სტატიები მომზადებულია სინერჯი ჯგუფის კონსულტანტების მიერ საკონსულტაციო და მართვის პროექტებიდან მიღებულ პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაფუძნებით.
გაყიდვების სტიმულირების მენეჯერი და მისი ნამდვილი როლი
21 ნოემბერი, 2012 | 0 კომენტარი »
გაყიდვების სტიმულირება ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანაა ნებისმიერი ორგანიზაციისათვის. გაყიდვების სტიმულირების მენეჯერი არის ის, ვინც პოტენციურ მყიდველებს აწვდის პროდუქციასა და მომსახურებაზე ინფორმაციას. შესაბამისად, მასზეა დიდად დამოკიდებული, როგორ აღიქვამენ მომხმარებლები კომპანიის პროდუქციას, ხედავენ თუ არა მის ღირებულებას და უპირატესობებს, უჩნდებათ თუ არა მისი შეძენის სურვილი და ანიჭებენ თუ არა უპირატესობას კონკურენტებთან შედარებით.
სტრუქტურის განსხვავებული განზომილება
19 ნოემბერი, 2012 | 0 კომენტარი »
ყველასათვის ცნობილია, რომ სამსახურის შიგნით ბევრად უფრო ადვილია კოორდინაცია, ვიდრე სხვადასხვა სამსახურებს შორის. ერთ ხელმძღვანელს დაქვემდებარებული სამსახურები კი უფრო ადვილად ურთიერთობენ ერთმანეთთან, ვიდრე განსხვავებულ დივიზიონებში შემავალი ქვედანაყოფები. არადა მათ შორისაც ხშირად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კოორდინაციის ხარისხი მაღალი იყოს. თანამედროვე სტრუქტურები სხვადასხვა დაქვემდებარებაში არსებულ ქვედანაყოფებს შორის კოორდინაციის პრობლემას სტრუქტურის ახალი, განსხვავებული განზომილების შექმნით ახერხებენ.
ახლადდანიშნული მენეჯერის ავტორიტეტი გუნდში
12 ნოემბერი, 2012 | 0 კომენტარი »
გუნდის ახლადდანიშნული ლიდერის მთავარი ამოცანა საწყის ეტაპზე არის გუნდში ავტორიტეტის სწრაფად მოპოვება, რათა დაიწყოს გუნდის ლიდერის პოზიციიდან მოქმედება. ასეთ დროს ყველაზე სწრაფად ავტორიტეტის მოპოვებას შევძლებთ თუ თავიდანვე ვიზრუნებთ გუნდის საჭიროებების გამოვლენაზე, გუნდისკენ მიმართულ ზრუნვას თანაბრად და სამართლიანად გადავანაწილებთ გუნდის თითოეულ წევრზე და ამასთან ყველაზე მნიშვნელოვანი – თუ დავანახებთ როგორ თავდადებით ვიცავთ გუნდის ინტერესებს გარეშე პირებთან, სხვა გუნდებთან და სტრუქტურულ ერთეულებთან – მალევე მოვიპოვებთ გუნდის ლიდერის ავტორიტეტს. სტატია სრულად »
ჩვენი ნათესავები ჩვენს სამსახურში
9 ნოემბერი, 2012 | 0 კომენტარი »
ხშირად ხდება, რომ ხელმძღვანელებს სამსახურში აყავთ ნათესავები ან მეგობრები. თუ ისინი შეეფერებიან თავიანთ პოზიციას და კარგად ართმევენ თავს დავალებებს და ფუნქციებს, მაშინ ყველაფერი რიგზეა, მაგრამ ზოგჯერ არის, რომ პროფესიონალიზმით ჩამორჩებიან პოზიციას, ან არასათანადო პასუხისმგებლობით ეკიდებიან საქმეს. სტატია სრულად »
ფავორიტობის მანკიერი მხარეები
7 ნოემბერი, 2012 | 0 კომენტარი »
ზოგჯერ, ძალიან არასწორად, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ხელმძღვანელის გული მოვიგოთ, გავხდეთ მისი ფავორიტი და დავტკბეთ იმ „პრივილეგიებით“, რასაც ეს მდგომარეობა გვთავაზობს. ამით ძალიან სახიფათო და არასახარბიელო გზას ვადგებით.
