ბიზნეს-ქეისები
მომდევნო სტატიები »ქეისი: თბილისის განვითარების ფონდი
13 თებერვალი, 2017 | 0 კომენტარი »
სასეირნოდ წასვლა გადავწყვიტე უკან, მომავალში. უფრო სწორად სანახავად. საგანგებოდ შერჩეულ ადგილას. ტრანსპორტით მისვლა მომიწია სეირნობის დაწყების წერტილამდე. და აი მივედი. სიარულის ტემპი შევიცვალე. მინდოდა თითოეული დეტალი აღებეჭდა ჩემს გონებას და დაემახსოვრებინა. კიდევ ერთხელ ვინანე, რომ არ მაქვს კარგი ხარისხის ფოტო აპარატი. ულამაზესი აივნები, თვალისმომჭრელი ჭიშკრები, ისტორიული შენობები და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები. ვერ მოვესწარი მათ პირვანდელ სახეს, მაგრამ ძალიან შთამბეჭდავი კია, ახლა როგორც გამოიყურება. ახალი სული აქვს შთაბერილი. ახალი დანიშნულება იტვირთა. დამთვალიერებლების, ტურისტების მორიგი გაჩერების წერტილი გახდა. სტატია სრულად »
ძალაუფლებისა და პასუხისმგებლობის დისბალანსი – ერთი ისტორია მარკეტინგის მენეჯერისა და სამეურნეო ხელმძღვანელის შესახებ
29 ნოემბერი, 2016 | 0 კომენტარი »
ერთ ორგანიზაციაზე გვსურს მოგიყვეთ, რომელსაც ძალიან გავრცელებული სტრუქტურული პრობლემა აწუხებდა – პასუხისმგებლობისა და ძალაუფლების დისბალანსის სახით.
პასუხისმგებლობა – ეს არის ზემოდან წამოსული წნევა, რაც ამოძრავებს ადამიანს და უბიძგებს, რომ დადოს შედეგები. ძალაუფლება – ეს არის ის ძალა, რომლითაც პირი ზემოქმედებს ორგანიზაციაზე და იღებს შესაბამის რესურსებს, მხარდაჭერას, შედეგების მისაღწევად.
ერთი ადამიანი – ერთი ამოცანა
18 ნოემბერი, 2013 | 0 კომენტარი »
ადამიანები ბევრად პროაქტიულები, შედეგზე კონცენტრირებულები, განვითარებაზე ორიენტირებულები ხდებიან, როდესაც მხოლოდ ერთი ამოცანა აქვთ გადასაჭრელი და ამასთან ძალიან ცხადად ესმით, რაში მდგომარეობს ის.
ამ სტატიაში ერთი ორგანიზაციის რესტრუქტურიზაციაზე გვინდა მოგითხროთ, ორგანიზაციისა, რომელმაც გადაწყვიტა ისე გადაენაწილებინა პასუხისმგებლობები თანამშრომლებს შორის, რომ თითოეულს მხოლოდ ერთ, ძალიან ცხადი ამოცანის გადაჭრაზე მიემართა ენერგია და რესურსები, შეფასებითაც სწორედ იმის მიხედვით შეფასებულიყო, თუ რამდენად კარგად ახერხებდა ამ ამოცანის გადაწყვეტას.
მომსახურების ხარისხის ამაღლება სამედიცინო დაწესებულებაში
4 ნოემბერი, 2013 | 3 კომენტარი »
ყველას გვქონია, ალბათ, შეხება სამედიცინო დაწესებულებებთან – ზოგს პაციენტის, ზოგსაც პაციენტის ახლობლის როლში. ყველამ ვიცით იმ პრობლემების შესახებ, რომლებიც საქართველოს საავადმყოფოებში თუ სხვადასხვა კლინიკებში მომსახურების კუთხით არსებობს. რამდენადაც არ უნდა გვეგონოს, რომ ასეთი მომსახურების მიზეზი ექიმების ან ამ დაწესებულებების ხელმძღვანელების არასაკმარის ნებაშია, ეს ასე ნამდვილად არ არის. მინიმუმ ვიცნობთ ძალიან ბევრ სამედიცინო დაწესებულებას, რომელთა ხელმძღვანელებს მართლაც გულით უნდათ მომსახურების უკეთესი ხარისხი ჰქონდეთ. რეალური მიზეზი კი ხშირად იმაშია, რომ ამ ამოცანის გადაწყვეტა არც თუ ადვილია მისი კომპლექსურობის და ამ მხრივ არსებული გარკვეული “ტრადიციების” გამო.
ამ სტატიაში გვინდა ერთ-ერთი ასეთი ორგანიზაციის შესახებ მოგითხროთ, უფრო სწორად იმ ცვლილებების შესახებ, რომლებიც მისმა ხელმღვანელობამ ამ მიზნის მისაღწევად განახორციელა.
