სტრატეგია
« წინა სტატიები მომდევნო სტატიები »კლიენტებთან ურთიერთობის განვითარება
25 ივნისი, 2012 | 0 კომენტარი »
ერთხელ ერთმა ორგანიზაციამ გადაწყვიტა, რომ მისთვის არსებული კლიენტების კმაყოფილებაზე ზრუნვა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ახალი კლიენტების მოსაზიდად აქტიური და აგრესიული მოქმედებების დაწყება. ჩათვალეს, რომ თუ შეძლებდნენ არსებული კლიენტები ბევრად უფრო კმაყოფილები ყოლოდათ, ეს მათ ბიზნესსაც გაზრდიდა და ახალი კლიენტების რაოდენობაც უფრო სწრაფად გაიზრდებოდა. როგორ მივიდნენ ამ დასკვნამდე ძნელი მოსაყოლია და ამას ალბათ ცალკე სტატია დასჭირდება, ამჟამად კი ის გვინდა მოგიყვეთ თუ რა გააკეთეს ამ ამოცანის გადასაწყვეტად.
საუკეთესო ქვედანაყოფი
15 ივნისი, 2012 | 0 კომენტარი »
ვისაც გამოგვიცდია, ალბათ, ყველას კარგად გვახსოვს ის დღე, როცა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელად დავინიშნეთ. ეს იმ მომენტების ერთობლიობაა, როცა განსაკუთრებულად გვჯერა საკუთარი ძალების და გარშემომყოფების, როცა მოტივაცია აღემატება ჩვენს შესაძლებლობებს, როცა მოლოდინები აჭარბებს რეალისტურ შედეგებს, როცა მთელი არსებით 24 საათის განმავლობაში ვფიქრობთ, ვცდილობთ, ვაკეთებთ იმას, რასაც შეუძლია ჩვენს ხელთ არსებული ქვედანაყოფი გახადოს საუკეთესო. სტატია სრულად »
მამოძრავებელი მიზანი
4 ივნისი, 2012 | 2 კომენტარი »
ერთხელ, მახსოვს, ექიმი ვნახე, რომელიც მხოლოდ 3-5 წუთს უთმობდა საშუალოდ თითო პაციენტს, იმისათვის, რომ მის კარებთან მდგარ უშველებელ რიგს მომსახურებოდა. ძალიან ეჩხუბებოდა ნებისმიერს, ვისაც ადრე უკვე ჰქონდა მისი მკურნალობა გავლილი და იგივე დაავადებით ბრუნდებოდა იმის გამო, რომ მისი გაფრთხილება არ გაითვალისწინა – ჩხუბობდა, რატომ მაკარგვინებთ დროსო. სპეციალურ ჟურნალს აწარმოებდა, სადაც ყველა პაციენტს ნომრავდა და იწერდა მათზე ინფორმაციას. სულ გადაშლილი წიგნები და ჟურნალები ეწყო სამუშაო მაგიდაზე. მედიკამენტებთან ერთად იყენებდა ლაზერსაც და რაღაც ბალახებს ატანდა კიდევ პაციენტებს რათა საბოლოოდ განკურნებულიყვნენ. ერთხელ, მახსოვს, მაღალი სიცხით იყო და მაინც ენერგიული და თვალებანთებული იღებდა ავადმყოფებს. სულ მიკვირდა, რა აძლევდა ამ ადამიანს ამდენი მუშაობის ძალას. სანამ ერთხელ მის ხელის საბან ნიჟარასთან წარწერა არ შევნიშნე – “ასი ათასი განკურნებული პაციენტი”.
ჩემი საქმით შევუერთდი ჩემთვის სასურველ ორგანიზაციას
28 მაისი, 2012 | 0 კომენტარი »
სტატია საინტერესო იქნება მათთვის, ვინც ჯერ არ დაკავებულა სასურველი საქმით და დაეხმარება მას, ქვემოთ მოცემული სქემის გამოყენებით, შეუერთდეს სასურველ ორგანიზაციას.
ბევრია ისეთი, ვინც ვერ მიაგნო გზას, თუ როგორ შეიძლება მოიპოვო საინტერესო და ამავე დროს სასურველი სამუშაო ადგილი. ზოგიერთმა უკვე ნაცად ხერხებს ბევრჯერ მიმართა, მაგრამ ფონს ვერ გავიდა. სასურველი საქმით დაკავების მსურველთა რაოდენობას ყოველწლიურად ემატება იმ ახალგაზრდების რიცხვი, ვინც მიიღო სტუდენტის სტატუსი. მეც, გულახდილად რომ ვთქვა, იმ დღიდან, როდესაც სტუდენტი გავხდი, გამიჩნდა სურვილი, დამატებითი შემოსავლის წყარო მომეძებნა.
