ანტიკრიზისული მართვა
უფლებების დელეგირების ერთი ისტორია
12 ივლისი, 2010 | 0 კომენტარი »
ერთ დიდ ორგანიზაციაზე მინდა მოგითხროთ, რომელიც იხრჩობოდა თავისი მოუქნელობით. თავდაპირველად ყველა ფიქრობდა, რომ მოუქნელობა დიდი ზომის ბრალი იყო, მაგრამ ბოლოს მიხვდნენ, რომ სინამდვილეში პრობლემას ქმნიდა ის, რომ თითქმის ყველა გადაწყვეტილებას პირველი პირი იღებდა. ამის გამო ბევრი მოქმედება გვიანდებოდა, გარემოს და შიდა ცვლილებებზე რეაგირება შენელებული იყო და ორგანიზაციაც ამის გამო სულ უფრო მოუქნელი ხდებოდა. ადრეც კი ხვდებოდნენ, რომ გადაწყვეტილებების მიღების ასეთი ცენტრალიზებულობა არ იყო კარგი, მაგრამ რაღაც ეტაპზე ამის განსაკუთრებული სიმძიმე იგრძნეს და აქედან მიმდინარე, დიდი საფრთხეებიც დაინახეს. თვითონ პირველმა პირმაც აღიარა, რომ რაღაცების შეცვლა იყოს საჭირო. ისტორიაც სწორედ აქედან მინდა დავიწყო. სტატია სრულად »
უმოქმედო, უმოძრაო და უკომპასო ორგანიზაციები
12 აპრილი, 2010 | 0 კომენტარი »
ორგანიზაციები მათი შესაძლებლობების დიდ ნაწილს რომ ვერ იყენებენ ეს არ არის უჩვეულო. ძნელია დაინახო ყველაფერი, ან გამოიყენო ის რასაც ხედავ, რესურსებიც შეზღუდულია, შესაძლებლობების პოვნისა და რეალიზაციის უნარიც არ არის უსასრულო. თუმცა არიან ორგანიზაციები და სამხწუხაროდ არც ისე ცოტა, რომლებიც ჯერ კიდევ არსებობენ, მაგრამ ფაქტობრივად უუნარონი არიან გააკეთონ რაღაცა ახალი, საინტერესო და ეფექტური ნაბიჯი გადადგან. ასეთი ორგანიზაციები სამ ჯგუფად შეიძლება დაიყოს: სტატია სრულად »
მცირე საწარმოებისათვის ტიპიური სამი პრობლემა და მათი გადაწყვეტის საინტერესო გზა
15 თებერვალი, 2010 | 2 კომენტარი »
ერთი საინტერესო საუბრის შესახემ მინდა მოგიყვეთ, რომელიც ამას წინათ ერთ-ერთი პატარა კომპანიის ხელმძღვანელთან მქონდა. საუბრის რომლის შედეგადაც გავიგე ჩემთვის ძალიან საინტერესო მიგნებების შესახებ, რომელთა მეშვეობით ამ ადამიანმა პატარა კომპანიებისათვის ტიპიური პრობლემების, ჩემი აზრით, შთამბეჭდავად ეფექტურად გადაწყვეტა შეძლო. სტატია სრულად »
გადაარჩინეთ რეალური სექტორი, გადაარჩინეთ საქართველოს ეკონომიკა
22 ივლისი, 2009 | 4 კომენტარი »
სულ უფრო მეტი ქვეყანა (მათ შორის ჩვენი ახლო მეზობლები) სულ უფრო მეტად ფიქრობენ და ზრუნავენ საკუთარი ეკონომიკის რეალური სექტორის გადარჩენაზე კრიზისის დროს. ყველამ იცის, რომ ეს ნიშნავს სავაჭრო ბალანსის შენარჩუნებას და გაუმჯობესებას, სამუშაო ადგილების დაცვას, ეკონომიკისათვის მკვეთრი რყევების აცილებას. სტატია სრულად »
შეინარჩუნეთ ყველაზე მნიშვნელოვანი კლიენტები და კრიზისი გაცილებით ადვილი გადასატანი გახდება
10 ივლისი, 2009 | 2 კომენტარი »
არაფერი არ არის ისე მნიშვნელოვანი კრიზისის დროს როგორც კლიენტი რომელიც არ მიდის. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მათგან მიღებული შემოსავალი თქვენი შემოსავლების განსაკუთრებულად დიდ ნაწილს შეადგენს. სტატია სრულად »
სამშენებლო სექტორის რეაბილიტაციის პროგრამასთან დაკავშირებული რისკები და ჰეჯირების გზები
8 ივლისი, 2009 | 1 კომენტარი »
სულ ახლახანს პრემიერ მინისტრმა წარმოადგინა ეკონომიკის სტიმულირების 5 პუნქტიანი გეგმა, რომლიდანაც პირველი და ვფიქრობ ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტი სამშენებლო სექტორის რეაბილიტაციის პროგრამა იყო. სტატია სრულად »
ქართული ბანკების მიერ კრიზისის პერიოდში დაშვებული მთავარი შეცდომები
8 ივნისი, 2009 | 4 კომენტარი »
როგორი უნდა ყოფილიყო ბანკების რეაქცია გასული წლის აგვისტოში განვითარებულ მოვლენებზე, და იმ პროცესებზე რომლებიც ამის შემდეგ განვითარდა ქვეყანაში და მსოფლიოში? სინამდვილეში რა ნაბიჯები გადადგეს და შესაბამისად რა შედეგები მიიღეს მათ და მთლიანად ქვეყანამ? სტატია სრულად »
