სტატიები მომზადებულია სინერჯი ჯგუფის კონსულტანტების მიერ საკონსულტაციო და მართვის პროექტებიდან მიღებულ პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაფუძნებით.
მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების პრობლემა ქართულ ორგანიზაციებში
21 მარტი, 2011 | 1 კომენტარი »
იდეები რომ არ გვაკლია ქართველებს, ცნობილია. საინტერესო, ორიგინალური იდეები ხშირად იბადება ჩვენს მსჯელობებში, ფიქრისას თუ წერისას, მაგრამ, ხშირად, ძირითად პრობლემად მიღებული გადაწყვეტილებების თუნდაც საშუალო ხარისხით აღსრულება რჩება. ამ სტატიაში გვინდა წარმოგიდგინოთ ჩვენს გამოცდილებაზე დაყრდნობით ჩამოყალიბებული მოსაზრებები, თუ, ძირითადად, რა იწვევს ქართულ ორგანიზაციებში მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულებასთან დაკავშირებულ პრობლემებს და, ჩვენი აზრით, როგორ შეიძლება მასთან ბრძოლა.
თბილისის ფუნქციური ლანდშაფტები
16 მარტი, 2011 | 3 კომენტარი »
ქალაქის წარმატება რამოდენიმე მახასიათებელთან ასოცირდება: კარგი საცხოვრებელი პირობები, მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა და მაცხოვრებლების დასაქმების მაღალი დონე. თუმცა ეს ქალაქის კეთილდღეობის დონის ტიპური განმსაზღვრელი მახასიათებელია. და მაინც, ქალაქის ფუნქციურად განვითარებაში ყველაზე დიდი როლი სახელმწიფოსა და ქალაქის მერიას აქვს. სახელმწიფომ უნდა მოიყვანოს ქალაქის სტრატეგია მთელი ქვეყნის სტრატეგიასთან შესაბამისობაში, ხოლო მერიამ კი ეს სტრატეგია აქციოს კონკრეტულ ნაბიჯებად. რა ალტერნატივები აქვს ამჟამად თბილისს, რაც ფუნქციონალურად უფრო ღირებულს გახდიდა, როგორც ქვეყნისთვის, ისე რეგიონისთვის?
კაპიტანმა იცის, საით მიჰყავს გემი
9 მარტი, 2011 | 7 კომენტარი »
ხელოვნების მიზანი სულ უბრალოა — მიანიჭოს ადამიანს სიხარული, შთაბეროს მას მხნეობა. თუ ეს ხელოვნება თეატრს უკავშირდება, მაშინ ამ მიზნის მიღწევაში ძალიან ბევრი ადამიანი მონაწილეობს. ისინი, ყველა ერთად, ცდილობენ ახალი და საინტერესო კუთხით გააშუქონ ადამიანური ცხოვრების ის მხარეები, რომელიც შეუმჩნეველი რჩება ზოგიერთი ჩვენგანისთვის. სტატია სრულად »
სოციალური ქსელები ადამიანების წინააღმდეგ
2 მარტი, 2011 | 7 კომენტარი »
*facebook რომ ქვეყანა იყოს, მოსახლეობის
რაოდენობით მე3 ადგილზე იქნებოდა მსოფლიოში.
სოციალურმა ქსელებმა რადიკალურად შეცვალა ბევრი ადამიანის ცხოვრება. ისინი მნიშვნელოვან როლს ასრულებენ თანამედროვე ადამიანის ცხოვრებაში და ბევრი ძალიან მიეჯაჭვა მათ. იმ სარგებლის პარალელურად, რომელსაც სოციალური ქსელები ქმნიან, მათ ბევრი უარყოფითი მხარეც აქვთ. სწორედ ამ ნაკლოვანებებზე, სავარაუდო გრძელვადიან შედეგებსა და მათთან ბრძოლის ერთ მეთოდზე გვინდა გავამახვილოთ ყურადღება ამ სტატიაში.
