სტარტაპების წარუმატებლობის ყველაზე გავრცელებული მიზეზები
15 მარტი, 2010 | 1 კომენტარი »
ცნობილია, რომ ახლად შექმნილი ორგანიზაციების აბსოლუტური უმრავლესობა ერთ წელსაც ვერ ძლებს. ისინი უქმდებიან ისე, რომ ვერც ასწრებენ რაიმე ღირებულის და საინტერესოს შექმნას. დარჩენილი უმცირესობის დიდი ნაწილიც პირველი სამი წლის განმავლობაში ამთავრებს მოღვაწეობას და სხვა უამრავი რეგისტრირებული, მაგრამ უმოქმედო იურიდიული პირის რიგებში დგება.
გადაანაწილეთ თბილისის ფუნქციების ნაწილი რეგიონებში
8 მარტი, 2010 | 2 კომენტარი »
პოლიტიკური ძალები სულ უფრო აქტიურად ერთვებიან ადგილობრივ საარჩევნო პერიპეტიებში. მართალია, უმეტესობამ ჯერ საარჩევნო პროგრამებისთვის ვერ მოიცალა, მაგრამ იმედია ამის დროც მოვა და იქნებ მაშინ მაინც გამოადგეს ვინმეს ის რამოდენიმე მოსაზრება, რომელიც ამ სტატაიში გვინდა გაგაცნოთ. სტატია სრულად »
როცა სამსახურის შეცვლაზე ფიქრობ
1 მარტი, 2010 | 3 კომენტარი »
როცა ყოველი ახალი სამუშაო დილა ტვირთია, ადგომა და სამსახურში წასვლა გეზარება. როცა ერთი სული გაქვს, როდის მოვა პარასკევი საღამო და მერე ორშაბათის გახსენება ცუდ ხასიათზე გაყენებს; როცა შენი სამუშაო დღის დიდი ნაწილი ვაკანსიების საიტების ჩხრეკას ხმარდება, როდესაც ფიქრობ რომ ვეღარ იზრდები იქ, სადაც ხარ, როცა აუტანლად გაწუხებს სამუშაოს ერთფეროვნება; როდესაც ყოველი დღე მოსაწყენი და მოსაბეზრებელი ხდება _ ხვდები რომ დროა, რაღაც შეცვალო. სტატია სრულად »
გახადეთ თქვენი კომპანია უფრო საინტერესო
22 თებერვალი, 2010 | 2 კომენტარი »
რაც დრო გადის სულ უფრო დიდ გავლენას ახდენს მომხმარებლის ქცევაზე მისი ემოციური დამოკიდებულება პროდუქტის თუ მომსახურების ვტორის, მწარმოებლის, მომწოდებლის მიმართ.
გაიგებდით, ალბათ, Google-ი ახალ სოციალურ ქსელს აკეთებს, ამბობს, რომ ძალიან მალე ჩაძირავს Facebook-ს. ამ უკანასკნელის ერთგული წევრების ერთი ნაწილი სკეპტიკურად უყურებს ამ წამოწყებას, თუმცა ადამიანების უმეტესობას მიაჩნია, რომ Google-ის წამოწყება არასოდეს ყოფილა წარუმატებელი, რომ ისინი, რასაც იწყებენ, ძალიან კარგად აკეთებენ და ყოველთვის აღწევენ დასახულს.
