• მეტა

  • სტატიების გამოწერა

    თემატიკა:

    არქივი:


    Synergy Insight Synergy Startup


    კადრების მართვა

    ცუდი გეგმები

    26 ივლისი, 2010 | 1 კომენტარი »

    სუსტი ხელმძღვანელები ხშირად თავის ძირითად ფუნქციად იმას მიიჩნევენ, რომ საკუთარი უფლებამოსილებების გამოყენებით, თავისივე ხელში არესებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მათივე შეხედულებებიდან გამომდინარე გაუკეთონ გეგმები თანამშრომლებს, მიუბან რაღაც მარტივი სქემით ამ გეგმების შესრულებაზე ხელფასის გაცემა ან ბონუსების დამატება და მერე მთელ ძალისხმევას იმაზე ხარჯავენ, რომ აიძულონ თანამშრომლებს ასეთი გეგმების შესრულება. ძალიან ხშირად ასეთ გარჯას ორგანიზაციისათვის ცუდი შედეგები მოსდევს. და თუ პირველ ეტაპზე თითქოს მიღწევები უმჯობესდება, მალე ყველა ხვდება, რომ სიტუაცია გაფუჭებას იწყებს და თან საკმაოდ ჩქარი ტემპებით. სტატია სრულად »

    უფლებების დელეგირების ერთი ისტორია

    12 ივლისი, 2010 | 0 კომენტარი »

    ერთ დიდ ორგანიზაციაზე მინდა მოგითხროთ, რომელიც იხრჩობოდა თავისი მოუქნელობით. თავდაპირველად ყველა ფიქრობდა, რომ მოუქნელობა დიდი ზომის ბრალი იყო, მაგრამ ბოლოს მიხვდნენ, რომ სინამდვილეში პრობლემას ქმნიდა ის, რომ თითქმის ყველა გადაწყვეტილებას პირველი პირი იღებდა. ამის გამო ბევრი მოქმედება გვიანდებოდა, გარემოს და შიდა ცვლილებებზე რეაგირება შენელებული იყო და ორგანიზაციაც ამის გამო სულ უფრო მოუქნელი ხდებოდა. ადრეც კი ხვდებოდნენ, რომ გადაწყვეტილებების მიღების ასეთი ცენტრალიზებულობა არ იყო კარგი, მაგრამ რაღაც ეტაპზე ამის განსაკუთრებული სიმძიმე იგრძნეს და აქედან მიმდინარე, დიდი საფრთხეებიც დაინახეს. თვითონ პირველმა პირმაც აღიარა, რომ რაღაცების შეცვლა იყოს საჭირო. ისტორიაც სწორედ აქედან მინდა დავიწყო. სტატია სრულად »

    თითქმის იდეალური გუნდი

    21 ივნისი, 2010 | 2 კომენტარი »

    ამ ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში საშუალება მოგვეცა ახლოდან დავკვირვებოდით ერთი ისეთი გუნდის მუშაობას, რომელიც ჩემი აზრით, ყველა პარამეტრით ძალიან ახლოს არის იდეალური გუნდის მახასიათებლებთან. მისი მონოლითურობა, ამავე დროს მოქნილობა, სისწრაფე, ცვლილებებზე რეაგირების ადეკვატურობა, შიდა განწყობა, წევრებს შორის ურთიერთობები, მათი მოტივაცია და ამ ყველაფრიდან გამომდინარე შედეგები რომელსაც ისინი აღწევენ შესაშურია ბევრი გაგებით. სტატია სრულად »

    მუდამ უკმაყოფილო კადრების მართვა

    31 მაისი, 2010 | 2 კომენტარი »

    ბევრ, თითქმის ყველა ორგანიზაციაში, გუნდში, კოლექტივში არიან თანამშრომლები რომელთა მართვაც ხელმძღვანელებს ძალიან უჭირთ. მათი გულის მოგება, დაინტერესება, გახარება, მოტივირება თითქმის შეუძლებელია. ინდიფერენტულად, ზედაპირულად და უგულოდ უდგებიან საქმეს, რომელიც აბარიათ და ზუსტად იმ დონეზე აკეთებენ მას რომ საყვედური არ მიიღონ. სტატია სრულად »

    მენეჯერი რომელმაც ალყა გაარღვია

    24 მაისი, 2010 | 1 კომენტარი »

    იყო ერთი მენეჯერი რომელმაც ერთ დღეს იგრძნო, რომ ძალიან დაშორდა თავის თანამშრომლებს, აღარ ესმოდა მათი ქცევის მიზეზები, არ ესმოდა მათ მიერ გამოთქმული პრეტენზიები და აღიზიანებდა კიდეც ისინი, ხვდებოდა რომ რატომღაც მისიც ძალიან ცუდად ესმოდათ მის თანამშრომლებს, ეუბნებოდა ერთს და აკეთებდნენ მეორეს, ითხოვდა ერთს და აძლევდნენ მეორეს, ეკითხებოდა ერთს და პასუხობდნენ მეორეს. სტატია სრულად »