ქართული კომპანიების ხელმძღვანელების მთავარი ამოცანები 2011 წელს
28 თებერვალი, 2011 | 0 კომენტარი »
რა თქმა უნდა, ყველა ორგანიზაცია ინდივიდუალურია და ყოველ მათგანს საკუთარი პრობლემები, ამოცანები და პრიორიტეტები აქვთ. მიუხედავად ამისა, მაინც არის საკითხები, რომლებიც აქტუალურია საქართველოს ბიზნეს-ორგანიზაციების დიდი უმრავლესობისთვის. ამ სტატიაში გვინდა რამოდენიმე მათგანს შევეხოთ. სწორედ ეს ამოცანები, ჩვენი აზრით, იქნება საქართველოში ბევრი მენეჯერისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევები 2011 წელს.
კლიენტების აზრი
23 თებერვალი, 2011 | 0 კომენტარი »
საჭირო იყო ისეთი სისტემის შემუშავება და დანერგვა, რომელიც ორგანიზაციას საშუალებას მისცემდა, მუდმივად ეკონტროლებინა მისი მომხმარებლების კმაყოფილება და მაქსიმალურად სწრაფად მოეხდინა რეაგირება ყველა არასასურველ შემთხვევაზე.
საქართველოში ბევრი ორგანიზაცია აცნობიერებს კლიენტების აზრის მნიშვნელობას. ისინი ცდილობენ გაიგონ და გაითვალისწინონ მომხმარებლის აზრი. ასეთი ორგანიზაციები გაცილებით დიდ წარმატებას აღწევენ, ვიდრე ისინი, ვისთვისაც დღევანდელი მოგება და ფინანსურ უწყისებზე მოცემული მოგების მაჩვენებელია ყველაფერზე მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული. სტატია სრულად »
ტურიზმი სამცხე–ჯავახეთში
4 თებერვალი, 2011 | 3 კომენტარი »
ბევრ თქვენგანს უნახავს სამცხე–ჯავახეთი, დაუთვალიერებია ვარძია, ზარზმა, საფარა…
გარდა უძველესი მონასტრებისა, დაგხვდებოდათ მცირე სასტუმროები, კაფე–ბარები, მოგხიბლავდათ სუვენირების დიდი არჩევანი. მიგიზიდავდათ გზისპირად მოწყობილი წასახემსებელი ადგილები.
ბოლო დროს სამცხე–ჯავახეთში ტურიზმის განვითარებას საფუძვლად დაედო კარგად დამუშავებული სტრატეგია. იგი შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურებისა და კერძო ბიზნესის მჭიდრო თანამშრომლობით წარმატებით განხორციელდა და ამჟამად ტურიზმის მენეჯმენტის ლექციებზე ხშირად განიხილავენ. სტატია სრულად »
დაგეგმილი იმპროვიზაცია – კარგი ინსტრუმენტი განუმეორებელი ეფექტის მოსახდენად
20 დეკემბერი, 2010 | 1 კომენტარი »
დაგეგმვის თვალსაზრისით საქმის კეთების სამი მიდგომა შეიძლება გამოიყოს: იმპროვიზაცია, დაგეგმილი მოქმედება და დაგეგმილი იმპროვიზაცია.
