არქივი: 2010
მომდევნო სტატიები »სტარტაპების წარუმატებლობის ყველაზე გავრცელებული მიზეზები
15 მარტი, 2010 | 1 კომენტარი »
ცნობილია, რომ ახლად შექმნილი ორგანიზაციების აბსოლუტური უმრავლესობა ერთ წელსაც ვერ ძლებს. ისინი უქმდებიან ისე, რომ ვერც ასწრებენ რაიმე ღირებულის და საინტერესოს შექმნას. დარჩენილი უმცირესობის დიდი ნაწილიც პირველი სამი წლის განმავლობაში ამთავრებს მოღვაწეობას და სხვა უამრავი რეგისტრირებული, მაგრამ უმოქმედო იურიდიული პირის რიგებში დგება.
გადაანაწილეთ თბილისის ფუნქციების ნაწილი რეგიონებში
8 მარტი, 2010 | 2 კომენტარი »
პოლიტიკური ძალები სულ უფრო აქტიურად ერთვებიან ადგილობრივ საარჩევნო პერიპეტიებში. მართალია, უმეტესობამ ჯერ საარჩევნო პროგრამებისთვის ვერ მოიცალა, მაგრამ იმედია ამის დროც მოვა და იქნებ მაშინ მაინც გამოადგეს ვინმეს ის რამოდენიმე მოსაზრება, რომელიც ამ სტატაიში გვინდა გაგაცნოთ. სტატია სრულად »
როცა სამსახურის შეცვლაზე ფიქრობ
1 მარტი, 2010 | 3 კომენტარი »
როცა ყოველი ახალი სამუშაო დილა ტვირთია, ადგომა და სამსახურში წასვლა გეზარება. როცა ერთი სული გაქვს, როდის მოვა პარასკევი საღამო და მერე ორშაბათის გახსენება ცუდ ხასიათზე გაყენებს; როცა შენი სამუშაო დღის დიდი ნაწილი ვაკანსიების საიტების ჩხრეკას ხმარდება, როდესაც ფიქრობ რომ ვეღარ იზრდები იქ, სადაც ხარ, როცა აუტანლად გაწუხებს სამუშაოს ერთფეროვნება; როდესაც ყოველი დღე მოსაწყენი და მოსაბეზრებელი ხდება _ ხვდები რომ დროა, რაღაც შეცვალო. სტატია სრულად »
გახადეთ თქვენი კომპანია უფრო საინტერესო
22 თებერვალი, 2010 | 2 კომენტარი »
რაც დრო გადის სულ უფრო დიდ გავლენას ახდენს მომხმარებლის ქცევაზე მისი ემოციური დამოკიდებულება პროდუქტის თუ მომსახურების ვტორის, მწარმოებლის, მომწოდებლის მიმართ.
გაიგებდით, ალბათ, Google-ი ახალ სოციალურ ქსელს აკეთებს, ამბობს, რომ ძალიან მალე ჩაძირავს Facebook-ს. ამ უკანასკნელის ერთგული წევრების ერთი ნაწილი სკეპტიკურად უყურებს ამ წამოწყებას, თუმცა ადამიანების უმეტესობას მიაჩნია, რომ Google-ის წამოწყება არასოდეს ყოფილა წარუმატებელი, რომ ისინი, რასაც იწყებენ, ძალიან კარგად აკეთებენ და ყოველთვის აღწევენ დასახულს.
მცირე საწარმოებისათვის ტიპიური სამი პრობლემა და მათი გადაწყვეტის საინტერესო გზა
15 თებერვალი, 2010 | 3 კომენტარი »
ერთი საინტერესო საუბრის შესახემ მინდა გიამბოთ, რომელიც ამას წინათ ერთ-ერთი პატარა კომპანიის ხელმძღვანელთან მქონდა. ამ საუბრის შედეგადაც გავიგე ჩემთვის ძალიან საინტერესო მიგნებების შესახებ. მისი მეშვეობით, ამ ადამიანმა, პატარა კომპანიებისათვის ტიპიური პრობლემების, ჩემი აზრით, შთამბეჭდავად ეფექტურად გადაწყვეტა შეძლო. სტატია სრულად »
გაზარდეთ თქვენი კომპანიის ღირებულება
8 თებერვალი, 2010 | 1 კომენტარი »
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში საფონდო ბაზარი ფაქტიურად არ არსებობს და საკმაოდ ძნელია, დაინახო რა ღირს შენი შექმნილი ორგანიზაცია, თუნდაც სულ პატარა მაღაზია, სასტუმრო, ან მცირე წარმოება, ბევრისთვის სწორედ საკუთარი ორგანიზაციის ღირებულების მუდმივი ზრდა მაინც უფრო მნიშვნელოვან ამოცანად რჩება, ვიდრე კონკრეტულ პერიოდში მიღებული მოგების მოცულობა. სტატია სრულად »
საშუალო რგოლის კარგი მენეჯერი
1 თებერვალი, 2010 | 9 კომენტარი »
დიდი ორგანიზაციების წარმატებაში ბევრი რამეა საშუალო რგოლის მენეჯერებზე დამოკიდებული. მათი მონდომება, ჩართულობა, მათი ურთიერთობები როგორც საკუთარი გუნდის წევრებთან, ისე ზედა მენეჯმენტთან, კოლეგებთან მნიშვნელოვან წილად განაპირობებს ორგანიზაციის შედეგებს. სტატია სრულად »
საკუთარი საქმის დაწყების ერთი გზა
25 იანვარი, 2010 | 10 კომენტარი »
ეს უბრალოდ ამბავია, რომელმაც შესაძლოა ბევრს კონკრეტული მოქმედებების დაწყების სურვილი გაუძლიეროს და პირველი ნაბიჯების გადადგმაშიც დაეხმაროს.
საკუთარი საქმის დაწყების ბევრი მაგალითი არსებობს. ყველა, ვინც იწყებს მის პირად გამოცდილებას აგროვებს, ყველა სხვადასხვანაირად გადის ამ გზას. მათთვის ერთმანეთის ისტორიის მოსმენა და წაკითხვა შესაძლოა არც საინტერესო იყოს და არც ბევრის მიმცემი, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანია, ვინც სხვადასხვა ორგანიზაციებში დაქირავებულ თანამშრომლად მუშაობს, მაგრამ შეუძლია და უნდა კიდეც რაღაცა თვითონ, დამოუკიდებლად გააკეთოს, რაღაც საკუთარი საქმე წამოიწყოს. სტატია სრულად »
დაგეგმეთ 2010 წელი
18 იანვარი, 2010 | 1 კომენტარი »
ყველასათვის ცნობილია რამდენად მნიშვნელოვანია ორგანიზაციის ყველა ქვედანაყოფი შეთანხმებულად და მიზანმიმართულად მოქმედებდეს. ერთიანი სამოქმედო გეგმის არსებობა და მერე მისი პერიოდული კონტროლი კარგი საშუალებაა ამისათვის. სტატია სრულად »
რა უნდა გაკეთდეს დამატებით სამშენებლო სექტორის რეაბილიტაციისთვის
14 იანვარი, 2010 | 1 კომენტარი »
სამშენებლო სექტორის კრიზისიდან გამოყვანას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ,,ძველი თბილისის რეაბილიტაციის პროგრამის“ წარმატებამ. თუმცა, აღნიშნული პროგრამის პარალელურად აუცილებელია გადაიდგას ახალი ნაბიჯები, რომლებიც სინერგიული ეფექტის საფუძველზე მოგვცემენ კიდევ უფრო მასშტაბურ შედეგებს. სტატია სრულად »