რამდენიმე რჩევა დამქირავებელს
სტატიის ავტორი: სალომე ჟორჟოლიანი
9 ოქტომბერი, 2009 | წაკითხულია 4 177-ჯერ
„როგორც იქნა ინტერვიუზე დამიბარეს, ნეტავი როგორ დასრულდება გასაუბრების პროცესი…“- კითხვა რომელიც აწუხებს ყველა სამუშაოს მაძიებელს, რომელიც გასაუბრებაზე წასასვლელად ემზადება…
საინტერესო იქნება როგორ დაახასიათებდით ადამიანს, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს კადრების შერჩევის პროცესში და ხვდება კანდიდატებს ინტერვიუზე. ალბათ წარმოიდგენთ ადამიანს, რომელიც სავარაუდოდ ძალიან დაკვირვებული და ჭკვიანი უნდა იყოს, ყურადღების მიღმა არ რჩება ყველაზე უმნიშნელო დეტალიც კი თქვენს საუბარში და ჩაცმულობაში. არის გამოცდილი და ხშირად ცოტა სუბიექტურიც.
რეალობა კი ზოგჯერ საპირისპიროს მეტყველებს, ადამიანებს, რომლებსაც არ აქვთ სათანადო კვალიფიკაცია და გამოცდილება, და ასეთ საპასუხისმგებლო საქმეს ეჭიდებიან, უწევთ ინტერვიუს ჩატარება და გადაწყვეტილების მიღება კადრის დაქირავებასთან დაკავშირებით. მათი არასაკმარისი კვალიფიკაციის გამო კი კომპანია გაუმართლებელ რეკრუტინგს აწარმოებს და შესაბამისად ზარალდება. უფრო მეტიც, მათი შეუსაბამო და არაადეკვატური კითხვები მორალურ ზემოქმედებასაც ახდენს თავად რესპოდენტებზე, რაც კომპანიის რეპუტაციაზეც მოქმედებს. შედეგად ორგანიზაცია, რომელიც დიდ იმედს ამყარებს რეკრუტერის გადაწყვეტილებაზე, იღებს სუბიექტურ შეხედულებებს და არაპროფესიონალურ შეფასებას . უნარებით და კვალიფიკაციით არაადეკვატური კადრი ორგანიზაციის წარუმატებლობის მიზეზია უმეტესწილად.
………………………..
სტატიის სრული ვერსიის ნახვა შესაძლებელია სინერჯი ჯგუფის XXXIV წიგნაკში “რამდენიმე რჩევა დამქირავებელს”| ბმული
გადაუგზავნეთ მეგობრებს მეილზე
სტატიები მომზადებულია სინერჯი ჯგუფის წევრების მიერ;
3 კომენტარი სტატიაზე “რამდენიმე რჩევა დამქირავებელს”
კომენტარის დამატება:
კომენტარის დაწერა შეუძლიათ მხოლოდ რეგისტრირებულ წევრებს
10 ოქტომბერი, 2009 22:07
კარგი სტატიაა
21 ოქტომბერი, 2009 15:20
მომეწონა სტატიის იდეა, :)
რატომღაც, უმეტესად აპლიკანტების მისამართითაა კრიტიკა და კარგია ინტერვიუერების ნიუანსებიც რომ გამოჩნდა. :)
მე პირადად, ერთერთ ბანკში ინტერვიუზე ისეთი სახით გამესაუბრნენ, დაკითხვაზე წარმოვიდგინე თავი. უემოციო, გაყინული მზერით მიყურებდნენ და თავს ძალიან არაკომფორტულად ვგრძნობდი. და ჩემს უნარებზე და ცოდნაზე ერთი კითხვაც არ დაუსვამთ, ვერ გავიგე რა აინტერესებდათ :(
16 თებერვალი, 2012 19:22
მეც იგივეს თქმას ვაპირებდი, რაც ნეკამ დაწერა..
სულ იმას წერენ, თუ რა უნდა გაითვალისწინოს აპლიკანტმა და რჩება შთაბეჭდილება (არაკვალიფიციურ “ინტერვიუერს”) რომ ინტერვიუ მისთვის არაა საპასუხისმგებლო და არაფერი განსაკუთრებული მას არ მოეთხოვება:)