იმპროვიზაციით საქმის კეთება ყველაზე ადვილად წარმოსადგენია. მას ყოველდღიურ ცხოვრებაში ძალიან ხშირად ვხვდებით – ჩვენსაშიც, ჩვენი გარშემომყოფებისაშიც. ეს არის მუშაობა, როდესაც თან ვფიქრობთ და თან ვაკეთებთ, ხანდახან არც ვფიქრობთ და ისეც ვაკეთებთ. მერე გზადაგზა ვცვლით დაწყებულ საქმეს, ვანგრევთ და ვაშენებთ, ვანგრევთ, მერე ისევ ვაშენებთ და ასე, სანამ ვიღაცა არ გვეტყვის, რომ შევწყვიტოთ, ან ჩვენ თვითონ არ მივალთ დასრულების გადაწყეტილებამდე. სტატია სრულად »
დირექტორატის წარმატების და წარუმატებლობის მთავარი მიზეზი
12 აგვისტო, 2010 | 0 კომენტარი »
ამ ბოლო პერიოდში რამდენჯერ მოგვიწია ისეთ ორგანიზაციებში მუშაობა, სადაც დირექტორატი რეგულარულად არ ფუნქციონირებს. ყველაზე ხშირად ამის მიზეზი იმ შეხვედრების არასაკმარისი ნაყოფიერება იყო, რომელთა ჩატარებაც მათ არაერთხელ სცადეს. დაინახეს, რომ ბევრი დრო რაიმე ღირებული გადაწყვეტილების მიღების გარეშე დაიხარჯა, სამწუხაროდ, გადაწყვიტეს, ჩვენთან დირექტორატის ფორმატი ალბათ არ ამართლებსო და დაიშალნენ. თითქმის ყველა ასეთ შემთხვევაში დირექტორატისთვის მდივნის დანიშვნა მისი წარუმატებლობის განმსაზღვრელი კრიტიკული ფაქტორი გახდა. სტატია სრულად »
ცუდი გეგმები
26 ივლისი, 2010 | 4 კომენტარი »
სუსტი ხელმძღვანელები ხშირად თავის ძირითად ფუნქციად იმას მიიჩნევენ, რომ საკუთარი უფლებამოსილებების გამოყენებით, თავისივე ხელში არესებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მათივე შეხედულებებიდან გამომდინარე გაუკეთონ გეგმები თანამშრომლებს, მიუბან რაღაც მარტივი სქემით ამ გეგმების შესრულებაზე ხელფასის გაცემა, ან ბონუსების დამატება და მერე მთელ ძალისხმევას იმაზე ხარჯავენ, რომ აიძულონ თანამშრომლებს ასეთი გეგმების შესრულება. ძალიან ხშირად ასეთ გარჯას ორგანიზაციისათვის ცუდი შედეგები მოაქვს. თუ პირველ ეტაპზე, თითქოს, მიღწევები უმჯობესდება, მალე ყველა ხვდება, რომ სიტუაცია გაფუჭებას იწყებს და თან საკმაოდ ჩქარი ტემპებით. სტატია სრულად »
უფლებების დელეგირების ერთი ისტორია
12 ივლისი, 2010 | 0 კომენტარი »
ერთ დიდ ორგანიზაციაზე მინდა მოგითხროთ, რომელიც იხრჩობოდა თავისი მოუქნელობით. თავდაპირველად ყველა ფიქრობდა, რომ მოუქნელობა მისი სიდიდის ბრალი იყო, ბოლოს მიხვდნენ, პრობლემას ქმნიდა ის, რომ თითქმის ყველა გადაწყვეტილებას პირველი პირი იღებდა. ამის გამო ბევრი მოქმედება გვიანდებოდა, გარე და შიდა ცვლილებებზე რეაგირება შენელებული იყო და ორგანიზაციაც ამის გამო სულ უფრო მოუქნელი ხდებოდა. ადრეც ხვდებოდნენ, რომ გადაწყვეტილებების მიღების ასეთი ცენტრალიზებულობა არ იყო კარგი, თუმცა რაღაც ეტაპზე ამის განსაკუთრებული სიმძიმე იგრძნეს და აქედან გამომდინარე, დიდი საფრთხეებიც დაინახეს. თვითონ პირველმა პირმაც აღიარა, რომ რაღაცების შეცვლა იყოს საჭირო. ისტორიაც სწორედ აქედან მინდა დავიწყო. სტატია სრულად »
თუ უფრო მეტის მოსწრება გინდათ
5 ივლისი, 2010 | 7 კომენტარი »