ამ სტატიაში გვინდა გადმოგცეთ, რა უარყოფითი მხარეები და საფრთხეები აქვს ხელმძღვანელის ფავორიტობას და რა შეიძლება გავაკეთოთ იმისთვის, რათა ეს პროცესი ვმართოთ და საფრთხეები თავიდან ავირიდოთ. სტატია სრულად »
მენეჯმენტის ყურადღების განაწილება
5 ნოემბერი, 2012 | 0 კომენტარი »
მენეჯმენტის ყურადღება ლიმიტირებული რესურსია. რაც უფრო მეტ ყურადღებას უთმობს მენეჯმენტი ერთ საკითხს, მით უფრო ნაკლებად აქცევს ყურადღებას სხვებს. შესაბამისად, ის, თუ რა საკითხებზე იხარჯება ყოველდღიურ მუშაობაში ეს ყურადღება, რაზე ფიქრობენ, ვისთან მუშაობენ უფრო მეტს, რაზე მსჯელობენ ისინი ყოველდღიურად შეხვედრებისას სწორედ ამაზე არის დიდად დამოკიდებული ორგანიზაციის წარმატება.
რა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მენეჯმენტის ყოველდღიური ძალისხმევა, დრო და ყურადღება ისეთ საკითხებზე იყოს მიმართული და იმ დოზით, რომელიც ყველაზე არსებითია ორგანიზაციის წარმატებისთვის?
როცა გუნდის ერთი წევრი ძალიან დესტრუქციულია…
2 ნოემბერი, 2012 | 0 კომენტარი »
Always do right — this will gratify some and astonish the rest.
Mark Twain
რამდენიმე თვის წინ გვესტუმრა ჩვენი ერთ-ერთი ყოფილი თანამშრომელი, რომელიც გადავიდა მმართველობით პოზიციაზე სხვა კომპანიაში. რა თქმა უნდა დავინტერესდით რამდენად მოსწონს ახალი სამსახური, პოზიცია, რამდენად შეეწყო თანამშრომლებს და ა.შ. მოკლედ შედგა ტრადიციული საუბარი, რაც მოჰყვება ხოლმე სამსახურისა და პოზიციის ცვლილებას. სტატია სრულად »
როგორ არ მოვანატროთ ოჯახს თავი
31 ოქტომბერი, 2012 | 0 კომენტარი »
ყველაფერი თვითდისციპლინით იწყება, რაც ბევრ საკითხს, მათ შორის ოჯახურსაც კარგად ალაგებს ცხოვრებაში . ვისაც ოჯახი გვყავს ყველას ჩვენი წილი პასუხისმგებლობა გვაკისრია მის წინაშე, რისი კარგად შესრულებაც ისევე უნდა მოვინდომოთ, როგორც ამას სამსახურში დაკისრებული პასუხისმგებლობისას ვაკეთებთ.
არაფორმალური დაჯგუფებები ორგანიზაციაში
29 ოქტომბერი, 2012 | 0 კომენტარი »
შიდა არაფორმალური დაჯგუფებები რომ ორგანიზაციას ანგრევს, მართვას ართულებს, ორგანიზაციის მიმართ თანამშრომლების ლოიალურობას ამცირებს, სამუშაო გარემოს უფრო სტრესულს ხდის, შიდა დაპირისპირებებს წარმოქმნის და სხვა ბევრი უარყოფითი პროცესის მიზეზი ხდება, ალბათ, არცერთი ხელმძღვანელისთვის არ არის ახალი ამბავი. რა იწვევს ასეთი დაჯგუფებების შექმნას, რა შეიძლება გავაკეთოთ ხელმძღვანელებმა, რომ ამ პროცესს ხელი შევუშალოთ. ჩვენი რამდენიმე მოსაზრება ამ თემაზე, ვფიქრობთ, საინტერესო და სასარგებლო შეიძლება აღმოჩნდეს თქვენთვის.
პრობლემები კოლეგებთან ურთიერთობაში
22 ოქტომბერი, 2012 | 1 კომენტარი »
ალბათ ყველას, ვისაც სადმე გვიმუშავია, გვქონია შეხება მსგავსი ტიპის პრობლემასთან. ცხადად ვგრძნობთ, რომ ერთ-ერთი კოლეგა გვებრძვის, პრობლემებს გვიქმნის, ღიად თუ ფარულად ცდილობს სირთულეები შეგვიქმნას სხვა თანამშრომლებთან, ხელმძღვანელებთან ან დამფუძნებლებთან ურთიერთობებში. როდესაც ის ამას იმის გამო აკეთებს, რომ ჩვენ მას არასწორად მოვექეცით, კიდევ გასაგებია, მაგრამ როდესაც მისთვის არაფერი დაგვიშავებია, ის კი დაუმსახურებლად გვერჩის, ხშირად არც ვიაზრებთ, რა შეიძლება იყოს მისი ჩვენდამი ასეთი დამოკიდებულების მიზეზი – ჩვენც იგივეს ვაკეთებთ, რასაც ის, აგრესიაზე აგრესიით ვპასუხობთ, ბრძოლაზე ბრძოლით. ამის გამო კონფლიქტი სულ უფრო მწვავდება და საბოლოოდ ორივესთვის საზიანო შედეგამდე მიდის. რატომ წარმოიქმნება მსგავსი ტიპის პრობლემები და როგორ შეიძლება ისინი ავიცილოთ თავიდან, სწორედ ამ თემაზე გვინდა რამდენიმე მოსაზრება გაგიზიაროთ.
