ზოგადი მენეჯმენტი
« წინა სტატიები მომდევნო სტატიები »თითქმის იდეალური გუნდი
21 ივნისი, 2010 | 7 კომენტარი »
ისინი შვიდნი არიან და არ ჰყავთ ხელმძღვანელი. მათი საქმიანობის მიზანი არ არის ფული და არ რაოდენობრივ მიზნებს ისხავენ. მათ შორის არ არსებობს შრომის დანაწილება, ყველას შეუძლია აკეთოს ყველაფერი და ყველა აკეთებს კიდეც ყველაფერს.
საშუალება გვქონდა ახლოდან დავკვირვებოდით ერთი ისეთი გუნდის მუშაობას, რომელიც, ჩემი აზრით, ყველა პარამეტრით ძალიან ახლოს არის იდეალური გუნდის მახასიათებლებთან. მისი მონოლითურობა, მოქნილობა, სისწრაფე, ცვლილებებზე რეაგირების ადეკვატურობა, შიდა განწყობა, წევრებს შორის ურთიერთობები, მათი მოტივაცია და ამ ყველაფრიდან გამომდინარე შედეგები, რომელსაც ისინი აღწევენ, შესაშურია ბევრი გაგებით. სტატია სრულად »
რა გვიშლის ხელს უფრო მეტის და უკეთესად კეთებაში
10 მაისი, 2010 | 4 კომენტარი »
ორგანიზაციაში, სადაც ვმუშაობთ, ჩვენი ხელმძღვანელების მხრიდან ხშირად ვისმენთ საყვედურის ტონით გამოთქმულ კითხვებს – რატომ არ ვმუშაობთ მეტს, რატომ არ ვაკეთებთ უფრო ღირებულს, რატომ არ გვაქვს უკეთესი შედეგები. და მაშინაც, როცა ისინი ამას არ გვეკითხებიან, მათ უკმაყოფილო გამოხედვაში ეს კითხვები თითქმის ყოველთვის ცხადად იგრძნობა.
შესაძლოა, ეს იმ ჩვევების ბრალია, რომლებმაც ასე ღრმად და მყარად მოიკიდა ფეხი ჩემი და ჩემი კოლეგების ცხოვრებასა და ხასიათში. სტატია სრულად »
უმოქმედო, უმოძრაო და უკომპასო ორგანიზაციები
12 აპრილი, 2010 | 1 კომენტარი »
ორგანიზაციები შესაძლებლობების დიდ ნაწილს რომ ვერ იყენებენ, არ არის უჩვეულო. ძნელია დაინახო ყველაფერი, ან გამოიყენო ის, რასაც ხედავ, რესურსებიც შეზღუდულია, შესაძლებლობების პოვნისა და რეალიზაციის უნარიც არ არის უსასრულო. თუმცა არიან ორგანიზაციები და, სამწუხაროდ, არც ისე ცოტა, რომლებიც ჯერ კიდევ არსებობენ, მაგრამ ფაქტობრივად უუნარონი არიან, გააკეთონ რაღაცა ახალი, გადადგან საინტერესო და ეფექტური ნაბიჯი. ასეთი ორგანიზაციები სამ ჯგუფად შეიძლება დაიყოს: სტატია სრულად »
გარდატეხის ასაკი ბიზნესში
29 მარტი, 2010 | 1 კომენტარი »
ცვლილებები ფუნქციების განაწილებაში. მთავარი პროცესების ფორმალიზება. მოტივაციის ახლებური სისტემის ჩამოყალიბება.
წარმატებული სტარტის შემდეგ ყველა ორგანიზაციაში დგება მომენტი, როდესაც მენეჯმენტი ხვდება, რაღაც მნიშვნელოვანი უნდა შეიცვალოს. სტატია სრულად »
სტარტაპების წარუმატებლობის ყველაზე გავრცელებული მიზეზები
15 მარტი, 2010 | 1 კომენტარი »
ცნობილია, რომ ახლად შექმნილი ორგანიზაციების აბსოლუტური უმრავლესობა ერთ წელსაც ვერ ძლებს. ისინი უქმდებიან ისე, რომ ვერც ასწრებენ რაიმე ღირებულის და საინტერესოს შექმნას. დარჩენილი უმცირესობის დიდი ნაწილიც პირველი სამი წლის განმავლობაში ამთავრებს მოღვაწეობას და სხვა უამრავი რეგისტრირებული, მაგრამ უმოქმედო იურიდიული პირის რიგებში დგება.
გახადეთ თქვენი კომპანია უფრო საინტერესო
22 თებერვალი, 2010 | 2 კომენტარი »
რაც დრო გადის სულ უფრო დიდ გავლენას ახდენს მომხმარებლის ქცევაზე მისი ემოციური დამოკიდებულება პროდუქტის თუ მომსახურების ვტორის, მწარმოებლის, მომწოდებლის მიმართ.