ადამიანების უმრავლესობა, ვინც არც საქმის კეთების მოტივაციის ნაკლებობას უჩივის და არც თვითონ საქმის ნაკლებობას, მუდმივად წუხს, რომ არ ყოფნის დღე-ღამეში 24 საათი, კვირაში შვიდი დღე და წლის განმავლობაში 365 დღე. მიუხედავად იმისა, რომ გვიანობამდე მუშაობენ, თითქოს ყოველთვის რაღაცას აკეთებენ და მუდმივად ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი საქმის გაკეთება მოასწრონ, მაინც ბევრი რამ დაუსრულებელი რჩებათ, მიზნები-მიუღწეველი, ამოცანები-გადაუჭრელი. სტატია სრულად »
გიგანტიზმის სინდრომი
28 ივნისი, 2010 | 1 კომენტარი »
ბევრი ორგანიზაციის უმაღლეს ხელმძღვანელობაში შეხვდებით მენეჯერს, რომელიც მისადმი დაქვემდებარებული მიმართულების მიზნებს და ინტერესებს უფრო წინა პლანზე აყენებს, ვიდრე მთლიანი ორგანიზაციისას. მას ხშირად ავიწყდება, რომ ორგანიზაციის ნაწილია და რომ მისი როლი და ფუნქცია, პირველ რიგში, სწორედ მთლიანი ორგანიზაციის მისიიდან გამომდინარეობს და არა პირიქით. იგი ითხოვს ყველაზე მეტ რესურსს, როგორც წესი, ყველაზე მეტი ხალხი ჰყავს უშუალო დაქვემდებარებაში, არ ესწრება მენეჯმენტის საერთო შეხვედრებს და საკითხების გადაწყვეტას ტოპმენეჯერთან პირადი საუბრებით ცდილობს. განსაკუთრებულ გავლენას რომ ფლობს, თვითონაც ხვდება და ამით აქტიურად სარგებლობს. სტატია სრულად »
თითქმის იდეალური გუნდი
21 ივნისი, 2010 | 7 კომენტარი »
ისინი შვიდნი არიან და არ ჰყავთ ხელმძღვანელი. მათი საქმიანობის მიზანი არ არის ფული და არ რაოდენობრივ მიზნებს ისხავენ. მათ შორის არ არსებობს შრომის დანაწილება, ყველას შეუძლია აკეთოს ყველაფერი და ყველა აკეთებს კიდეც ყველაფერს.
საშუალება გვქონდა ახლოდან დავკვირვებოდით ერთი ისეთი გუნდის მუშაობას, რომელიც, ჩემი აზრით, ყველა პარამეტრით ძალიან ახლოს არის იდეალური გუნდის მახასიათებლებთან. მისი მონოლითურობა, მოქნილობა, სისწრაფე, ცვლილებებზე რეაგირების ადეკვატურობა, შიდა განწყობა, წევრებს შორის ურთიერთობები, მათი მოტივაცია და ამ ყველაფრიდან გამომდინარე შედეგები, რომელსაც ისინი აღწევენ, შესაშურია ბევრი გაგებით. სტატია სრულად »
პროაქტიული ადამიანების განსხვავება
14 ივნისი, 2010 | 1 კომენტარი »
ადამიანების დაყოფა ბევრნაირად შეიძლება, თუმცა არსებობს დაყოფის ერთი პრინციპი, რომელიც მათ ქცევის მიხედვით განასხვავებს. ადამიანების პროაქტიულ და რეაქტიულ ტიპებად დაყოფა სხვადასხვა საკითხის მიმართ მათ განსხვავებულ დამოკიდებულებებს ეფუძნება. სწორედ ეს განსხვავებები განაპირობებს მათ რადიკალურად განსხვავებულ ქცევას სხვადასხვა სიტუაციაში. ეს კი, თავის მხრივ, ამ ადამიანებისათვის უფრო მეტი, ან უფრო ნაკლები წარმატების მიზეზი ხდება. სტატია სრულად »
მათთვის, ვინც ახლა იწყებს კარიერას
7 ივნისი, 2010 | 7 კომენტარი »
წელსაც რამდენიმე ათასი ადამიანი შეურთდება სხვადასხვა ორგანიზაციებში დასაქმებულთა რიგებს. მათთვის, ვინც ახლა იწყებს მაღალი თანამდებობებისკენ მიმავალი რთული გზის გავლას, უნდა იცოდნენ, როგორ შეიძლება გაიკვლიონ გზა შიდა ორგანიზაციული ურთიერთობების ლაბირინთებში. მიუხედავად იმისა, რომ რაღაც ინსტრუქციებსა და დარიგებებს ალბათ მათ ორგანიზაციებშიც მისცემენ, ჩვენც გვინდა რამოდენიმე რჩევა მივცეთ, თუ როგორ მოიქცნენ, რა გააკეთონ და რაც მთავარია რა არ გააკეთონ იმისთვის, რომ ახალ სამსახურთან შეგუებაც გაუადვილდეთ და კარგი კარიერის წინაპირობაც შეიქმნან.