ჩვენ და ჩვენი სამსახურებრივი მეგობრები
15 ოქტომბერი, 2012 | 0 კომენტარი »
სამსახურებრივი მეგობრობა, მიუხედავად იმისა, რომ ყველას გვაქვს სურვილიც და მოთხოვნილებაც შედარებით ახლოს ვიყოთ და ვიმეგობროთ ჩვენთვის ყველაზე სიმპათიურ და ხასიათით შესაბამის ადამიანებთან, ბევრი ტკივილის, იმედგაცრუების და კონფლიქტების მიზეზი შეიძლება გახდეს. ვცდილობდეთ, თანაბარი დისტანცია გვქონდეს კოლეგებთან, თანაბარი სითბოთი და მზრუნველობით ვექცეოდეთ ყველას, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა შეიძლება იყოს ბევრი სამსახურებრივი სტრესისა და უსიამოვნების თავიდან ასაცილებლად, შრომის ნაყოფიერების შენარჩუნებისა და სამსახურის მიმართ სათანადო დამოკიდებულების ჩამოყალიბებისა და შენარჩუნებისათვის.
როგორ გავზარდოთ თანამშრომლების მოტივაცია ორგანიზაციის ჯამურ შედეგებზე და როგორ გავხადოთ ისინი უფრო აქტიურები ამ მიზნებისთვის
12 ოქტომბერი, 2012 | 2 კომენტარი »
იმისათვის, რომ თითოეული თანამშრომელი მაქსიმალურად მოტივირებული იყოს ორგანიზაციის შედეგების გაუმჯობესებაზე, საჭიროა სამი რამ: ისეთი მიზნის არსებობა, რომელსაც ყველა იზიარებს, მიზნის მუდმივი კომუნიკაცია და პროპაგანდა და მოტივაციის მიბმა საბოლოო შედეგებზე. სტატია სრულად »
არჩევანი ადრეულ ასაკში – პროფესია თუ საკუთარი ბიზნესი?
5 ოქტომბერი, 2012 | 0 კომენტარი »
ძირითადად, 20–25 წლის ასაკში ბევრს უწევს გადაწყვეტილების მიღება – დაიწყოს საკუთარი ბიზნესი თუ გაყვეს კონკრეტულ პროფესიას და გახდეს პროფესიონალი ამ მიმართულებით. გარი ვაინერჩუკს, რომელიც ცნობილი ბიზესმენია და ამავე დროს პუბლიცისტი, კარგად აქვს ნათქვამი – I am not a businessman, I am a business, რაც იმას უსვამს ხაზს, რომ თუ ჩვენს თავს შევხედავთ, როგორც „ბიზნესს“, რომელიც პერსპექტიული და მაღალ რენტაბელურია, ვიზრუნებთ მის განვითარებაზე და მივცეთ სწორ ორიენტირს – ამ შემთხვევაში „ბიზნესი“ ბევრად უფრო მეტი სარგებლის შექმნას შეძლებს ჩვენთვის ასეთ ასაკში, ვიდრე რაიმე ბიზნესის წამოწყება. სტატია სრულად »
ქმედითი საბონუსე სისტემის საფუძველი
28 სექტემბერი, 2012 | 0 კომენტარი »
დღეს თითქმის ყველა ორგანიზაციაში, ამა თუ იმ ფორმით, არსებობს სხვადასხვა ტიპის საბონუსე სქემები. მათგან ბევრი წარმატებულია და იძლევა კომპანიებისთვის დასახული მიზნების მიღწევის შესაძლებლობას, ბევრი კი უბრალოდ არ მოქმედებს და ხშირ შემთხვევაში იწვევს არამცთუ თანამშრომლების მოტივაციას, არამედ პირიქით, დემოტივაციასაც. სტატია სრულად »
უფრო მეტი კმაყოფილება
26 სექტემბერი, 2012 | 1 კომენტარი »
რა განაპირობებს ჩვენი მომხმარებლების კმაყოფილებას? ალბათ უფრო მათი მოლოდინების გადაჭარბება, ვიდრე მხოლოდ მაღალი ხარისხის პროდუქცია.