მე, ჩემი ორგანიზაციისთვის…
25 მაისი, 2012 | 1 კომენტარი »
იაკოკას აქვს ნათქვამი “თუკი ოფიციანტი ხარ, გააკეთე ყველაფერი იმისათვის, რათა მსოფლიოში საუკეთესო ოფიციანტი გახდე, წინააღმდეგ შემთხვევაში…“ როცა ასე არ ვიქცევით, არ ვინდომებთ სამსახურის დაკარგვაზე უფრო უარესს, რასაც ვიღებთ, ჩემი აზრით, დაკარგული შესაძლებლობაა – გაგვეკეთებინა უფრო მეტი, უფრო უკეთესი ჩვენი ორგანიზაციისთვის, გავმხდარიყავით უფრო ღირებული და მნიშვნელოვანი მისთვის.
რატომ უნდა ვიზრუნო, რომ გავზარდო ჩემი წვლილი ჩემი ორგანიზაციისთვის? სტატია სრულად »
პროდუქტის გაყიდვების ზრდის ხუთი სტრატეგია
21 მაისი, 2012 | 0 კომენტარი »
ყველა ორგანიზაცია რაღაც პროდუქტს აწარმოებს. თითქმის ყველა მათგანი ფიქრობს, როგორ გაზარდოს მის მიერ წარმოებული პროდუქტის რეალიზაცია გრძელვადიან პერიოდში. ყოველ წელს ორგანიზაციები ბევრს აკეთებენ სხვადასხვა მიმართულებით საკუთარი პროდუქციის გაყიდვების გასაზრდელად. თვითონ პროდუქტის გაუმჯობესება, მასთან დაკავშირებული მომსახურების დახვეწა, პროდუქტის აღქმის გაძლიერება მომხმარებლებში, ფასის შემცირება თუ გაყიდვების მიდგომის განვითარება მეტნაკლები მნიშვნელობით მუდმივად არის მენეჯმენტის ზრუნვის არეალში. თუმცა იმისათვის, რომ რეალიზაცია წლიდან წლამდე გარანტირებულად გაიზარდოს, სასურველია ყოველწლიურად ავირჩიოთ ამ ხუთიდან ერთი მთავარი მიმართულება და მასში ძალიან არსებითი გაუმჯობესების მიღწევას შევეცადოთ. კიდევ უფრო შედეგიანი შეიძლება აღმოჩნდეს სტრატეგია თუ აქცენტს ერთი და იმავე მიმართულებაზე წლების განმავლობაში შევინარჩუნებთ და ვეცდებით, სწორედ მასში კონკურენტებთან შედარებით ძალიან გამორჩეულ უპირატესობას მივაღწიოთ.
სასიამოვნოდ გავაოცოთ მომხმარებლები
14 მაისი, 2012 | 3 კომენტარი »
რაც დრო გადის სულ უფრო ძნელდება მომხმარებლის ყურადღება მიიქციო. არადა აღარც ფასი, აღარც ცნობადობაა საკმარისი სტაბილური წარმატების მისაღწევად. მომხმარებელი მიეჩვია, რომ შედარებით ნაკლებად ატყუებენ, ან ყოველ შემთხვევაში ძალიან ნიღბავენ თავის ტყუილს, ყველაზე დაბალი ფასებით მიტყუებაზეც სულ უფრი ნაკლებად რეაგირებენ. აღარც სხვადასხვა საფასო აქციები და ხმაურიანი კამპანიები ხიბლავს ბევრს. მომხმარებელს რაღაცა სრულიად ახალი სჭირდება და თანაც ახალი არა ერთჯერადად, არამედ ყოველდღე, ყოველ წამს, რაღაცა საინტერესო, ორიგინალური, სასიამოვნო, გამაოგნებელი. შემოქმედება სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება წარმატების მისაღწევად, სხვა ფაქტორები დღითიდღე კარგავენ მომხმარებლისთვის ძალას და სულ უფრო მოსაწყენ შეთავაზებებად იქცევიან.
