მოტივაციის მცირებიუჯეტიანი სისტემები
სტატიის ავტორი: ნონა ქარქუზაშვილი
7 აგვისტო, 2009 | წაკითხულია 7 438-ჯერ
პოსტკრიზისულ პერიოდში ყველასთვის ცხადია, რამდენად მნიშვნელოვანია, მინიმალური დანახარჯებით მიაღწიო თანამშრომლების მაქსიმალურ კმაყოფილებას. თითქმის ყველა კომპანიამ შეამცირა ხელფასები, ზოგიერთები კი საერთოდ ვეღარ ახერხებენ გადახდას. ამიტომ კომპანიის მენეჯმენტმა უნდა იფიქროს იმ გზებსა და მეთოდებზე, რომლებითაც როგორმე დააკომპენსირებს ხელფასის გაუცემლობას, ან შემცირებას და შესაძლებელს გახდის თანამშრომლების მოტივაციის ამაღლებას.
მაგალითად:
• ყველაზე მარტივი, რაც შეიძლება გაკეთდეს თანამშრომლების მოტივაციისათვის, არის ზეპირი შექება. ეს ერთი შეხედვით ყველაზე ბანალურია, მაგრამ, ამავე დროს, ერთ ერთი ყველაზე ეფექტური გზაა განსაკუთრებით ახალბედა თანამშრომლების მოტივაციისთვის. ამ პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყოველ წვრილმანზე მოხდეს თანამშრომლების ამა თუ იმ ფორმით შექება. ყველა პატარა მიღწევაზე შექებაც მათში გააჩენს უფრო მეტის გაკეთების ინტერესს;
• კომპანიის ვებ გევრდზე საუკეთესო თანამშრომლის გვერდის შექმნა, სადაც მოცემული იქნება ინფორმაცია ასეთი თანამშრომლების შესახებ (თავისი ფოტოებით), მათი განვითარების კარიერული გზა და მიღწევები, ან კომპანიის ყველაზე თვალსაჩინო ადგილას თანამშრომლების დაფის გაკეთება;
• თანამშრომლისთვის მადლობის წერილის სახლში გაგზავნა. ძალიან ბევრისთვის მნიშვნელოვანია, რომ მისმა ოჯახის წევრებმა იცოდნენ მისი მიღწევების შესახებ, იცოდნენ, რომ მას სამსახურში აფასებენ. ასე რომ, თანამშრომლების მოტივაციის ერთ-ერთი ქმედითი ინსტრუმენტი შეიძლება იყოს სწორედ მადლობის წერილის სახლში გაგზავნა. ამას, გარკვეულ შემთხვევებში, შესაძლოა, გაცილებით მეტი ეფექტი ჰქონდეს, ვიდრე მადლობის წერილის, ან სიგელის სამსახურში პირადად გადაცემას;
• ძალიან განსაკუთრებულ შემთხვევაში, შესაძლებელია, საუკეთესო თანამშრომლის სახელობის საფეხურის გაკეთებაც კი. მოტივაციის სხვა საშუალებისგან განსხვავებით ამის უპირატესობაა მუდმივობა;
• საკუთესო თანამშრომლებისათვის ოქროს სამკერდე ნიშნის დამზადება კომპანიის ლოგოთი, რაც გამოარჩევს მათ სხვა თანამშრომლებისაგან;
• საუკეთესო თანამშრომლების შესახებ ინფორმაციის კომპანიის წლიურ ანგარიშსში განთავსება;
• მანქანიანი თანამშრომლებისათვის ადგილის გამოყოფა კომპანიის ავტოსადგომზე;
• უბრალოდ, ერთი გამოსასვლელი დღის ჩუქება;
• დამატებითი შვებულების მიცემა;
• სადილის ორგანიზება ტოპ მენეჯმენტთან ერთად;
• ბიზნეს ლიტერატურის ჩუქება სპეციალობის მიხედვით;
• თეატრის, მუზეუმების, კინოსა თუ ოპერის ბილეთბის ჩუქება;
• ტკბილეულის, შოკოლადებისა და კანფეტების დიდი შეფუთვის ჩუქება (მათ, ვისაც უყვართ);
• მათთვის, ვისაც ყვავილები უყვარს ქოთნოს ყვავილების ჩუქება;
• დირექტორატის სხდომებში დასწრებისა და მონაწილეობის მიღების უფლების მიცემა.
ეს არის ძალიან მცირედი იქიდან, რისი გაკეთბაც შესაძლებელია მცირე დანახარჯებით თანამშრომლების მოტივაციისათვის და რაც არანაკლებ ეფექტურია, ვიდრე პრემია ან ძვირადღირებული საჩუქრები.
მაგრამ მნიშვნელოვანია, ამას არ ჰქონდეს სპონტანური ხასიათი და ეს ყველაფერი მოქცეული იყოს სისტემაში. ეს აუცილებელია იმისათვის, რომ არ გამოგვეპაროს არცერთი შემთხვევა, როდესაც თანამშრომლემა კომპანიისადმი გამოიჩინა განსაკუთრებული ზრუნვა და ერთგულება. თანამშრომლებმა უნდა იცოდნენ, რომ მათი ძალისხმევა დაუფასებელი არ დარჩება.