მაშ ასე: სტატია სრულად »
მუდამ უკმაყოფილო კადრების მართვა
31 მაისი, 2010 | 5 კომენტარი »
თითქმის ყველა ორგანიზაციაში, გუნდში, კოლექტივში არიან თანამშრომლები, რომელთა მართვაც ხელმძღვანელებს ძალიან უჭირთ. მათი გულის მოგება, დაინტერესება, გახარება, მოტივირება თითქმის შეუძლებელია. ისინი ინდიფერენტულად, ზედაპირულად და უგულოდ უდგებიან საქმეს, რომელიც აბარიათ და მხოლოდ იმ დონეზე აკეთებენ მას რომ საყვედური არ მიიღონ. სტატია სრულად »
მენეჯერი, რომელმაც ალყა გაარღვია
24 მაისი, 2010 | 1 კომენტარი »
ერთ დღეს ერთმა მენეჯერმა იგრძნო, რომ ძალიან დაშორდა თავის თანამშრომლებს, აღარ ესმოდა მათი ქცევის მიზეზები, მათი პრეტენზიები და აღიზიანებდა კიდეც ისინი. ხვდებოდა, რომ რატომღაც მისიც ძალიან ცუდად ესმოდათ მის თანამშრომლებს, ეუბნებოდა ერთს და აკეთებდნენ მეორეს, ითხოვდა ერთს და აძლევდნენ მეორეს, ეკითხებოდა ერთს და პასუხობდნენ მეორეს. სტატია სრულად »
წითელი ა – კოოპერაცია კონკურენციის წინააღმდეგ
17 მაისი, 2010 | 1 კომენტარი »
ყველას შეგინიშნავთ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, გამორჩეულად კარგი აფთიაქების თავზე დამაგრებული ნიშანი, წითელი ა, რომელიც თავისი უცხო ფორმით სწრაფად იქცევს ყურადღებას და მერე დიდხანს გახსოვს, რომ სადღაც გინახავს, ამასთან თბილად გახსენდება გარემო და მომსახურება რომელსაც მას უკავშირებ. სტატია სრულად »
რა გვიშლის ხელს უფრო მეტის და უკეთესად კეთებაში
10 მაისი, 2010 | 4 კომენტარი »
ორგანიზაციაში, სადაც ვმუშაობთ, ჩვენი ხელმძღვანელების მხრიდან ხშირად ვისმენთ საყვედურის ტონით გამოთქმულ კითხვებს – რატომ არ ვმუშაობთ მეტს, რატომ არ ვაკეთებთ უფრო ღირებულს, რატომ არ გვაქვს უკეთესი შედეგები. და მაშინაც, როცა ისინი ამას არ გვეკითხებიან, მათ უკმაყოფილო გამოხედვაში ეს კითხვები თითქმის ყოველთვის ცხადად იგრძნობა.
შესაძლოა, ეს იმ ჩვევების ბრალია, რომლებმაც ასე ღრმად და მყარად მოიკიდა ფეხი ჩემი და ჩემი კოლეგების ცხოვრებასა და ხასიათში. სტატია სრულად »