გამომცემლის ამოცანა
29 ივლისი, 2013 | 0 კომენტარი »
ხანდახან, თუმცა არც თუ იშვიათად, ისე ხდება, რომ სტრუქტურაში სულ პატარა ხარვეზი ორგანიზაციის არასწორი ფუნქციონირების მიზეზი ხდება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შემთხვევა, როდესაც ორგანიზაციისათვის ყველაზე არსებითი პროცესი სტრუქტურაში სწორად გათვალისწინებული არ არის. ამის გამო კი ძალიან ბევრი რამ ზიანდება და უამრავი შესაძლებლობა იკარგება.
გვინდა მოგითხროთ ერთი პატარა ქვეყნის გამომცემლობაზე, რომელიც ერთ-ერთი წამყვანია თავის ქვეყანაში, რამდენიმე ასეულ წიგნს უშვებს ყოველწლიურად, წარმატებითაც ყიდის და დარგის ლიდერადაც დამსახურებულად არის აღიარებული. მისი მენეჯმენტი ბოლო რამდენიმე წელია ცხადად ხედავს, რომ ორგანიზაციაში რაღაც ისე არ მიდის, როგორც საჭიროა. სტატია სრულად »
ერთხელ, ერთ-ერთ ბანკში განხორციელებული სტრუქტურული ცვლილებების შესახებ
21 იანვარი, 2013 | 0 კომენტარი »
თორმეტი წლის წინათ ერთ-ერთ ბანკში სტრუქტურის ცვლილების პროცესში მოგვიწია მონაწილეობის მიღებამ. დღეს, როდესაც ამ ცვლილებების განხორციელების შემდეგ ბევრი დრო გავიდა, და აღნიშნული ბანკიც რადიკალურად განსხვავებული სტრუქტურით მუშაობს, გვინდა თავს უფლება მივცეთ და მოგითხრობთ ამ ცვლილებების შესახებ. იმედი გვაქვს, ეს ისტორია წასაკითხად საინტერესო და სასარგებლო იქნება ყველასთვის, ვისაც სტრატეგიული მართვის საკითხები აინტერესებს.
წარმატებული სკოლის ორგანიზაციული სტრუქტურა
18 იანვარი, 2013 | 1 კომენტარი »
სკოლის მიზანია, აღმოაჩინოს მათემატიკური ნიჭით გამორჩეული ბავშვები
საქართველოს მასშტაბით და მისცეს მაღალი ხარისხის
პროფილური განათლების მიღების შესაძლებლობა
კომაროვის სახელობის 199-ე სკოლა
——————————————————
რა თქმა უნდა, თითოეულ სკოლას შესაძლოა სრულიად განსხვავებული სტრუქტურა გააჩნდეს, გამომდინარე მისი პრიორიტეტებისგან, მაგრამ ჩვენ გვინდა მოგიყვეთ კომაროვის სახელობის სკოლის სტრუქტურის შესახებ, რომლის დიზაინშიც ვიყავით ჩართულები და რომლის პრიორიტეტები არის, აღმოაჩინოს და მოიზიდოს საუკეთესო მოსწავლეები საქართველოს მასშტაბით, აღზარდოს ღირსეულ და სათანადო ფასეულობების მქონე პიროვნებები და მისცეს მათ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი განათლება. სტატია სრულად »
უბნის წარმატებული დაწესებულების ისტორია
27 აგვისტო, 2012 | 1 კომენტარი »
მცირე ზომის ლოკალური დაწესებულებების მთავარი საზრუნავი მუდმივად არის, გამოირჩეოდნენ მეზობელი კონკურენტებისაგან და მოიზიდონ იქვე მცხოვრები მოსახლეობა. როგორ შეიძლება ამის მიღწევა, რაზე უნდა დაიხარჯოს ძალისხმევა? სტატიაში მოგიყვებით წარმატებული საცხობის მაგალითს, რითაც შევეცდებით გადმოვცეთ, რაზე უნდა ხდებოდეს მობილიზაცია და რა ამოცანები უნდა გადაიჭრას დასახული მიზნის მისაღწევად. სტატია სრულად »
ფასეულობების გავლენა ორგანიზაციის ატმოსფეროზე
1 ივნისი, 2012 | 1 კომენტარი »
მორიგი სამსახურის გამოცვლის შემდეგ ერთ-ერთ ორგანიზაციაში მოვხვდი. ველოდი მსგავს სიტუაციას, როგორიც მანამდე სხვაგან შემხვედრია, ან მეგობრებისგან მომესმინა არავის მოსწონს თავისი საქმე, ბევრი მუშაობა, ხელმძღვანელების დამოკიდებულება, ყველა მუდმივად სტრესშია, დაძაბულია. ასევე არიან წევრები, რომელთა მიმართაც უარყოფითი დამოკიდებულება გააჩნიათ, არის ფარული დაპირისპირებები და ა.შ.. შედეგად ყველა უკმაყოფილოა, ყველას სურს სამსახურის გამოცვლა, ყველა ნატრულობს რაიმე ახალზე და ვინც კი წავა, შურის თვალით უყურებენ… მაგრამ რაოდენ გაოცებული აღმოვჩნდი, როდესაც სულ სხვა გარემო, სულ სხვა სიტუაცია დამხვდა აქ: სტატია სრულად »
პარალელური გუნდები – ერთი სტანდარტული ამოცანის არასტანდარტულად გადაწყვეტის ამბავი
19 მარტი, 2012 | 1 კომენტარი »
რამდენიმე თვის წინათ, ერთმა ჩვენმა ნაცნობმა კომპანიამ ერთი ძალიან სტანდარტული, მაგრამ მნიშვნელოვანი ამოცანის არასტანდარტული გზით გადაჭრა გადაწყვიტა. მომსახურების ხარისხის მოკლე ვადაში მკვეთრად გაუმჯობესების საკითხი ისე აქტუალურად დაისვა, რომ სწრაფი შედეგების მისაღწევად რაღაც განსხვავებული, ორიგინალური, ძალიან ეფქტური გზა იყო მოსაძებნი. მენეჯმენტი რამდენიმე დღე, ფაქტიურად, სათათბირო ოთახიდან არ გამოსულა. დიდხანს იფიქრეს, იკამათეს, იმსჯელეს და საბოლოოდ ერთ საინტერესო გეგმაზე შეთანხმდნენ. მოქმედებაც დაიწყო.