საერთო ბრძოლა (ანუ ვის შეუძლია ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა)
1 ივნისი, 2009 | 2 კომენტარი »
ქვეყნის გამოყვანა ეკონომიკური კრიზისიდან, რომელშიც ჩვენ ეხლა ვიმყოფებით არის უპირველესი ამოცანა ქვეყანაში დღეს ყველასთვის, ყველა დონეზე, და ის მოძრაობა რომელიც უპირველესად ამ ამოცანას არ ისახავს მიზნად არის ფუჭად დახარჯული ენერგია სტატია სრულად »
სამი ყველაზე ეფექტური ცვლილება კრიზისის დროს
25 მაისი, 2009 | 2 კომენტარი »
ვისაც ბიზნეს წრეებთან აქტიური შეხება აქვს ყველა ხედავს როგორ უკან უკან მიდის ჩვენი ბიზნესის საქმე. საქართველოში კრიზისი შეიძლება ცოტა დაგვიანებით მაგრამ სულ უფრო აქტიურად იკიდებს ფეხს. სულ უფრო უარესდება მდგომარეობა ბევრ დარგში. სტატია სრულად »
სარეზერვო გეგმა კრიზისული სიტუაციებისთვის
31 მარტი, 2009 | 4 კომენტარი »
ნებისმიერ კრიზისს და მის გავლენას ორგანიზაციაზე სამი უმთავრესი ჯგუფის - კადრების, კლიენტების და პარტნიორების ამ ორგანიზაციისადმი დამოკიდებულება განაპირობებს. თავის მხრივ, ორგანიზაცია მათი დაკვირვებებით და შეფასებებით საზრდოობს. სტატია სრულად »
ანტიკრიზისული მენეჯმენტი
29 იანვარი, 2009 | 14 კომენტარი »
განსაკუთრებით, აქ ჩვენთან, სადაც მოვლენები ხშირად ელვის სისწრაფით ვითარდება და შეიძლება ერთ კვირაში, ან სულაც ერთ დღეში აღმოჩნდეს, რომ სულ სხვა ქვეყანაში ცხოვრობ. ასეთი ცვლილებები გვაიძულებს ყოველთვის ვიყოთ ფორმაში, აღვიქვავდეთ და ვაკონტროლებდეთ გარემოს და სწორად ვრეაგირებდეთ მასში მიმდინარე პროცესებზე. სტატია სრულად »
შეუბრალებელი ბრძოლა ხარჯებთან
29 იანვარი, 2009 | 1 კომენტარი »
ჯანსაღი ორგანიზაციები გაუმართლებელ დანახარჯებს განუწყვეტლივ ებრძვიან, თუმცა მშვიდობიან და კრიზისულ პერიოდებში ბრძოლის სიმწვავე განსხვავებულია. თუკი მშვიდობიან პერიოდში ორგანიზაციამ შეიძლება თავს უფლება მისცეს მოითმინოს გაბერილი ხარჯები, კრიზისულ პერიოდში გაუმართლებელ ხარჯებს კომპანიის გაკოტრება შეუძლიათ, და მათ მიმართ ლმობიერება ნაკლებია. სტატია სრულად »
კრიზისის ცხრა დადებითი ეფექტი
28 იანვარი, 2009 | 12 კომენტარი »
დამკვიდრებული შეხედულებების მიხედვით, კრიზისები განსაკუთრებით კი გლობალური კრიზისები, ერთობ არასასურველი მოვლენაა ორგანიზაციების ცხოვრებაში. მიიჩნევა, რომ კრიზისის დროს, საკმაოდ ბევრი რამ ფუჭდება, რთულდება, არასახარბიელო მიმართულებით იწყებს სვლას. ეს ალბათ ასეც არის გარკვეული თვალსაზრისით, თუმცა, არსებობს რიგი გარემოებები, რომელთა გამოც შეიძლება მეტი ენთუზიაზმით ვხვდებოდეთ კრიზისს, რომელიც ხშირად როგორც შუალედური გამოცდა ისე ევლინება ორგანიზაციას მისი მდგრადობის, გუნდის ხარისხის და სტრატეგიის სისწორის გადასამოწმებლად. სტატია სრულად »
როგორ დავიბრუნოთ წარმატება
6 მარტი, 2008 | 0 კომენტარი »
კრიზისი ნებისმიერი კომპანიის განვითარების გზაზე ხდება და არაერთხელაც. ყველა კომპანიისთვის დგება მომენტი, როდესაც ადამიანებს სულ ცოტა აკლიათ იმედის დაკარგვამდე. თითქოს პროცესები შეუქცევადია და ყველა ფიქრობს, რომ წინ მიმავალი გზა აღარასოდეს გამოჩნდება. სტატია სრულად »
ორგანიზაციის დამანგრეველი 3 პროცესი
6 ივნისი, 2007 | 0 კომენტარი »
ბევრი ფიქრობს, რომ ორგანიზაციების ნგრევას ფინანსური პრობლემები იწვევს. სინამდვილეში გამოუსწორებელი ფინანსური სირთულეები, მხოლოდ და მხოლოდ ამ პროცესის დადგომის ნიშანია და არა თვითონ მიზეზი. ნგრევას გარკვეული, ხშირად გრძელვადიანი პროცესების შედეგად დგება და რაც უფრო ადრე შეძლებს მენეჯმენტი მათ დანახვას, მით უფრო მეტი შესაძლებლობა ექნება ფატალური შედეგის თავიდან ასაცილებლად. სტატია სრულად »