    სადაც შეუცვლელი კადრები არ არსებობენ

    19 აპრილი, 2010 | 0 კომენტარი »

    საერთოდ, როდესაც ორგანიზაციაში ნიჭიერი ადამიანები მუშაობენ ეს რა თქმა უნდა კარგია, მაგრამ არის შემთხვევები როდესაც ამა თუ იმ ადამიანს უჩნდება შეუცვლელობის შეგრძნება, რაც ბევრი მიზეზის გამო ძალიან უარყოფითად მოქმედებეს როგორც ორგანიზაციაზე ისე თვითონ ამ ადამიანებზეც. სტატია სრულად »

    როცა სამსახურის შეცვლაზე ფიქრობ

    1 მარტი, 2010 | 3 კომენტარი »

    როცა ყოველი ახალი სამუშაო დილა ტვირთია, ადგომა და სამსახურში წასვლა გეზარება, როცა ერთი სული გაქვს როდის მოვა პარასკევი საღამო და მერე ორშაბათის გახსენება ცუდ ხასიათზე გაყენებს. როცა შენი სამუშაო დღის დიდი ნაწილი ვაკანსიების საიტების ჩხრეკას ხმარდება, როდესაც ფიქრობ რომ ვეღარ იზრდები იქ სადაც ხარ, როცა აუტანლად გაწუხებს სამუშაოს ერთფეროვნება, როდესაც ყოველი დღე მოსაწყენი და მოსაბეზრებელი ხდება ხვდები რომ დროა რაღაც შეცვალო. სტატია სრულად »

    TOP მენეჯერების შეკითხვები საშუალო რგოლის ხელმძღვანელებს

    21 დეკემბერი, 2009 | 4 კომენტარი »

    იყო დრო როდესაც ჩვენს ორგანიზაციაში არ იყო ბევრი შუა რგოლის მენეჯერი. მაშინ ჩვენ ბევრად პატარები ვიყავით, ბევრად უფრო ცოტა თანამშრომელი გვყავდა, მაგრამ გვქონდა გარემო რომელშიც გვიხაროდა მუშაობა. ყველა ვიყავით ერთი გუნდი, ყველას თანაბრად გვინდოდა და ვესწრაფოდით წარმატებას. სტატია სრულად »

    მენეჯერებო, რა სურთ თქვენს თანამშრომლებს?

    14 დეკემბერი, 2009 | 10 კომენტარი »

    ყველა მენეჯერმა იცის კარგად, თანამშრომლების გულის მოგება ძალიან ძნელია. ძნელია დააჯერო რასაც ამბობ, ძნელია მოანდომო წარმატებისათვის ბრძოლა ისე როგორც შენ გინდა. სტატია სრულად »

    გუნდის მართვის მარტივი ხერხი

    7 დეკემბერი, 2009 | 16 კომენტარი »

    წარმოიდგინეთ… ყოველ დილას, რამოდენიმე მილიარდი ადამიანი სახლიდან გარეთ გამოდის და მიიჩქარის სადღაც იმისათვის რომ აკეთოს რაღაცა. თითოეულ მათგანს აბსოლუტურად განსხვავებული მიზნები და მოტივები ამოძრავებს, ზოგი გადარჩენისთვის იბრძვის, ზოგიც ვიღაცის გადასარჩენად, ზოგი ვიღაცას ებრძვის და ზოგიც უბრალოდ ცდილობს ნანატრ მიზანს მიაღწიოს. სტატია სრულად »

    თანამშრომლების 360 გრადუსიანი შეფასების სისტემა

    28 ოქტომბერი, 2009 | 1 კომენტარი »

    360 გრადუსიანი, იგივე წრიული შეფასების სისტემა, ესაა მეთოდებისა და ინსტრუმენტების ერთობლიობა, რომელიც თანამშრომლებს საშუალებას აძლევს მიიღონ უკუკავშირი ერთდროულად ყველა იმ ადამიანისაგან, ვინც მათ გარშემო მუშაობს - უშუალო ხელმძღვანელისგან, კოლეგებისგან და დაქვემდებარებულებისგან. სტატია სრულად »

    საყოველთაო კორპორატიული მობილიზაცია

    26 ოქტომბერი, 2009 | 1 კომენტარი »

    ყველა ორგანიზაციისათვის დგება მომენტი, როდესაც მას ძალიან სჭირდება ახალი სულის ჩაბერვა. მენეჯმენტი ინერტული ხდება, თანამშრომლები არამოტივირებულები არიან, არადა გარემო მკვეთრ, ენერგიულ მოქმედებებს ითხოვს. ამისათვის საჭირო ენერგია კი თითქოს დამშრალი და მილეულია. სტატია სრულად »

