ლიდერობა
თუ უფრო მეტის მოსწრება გინდათ
5 ივლისი, 2010 | 3 კომენტარი »
ადამიანების უმრავლესობა, ვინც არც საქმის კეთების მოტივაციის ნაკლებობას უჩივის და არც თვითონ საქმის ნაკლებობას, მუდმივად წუხს იმის გამო, რომ არ ყოფნის დღე-ღამეში 24 საათი, კვირაში შვიდი დღე და წლის განმავლობაში 365 დღე. მიუხედავად იმისა, რომ გვიან ღამემდე მუშაობენ, თითქოს ყოველთვის რაღაცას აკეთებენ და მუდმივად ცდილობენ, ყოველ დღე რაც შეიძლება მეტი საქმის გაკეთება მოასწრონ, მაინც ბევრი რამ დაუსრულებელი რჩებათ, მიზნები-მიუღწეველი, ამოცანები-გადაუჭრელი. სტატია სრულად »
გიგანტიზმის სინდრომი
28 ივნისი, 2010 | 1 კომენტარი »
ბევრი ორგანიზაციის უმაღლეს ხელმძღვანელობაში შეხვდებით მენეჯერს, რომელიც მისადმი დაქვემდებარებული მიმართულების მიზნებს და ინტერესებს უფრო წინა პლანზე, აყენებეს ვიდრე მთლიანი ორგანიზაციისას. მას ხშირად ავიწყდება, რომ ორგანიზაციის ნაწილია და რომ მისი როლი და ფუნქცია, პირველ რიგში, სწორედ მთლიანი ორგანიზაციის მისიიდან გამომდინარეობს და არა პირიქით. ითხოვს ყველაზე მეტ რესურსს, როგორც წესი ყველაზე მეტი ხალხი ჰყავს უშუალო დაქვემდებარებაში, არ ესწრება მენეჯმენტის საერთო შეხვედრებს და საკითხების გადაწყვეტას ტოპ მენეჯერთან პირადი საუბრებით ცდილობს. განსაკუთრებულ გავლენას ფლობს, თვითონაც ხვდება და ამით აქტიურად სარგებლობს. სტატია სრულად »
თითქმის იდეალური გუნდი
21 ივნისი, 2010 | 2 კომენტარი »
ამ ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში საშუალება მოგვეცა ახლოდან დავკვირვებოდით ერთი ისეთი გუნდის მუშაობას, რომელიც ჩემი აზრით, ყველა პარამეტრით ძალიან ახლოს არის იდეალური გუნდის მახასიათებლებთან. მისი მონოლითურობა, ამავე დროს მოქნილობა, სისწრაფე, ცვლილებებზე რეაგირების ადეკვატურობა, შიდა განწყობა, წევრებს შორის ურთიერთობები, მათი მოტივაცია და ამ ყველაფრიდან გამომდინარე შედეგები რომელსაც ისინი აღწევენ შესაშურია ბევრი გაგებით. სტატია სრულად »
პროაქტიული ადამიანების განსხვავება
14 ივნისი, 2010 | 0 კომენტარი »
ადამიანების დაყოფა ბევრნაირად შეიძლება, თუმცა არსებობს დაყოფის ერთი პრინციპი, რომელიც მათ ქცევის მიხედვით განასხვავებს. ადამიანების პროაქტიულ და რეაქტიულ ტიპებად გაყოფა სხვადასხვა საკითხის მიმართ მათ განსხვავებულ დამოკიდებულებებს ეფუძნება, სწორედ ეს განსხვავებები განაპირობებენ მათ რადიკალურად განსხვავებულ ქცევას სხვადასხვა სიტუაციაში. ეს კი, თავის მხრივ, ამ ადამიანებისათვის უფრო მეტი ან უფრო ნაკლები წარმატების მიზეზი ხდება. სტატია სრულად »