ვინ გვინდა იყოს იდეების გენერატორი
2 მაისი, 2012 | 0 კომენტარი »
ძალიან ხშირად ორგანიზაციების პირველი პირები და ზოგადად მაღალი რგოლის ხელმძღვანელები ჩივიან, რომ მათი თანამშრომლები არ არიან მათნაირად მონდომებულები, მათნაირად ინიციატივიანები, აქტიურად არ იღებენ პასუხისმგებლობას და არ ცდილობენ მათი მსგავსი მონდომებით განახორციელონ სხვადასხვა საინტერესო იდეები და პროექტები. მენეჯერების უმეტესობა ფიქრობს და ალბათ დიდ ნაწილში ასეც არის, რომ მნიშვნელოვანი, წარმატებით დასრულებული წამოწყებების დიდი ნაწილი უფრო მეტად სწორედ მენეჯმენტიდან მოდის. სტატია სრულად »
შვილობილი კომპანიები
26 მარტი, 2012 | 1 კომენტარი »
დრო, როცა კომპანიის მენეჯმენტს დაგროვილი აქვს კომპეტენცია ბიზნესის კეთებაში, აქვს საკმარისი ფინანსური რესურსი და მატერიალურ–ტექნიკური ბაზა, გაფართოებული აქვს კავშირები, ძალიან ხშირად უბიძგებს მას, დაიწყოს ოჯახის მთავარი დანიშნულების შესრულება, შექმნას ახალი თაობები. ამოსავალი, უმეტეს შემთხვევაში, დამატებითი შემოსავლის მიღების შესაძლებლობაა, რომლის ხელიდან გაშვება ნებისმიერისთვის რთულია, მაგრამ რისკიანი. ამ ნაბიჯს კომპანიის მენეჯმენტი ხშირად დგამს. სტატია სრულად »
გადამდგარი მენეჯერის წერილი
22 მარტი, 2012 | 1 კომენტარი »
მე გადამდგარი მენეჯერი ვარ. ერთ ხანს იმ ადგილზე ვმუშაობდი, რაზეც შენ ახლა ხარ. ვფიქრობ, ცუდი არ იქნება, გაგიზიარო ჩემი გამოცდილება, რომელმაც, შესაძლოა, გაგიადვილოს შენი მოვალეობის უკეთ შესრულება, რათა არ დაუშვა იგივე შეცდომები, რაც მე დავუშვი, მიაღწევინო ორგანიზაციას უკეთესი შედეგებისთვის, გყავდეს უფრო მეტად კმაყოფილი კლიენტები და უფრო მოტივირებული თანამშრომლები, საერთოდ იყო უფრო მეტად წარმატებული, ვიდრე მე. სტატია სრულად »
პარალელური გუნდები – ერთი სტანდარტული ამოცანის არასტანდარტულად გადაწყვეტის ამბავი
19 მარტი, 2012 | 1 კომენტარი »
რამდენიმე თვის წინათ, ერთმა ჩვენმა ნაცნობმა კომპანიამ ერთი ძალიან სტანდარტული, მაგრამ მნიშვნელოვანი ამოცანის არასტანდარტული გზით გადაჭრა გადაწყვიტა. მომსახურების ხარისხის მოკლე ვადაში მკვეთრად გაუმჯობესების საკითხი ისე აქტუალურად დაისვა, რომ სწრაფი შედეგების მისაღწევად რაღაც განსხვავებული, ორიგინალური, ძალიან ეფქტური გზა იყო მოსაძებნი. მენეჯმენტი რამდენიმე დღე, ფაქტიურად, სათათბირო ოთახიდან არ გამოსულა. დიდხანს იფიქრეს, იკამათეს, იმსჯელეს და საბოლოოდ ერთ საინტერესო გეგმაზე შეთანხმდნენ. მოქმედებაც დაიწყო.
როგორ გავაუმჯობესოთ მიღებული გადაწყვეტილებების ხარისხი
15 მარტი, 2012 | 0 კომენტარი »
კარგ გადაწყვეტილებებს უზრუნველყოფს არა ერთი ან ორი ადამიანის გამჭრიახობა, კომპეტენტურობა და გამოცდილება, არამედ კარგი და სწორად წარმართული პროცესი.
გადაწყვეტილებების მიღება ყველა ორგანიზაციას უწევს ყოველდღიურად და ეს პირდაპირ აისახება მასზე. შესაბამისად, რაც უკეთესი გადაწყვეტილებები მიიღება, მით უფრო შედეგიანი და წარმატებულია ორგანიზაცია.
