025. All Rights Reserved.