კაპიტანმა იცის, საით მიჰყავს გემი
9 მარტი, 2011 | 7 კომენტარი »
ხელოვნების მიზანი სულ უბრალოა — მიანიჭოს ადამიანს სიხარული, შთაბეროს მას მხნეობა. თუ ეს ხელოვნება თეატრს უკავშირდება, მაშინ ამ მიზნის მიღწევაში ძალიან ბევრი ადამიანი მონაწილეობს. ისინი, ყველა ერთად, ცდილობენ ახალი და საინტერესო კუთხით გააშუქონ ადამიანური ცხოვრების ის მხარეები, რომელიც შეუმჩნეველი რჩება ზოგიერთი ჩვენგანისთვის. სტატია სრულად »
დაგეგმილი იმპროვიზაცია – კარგი ინსტრუმენტი განუმეორებელი ეფექტის მოსახდენად
20 დეკემბერი, 2010 | 1 კომენტარი »
დაგეგმვის თვალსაზრისით საქმის კეთების სამი მიდგომა შეიძლება გამოიყოს: იმპროვიზაცია, დაგეგმილი მოქმედება და დაგეგმილი იმპროვიზაცია.
იმპროვიზაციით საქმის კეთება ყველაზე ადვილად წარმოსადგენია. მას ყოველდღიურ ცხოვრებაში ძალიან ხშირად ვხვდებით – ჩვენსაშიც, ჩვენი გარშემომყოფებისაშიც. ეს არის მუშაობა, როდესაც თან ვფიქრობთ და თან ვაკეთებთ, ხანდახან არც ვფიქრობთ და ისეც ვაკეთებთ. მერე გზადაგზა ვცვლით დაწყებულ საქმეს, ვანგრევთ და ვაშენებთ, ვანგრევთ, მერე ისევ ვაშენებთ და ასე, სანამ ვიღაცა არ გვეტყვის, რომ შევწყვიტოთ, ან ჩვენ თვითონ არ მივალთ დასრულების გადაწყეტილებამდე. სტატია სრულად »
წითელი ა – კოოპერაცია კონკურენციის წინააღმდეგ
17 მაისი, 2010 | 1 კომენტარი »
ყველას შეგინიშნავთ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, გამორჩეულად კარგი აფთიაქების თავზე დამაგრებული ნიშანი, წითელი ა, რომელიც თავისი უცხო ფორმით სწრაფად იქცევს ყურადღებას და მერე დიდხანს გახსოვს, რომ სადღაც გინახავს, ამასთან თბილად გახსენდება გარემო და მომსახურება რომელსაც მას უკავშირებ. სტატია სრულად »
საკუთარი საქმის დაწყების ერთი გზა
25 იანვარი, 2010 | 10 კომენტარი »
ეს უბრალოდ ამბავია, რომელმაც შესაძლოა ბევრს კონკრეტული მოქმედებების დაწყების სურვილი გაუძლიეროს და პირველი ნაბიჯების გადადგმაშიც დაეხმაროს.
საკუთარი საქმის დაწყების ბევრი მაგალითი არსებობს. ყველა, ვინც იწყებს მის პირად გამოცდილებას აგროვებს, ყველა სხვადასხვანაირად გადის ამ გზას. მათთვის ერთმანეთის ისტორიის მოსმენა და წაკითხვა შესაძლოა არც საინტერესო იყოს და არც ბევრის მიმცემი, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანია, ვინც სხვადასხვა ორგანიზაციებში დაქირავებულ თანამშრომლად მუშაობს, მაგრამ შეუძლია და უნდა კიდეც რაღაცა თვითონ, დამოუკიდებლად გააკეთოს, რაღაც საკუთარი საქმე წამოიწყოს. სტატია სრულად »