მცირე საწარმოებისათვის ტიპიური სამი პრობლემა და მათი გადაწყვეტის საინტერესო გზა
15 თებერვალი, 2010 | 3 კომენტარი »
ერთი საინტერესო საუბრის შესახემ მინდა გიამბოთ, რომელიც ამას წინათ ერთ-ერთი პატარა კომპანიის ხელმძღვანელთან მქონდა. ამ საუბრის შედეგადაც გავიგე ჩემთვის ძალიან საინტერესო მიგნებების შესახებ. მისი მეშვეობით, ამ ადამიანმა, პატარა კომპანიებისათვის ტიპიური პრობლემების, ჩემი აზრით, შთამბეჭდავად ეფექტურად გადაწყვეტა შეძლო. სტატია სრულად »
გაზარდეთ თქვენი კომპანიის ღირებულება
8 თებერვალი, 2010 | 1 კომენტარი »
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში საფონდო ბაზარი ფაქტიურად არ არსებობს და საკმაოდ ძნელია, დაინახო რა ღირს შენი შექმნილი ორგანიზაცია, თუნდაც სულ პატარა მაღაზია, სასტუმრო, ან მცირე წარმოება, ბევრისთვის სწორედ საკუთარი ორგანიზაციის ღირებულების მუდმივი ზრდა მაინც უფრო მნიშვნელოვან ამოცანად რჩება, ვიდრე კონკრეტულ პერიოდში მიღებული მოგების მოცულობა. სტატია სრულად »
საშუალო რგოლის კარგი მენეჯერი
1 თებერვალი, 2010 | 9 კომენტარი »
დიდი ორგანიზაციების წარმატებაში ბევრი რამეა საშუალო რგოლის მენეჯერებზე დამოკიდებული. მათი მონდომება, ჩართულობა, მათი ურთიერთობები როგორც საკუთარი გუნდის წევრებთან, ისე ზედა მენეჯმენტთან, კოლეგებთან მნიშვნელოვან წილად განაპირობებს ორგანიზაციის შედეგებს. სტატია სრულად »
საკუთარი საქმის დაწყების ერთი გზა
25 იანვარი, 2010 | 10 კომენტარი »
ეს უბრალოდ ამბავია, რომელმაც შესაძლოა ბევრს კონკრეტული მოქმედებების დაწყების სურვილი გაუძლიეროს და პირველი ნაბიჯების გადადგმაშიც დაეხმაროს.
საკუთარი საქმის დაწყების ბევრი მაგალითი არსებობს. ყველა, ვინც იწყებს მის პირად გამოცდილებას აგროვებს, ყველა სხვადასხვანაირად გადის ამ გზას. მათთვის ერთმანეთის ისტორიის მოსმენა და წაკითხვა შესაძლოა არც საინტერესო იყოს და არც ბევრის მიმცემი, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანია, ვინც სხვადასხვა ორგანიზაციებში დაქირავებულ თანამშრომლად მუშაობს, მაგრამ შეუძლია და უნდა კიდეც რაღაცა თვითონ, დამოუკიდებლად გააკეთოს, რაღაც საკუთარი საქმე წამოიწყოს. სტატია სრულად »
დაგეგმეთ 2010 წელი
18 იანვარი, 2010 | 1 კომენტარი »
ყველასათვის ცნობილია რამდენად მნიშვნელოვანია ორგანიზაციის ყველა ქვედანაყოფი შეთანხმებულად და მიზანმიმართულად მოქმედებდეს. ერთიანი სამოქმედო გეგმის არსებობა და მერე მისი პერიოდული კონტროლი კარგი საშუალებაა ამისათვის. სტატია სრულად »
როგორი იქნება 2010 წელი ქვეყნის ეკონომიკის ძირითადი დარგებისათვის
28 დეკემბერი, 2009 | 3 კომენტარი »
მიუხედავად იმისა, რომ დამდეგი წელი არანაკლებ რთული იქნება საქართველოში ბევრი დარგისათვის და ორგანიზაციისათვის, ის მაინც გამორჩეული გახდება რამოდენიმე მიზეზის გამო: სტატია სრულად »
TOP მენეჯერების შეკითხვები საშუალო რგოლის ხელმძღვანელებს
21 დეკემბერი, 2009 | 4 კომენტარი »
იყო დრო, როდესაც ჩვენს ორგანიზაციაში მრავლად არ იყვნენ შუა რგოლის მენეჯერები. მაშინ ბევრად პატარებიც ვიყავით და ბევრად უფრო ცოტა თანამშრომელიც გვყავდა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, გვქონდა გარემო, რომელშიც გვიხაროდა მუშაობა. ვიყავით ერთი გუნდი, ყველას თანაბრად გვინდოდა და ვესწრაფოდით წარმატებას. სტატია სრულად »
მენეჯერებო, რა სურთ თქვენს თანამშრომლებს?