გაიგებდით, ალბათ, Google-ი ახალ სოციალურ ქსელს აკეთებს, ამბობს, რომ ძალიან მალე ჩაძირავს Facebook-ს. ამ უკანასკნელის ერთგული წევრების ერთი ნაწილი სკეპტიკურად უყურებს ამ წამოწყებას, თუმცა ადამიანების უმეტესობას მიაჩნია, რომ Google-ის წამოწყება არასოდეს ყოფილა წარუმატებელი, რომ ისინი, რასაც იწყებენ, ძალიან კარგად აკეთებენ და ყოველთვის აღწევენ დასახულს.
მცირე საწარმოებისათვის ტიპიური სამი პრობლემა და მათი გადაწყვეტის საინტერესო გზა
15 თებერვალი, 2010 | 3 კომენტარი »
ერთი საინტერესო საუბრის შესახემ მინდა გიამბოთ, რომელიც ამას წინათ ერთ-ერთი პატარა კომპანიის ხელმძღვანელთან მქონდა. ამ საუბრის შედეგადაც გავიგე ჩემთვის ძალიან საინტერესო მიგნებების შესახებ. მისი მეშვეობით, ამ ადამიანმა, პატარა კომპანიებისათვის ტიპიური პრობლემების, ჩემი აზრით, შთამბეჭდავად ეფექტურად გადაწყვეტა შეძლო. სტატია სრულად »
გაზარდეთ თქვენი კომპანიის ღირებულება
8 თებერვალი, 2010 | 1 კომენტარი »
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში საფონდო ბაზარი ფაქტიურად არ არსებობს და საკმაოდ ძნელია, დაინახო რა ღირს შენი შექმნილი ორგანიზაცია, თუნდაც სულ პატარა მაღაზია, სასტუმრო, ან მცირე წარმოება, ბევრისთვის სწორედ საკუთარი ორგანიზაციის ღირებულების მუდმივი ზრდა მაინც უფრო მნიშვნელოვან ამოცანად რჩება, ვიდრე კონკრეტულ პერიოდში მიღებული მოგების მოცულობა. სტატია სრულად »
საკუთარი საქმის დაწყების ერთი გზა
25 იანვარი, 2010 | 10 კომენტარი »
ეს უბრალოდ ამბავია, რომელმაც შესაძლოა ბევრს კონკრეტული მოქმედებების დაწყების სურვილი გაუძლიეროს და პირველი ნაბიჯების გადადგმაშიც დაეხმაროს.
საკუთარი საქმის დაწყების ბევრი მაგალითი არსებობს. ყველა, ვინც იწყებს მის პირად გამოცდილებას აგროვებს, ყველა სხვადასხვანაირად გადის ამ გზას. მათთვის ერთმანეთის ისტორიის მოსმენა და წაკითხვა შესაძლოა არც საინტერესო იყოს და არც ბევრის მიმცემი, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანია, ვინც სხვადასხვა ორგანიზაციებში დაქირავებულ თანამშრომლად მუშაობს, მაგრამ შეუძლია და უნდა კიდეც რაღაცა თვითონ, დამოუკიდებლად გააკეთოს, რაღაც საკუთარი საქმე წამოიწყოს. სტატია სრულად »
დაგეგმეთ 2010 წელი
18 იანვარი, 2010 | 1 კომენტარი »
ყველასათვის ცნობილია რამდენად მნიშვნელოვანია ორგანიზაციის ყველა ქვედანაყოფი შეთანხმებულად და მიზანმიმართულად მოქმედებდეს. ერთიანი სამოქმედო გეგმის არსებობა და მერე მისი პერიოდული კონტროლი კარგი საშუალებაა ამისათვის. სტატია სრულად »
ყველაზე გავრცელებული პრობლემები ქართულ ორგანიზაციებში
23 ნოემბერი, 2009 | 6 კომენტარი »
პრობლემები ბევრია, შესაძლოა უფრო მწვავეც, მაგრამ აქ ნახავთ იმ ნაწილს, რომელიც ყველაზე მეტად დამახასიათებელია ქართული ორგანიზაიებისათვის.
ბევრი პრობლემა ქართულ ორგანიზაციებშიც იგივეა, რაც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში. განვითარების იგივე ფაზაში მყოფ ქვეყნებში, მოქმედ ორგანიზაციებთან, განსაკუთრებული მსგავსებებია. სტატია სრულად »
საყოველთაო კორპორატიული მობილიზაცია
26 ოქტომბერი, 2009 | 1 კომენტარი »
ყველა ორგანიზაციისათვის დგება მომენტი, როდესაც მას ძალიან სჭირდება ახალი სულის ჩაბერვა. მენეჯმენტი ინერტულდება, თანამშრომლები არამოტივირებულები არიან, არადა გარემო მკვეთრ, ენერგიულ მოქმედებებს ითხოვს. ამისათვის საჭირო ენერგია კი თითქოს დამშრალი და მილეულია. სტატია სრულად »
დაგეგმვის ერთიანი სისტემა
12 ოქტომბერი, 2009 | 0 კომენტარი »
მუდმივად თან გვდევს იმის შეგრძნება, რომ ჩვენ, მენეჯერები, ვერ ვიყენებთ ჩვენდამი დაქვემდებარებული ადამიანების შესაძლებლობების უდიდეს ნაწილს. ვერ ვხედავთ რა მათში ისეთივე მოტივაციას, როგორიც ჩვენშია, ისეთივე თავდადებას, მონდომებას. სტატია სრულად »
ძლიერი კორპორატიული კულტურა სტაბილური, გრძელვადიანი შედეგების საწინდარია
5 ოქტომბერი, 2009 | 2 კომენტარი »
ის თუ, რამდენად შეესაბამება კულტურა ორგანიზაციის მისიას, რამდენად თავსებადია სტრატეგიასთან და რამდენად ეხმარება მას განხორციელებაში, მნიშვნელოვნად განაპირობებს მართვის ამ მნიშვნელოვანი ინსტრუმენტის გამოყენების ხარისხს.