ამისათვის კი საჭიროა:
1. ჰქონდეს ინფორმაცია თანამშრომლების მიერ გამოვლენილ განსაკუთრებულ ძალისხმევაზე, ან მიღწეულ შედეგებზე;
2. შეირჩეს სწორად მოტივაციის ინსტრუმენტები თანამშრომლის ინდივიდუალურობისა და ცალკეული შემთხვევის თავისებურების გათვალისწინებით;
3. სტიმულირების ყოველი შემთხვევის მაქსიმალური აფიშირება – სხვა მუშაკების ინფორმირება ასეთი ფაქტების შესახებ.
იმისთვის, რომ მუდმივად გვქონდეს ინფორმაცია თანამშრომლების მიერ გაწეული ძალისხმევისა და მიღწეული შედეგების შესახებ, შესაძლოა, გამოყენებულ იქნას შემდეგი მეთოდები:
• ანონიმური ყუთი – სადაც ყველა თანამშრომელი ჩააგდებს თავის მოსაზრებას, ვისი წახალისებაა სასურველი და რა დამსახურებისთვის;
• ანონიმური ელ. ფოსტა – ამისათვის უნდა გაიხსნას სპეციალური ელ. ფოსტა, საიდანაც ყველა თანამშრომელს შეეძლება საკუთარი მოსაზრებების წინასწარ განსაზღვრულ მეილზე გაგზავნა, ისე რომ მათი ვინაობა არ ფიქსირდებოდეს;
• პერიოდული უკუკავშირის კითხვარი – გულსიხმობს სპეციალური კითხვარის მომზადებას, რომელიც უნდა შეივსოს, ძირითადად, საშუალო რგოლის ხელმძღვანელების მიერ და სადაც მოცემული იქნება მათი რეკომენდაციები – გასული პერიოდის განმავლობაში ვინ გამოირჩა და რით;
• ან, უბრალოდ, კანდიდატურის წარმოდგენა ხელმძღვანელის მიერ.
თანამშრომლების გამოკითხვისას სასურველია, რომ მათ შეეძლოთ ფორმის შევსება (მეილის გაგზავნა) საკუთარ თავზეც. ამასთან უნდა შეეძლოთ ამის ანონიმურად გაკეთება. ეს უფრო მეტი ინფორმაციის მოგორვებას გახდის შესაძლებელს, რომლის გადამოწმებაც არ იქნება რთული.
მას შემდეგ, რაც მოხდება ინფორმაციის მოპოვება, მნიშვნელოვანია, ცალკეული შემთხვევისათვის, მოტივაციის სწორი ინსტრუმენტების შერჩევა. ზეპირი შექებისა და მადლობის გარდა, სასურველია, კომპანიაში არსებობდეს წინასწარ განსაზღვრული მოტივაციის ინსტრუმენტების ჩამონათვალი. იგი მუდმივად უნდა დაიხვეწოს. შეიძლება აღნიშნული სია შეივსოს თვითონ თანამშრომლების მიერ დაფიქსირებული სურვილებითაც.
მნიშვნელოვანია ასევე სტიმულირების ყოველი შემთხვევის მაქსიმალური აფიშირება. ეს საჭიროა, რათა თითოეულ თანამშრომელში განტკიცდეს რწმენა, რომ განსაკუთრებული ძალისხმევა და შედეგები მენეჯმენტის მხრიდან შეუმჩნეველი და დაუფასებელი არ რჩება. ეს შეიძლება განხორციელდეს სხვადასხვა არხებით, მაგალითად:
• ინტრანეტი (იქ, სადაც არსებობს);
• კომპანიის ვებ-გვერდი;
• თანამშრომლების დაფა;
• ელ. წერილის გაგზავნით ყველა თანამშრომელთან;
• წლის ბოლოს საერთო ბანკეტზე გამოცხადება და ა.შ.
მთავარია, რომ თანამშრომლის მიღწევებისა და წახალისების შესახებ რაც შეიძლება მეტმა გაიგოს. ეს მნიშვნელოვნად გაზრდის წახალისების ეფექტს.
ასე, რომ შექმენით ინფორმაციის მოგროვების მექანიზმები, სტიმულირების ინსტრუმენტების ჩამონათვალი და დაიწყეთ თქვენი კომპანიისათვის ღირებული თანამშრომლების მოტივაცია. რაც მთვარია, არ დაგავიწყდეთ ასეთი ფაქტების აფიშირება.
სტატიის ნახვა შესაძლებელია სინერჯი ჯგუფის IV წიგნში “მენეჯერის ბრძოლა წარმატებისთვის” ბმული
გადაუგზავნეთ მეგობრებს მეილზე
სტატიები მომზადებულია სინერჯი ჯგუფის წევრების მიერ;
1 კომენტარი სტატიაზე “მოტივაციის მცირებიუჯეტიანი სისტემები”
კომენტარის დამატება:
კომენტარის დაწერა შეუძლიათ მხოლოდ რეგისტრირებულ წევრებს
12 ოქტომბერი, 2012 09:19
[…] ამისათვის საჭიროა თავად მენეჯმენტის გუნდი იკრიბებოდეს ყოველთვიურად, ახდენდეს შედეგების რევიზიას და ეძებდეს მიზეზებს, რითი წაახალისოს თანამშრომლები. უნდა აჩვენოთ თანამშრომლებს, რომ მათი ძალისხმევა არ რჩება შეუმჩნეველი. მცირებიუჯეტიანი წახალისების იდეები ამ სტატიაში შეიძლება იხილოთ: http://strategy.ge/2009/08/07/cheap-motivation-systems/ […]