გადამდგარი მენეჯერის წერილი
22 მარტი, 2012 | 1 კომენტარი »
მე გადამდგარი მენეჯერი ვარ. ერთ ხანს იმ ადგილზე ვმუშაობდი, რაზეც შენ ახლა ხარ. ვფიქრობ, ცუდი არ იქნება, გაგიზიარო ჩემი გამოცდილება, რომელმაც, შესაძლოა, გაგიადვილოს შენი მოვალეობის უკეთ შესრულება, რათა არ დაუშვა იგივე შეცდომები, რაც მე დავუშვი, მიაღწევინო ორგანიზაციას უკეთესი შედეგებისთვის, გყავდეს უფრო მეტად კმაყოფილი კლიენტები და უფრო მოტივირებული თანამშრომლები, საერთოდ იყო უფრო მეტად წარმატებული, ვიდრე მე. სტატია სრულად »
წოდებით „თანამდებობა“
9 თებერვალი, 2012 | 0 კომენტარი »
გაყიდვების, მარკეტინგისა და კლიენტების მომსახურების მენეჯერი. როგორ ფიქრობთ, რას აკეთებს ის ადამიანი, რომელიც ამ თანამდებობაზე მუშაობს ორგანიზაციაში? თქვენი აზრით რაზე ეკისრება მას პასუხისმგებლობა? შესაძლებელია, რომ მან უპასუხოს კითხვას, თუ რა მთავარ ღირებულებას ქმნის ის კომპანიისთვის, ანდა რა შედეგებს უნდა მიაღწიოს? კომპანიის მენეჯმენტს თუ შეუძლია მოგვცეს ამაზე ცხადი განმარტება? რამდენად იცის ამ ადამიანმა, რომელია ამ დასახელებებიდან უფრო მნიშვნელოვანია კომპანიისთვის? სტატია სრულად »
პროდუქტების განვითარების 9 ეტაპიანი პროცესი
27 ნოემბერი, 2009 | 4 კომენტარი »
ყოველწლიურად მსოფლიოში უამრავი ახალი პროდუქტი და მომსახურება იქმნება და ინერგება, ხოლო რაოდენობრივად კიდევ უფრო მეტი ცვლილება ხორციელდება არსებული პროდუქტების დახვეწისა და განვითარებისათვის. ცვლილებების ტემპი ყოველწლიურად მატულობს სტატია სრულად »
მარკეტინგის ახლებური ხედვის 5 მნიშვნელოვანი კომპონენტი
19 ოქტომბერი, 2009 | 3 კომენტარი »
„მარკეტინგი ეს არის ყველაფერი, რასაც აკეთებთ, რათა ხელი შეუწყოთ თქვენს ბიზნესს, დაწყებული იდეიდან, დამთავრებული იმ მომენტით, როდესაც მომხმარებლები იწყებენ თქვენი პროდუქციის შეძენას და შემდეგ ასე იქცევიან რეგულარულად…“ – ჯეი ლევინსონი.
”დავბეჭდოთ ფლაერები და გავავრცელოთ, ვიქირაოთ ქალაქის თვალსაჩინო ადგილას ბილბორდი, გავუშვათ რეკლამა ტელევიზორში, რომელიმე რადიოში და პროდუქტიც გაიყიდება.” სტატია სრულად »
პირდაპირი გაყიდვების 3 დებულება
2 ოქტომბერი, 2009 | 16 კომენტარი »
წარმატებული პირდაპირი გაყიდვებისთვის მთავარია როგორ გარდატეხას შეიტანს ადამიანი საკუთარ აზროვნებაში.
ის, ვისაც ჰქონია კლიენტთან შეხვედრისა და გაყიდვის გამოცდილება, აუცილებლად ძალიან ბევრ პრობლემებსა და ბარიერებს წააწყდებოდა. უმეტესობა, ამ პროცესში, წარუმატებლობას აწყდება. მათგან ძალიან ბევრი საერთოდ ანებებს თავს ამ საქმეს. სტატია სრულად »
ლოიალობის პროგრამების წარმატება
14 სექტემბერი, 2009 | 1 კომენტარი »
რა შემთხვევაში ითვლება ლოიალობის პროგრამა წარმატებულად, რა მიუთითებს ამაზე და როგორ შეიძლება, რომ ის უფრო მეტად ეფექტიანი გავხადოთ.
წიგნში ”ვინ გაყიდის ხვალ”, რომელიც სინერჯი ჯგუფმა 2009 წლის თებერვალში გამოსცა, მოცემულია სტატია სათაურით: ” რვა ნაბიჯი ერთგულ მომხმარებლამდე”. მასში დეტალურად არის მოცემული ის ნაბიჯები რაც საჭიროა ლოიალობის პროგრამების დასანერგად. ასევე განხილულია მოსალოდნელი რისკებიც, რაც თან ახლავს იმპლემენტაციის პროცესს და მათი განეიტრალების გზები. სტატია სრულად »
პროგრამა ”Trade-In” – ერთ-ერთი ეფექტური გზა გაყიდვების გასაზრდელად
31 ივლისი, 2009 | 2 კომენტარი »
ამ პროგრამაში კომპიუტერული ტექნიკის მსოფლიო ლიდერ მწარმოებელ HP-ს საკუთარი საცალო პროდუქციის თითქმის სრული ასორტიმენტი აქვს გაერთიანებული და ასეა ყველა იმ კომპანიის შემთხვევაში, რომლებმაც ის დანერგეს. სტატია სრულად »
პატარა გიგანტები
1 მაისი, 2009 | 7 კომენტარი »
- და შენ რა უპასუხე? – ჰკითხა მეიტაგმა
- გაგიჟდი? – უპასუხა დისტრიბუტორმა, – რა თქმა უნდა დავთანხმდი
- კარგი, იცოდე, რომ პასუხი არის – “არა”, – უთხრა მეიტაგმა სტატია სრულად »