ტურიზმი სამცხე–ჯავახეთში
სტატიის ავტორი: ნანა ცერცვაძე
4 თებერვალი, 2011 | წაკითხულია 10 073-ჯერ
ბევრ თქვენგანს უნახავს სამცხე–ჯავახეთი, დაუთვალიერებია ვარძია, ზარზმა, საფარა…
გარდა უძველესი მონასტრებისა, დაგხვდებოდათ მცირე სასტუმროები, კაფე–ბარები, მოგხიბლავდათ სუვენირების დიდი არჩევანი. მიგიზიდავდათ გზისპირად მოწყობილი წასახემსებელი ადგილები.
ბოლო დროს სამცხე–ჯავახეთში ტურიზმის განვითარებას საფუძვლად დაედო კარგად დამუშავებული სტრატეგია. იგი შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურებისა და კერძო ბიზნესის მჭიდრო თანამშრომლობით წარმატებით განხორციელდა და ამჟამად ტურიზმის მენეჯმენტის ლექციებზე ხშირად განიხილავენ.
ტურიზმის დეპარტამენტმა და ადგილობრივმა ხელისუფლებამ შეიმუშავეს სტრატეგია. იგი მიზნად ისახავდა შიდა ტურიზმის განვითარებას ერთ და ორდღიანი ტურების და ექსკურსიების გააქტიურების საფუძველზე და ეფუძნებოდა შემდეგ სამ ძირითად ამოცანას:
I. ტურისტების ნაკადის გაზრდა, რაც მოიცავდა შემდეგ სეგმენტებს:
– სკოლები და სასწავლებლები,
– კორპორატიული სეგმენტი,
– ოჯახები და მცირე ჯგუფები.
II. ტურიზმთან დაკავშირებული ყველა იმ ინფრასტრუქტურული მიმართულების განვითარება და ხელშეწყობა, როგორიცაა გზები, კვების ობიექტები, გასაჩერებელი და ღამის გასათევი ადგილები, კვალიფიციური გიდები, ადგილობრივი სუვენირები და ა.შ.
III. ისეთი კატეგორიის ახალი ობიექტების დამატება, როგორიცაა ატრაქციონები, გასართობი პარკები და კლუბები.
პირველ ეტაპზე გადაწყდა სკოლებისა და სხვა სასწავლებლების სეგმენტის მოზიდვა ექსკურსიების წახალისებისა და გააქტიურების მეშვეობით. იმ მიზნით, რომ ამ სეგმენტისათვის სამცხე-ჯავახეთი ტურისტულად უფრო საინტერესო და მიმზიდველი გამხდარიყო, ადგილობრივმა ხელისუფლებამ და ტურიზმის დეპარტამენტმა შემდეგი სამუშაოები ჩაატარეს:
1. შემუშავდა და დაიბეჭდა სამცხე-ჯავახეთის ტურისტული რუკა, მასში აისახა ყველა ის ობიექტი, რომელიც დაკავშირებული ან უშუალოდ ჩართულია ტურიზმში, ამ ობიექტებამდე მისასვლელი გზები და მარშრუტები. რუკაზე შეგიძლიათ იპოვოთ სამცხე-ჯავახეთის ღირსშესანიშნაობები, ადგილობრივი სასტუმროები, მათში ოთახების (საწოლების) რაოდენობა და საკონტაქტო ინფორმაცია; კვების ობიექტები, საკონტაქტო ინფორმაცია; დასაბანაკებელი ადგილები როგორც ღამის გასათევად, ასევე გზაზე წახემსების მსურველთათვის.
2. მომზადდა და ობიექტებზე განაწილდა კვალიფიციური გიდები. ამ მიზნით გამოიყენეს ისტორიის მასწავლებლები. უნივერსიტეტებში (თბილისში და ახალციხეში) გაიხსნა სამცხე-ჯავახეთის გიდების სკოლა, სადაც პედაგოგებს სხვადასხვა სკოლებიდან ჩაუტარდათ ტრენინგი (პირველ ეტაპზე დაახლოებით 200 პედაგოგს თბილისიდან და 20 პედაგოგს ახალციხიდან). თბილისში მომზადებული გიდები ემსახურებიან ექსკურსიებს საკუთარი თუ სხვა სკოლებიდან. ისინი თბილისიდანვე მიყვებიან ექსკურსანტებს, ხოლო ადგილობრივი გიდები კი სამცხე-ჯავახეთის ტურისტულ ობიექტებზე განაწილდნენ და შაბათ-კვირას მუშაობენ.