მათთვის, ვინც ეხლა იწყებს კარიერის კეთებას
7 ივნისი, 2010 | 5 კომენტარი »
წელსაც რამოდენიმე ათასი ადამიანი შეურთდება სხვადასხვა ორგანიზაციებში დასაქმებულთა რიგებს. მათთვის ვინც ეხლა იწყებს მაღალი თანამდებობებისკან მიმავალი რთული გზის გავლას, უნდა იცოდნენ, როგორ შეიძლება გაიკვლიონ გზა შიდა ორგანიზაციული ურთიერთობების ლაბირინთებში. მიუხედავად იმისა, რომ რაღაც ინსტრუქციებსა და დარიგებებს ალბათ მათ ორგანიზაციებშიც მისცემენ, ჩვენც გვინდა რამოდენიმე რჩევა მივცეთ როგორ მოიქცნენ, რა გააკეთონ და რაც მთავარია რა არ გააკეთონ იმისთვის რომ ახალ სამსახურთან შეგუებაც გაუადვილდეთ და კარგი კარიერის წინაპირობაც შეიქმნან. მაშ ასე: სტატია სრულად »
მენეჯერი რომელმაც ალყა გაარღვია
24 მაისი, 2010 | 1 კომენტარი »
იყო ერთი მენეჯერი რომელმაც ერთ დღეს იგრძნო, რომ ძალიან დაშორდა თავის თანამშრომლებს, აღარ ესმოდა მათი ქცევის მიზეზები, არ ესმოდა მათ მიერ გამოთქმული პრეტენზიები და აღიზიანებდა კიდეც ისინი, ხვდებოდა რომ რატომღაც მისიც ძალიან ცუდად ესმოდათ მის თანამშრომლებს, ეუბნებოდა ერთს და აკეთებდნენ მეორეს, ითხოვდა ერთს და აძლევდნენ მეორეს, ეკითხებოდა ერთს და პასუხობდნენ მეორეს. სტატია სრულად »
როცა სამსახურის შეცვლაზე ფიქრობ
1 მარტი, 2010 | 3 კომენტარი »
როცა ყოველი ახალი სამუშაო დილა ტვირთია, ადგომა და სამსახურში წასვლა გეზარება, როცა ერთი სული გაქვს როდის მოვა პარასკევი საღამო და მერე ორშაბათის გახსენება ცუდ ხასიათზე გაყენებს. როცა შენი სამუშაო დღის დიდი ნაწილი ვაკანსიების საიტების ჩხრეკას ხმარდება, როდესაც ფიქრობ რომ ვეღარ იზრდები იქ სადაც ხარ, როცა აუტანლად გაწუხებს სამუშაოს ერთფეროვნება, როდესაც ყოველი დღე მოსაწყენი და მოსაბეზრებელი ხდება ხვდები რომ დროა რაღაც შეცვალო. სტატია სრულად »
საშუალო რგოლის კარგი მენეჯერი
1 თებერვალი, 2010 | 3 კომენტარი »
დიდი ორგანიზაციების წარმატებაში ბევრი რამეა საშუალო რგოლის მენეჯერებზე დამოკიდებული. მათი მონდომება, ჩართულობა, მათი ურთიერთობები როგორც საკუთარი გუნდის წევრებთან, ისე ზედა მენეჯმენტთან, კოლეგებთან მნიშვნელოვან წილად განაპირობებს ორგანიზაციის შედეგებს. სტატია სრულად »
TOP მენეჯერების შეკითხვები საშუალო რგოლის ხელმძღვანელებს
21 დეკემბერი, 2009 | 4 კომენტარი »
იყო დრო როდესაც ჩვენს ორგანიზაციაში არ იყო ბევრი შუა რგოლის მენეჯერი. მაშინ ჩვენ ბევრად პატარები ვიყავით, ბევრად უფრო ცოტა თანამშრომელი გვყავდა, მაგრამ გვქონდა გარემო რომელშიც გვიხაროდა მუშაობა. ყველა ვიყავით ერთი გუნდი, ყველას თანაბრად გვინდოდა და ვესწრაფოდით წარმატებას. სტატია სრულად »