რამდენადაც ადამიანების წარმატებას განსაზღვრავს ფასეულობები, პრინციპები და ცხოვრების წესი, რაც მას პროგნოზირებადს, შესაბამისად სანდოსა და სტაბილურს ხდის, ისევეა ორგანიზაციების შემთხვევაშიც. სტატია სრულად »
როგორ ვიმუშაოთ უკეთესად
30 სექტემბერი, 2009 | 0 კომენტარი »
„გაზაფხულის მშვენიერი საღამო. მზე ანათებს. ჰაერიც სასიამოვნოდ თბილია. სამსახურში დამაწინაურეს. ახალ თანამდებობაზე გადამიყვანეს, ანაზღაურება მომიმატეს და ახალი მანქანაც შევიძინე. ჩემი პატარა შვილიც დღითიდღე იზრდება და გული სიამაყით მევსება მისი შემხედვარე. სტატია სრულად »
ორგანიზაციული სტრუქტურის დამუშავების მიდგომა
28 სექტემბერი, 2009 | 0 კომენტარი »
ორგანიზაციული სტრუქტურები, მართლაცდა, ვერ უზრუნველყოფენ წარმატებას, მაგრამ არასწორ სტრუქტურას სერიოზულად შეუძლია შეუშალოს ხელი ნებისმიერი, თუნდაც გენიალური სტრატეგიის განხორციელებას და ის უბრალო, კეთილ სურვილებად აქციოს. სტატია სრულად »
წარმატებული სტარტის ფორმულა – ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები ბიზნესის სწორად დასაწყებად
7 სექტემბერი, 2009 | 5 კომენტარი »
ახლად დაარსებული ორგანიზაციების უდიდესი ნაწილი დაწყებიდან მოკლე ხანში ასრულებს არსებობას. ამის მიზეზი ხშირ შემთხვევაში არასწორი სტარტია, არასწორად გაკეთებული აქცენტები საწყის ეტაპზე და თავიდანვე საქმის ფართო მასშტაბით დაწყების მცდელობაა, რაც ძალიან ხშირად არ ამართლებს. სტატია სრულად »
დააჩქარეთ განვითარება – შექმენით განვითარების საბჭო
24 აგვისტო, 2009 | 2 კომენტარი »
განვითარება ბევრი ორგანიზაციისთვის (თუ ყველასთვის არა) გადაუდებელი აუცილებლობაა, თუმცა, ხშირ შემთხვევაში, იგი მენეჯმენტის სასწრაფო ოპერატიული, მიმდინარე საქმეების სიმრავლეს ეწირება. სტატია სრულად »
პოსტკრიზისული გარდაქმნები
29 ივლისი, 2009 | 0 კომენტარი »
როგორც წამყვანი ისე რიგითი კომპანიები, სულ უფრო ცივი გონებით აფასებენ კრიზისს და მის შედეგებს. ქვეყანა ხვდება, რომ განსხვავებულ რეალობაში უწევს ცხოვრობა, რომ რაღაცები აღარასოდეს დაბრუნდება, რაღაცების დაბრუნებას კი წლები დასჭირდება. სტატია სრულად »
ბიზნეს მოდელის ცვლილება – ერთ-ერთი (ან ერთადერთი) გადარჩენის შანსი კრიზისის დროს
15 ივნისი, 2009 | 9 კომენტარი »
მხოლოდ ერთეულები ახერხებენ იპოვონ ასეთი გადაწყვეტილებები, მხოლოდ ერთეულები ბედავენ, იფიქრონ ბიზნეს მოდელის ასეთ ცვლილებაზე, მხოლოდ ერთეულებს ყოფნით გამბედაობა – გადადგან გადამწყვეტი ნაბიჯები ახალი, თამამი ცვლილებების განსახორციელებლად.
წარმოიდგინეთ სასტუმრო, რომელსაც სესხი აქვს მილიონზე მეტი და რომლის დატვირთვებიც კრიზისის გამო, თითქმის 70-80% ით არის შემცირებული, ან საღებავების დისტრიბუტორი, რომელიც, თვეში თითქმის მილიონი რეალიზაციის შემდეგ, 50-100 ათასამდეა დასული გაყიდვებში სტატია სრულად »