3. გაიხსნა ტურიზმის საკოორდინაციო ცენტრი ბორჯომში, რომელიც ასრულებს შემდეგ ფუნქციებს:
ნაკადების მართვა – ცენტრი ახორციელებს ტურისტული ავტობუსების ოპტიმალურ გადანაწილებას როგორც ღირსშესანიშნავ ადგილებში, ასევე დასაბინავებელ და კვების ობიექტებზე. ეს კეთდება იმისთვის, რომ არ მოხდეს ადგილების გადატვირთვა, არ წამოიქმნას რიგები და საცობები.
ექსკურსიების ხარისხის მართვა – ამ მიზნით ცენტრი ახორციელებს კმაყოფილების მუდმივ კონტროლს. საკოორდინაციო ცენტრში ფიქსირდება ავტობუსი, განისაზღვრება მარშრუტი. პარალელურად გიდს გადაეცემა უკუკავშირის ფორმები ყველა მგზავრისათვის. ისინი ავსებენ ამ ფორმებს და უკან დაბრუნებისას საკოორდინაციო ცენტრში ტოვებენ. ამით ხდება თვითონ გიდის, კუთხის ღირსშესანიშნავი ადგილების, დასაბინავებელი და კვების ობიექტების შეფასება: მთლიანობაში ექსკურსიის შეფასება სხვადასხვა კრიტერიუმით. ცენტრში დამუშავდება შევსებული ფორმები, ხდება სპეციალური ბაზის ფომირება შემდგომი რეაგირებისა და ექსკურსიების ხარისხის გაუმჯობესებისთვის.
რეგიონში შესული ექსკურსანტების აღრიცხვა – სკოლა, კლასი, პედაგოგი, გიდი, ავტობუსის ნომერი – ამ მონაცემებს ცენტრი გადასცემს შესაბამისად იმ ობიექტებზე არსებულ პუნქტებს, სადაც იგზავნება ავტობუსები – სანამ ექსკურსია დანიშნულების პუნქტამდე მივა, მათ უკვე აქვთ ინფორმაცია და მომზადებულები ხვდებიან. გარდა ამისა, ამ მონაცემებს ცენტრი შემდგომი დამუშავებისა და ანალიზისათვისაც იყენებს.
………………………..
სტატიის სრული ვერსიის ნახვა შესაძლებელია სინერჯი ჯგუფის IV წიგნში “მენეჯერის ბრძოლა წარმატებისთვის”.
სად იყიდება სინერჯი ჯგუფის წიგნები
გადაუგზავნეთ მეგობრებს მეილზე
სტატიები მომზადებულია სინერჯი ჯგუფის წევრების მიერ;
3 კომენტარი სტატიაზე “ტურიზმი სამცხე–ჯავახეთში”
კომენტარის დამატება:
კომენტარის დაწერა შეუძლიათ მხოლოდ რეგისტრირებულ წევრებს
4 თებერვალი, 2011 18:32
დასასრული განსაკუთრებით კარგი იყო :)
იმდენად რეალურად და საინტერესოდ იყო აღწერილი ყველაფერი, რომ ჩემს მეგობრებთან ერთად ერთი ლამაზი ტურის დაგეგმვა მომინდა :)
მაგარი იქნებოდა ეს რომ განხორციელებულიყო.. კიდევ ერთი გალამაზებული და გაცოცხლებული მხარე გვექნებოდა:)
25 თებერვალი, 2011 14:16
საინტერესო სჰეტავაზებაა ჩვენი ტურიზმის დეპარტამენტისთვის , თუმცა ამ მხრივ ჯერ არაფერი არ გაკეთებულა, იქნებ როგორმე მიაწვდინოთ თქვენი რეკომენდაცია ტურისტულ დეპარტამენტს.
რომ ეპატიჯებიან ამ უცხოელებს საქართველოში, იქნებ ჯერ აქ მოამზადონ შესაბამისი ინფრასტრუქტურა მათ მისაღებად, აქედან წასული ტურისტი დარწმუნებული ვარ მეორედ აგარც მოინდომებს აქ ჩამოსვლას თუ არ მიეხედა ასეთ საკითხებს.
20 თებერვალი, 2012 23:00
რუკა გამოცემულია ელკანას მიერ, ადგილობრივი გიდებიც როგორც ვიცი რომელიღაც არასსამტავრობომ მოამზადა, ძალიან კარგია თქვენი ხედვა, სახელწიფო რომ ასე უდგებოდეს ამ საკითხებს მართლა განვიტარდება მერე ეს დარგი ;))