    რამოდენიმე რჩევა დამქირავებელს

    9 ოქტომბერი, 2009 | 2 კომენტარი »

    „როგორც იქნა ინტერვიუზე დამიბარეს, ნეტავი როგორ დასრულდება გასაუბრების პროცესი…“- კითხვა რომელიც აწუხებს ყველა სამუშაოს მაძიებელს, რომელიც გასაუბრებაზე წასასვლელად  ემზადება… სტატია სრულად »

    დამატებითი ბენეფიტები თანამშრომლებისათვის

    7 ოქტომბერი, 2009 | 0 კომენტარი »

    ბენეფიტი განისაზღვრება, როგორც არაპირდაპირი ფულადი და არაფულადი ანაზღაურება, რომელსაც თანამშრომელი იღებს იმისათვის, რომ გაუჩნდეს კომპანიაში უფრო დიდი ხნის განმავლობაში დარჩენის სურვილი. ის მოიცავს ისეთ საშუალებებს, როგორიცაა ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაზღვევა, ანაზღურებადი დასვენების დღეები და ა.შ.  სტატია სრულად »

    რისკის ფაქტორი მენეჯერების მოტივაციის სქემებში

    25 სექტემბერი, 2009 | 0 კომენტარი »

    მენეჯერები ასრულებენ გადამწყვეტ როლს ნებიმიერი კომპანიის წარმატებაში. მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებსა და განხორციელების ხარისხზე დამოკიდებულია კომპანიის წარმატება თუ წარუმატებლობა. სწორედ ამიტომ ორგანიზაციების უმეტესობა საკმაოდ დიდ ძალისხმევას და ენერგიას ხარჯავს მათ სწორ მოტივაციაზე. სტატია სრულად »

    არაფორმალური მენტორები კადრების განვითარებისთვის

    10 სექტემბერი, 2009 | 4 კომენტარი »

    საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია მაკინზი, რომელსაც 80 ოფისი გააჩნია მსოფლიოს 40 სხვადასხვა ქვეყანაში, აქტიურად და ეფექტურად იყენებს მენტორების ინსტიტუტს საკუთარი კადრების განვითარებისთვის. სტატია სრულად »

    შედეგებზე მიბმული ანაზღაურების სქემები

    4 სექტემბერი, 2009 | 2 კომენტარი »

    დღეს ორგანიზაციების დიდი ნაწილისთვის მნიშვნელოვანია საკადრო ხარჯების საქმიანობის შედეგებთან მჭიდროდ დაკავშირება, რითაც მათ მიეცემათ შესაძლებლობა შემოსავლების შემცირების პირობებში თავი დაიზღვიონ მოგების სწრაფი შემცირებისგან.  სტატია სრულად »

    ვინ შემოაღებს კარს

    2 სექტემბერი, 2009 | 3 კომენტარი »

    “2 საათს გადასცდა, 3 დაიწყო. აპლიკანტი იგვიანებს. პირველივე შეხვედრაზე რომ დროზე მოსვლა ვერ შეძლო შეიძლება ცოტა უპასუხისმგებლოც იყოს… ნეტავი  ისეთი იყოს, როგორსაც ვეძებთ და ის იყოს, ვისაც ვეძებთ”… სტატია სრულად »

    მოტივაციის მცირებიუჯეტიანი სისტემები

    7 აგვისტო, 2009 | 0 კომენტარი »

    პოსტკრიზისულ პერიოდში ყველასთვის ცხადია რამდენად მნიშვნელოვანია მინიმალური დანახარჯებით თანამშრომლების მაქსიმალური კმაყოფილების მიღწევა. თითქმის ყველა კომპანიამ შეამცირა ხელფასები, ზოგიერთები კი საერთოდ ვეღარ ახერხებენ გადახდას. სტატია სრულად »

    კადრების შემცირება - რჩევები მტკივნეული პროცესის ეფექტურად წარმართვისთვის

    31 მარტი, 2009 | 1 კომენტარი »

    იმედია არ დაგჭირდებათ,
    და თუ დაგჭირდებათ გამოგადგებათ…

    კადრების გაშვება სამსახურიდან ნებისმიერი მენეჯერისთვის და ორგანიზაციისთვის ერთ-ერთი ყველაზე რთული და მტკივნეული გადაწყვეტიელბაა, მაგრამ სამწუხაროდ, ხანდახან ეს უკანასკნელი გამოსავალია. ეს პროცესი ბევრი ემოციებით და გულისტკივილით არის გაჯერებული, ამიტომ ბევრ მენეჯერს უჭირს მისი სწორად წარმართვა. შედეგად კი ბევრ შეცდომებს უშვებენ.

    სტატია სრულად »