14 დეკემბერი, 2009 | 10 კომენტარი »
ყველა მენეჯერმა იცის კარგად, თანამშრომლების გულის მოგება ძალიან ძნელია. ძნელია, დააჯერო რასაც ამბობ, ძნელია, მოანდომო წარმატებისათვის ბრძოლა ისე, როგორც შენ გინდა. სტატია სრულად »
გუნდის მართვის მარტივი ხერხი
7 დეკემბერი, 2009 | 16 კომენტარი »
წარმოიდგინეთ… ყოველ დილას, რამოდენიმე მილიარდი ადამიანი სახლიდან გამოდის და მიიჩქარის სადღაც იმისათვის, რომ აკეთოს რაღაცა. თითოეულ მათგანს აბსოლუტურად განსხვავებული მიზნები და მოტივები ამოძრავებს – ზოგი გადარჩენისთვის იბრძვის, ზოგიც ვიღაცის გადასარჩენად, ზოგი ვიღაცას ებრძვის და ზოგიც, უბრალოდ, ცდილობს ნანატრ მიზანს მიაღწიოს. სტატია სრულად »
წერილი მომავლიდან 2
30 ნოემბერი, 2009 | 2 კომენტარი »
“ამ წერილს შორეული 2020 წლის საქართველოდან გწერთ, რამდენიმე ადამიანი, რომლებიც ქვეყნის სიყვარულმა შეგვკრიბა, რომლებსაც მოგვეცა შანსი, მოგვეწვდინა ხმა ჩვენი დროის საქართველოდან, მოგვეწერა, თუ როგორ განვითარდა მოვლენები გასული 10 წლის განმავლობაში სტატია სრულად »
ყველაზე გავრცელებული პრობლემები ქართულ ორგანიზაციებში
23 ნოემბერი, 2009 | 6 კომენტარი »
პრობლემები ბევრია, შესაძლოა უფრო მწვავეც, მაგრამ აქ ნახავთ იმ ნაწილს, რომელიც ყველაზე მეტად დამახასიათებელია ქართული ორგანიზაიებისათვის.
ბევრი პრობლემა ქართულ ორგანიზაციებშიც იგივეა, რაც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში. განვითარების იგივე ფაზაში მყოფ ქვეყნებში, მოქმედ ორგანიზაციებთან, განსაკუთრებული მსგავსებებია. სტატია სრულად »
რთული ამოცანების გადაწყვეტის ერთ-ერთი მეთოდი
16 ნოემბერი, 2009 | 7 კომენტარი »
ყველა ადამიანისთვის თუ ორგანიზაციისთვის არსებობს რთული და შედარებით ნაკლებად რთული ამოცანები. ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება, პირადი თუ სამსახურეობრივი, მეგობრებთან, ახლობლებთან, კოლეგებთან ურთიერთობაში, სავსეა ასეთი ამოცანებით. სტატია სრულად »
როგორ ეკონომიკას ვაშენებთ
9 ნოემბერი, 2009 | 1 კომენტარი »
“ჩვენ ვაშენებთ ქვეყანას, რომელიც რეგიონალური ეკონომიკური ლიდერი გახდება, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით იქნება გამორჩეული ეკონომიკის ლიბერალიზაციის დონით, გახსნილობითა და ბიზნესის კეთებისათვის საუკეთესო გარემოთი. სტატია სრულად »
ქართველი მენეჯერის აღსარება
2 ნოემბერი, 2009 | 36 კომენტარი »
გამარჯობათ, მე ტიპიური ქართველი მენეჯერი ვარ მისთვის დამახასიათებელი დადებითი და უარყოფითი თვისებებით. მეც მინდა, რომ სწრაფად მივაღწიო დიდ წარმატებებს და აღიარებას, მეც მინდა, რომ დაფასებული ვიყო ყველასთვის, ვისი აზრიც ჩემთვის მნიშვნელოვანია. სტატია სრულად »
საყოველთაო კორპორატიული მობილიზაცია
26 ოქტომბერი, 2009 | 1 კომენტარი »
ყველა ორგანიზაციისათვის დგება მომენტი, როდესაც მას ძალიან სჭირდება ახალი სულის ჩაბერვა. მენეჯმენტი ინერტულდება, თანამშრომლები არამოტივირებულები არიან, არადა გარემო მკვეთრ, ენერგიულ მოქმედებებს ითხოვს. ამისათვის საჭირო ენერგია კი თითქოს დამშრალი და მილეულია. სტატია სრულად »
დაგეგმვის ერთიანი სისტემა
12 ოქტომბერი, 2009 | 0 კომენტარი »
მუდმივად თან გვდევს იმის შეგრძნება, რომ ჩვენ, მენეჯერები, ვერ ვიყენებთ ჩვენდამი დაქვემდებარებული ადამიანების შესაძლებლობების უდიდეს ნაწილს. ვერ ვხედავთ რა მათში ისეთივე მოტივაციას, როგორიც ჩვენშია, ისეთივე თავდადებას, მონდომებას. სტატია სრულად »