გუნდის მართვის მარტივი ხერხი
7 დეკემბერი, 2009 | 16 კომენტარი »
წარმოიდგინეთ… ყოველ დილას, რამოდენიმე მილიარდი ადამიანი სახლიდან გარეთ გამოდის და მიიჩქარის სადღაც იმისათვის რომ აკეთოს რაღაცა. თითოეულ მათგანს აბსოლუტურად განსხვავებული მიზნები და მოტივები ამოძრავებს, ზოგი გადარჩენისთვის იბრძვის, ზოგიც ვიღაცის გადასარჩენად, ზოგი ვიღაცას ებრძვის და ზოგიც უბრალოდ ცდილობს ნანატრ მიზანს მიაღწიოს. სტატია სრულად »
ქართველი მენეჯერის აღსარება
2 ნოემბერი, 2009 | 32 კომენტარი »
გამარჯობათ, მე ტიპიური ქართველი მენეჯერი ვარ მისთვის დამახასიათებელი დადებითი და უარყოფითი თვისებებით. მეც მინდა რომ სწრაფად მივაღწიო დიდ წარმატებებს და აღიარებას, მეც მინდა რომ დაფასებული და ღირებული ვიყო ყველასთვის ვისი აზრიც ჩემთვის მნიშვნელოვანია. სტატია სრულად »
გახდი უკეთესი ლიდერი
4 აგვისტო, 2009 | 0 კომენტარი »
მას შემდეგ რაც მენეჯერებმა ყველა დანარჩენი რესურსის მეტ ნაკლები ეფექტურობით გამოყენება ისწავლეს, მიადგნენ სამართავად ყველაზე რთულს, მაგრამ ამოუწურავი შესაძლებლობების მქონე რესურსს - ადამიანებს. სტატია სრულად »
საქმის წარუმატებლობის გამომწვევი 6 მიზეზი
11 ნოემბერი, 2008 | 0 კომენტარი »
საქმის წარუმატებლობის გამომწვევი მიზეზების უარყოფითი ეფექტის არიდება ადვილია თუკი შემსრულებელმა წინასწარ იცის ამის შესახებ და დაცვით ზომებს მიმართავს. თუმცა, სამწუხაროდ, ეს იშვიათად ხდება და გარშემო უამრავი შემთხვევაა, როდესაც კარგი საქმეები შრომისმოყვარე და მიზანმიმართული მენეჯერის ხელშიც კი წარუმატებლობით მთავრდება. სტატია სრულად »
ოთხი პრაქტიკული იდეა ცვლილებებისთვის
5 ნოემბერი, 2008 | 0 კომენტარი »
“ეს იდეა უკვე რამდენიმე თვეა ტრიალებს, თუმცა ვერაფრით მოხერხდა მისი ხორცშესხმა, წინ ძალიან ნელა მივიწევთ, შეგრძნება მაქვს, რომ დროს ვკარგავთ, ძალიან მაწუხებს ეს შეგრძნება… იდეა რომ გაჩნდება, მინდა ცვლილება სწრაფად, ერთი ამოსუნთქვით მოხდეს, მაგრამ გადის ერთი დღე, კვირა, თვე… იდეები იდეებადვე რჩება…” სტატია სრულად »
ნამდვილი ლიდერის სახე
25 იანვარი, 2007 | 2 კომენტარი »
ჯერ კიდევ ახლო წარსულში ადამიანები ორგანიზაციაში ითვლებოდნენ მიზნების მიღწევის ერთერთ საშუალებად, ერთ ერთ რესურსად. ადამიანებთან ერთად ორგანიზაციები მოიაზრებოდა მანქანა დანადგარების, მეთოდების, ტექნოლოგიების, კაპიტალის თუ ინფორმაციის გაერთიანებად ანუ იმ კომპონენტების, რომლებიც სხვადასხვა დროს მიიჩნეოდა მათი წარმატების განმსაზღვრელ ფაქტორებად. სტატია სრულად »