ჩვენ, ყველანი, თავადაც მომხმრებლები ვართ და ყველაზე კარგადაც ვიცით, რომ ლოიალურობა ორგანიზაციის მიმართ და ჩვენი საუბრები სხვებთან ამ ორგანიზაციის შესახებ ძირითადად განპირობებულია მათ მიერ გამოჩენილი ყურადღებით, გულითადი მიდგომითა და გადახდილი თანხის შესაბამისი ხარისხით. ჩვენი კმაყოფილება დეტალებშია. მათ შექმნას კი განსაკუთრებული მუშაობა, დრო და შემოქმედებითობა სჭირდება. სტატია სრულად »
როდესაც უფრო რთული დავალებების შესრულება შეგიძლიათ, ვიდრე გავალებენ
19 სექტემბერი, 2012 | 0 კომენტარი »
გაკეთებული მარტივდება, დავალებები ტექნიკურად სრულდება, აღარ გხვდებათ სირთულეები, სწავლითაც ახალს ვეღარ სწავლობთ და სამუშაოც მოსაწყენი გახდა თქვენთვის. ხვდებით, რომ მეტის გაკეთება შეგიძლიათ, მაგრამ ვეღარ ახერხებთ საკუთარი უნარების, რესურსების გამოყენებას, რეალიზებას, რაც დიდ დისკომფორტს გიქმნით. ასეთ დროს ყველაზე არასწორი სტრატეგიაა გულხელდაკრეფილი ყოფნა და ლოდინი, როდის მოახდენს ხელმძღვანელი დელეგირებას, როდის მოგცემენ უფრო რთულ დავალებებს…
მაღალკვალიფიციური გუნდი
17 სექტემბერი, 2012 | 0 კომენტარი »
არიან მენეჯერები, რომლებსაც, საბედნიეროდ, აწუხებთ ის, რომ მიმდინარე საქმეების ფონზე, საკმარის დროს ვერ უთმობენ კვალიფიკაციას ვერც თვითონ და ვერცს გუნდის წევრები. სამსახურში ბიბლიოთეკის მოწყობა, კითხვის საათის შემოღება და შიდა პრეზენტაციების ჩატარების ტრადიციის დამკვიდრება არა მარტო საუკეთესო ცვლილებები შეიძლება აღმოჩნდეს ამ პრობლემის მოსაგვარებლად, არამედ სულ ორ-სამ წელში ძალიან ძლიერი, მაღალკვალიფიციური გუნდის ყოლის წინაპირობა შეიძლება გახდეს.
რამდენ ხანს დავრჩე პირველ სამსახურში
12 სექტემბერი, 2012 | 0 კომენტარი »
საკმაოდ გვიანი იყო, თანამშრომლები ოფისიდან უკვე წასულები იყვნენ. მე და ჩემი ხელმძღვანელი ერთ–ერთი პროექტის რაღაც საკითხს ვიხილავდით. დასასრულს ჩემთვის ძალიან მოულოდნელი შეკითხვები დამისვა, დაახლოებით ამ შინაარსის – „რა სარგებელი მიიღე ჩვენს ორგანიზაციაში მოსვლიდან დღემდე? რამდენად ღირებული პრაქტიკული რამ ისწავლე, რაზეც შეგიძლია თქვა რომ მე ამის კეთება შემიძლია, ამაში დავსპეციალდი? როგორ გაგეზარდა სანაცნობო წრე? როგორ შეიცვალა შენი ეკონომიკური მდგომარეობა?..“
ეს ჩემი პირველი სამსახური იყო სტატია სრულად »
ძლიერი გუნდის შექმნისთვის
7 სექტემბერი, 2012 | 4 კომენტარი »
როგორც სახლს ვერ ავაშენებთ საძირკვლის გარეშე, ნერგებს ვერ გავახარებთ მორწყვის გარეშე, შედევრს ვერ შევქმნით შთაგონების გარეშე, ასევე ძლიერ გუნდს ვერ ჩამოვაყალიბებთ გუნდური პრინციპების გარეშე. ვინც გუნდის ჩამოყალიბებას ახლა იწყებთ, გინდათ ახლად შთაბეროთ სული თქვენს გუნდს, ვფიქრობთ, ეს სტატია ღირებული იქნება თქვენთვის.
როგორ გავიზარდოთ ხელფასი
3 სექტემბერი, 2012 | 0 კომენტარი »
ხელფასის მატება ვის არ უნდა? ალბათ ყველას. შედარებით გავრცელებული და მარტივი სტრატეგიაა შეხვიდე უფროსთან და უთხრა, რომ სხვა შემოთავაზება გაქვს უფრო მაღალი ანაზღაურებით და იმის გამო, რომ ძალიან გჭირდება მეტი შემოსავალი იძულებული იქნები წახვიდე შენთვის საყვარელი სამსახურიდან. როგორც წესი, ეს გზა ჭრის, თუმცა ამას ბევრი არ აკეთებს და თუ აკეთებენ ისიც მხოლოდ ერთხელ, ერთ სამსახურში, ან არაუხშირეს ვიდრე 4-5, წელიწადში ერთხელ. მომატება კი გვინდა უფრო ხშირად და უფრო მეტის. ასე რომ, სხვა გზების ძიებაც ხდება ხოლმე საჭირო.