კარგ გადაწყვეტილებებს უზრუნველყოფს არა ერთი ან ორი ადამიანის გამჭრიახობა, კომპეტენტურობა და გამოცდილება, არამედ კარგი და სწორად წარმართული პროცესი. გადაწყვეტილებები, რომლებიც არასწორი, ან არასრული პროცესით ხორციელდება, ხშირ შემთხევაში არ არის მაღალი ხარისხის, ორგანიზაცია კიდევ ერთხელ ხელიდან უშვებს შესაძლებლობას, მიიღოს ბევრად უკეთესი გადაწყვეტილება და შედეგი.
როცა მეგობრებმა ოჯახებით ბუნებაში საქეიფოდ წასვლა გადაწყვიტეს
12 მარტი, 2012 | 2 კომენტარი »
“სადმე ქალაქგარეთ ხომ არ გავიდეთ ოჯახებით, მწვადი ხომ არ შევწვათ? – ვაა, მაგარი აზრია, რატომაც არა” და პროცესიც იწყება. ამ პატარა, ჩვეულებრივი, უბრალო მაგალითით ვფიქრობ, ნათლად დავინახავთ, რომ ხშირად, როცა ძალიან ჩვეულ, უბრალო საქმეს ვაკეთებთ მართვის ყველა მთავარ წესს და პრინციპს ზედმიწევნით კარგად ვიცავთ. ამას, სამწუხაროდ, ყოველთვის არ ვაკეთებთ მაშინ, როდესაც დიდ ორგანიზაციებს ვქმნით ან ვმართავთ, გრანდიოზულ პროექტებს ვგეგმავთ და ვახორციელებთ.
დაამხეთ “მონათმფლობელობა” და გაჩნდება “ვაკანსიები” – “დასაქმებისა” და “იძულებით დასაქმების” პრობლემების შესახებ…
30 იანვარი, 2012 | 1 კომენტარი »
ამ სტატიის დაწერის სურვილი ჩემმა ძალიან ახლო მეგობარმა აღმიძრა. ის, შეიძლება ითქვას, “იძულებით დასაქმებულია” და როცა თავისი პრობლემების შესახებ მიყვებოდა, ერთად აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენს ირგვლივ ძალიან ბევრია იგივე უღელ ქვეშ…
შეიძლება არასერიზულად მოგეჩვენოთ, მაგრამ ჩავთვალე, რომ “იძულებით დასაქმება” დღეს ჩვენი საზოგადოების აქტუალური პრობლემაა… სტატია სრულად »
თბილისის ფუნქციური ლანდშაფტები
16 მარტი, 2011 | 3 კომენტარი »
ქალაქის წარმატება რამოდენიმე მახასიათებელთან ასოცირდება: კარგი საცხოვრებელი პირობები, მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა და მაცხოვრებლების დასაქმების მაღალი დონე. თუმცა ეს ქალაქის კეთილდღეობის დონის ტიპური განმსაზღვრელი მახასიათებელია. და მაინც, ქალაქის ფუნქციურად განვითარებაში ყველაზე დიდი როლი სახელმწიფოსა და ქალაქის მერიას აქვს. სახელმწიფომ უნდა მოიყვანოს ქალაქის სტრატეგია მთელი ქვეყნის სტრატეგიასთან შესაბამისობაში, ხოლო მერიამ კი ეს სტრატეგია აქციოს კონკრეტულ ნაბიჯებად. რა ალტერნატივები აქვს ამჟამად თბილისს, რაც ფუნქციონალურად უფრო ღირებულს გახდიდა, როგორც ქვეყნისთვის, ისე რეგიონისთვის?
ქართული კომპანიების ხელმძღვანელების მთავარი ამოცანები 2011 წელს
28 თებერვალი, 2011 | 0 კომენტარი »
რა თქმა უნდა, ყველა ორგანიზაცია ინდივიდუალურია და ყოველ მათგანს საკუთარი პრობლემები, ამოცანები და პრიორიტეტები აქვთ. მიუხედავად ამისა, მაინც არის საკითხები, რომლებიც აქტუალურია საქართველოს ბიზნეს-ორგანიზაციების დიდი უმრავლესობისთვის. ამ სტატიაში გვინდა რამოდენიმე მათგანს შევეხოთ. სწორედ ეს ამოცანები, ჩვენი აზრით, იქნება საქართველოში ბევრი მენეჯერისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევები 2011 წელს.
ტურიზმი სამცხე–ჯავახეთში
4 თებერვალი, 2011 | 3 კომენტარი »
ბევრ თქვენგანს უნახავს სამცხე–ჯავახეთი, დაუთვალიერებია ვარძია, ზარზმა, საფარა…
გარდა უძველესი მონასტრებისა, დაგხვდებოდათ მცირე სასტუმროები, კაფე–ბარები, მოგხიბლავდათ სუვენირების დიდი არჩევანი. მიგიზიდავდათ გზისპირად მოწყობილი წასახემსებელი ადგილები.
ბოლო დროს სამცხე–ჯავახეთში ტურიზმის განვითარებას საფუძვლად დაედო კარგად დამუშავებული სტრატეგია. იგი შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურებისა და კერძო ბიზნესის მჭიდრო თანამშრომლობით წარმატებით განხორციელდა და ამჟამად ტურიზმის მენეჯმენტის ლექციებზე ხშირად განიხილავენ. სტატია სრულად »
დაგეგმილი იმპროვიზაცია – კარგი ინსტრუმენტი განუმეორებელი ეფექტის მოსახდენად
20 დეკემბერი, 2010 | 1 კომენტარი »
დაგეგმვის თვალსაზრისით საქმის კეთების სამი მიდგომა შეიძლება გამოიყოს: იმპროვიზაცია, დაგეგმილი მოქმედება და დაგეგმილი იმპროვიზაცია.
იმპროვიზაციით საქმის კეთება ყველაზე ადვილად წარმოსადგენია. მას ყოველდღიურ ცხოვრებაში ძალიან ხშირად ვხვდებით – ჩვენსაშიც, ჩვენი გარშემომყოფებისაშიც. ეს არის მუშაობა, როდესაც თან ვფიქრობთ და თან ვაკეთებთ, ხანდახან არც ვფიქრობთ და ისეც ვაკეთებთ. მერე გზადაგზა ვცვლით დაწყებულ საქმეს, ვანგრევთ და ვაშენებთ, ვანგრევთ, მერე ისევ ვაშენებთ და ასე, სანამ ვიღაცა არ გვეტყვის, რომ შევწყვიტოთ, ან ჩვენ თვითონ არ მივალთ დასრულების გადაწყეტილებამდე. სტატია სრულად »
პროაქტიული ადამიანების განსხვავება
14 ივნისი, 2010 | 1 კომენტარი »
ადამიანების დაყოფა ბევრნაირად შეიძლება, თუმცა არსებობს დაყოფის ერთი პრინციპი, რომელიც მათ ქცევის მიხედვით განასხვავებს. ადამიანების პროაქტიულ და რეაქტიულ ტიპებად დაყოფა სხვადასხვა საკითხის მიმართ მათ განსხვავებულ დამოკიდებულებებს ეფუძნება. სწორედ ეს განსხვავებები განაპირობებს მათ რადიკალურად განსხვავებულ ქცევას სხვადასხვა სიტუაციაში. ეს კი, თავის მხრივ, ამ ადამიანებისათვის უფრო მეტი, ან უფრო ნაკლები წარმატების მიზეზი ხდება. სტატია სრულად »
საქართველო მსოფლიოს ბავშვებისთვის
3 მაისი, 2010 | 0 კომენტარი »
საქართველოს ხელისუფლება ბევრ დროს, ენერგიას და ფულს ხარჯავს ინვესტორების მოსაზიდად, რაც თავისთავად მისასალმებელია, თუმცა მარტო ის ფაქტი რომ ჩვენთან ნაკლები ბიუროკრატიული ბარიერები არსებობს საქმის დასაწყებად საკმარისი რომ არ არის ამისათვის შედეგებიდანაც ნათელია. საკმარისი არ არის მაშინაც კი როცა მსოფლიოში ცნობილი ჟურნალები სავსეა შენი რეკლამით, საუკეთესო სატელევიზიო არხები გადასცემენ ამის შესახებ ინფორმაციას ან შენი ბიზნესმენები თუ მინისტრები მსოფლიოს მარავალ კუთხეში პირდაპირი მოლაპარაკებით ცდილობენ ინვესოტრთა დარწმუნებას ამაში. სტატია სრულად »